ვაგრძელებთ კარვობის დღესასწაულზე საუბარს. ეს მართლაც ღვთის უდიდესი წინასწარმეტყველური დღესასწაულია! გამოგიტყდებით და არ ვიცი, საიდან დავიწყო ის ყველაფერი,რის გადმოცემასაც ვაპირებ დღეს, რადგან ძალიან რთულად გასაანალიზებელია. ვეცდები უფლის მადლით გადმოგცეთ მოკლედ მთავარი დედააზრი ამ დღესასწაულისა.პირველ ნაწილში ვისაუბრებთ იმ მიზეზზე, თუ რატომ თქვა ქრისტემ დღესასაწაულის ბოლო დღეს: “თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
“.დღეს კი
ვისაუბრებთ ასევეერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე, რომელიც ჩაწერილია იოანეს სახარების მერვე თავში. ქრისტე ამბობს:„მე ვარ სინათლე ქვეყნისა“ .
სანამ დავიწყებთ ამ მომენტის განხილვას, ორ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: პირველი – ბიბლიაში არასოდეს შემთხვევით არაფერია დაწერილი, ყველაფერს თავისი კანონზომიერება და მიზანი აქვს, რადგანაც ის ღმერთის სულმა დაწერა და მეორე -როდესაც იოანეს სახარებას ვკითხულობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტეს სწავლებები აგებულია უფლის დღესასწაულებზე, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტე უფლის დღესასწაულების შუქზე გვიხსნის იმ ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს.ასე რომ, კარგად უნდა ვიცოდეთ და გამოვიკვლიოთ საუფლო დღესასწაულების ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობები. {იონ.8:32}
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
მაშასე,პირველ რიგში განვმარტოთ,თუ რასნიშნავდა კარვობა და საერთოდ რა მნიშვნელობას ატარებდა ეს დღესასწაული ებრაელი ერისათვის. სიტყვა„კარავი“ებრაულად სუქოთს ნიშნავს და ის პირველად დაბადების წიგნში გვხვდება: {დაბ:33-17}
იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.სწორედე ამ სადგომ სჰქვია სუქოთი ანუ კარავი. შემდეგის გვხვდება იმ ადგილას, სადაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტიდან, ასევე სადაც ისინი უდაბნოში ცხოვრობდნენ.{ლევ. 23 :34-35-36-42-43}
-
უთხარი ისრაელის შვილებს: კარვობის დღესასწაულია მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან, შვიდი საუფლო დღე.
-
წმიდა შეკრებაა პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
-
შვიდ დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; საზეიმო შეკრებაა ეს – არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
-
აჰა, დღესასწაულები უფლისა, რომლებსაც წმიდა შეკრებად გამოაცხადებთ, რათა მიართვათ უფალს: სრულადდასაწველი საცეცხლო შესაწირი, პურეული ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და შესაწირი სასმელი – თითოეული თავის დღეს,
-
გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვენისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.
-
მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს: პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
-
აიღეთ პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხისა და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
-
შვიდი დღე იზეიმეთ წელიწადში ეს დღესასწაული უფლისთვის: საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
-
კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე; ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარავში იცხოვროს,
-
რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
ეს დღესასწაული იყო ბოლო მეშვიდე დღესასწაული უფლის შვიდი აუცილებელი დღესასწაულიდან. აქედან ოთხი დღესასწაული იყო საგაზაფხულო და დანარჩენი სამი – საშემოდგომო. ქრისტიანი თეოლოგები თვლიან, რომ საგაზაფხულო ოთხი დღესასწაული უკვე აღსრულდა. დარჩა მხოლოდ საშემოდგომო დღესასწაულები, რომელიც ბოლო დროს უნდა აღსრულდეს. სწორედ ამ ბოლო დროის ერთ-ერთი და საბოლოო დღესასწაულია კარვობის – (სუქოთი) დღესასწაული. ის მართლაც რომ ძალიან მისტიურია. მასაღნიშნავდნენ მეშვიდე თვეს, მეშვიდე ახალმთვარეულობის დროს და შვიდი დღე გრძელდებოდა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბიბლიური კალენდრის მიხედვით სამყაროს შექმნიდან ექვსი მილენიუმი არის გასული და ახლა ჩვენ მეშვიდე მილენიუმში ვართ. ჩვენ ვთქვით, რომ ლევიანელებიშვიდი დღე სწირავდნენ საცეცხლო მსხვერპლს. 70 მოზვერი უნდა შეწირულიყო შვიდი დღის განმავლობაში ყოველდე და 98 უნაკლო ერთწლიანი კრავი.ამ თემას მოგვიანებით ავხსნით. ეს 70 მოზვერი სამოცდაათი სხვადასხვა ერის სიმბოლო იყო, რომელიც მაშინდელ სამყაროს წარმოადგენდა, ანუ ებრაელები, სწირავდნენ რა 70 მოზვერს, გვევლინებოდნენ შუამდგომლებად ღმერთსა და დანარჩენმსოფლიოს შორის, რათა მშვიდობა ჰქონოდათ ერებს. ამ შვიდი დღის განმავლობაში ებრაელერს მოჰქონდა ოთხი ძღვენი:{ლევ 23:40}აიღეთ პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხისა და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ებრაელებს ამ ოთხ ძღვენს ისრაელის ოთხ სხვადასხვა მხარედან მოქონდათ და ესეც განასახიერებდა დედამიწის ოთხმხარეს. ეს წინასწარმეტყველურად აღნიშნავდა, რომ დედამიწის ოთხივე მხარედან მოვიდოდნენ ერები ღმერთის თაყვანისაცემად სუქოთის დღესასწაულზე.{ზაქ.14:16}.და იქნება, ყოველი გადარჩენილი ყველა იმ ერისგან, რომელიც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა, წლიდან წლამდე ივლის მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ.
