საფრანგეთში მომხდარი სერიოზული ანტი სემიტური ეპიზოდის [1] და ევროპასა და რუსეთში მომხდარი სხვა უამრავი ინციდენტის შემდეგ, მრავალი ებრაელი მოემზადა გადასაბარგებლად და უფრო უსაფრთხო ადგილას გადასასვლელად. ეს შეიძლება ჰგავდეს 2017 წლის მოვლენას, თუმცა ეს აღწერს 120 წლის წინანდელ სიტუაციას, როცა არ იყო სამშობლო სადაც შეიძლებოდა გაქცევა.
თეოდორ ჰერცლი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა განსაზღვრული გეგმა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. მაგრამ ის რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის არის ის, რომ მისი დამცველი და მენტორი იყო მიძღვნილი ქრისტიანი. ჰერცლი შესაძლებელია არის თანამედროვე სიონიზმის სახე, მაგრამ უილიამ ჰეჩლერი არის არაღიარებული გმირი, ვინც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ებრაელთათვის სამშობლოს აღდგენაში.
დროის ფაქტორი . . .
დრეიფუსის კრიზისის და რუსეთში უმოწყალო დარბევების შემდეგ, მოქმედებისკენ წაქეზებული ჰერცლი ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ებრაელი ხალხის რეალობა შეეცვალა, სუფთა პრაგმატული მიზეზების გამო. ის ათეისტი იყო, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ებრაელი ხალხის დევნა არ შეწყდებოდა და სამშობლოს არსებობა, სადაც თავშესაფარი უნდა ეპოვათ, კრიტიკული იყო.
1897 წლის აგვისტოში, მან შეკრიბა მნიშვნელოვანი ადამიანები ქალაქ ბაზელში გამართულ კონგრესზე, რომელიც ეძღვნებოდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას. კონგრესის შემდეგ მან განაცხადა,
“ ბაზელში მე დავაარსე ებრაული სახელმწიფო. . . მე რომ დღეს ეს ხმამაღლა განმეცხადებინა, ალბათ ამას საყოველთაო სიცილი მოჰყვება. მაგრამ ხუთ წელში ან უდავოდ ორმოცდაათ წელში ყველა დამეთანხმება.”
თეოდორ ჰერზლი, 1897
მისი განცხადება უტყუარი აღმოჩნდა- 50 წლის შემდეგ ის კარგად და ნამდვილად დადასტურებული იყო.
1947 წელს ისრაელი გაეროს გაყოფის გეგმის შემდეგ რეინტეგრაციის პროცესში იყო,, და ივლისის თვეში, გემის სახელად “გაქცევა”-ის ტრაგედია, იყო სასტიკი დადასტურება იმისა, რომ ებრაელებს სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ უსაფრთხო თავშესაფარი. შუცშტაფელმა გემმა “გაქცევამ” მოიყვანა 4515 ებრაელი ლტოლვილი, რომლებიც სასოწარკეთილნი ცდილობდნენ წმინდა მიწის ნაპირებისკენ გაქცევას, რათა თავი დაეღწიათ საშინელი ჰოლოკოსტისგან ევროპაში. იმ დროს ბრიტანელები აკონტროლებდნენ მიწას და მკაცრად ზღუდავდნენ ებრაელთა იმიგრაციას. ათი ათასობითს უთხრეს უარი შესვლაზე, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ ამას და გემი უკან გააბრუნეს ევროპაში.
თუ გადავიხედავთ 50, 70, 100 ან 120 წლის უკან, 2017 არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წელი იუბილეებისთვის ისრაელში.
50 წლისთავი იერუსალიმის დაუბრუნება ებრაელი ხალხისთვის როგორც დედაქალაქისა, 70 წლისთავი, მას შემდეგ რაც მკვდარ ზღვის (კუმრანის) გრაგნილები იქნა ნაპოვნი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბიბლიის ჩანაწერები, ებრაელთა ისტორიის შესახებ ამ მიწაზე, არ იყო გამოგონილი- და გაეროს გაყოფის გეგმის შემდეგ, რომელიც ებრაელებმა მალე ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქციეს. 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი გათავისუფლდა მუსლიმთა საუკუნოვანი კონტროლისგან და ბალფურის დეკლარაციამ მხარი დაუჭირა ებრაელი ხალხისთვის სამშობლოს დაარსებას. ამ თვეს არის 120 წლისთავი ბაზელის დეკლარაციისა, სადაც მოწოდება ისრაელის აღდგენის შესახებ, ფორმალურად იქნა გაგზავნილი 1897 წლის აგვისტოს ბოლოს.