გარდა ამისა, ისრაელში მეშვიდე თვე მოსავლის აღების, მკის დღე იყო.ამასაც წინასწარმეტყველური სახე მიეცა,რადგან სწორედ ამ დღეს მოხდება ყველა ჩვენი ნაყოფის მიტანა უფალთან .{ლევ.23:39}მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს: პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
{გამოც.14:15}გამოვიდა ტაძრიდან სხვა ანგელოზი და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: “გაგზავნე შენი ნამგალი და მოიმკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი დედამიწაზე”. ”ეს არის ყველაფერი, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი სუქოთის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, თუ რატომ თქვა იესო ქრისტემ სიტყვები :„მე ვარ სინათლე ქვეყნისა“ . როგორც სტატიის პირველ თავში ავღნიშნეთ, იოანეს სახარებაში მოყვანილია ქრისტეს სიტყვები:“თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;ესეც ებრაულ ტრადიციასთანაა დაკავშირებული. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტე ებრაელი იყო. ის არა მხოლოდ რჯულს, თორას (ინსტრუქციას) იცავდა ზედმიწევნით, არამედ ებრაულ ტრადიციებსაც,რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა თორას (რჯულს). პირველ თავში ჩვენ განვმარტეთ, თუ რატომ თქვა იესომ, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი წყარო. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება კარვობის დღესასწაულის მერვე კულმინაციურ დღეს -„მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის.ამ დღეს ხდებოდა თორის წლიური კითხვის დასრულება და კვლავ თავიდან დაწყება (ებრაელები თორას საკვირაო თავებად კითხულობდენ მთელი წლის მანძილზე და სწორედ სუქოთის დღესასწაულზე ამთავრებდნენ და იმავე დღესვე ხელახლა იწყებდენ მის კითხვას. ამას ეწოდება სიმხათ თორა,რომელიც თორის სიხარულს ნიშნავს). ბიბლიაში,ისევე როგორც ციფრს შვიდს აქვს საკრალური მნიშვნელობა, ასევეა ციფრი რვაც, რომელიც ახლის დაწყებას ნიშნავს. აი, აქ გეტყვით ერთ საიდუმლოს.როგორც მოგახსენეთ, ებრაელები სუქოთის დღესასწაულის მერვე დღეს თორის კითხვას თავიდან იწყებდნენ და თუ კარგად გახსოვთ, როგორ იწყება თორა: დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა – სწორედ ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ მომავალში კარვობის დღესასწაულის ბოლოს ღმერთი ახალ ცას და ახალ დედამიწას შექმნიდა.{გამც.21:1}და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ დაპირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
შეგახსენებთ, რომ კარვობის დღესასწაული ქრისტეს 1000წლიან მეფობას განასახიერებს, ამიტომაც არის დღეს ეს დღესასწაული წინასწარმეტყველური.