თეოდორ ჰერცლის ქრისტიანი მენტორი
დაიბადა გერმანიაში, მაგრამ უმეტესად აღიზარდა გაერთიანებული სამეფოს მხარეებში, უილიამ ჰეჩერი აღიზარდა ანგლიკანურ ეკლესიაში და გააგზავნეს როგორც კაპელანი ბრიტანეთის საელჩოში, ვენაში. უამრავი მისი თანამემამულე სასულიერო პირების და თანამედროვეების[2] მსგავსად, მან იხილა დიდი იმპორტი 1897 წელს. ეს იყო ცნობილი თარიღი სტუდენტებში, რომელიც იყო წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებული, მდიდარი რიცხვითი სიმბოლოებით, რომლებიც დანიელის და გამოცხადების წიგნებში გვხვდება.
“სასიამოვნო, მგრძნობიარე კაცი, გრძელი, ჭაღარა, წინასწარმეტყველის წვერით. ის ენთუზიაზმით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. ის ასევე მიჩნევს ჩემს მოძრაობას, როგორც ‘წინასწარმეტყველურ კრიზისს’, რომელის შესახებაც, მან ორი წლის წინ იწინასწარმეტყველა. რადგანაც მან გამოითვალა წინასწარმეტყველების შესაბამისად, რომელიც თარიღდება ომარის მმართველობისას (637-638), რომ 42 წინასწარმეტყველური თვის შემდეგ, რომელიც არის 1260 წელი, პალესტინა დაუბრუნდებოდათ ებრაელებს. ეს მოხდებოდა 1897-1898 . . . ჰეჩლერი აცხადებს, რომ ჩემი მოძრაობა ‘ბიბლიურია’, თუმცა მე რაციონალურად ვმოქმედებდი ყველა საკითხში. მას სურს, რომ ჩემი ტრაქტი გერმანელ პრინცებს გადასცეს. ის იყო რეპეტიტორი ბადენის დიდი ჰერცოგის ოჯახში, ის იცნობს გერმანელ კაიზერს და ფიქრობს, რომ შეუძლია ჩემთვის აუდიენცის უზრუნველყოფა “
მისი კავშირების გამო, ჰეჩლერს შეეძლო შეეკრიბა აუდიენცია ჰერცლისთვის გერმანელ კაიზერთან, რომელმაც ძლიერად დაუჭირა მხარი და რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თურქეთზე, შემდეგ პალესტინის მმართველებზე. თუმცა თურქეთის სულთანს არ სურდა მოესმინა დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს წმინდა მიწაზე დაარსების შესახებ. მიუხედავად ამისა, მეგობრობა და პარტნიორობა ჰერცლს და ჰეჩერს შორის განაგრძობდა ზრდას.
“ ის ბრწყინვალე რჩევებს მაძლევს”, წერდა ჰერცლი ჰეჩლერის შესახებ, “შეუცდომლად კეთილი ნებით სავსეს. ის ერთდროულად ჭკვიანი, მისტიური და უბრალოა. მისი რჩევები და მითითებები დღემდე შესანიშნავია.”
ჰეჩლერი დარჩა ჰერცლთან ბოლომდე, როცა ებრაელთა ლიდერმა სთხოვა ჰეჩლერს “მიესალმე პალესტინას ჩემ გამო, მე ჩემი სიცოცხლე მივეცი ჩემს ხალხს.”
სასწრაფოდ საჭირო თავშესაფარი
ჰერცლმა ჰეჩლერს “ქრისტიანი სიონისტი” უწოდა, ებრაელი ხალხის მიმართ მისი უსაზღვრო სიყვარულის და მიზანდასახულობის გამო, რომ ეხილა ისრაელი კვლავ აღდგენილი. ჰეჩლერი მხოლოდ ისრაელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველური და პოლიტიკური განშტოებებით დაინტერესებული არ იყო, მას ასევე ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ ღმერთის გულთან და გეგმასთან შესაბამისობაში ყოფილიყო მისი ხალხის მიმართ, რათა ისინი დაცულნი ყოფილიყვნენ საფრთხისგან და ბოროტებისგან და დაბრუნებულიყვნენ მიწაზე ისე, როგორც ღმერთმა განსაძღვრა თავის სიტყვაში.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ოცნებები რეალობა ხდებოდა 1917 წლის ბალფურის დეკლარაციის მეშვეობით, რომელიც პირდებოდა ებრაული მიწის შექმნას პალესტინაში, ბრიტანეთის მანდატის ქვეშ, ჰეჩლერი გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ ბევრ ებრაელს არ სურდა იქ გადასვლა. ის წუხდა იმ წინასწარმეტყველების გამო, რომელიც “იაკობის განსაცდელებზე” საუბრობს იერემიას 37-ში და დარწმუნებული იყო, რომ ევროპა მალე “სისხლის მდინარეებით” ჩამოირეცხებოდა, რომლისგანაც მცირედი თუ დააღწევდა თავს. ის აფრთხილებდა, რომ “ ჯვაროსნები და ესპანური ინკვიზიცია ბავშვური თამაში იქნებოდა” მოსალოდნელ უბედურებასთან შედარებით. ის გარდაიცვალა 1931 წელს, ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლამდე და მანამ, სანამ იხილა მოსალოდნელი ტრაგედია, რომლის შესახებაც ის აფრთხილებდა.
2017 წლის ზაფხულს აღინიშნება 120 წლისთავი ჰერზლის ბაზელის დეკლარაციისა და 70 წლისთავი შუცშტაფელი გემის უკან გაბრუნების, რომელმაც ცხადჰყო ებრაული სამშობლოს არსებობის აუცილებლობა.
მძიმე შეცდომები იქნა დაშვებული ამ წლების განმავლობაში, გემი “გაქცევას” ტრაგედია იყო ერთ-ერთი მათგანი. ბრიტანელი ქრისტიანები მას შემდეგ ცერემონიებს ატარებენ ისრაელის ნაპირებთან, რათა მოინანიონ ის სამწუხარო გადაწყვეტილებები, რომლებიც ბრიტანეთის მანდატის დროს იქნა მიღებული და რომ ითხოვონ პატიება. ახლახანს, ნავსადგურ ხაიფაში, გაიმართა გემ “გაქცევის” მონუმენტის მიძღვნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა იონათან ჰალლელი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი იად ეზერ ელჩავერის სახლის წარმომადგენელი, ასევე ესწრებოდნენ იურგენ ბულჰერი, აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის (ICEJ), მშენებლობის და განსახლების მინისტრი იოავ გალანტი (ვისი დედაც, ფრაუმა, იმყოფებოდა გემ “გაქცევაზე”) და ებრაული სააგენტოს თავმჯდომარე ნათან შარანსკი.
კულანუს წევრმა ქნესეთში, იოავ გალანტმა, ვისი დედაც იმყოფებოდა გემზე, თქვა, “ გემი “გაქცევა” გახდა სიმბოლო, ჰოლოკოსტიდან აღდგომაში გადასვლის. როდესაც ჩვენ ვირჩევთ რომ გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც ქვეყანა დააარსეს, მე ვგრძნობ რომ არის რაღაც, რისთვისაც ღირს ბრძოლა.”
დოქტორმა იურგენ ბუჰლერმა დასძინა, “ გემი “გაქცევა” არის სიმბოლო არა მხოლოდ იუდევლებისთვის არამედ მილიონობით სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანებისთვის მთელს მსოფლიოში, რომლებიც დგანან ისრაელის გვერდით და ესმით ისრაელის სახელმწიფოს არსებობის საჭიროება.”[4]
სეკულარული სიონიზმი არ არის რასიზმი, მაგრამ როგორც ჰერზლმა სწორად დაინახა, ის საჭიროა რასიზმის გამო. ქრისტიანული სიონიზმი უპირველესად პოლიტიკას არ ეხება, არამედ ღვთის ძლიერ სიყვარულს მისი ხალხის მიმართ და სურვილს, რომ დავეთანხმოთ მის დიდი ხნის წინანდელ წინასწარმეტყველურ გეგმას, როგორც უილიამ ჰეჩლერმა გვაჩვენა.
“შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი- ჩემი ღმერთია.”
(რუთი 1:16)
[1] კაპიტანი ალფრედ დრეიფუსი დაუმსახურებლად დაადანაშაულეს ღალატში და გააძევეს კუნძულზე, რათა გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე “სიკვდილი იუდას, სიკვდილი იუდევლებს!” გოდებასთან ერთად. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ წერილი, რომლის მიხედვიდათ ის დაადანაშაულეს, მის მიერ არ იყო დაწერილი. ის მხოლოდ 12 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს ყალბი ბრალდების და პატიმრობისგან.
[2] ისინი, ვინც წინასწარ ელოდებოდნენ ისრაელის ფიზიკურ აღდგენას, ლორდ შაფტსბურის, უესლის, ნიუტონის, კუპერის, უილბერფორსის, სიმეონის, პიუზის, დანბის, სპერჯენის ჩათვლით, ისინი დარწმუნებული იყვნენ რომ ისრაელის აღდგენა ეს ღმერთის ნება .
პ.ს. 2018 წელს ისრაელი სახელმწიფო თავის დარსებიდან 70 წლის თავს აღნიშნავს !
წყარო: https://www.oneforisrael.org/bible-based-teaching-from-israel/theodore-herzls-christian-mentor/