პირველ თავში, როდესაც სამსხვერპლოს წყალს ასხამდნენ, მე გამომრჩა ერთი პატარა დეტალი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიანმნიშვნელოვანია. წყალთან ერთად სამსხვერპლოზე ღვინოსაც ასხამდნენ და ეს ხდებოდა ორი ვერცხლის ჭურჭლით. სამსხვერპლო ისე იყო აგებული, რომ მას ირგვლივ კვარცხლბეკზე ორი ჭრილი ჰქონდა და სამსხვერპლოდან ორი პატარა ღარივით გზა იყო, რომელიც ერთმანეთს უერთდებოდადა სწორედ ამ გზის დასაწყისში ასხამდნენ ერთდროულად ღვინოსა და წყალს. ჭურჭლები ისე იყო დამზადებული, რომ წყალი და სისხლი სამსხვერპლოზე ერთდროულად იღვრებოდა. ეს არის გასაოცარი მომენტი, რადგანაც ღვინო ქრისტეს სისხლის სიმბოლოა,მისმა სიხლმა გამოგვისყიდა, ხოლო წყალმა სიცოცხლე მოგვცა. აბა გაიხსენეთ ქრისტე, რომელიც ჯვარზე შუბით განგმირეს. განა ერთდროულად სისხლი და წყალი არ გადმოიღვარა?საოცარია ის ფაქტი, როდესაც წყალს ასხამდენ და ისრაელის ერი , ესაია 12: 3 ჩაწერილ სიტყვებს მღეროდა „უშავ – თე მაი სა – სონ მახ- იან იეშუა“ სწორედ ამ დროს, იქ იდგა მაცხოვარი, რომელზეც მიანიშნებდა ეს სიმღერა. ყველა ამ რიტუალის გააზრება მახარებს,რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ხდებოდა ის კულმინაციური მომენტი, რომელსაც სინათლის ანთება ერქვა,სწორედ ეს იყო ამ ცერემონიის კულმინაცია. ტაძრის, ქალთა ეზოში, სადაც იესო იმყოფებოდა, ოთხი ძალიან დიდი სასანთლე იდგა. თითოეულსოთხი თასი ჰქონდა და ეს სანთლები ქალთა ეზოს ოთხივე კუთხეში იდგა. სწორედ აქ იხსნება ამ სანთლების სულიერი ანუ საკრალური მნიშვნელობები. პირველი, რომ ეს სანთელი ებრაელ ერს აგონებდა უდაბნოში ყოფნის პერიოდს, როდესაც ღამით უფლის სავანესთან უფლის ცეცხლი იყო და მთელ ისრაელის ბანაკს უნათებდა. მეორე – ეს ოთხი სასანთლე დედამიწის ოთხივე მხარეს განასახიერებს და მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთის სინათლე ყველა ერს მისწვდება. იერუსალიმში ტაძრის ინსტიტუტის ( IBID,3) თქმიდ: სასანთლის თითოეულ თასში 19 ლიტრი სუფთა ზეითუნის ზეთს ასხამდენ, რათა მთელი ღამის მანძილზე სინათლე ყოფილიყო და ეს სინათლე იმდენად კაშკაშა და ძლიერი იყო, რომ მთელ იერუსალიმის ეზოებსაც კი ანათებდა. გარდა ამისა, სასანთლეს ფითილი იყო მღვდელთა, მსახურთა ძველი ტანსაცმელები, რადგანაც სწორედ მათ ჰქონდათ სუფთა ბისონიდან და სელიდან დამზადებული. {გამოს.28 :39 -41 } მოდით ახლა გავიაზროთ ეს ყველაფერი და მივუხვდებით ქრისტეს სიტყვების მოტივებს. პირველი: ოთხი სასანთლე – ოთხი თასი მიგვანიშნებს ოთხ სახარებას, რომელიც დედამიწის ოთხივე მხარეს ვრცელდება, მეორე: ზეთისხილის ზეთი ბიბლიაში მადლის, წყალობის სიმბოლო არის. სწორედ ეს ოთხი სახარება გვიყვება ღმერთის უდიდეს მადლსა და წყალობაზე, რომელიც ღმერთმა გამოიჩინა ქვეყნირებისათვის. მესამე- ფითილი მღვდლების ძველი ტანსცმლისგან მზადდებოდა. ესეც განასახიერებს იესო ქრისტეს მსხვერპლს. ტანსაცმელი სახარებაშიც გვხვდება. კერძოდ, ქრისტეს კვართი, რომელიც ოთხ ნაწილად გაყვეს რომაელმა ჯარისკაცებმა
.{იოან.19:23}როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო. სწორედ ნაქსოვი ჩასაცმელი ეცვათ მღვდლებს. იოანეს სახრებაში მძიმესაც კი თავისი საკრალური მნიშვნელობა აქვს. {ებრ.3:1}ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
- მე დაგპირდით ზემოთ, რომ განგიმარტავდით, თუ რატომ სწირავდნენ 98 ერთწლიან კრავს. ბიბლიის მიხედვით სწორედ ერთწლიანი კრავი იყო პასექის დღის შესაწირავი და ციფრი 98 გამოსყიდვას ნიშნავს. როდესაც ებრაელები კარვობის დღესასწაულზე სწირავდენ 98 კრავს,ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ იესო ქრისტემგამოისყიდა დედამიწის ოთხივე მხარე.ოთხ მხარეს იქადაგებოდა გამოსყიდვა და დედამიწის ოთხივე მხარეს ანათებდა ღვთაებრი მესიის ქრისტეს სინათლე. ხედავთ, რაოდენ დიდია ღვთის სიბრძნე. მას ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდა. „კვლაველაპარაკახალხსიესო; უთხრა: “მევარსინათლექვეყნისა, ვინცმემომყვება, ბნელშიარივლის, არამედსიცოცხლისსინათლეექნება”.სწორედ ამის მინიშნებას ცდილობდა იოანე მოციქული თავისივე სახარების პროლოგში:
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
ღმერთმა კარვობის დღესასწაულის მთავარ მოქმედ გმირად თავისე ძე განაწესა სამყაროს შექმნამდე და სწორედ ამაზე მიგვანიშნებს სახარების ავტორი, რომ ყველა დღესასწაული იესოთი იწყება და იესოთი მთავრდება, მხოლოდ და მხოლოდ იესოა დასაწყისი და დასასრული.
გიორგი ჯიჯიეშვილი