დაასრულა თუ არა ღმერთმა ისრაელთან ურთიერთობა?
დაასრულა თუ არა ღმერთმა ისრაელთან ურთიერთობა? ან ებრაელ ხალხთან, როგორც ერთან? არამც და არამც! მთელი წერილი და ისტორია ყვრის „არას!“ ამ კითხვაზე.
პავლე პირდაპირ პასუხობს ამას და ამბობს: “მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც!” (რომაელთა 11:11). ან როგორც მეფე ჯეიმსის თარგმანშია ნათქვამი „ღმერთმა არ ქნას!“.
ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ისრაელის მხრიდან იესოს როგორც მესიის უარყოფისა, ისრაელი ისე არ დაცემულა, რომ ვეღარ წამოდგეს. პირიქით, როგორც პავლე წერს რომაელთა 9:4-ში (ისევ ურწმუნო იუდევლებზეა ლაპარაკი) ისინი ებრაელები არიან, „რომლებსაც შვილობაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.“
ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს, ყველა ზმნა ბერძნულ ორიგინალ ტექსტში დგას აწმყო დროში: ღმერთის აღთქმები ჯერ კიდევ ისრაელს ეკუთვნის. ერთ-ერთი დაპირება ის არის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ისრაელმა, თუნდაც ღმერთმა დასაჯოს ისინი, მაინც დაიცავს მათ, როგორც ერს.
როგორც დაწერა იერემია წინასწარმეტყველმა:
“ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი. “თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”. ასე ამბობს უფალი: “თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” – ამბობს უფალი.”
(იერემია 31:35-37).
აი რატომ არსებობს ებრაელი ხალხი დღემდე: ჩვენ სასწაულებრივად მოგვიყვანა ღმერთმა დღემდე, არა იმიტომ რომ კარგები ვართ, თავისი სიკეთის გამო. მადლობა ღმერთს რომ ის იცავს თავის დაპირებებს! მადლობა ღმერთს მისი მადლისთვის, წყალობისთვის და სულგრძელობისთვის! (ყველა ჩემს არაებრაელ მეგობარს, რომელსაც უყვარს იესო ვახსენებ: ეკლესიას არ აქვს მონოპოლია მადლზე.)
და იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ ებრაელების უმეტესობას არ სჯერათ იესოსი? რა შეიძლება ითქვას იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი მტკიცედ დაუპირისპირდა იეშუას რწმენას?
ეს ტრაგიკულია და აი რატომ გლოვობს პავლე რომაელთა 9:1-3. იეშუას გარეშე ებრაელები დაკარგულები არიან, ისევე როგორც არაებრაელები. (იხ. რომ. 2:6-11).
მიუხედავად, ჩვენი ხალხის მიერ მესიის უარყოფისა, ჩვენ ღმერთის საყვარელი ერი ვართ. როგორც თქვა პავლემ:
“დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი მამების გულისათვის. რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება.”
(რომაელთა 11:28-29)
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ როდესაც პავლე წერს „ისრაელს“ წერილებში, ის გულისხმობს მხოლოდ მათ ვისაც სჯერათ იეშუა (იხ. რომ. 9:6-8). მაგრამ ამის დამტკიცება იმას ნიშნავს, რომ დავცინოთ ღმერთის სიტყვას.
პირველი, ამ განცხადების შემდეგ ისრაელი ისრაელის შიგნით (მორწმუნეთა ნაწილი) რომ. 9:6-ში, პავლე კიდევ 10-ჯერ ახსენებს „ისრაელს“, რომლის კულმინაციაც არის რომ. 11:26. ყველა შემთხვევაში, ის გულისხმობს მთლიან ერს და არა მხოლოდ მორწმუნე ნაწილს.
მეორე, ახალი აღთქმის მკვლევარი ფ.ფ ბრიუსი თავის კომენტარში აღნიშნავს რომაელთა 11:26-თან დაკავშირებით „შეუძლებელია მივიღოთ ინტერპრეტაცია, რომ სიტყვა „ისრაელის“ მნიშვნელობა განსხვავებულია 25-ე მუხლში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელი რომელიც დროებით იყო დაბრმავებული, არის ის ისრაელი რომელიც გადარჩება.
როგორც ბრიუსმა განმარტა, „დროებით განდევნილნი წარმართთა გულისთვის, ისინი მუდამ არიან ღვთის არჩევის და სიყვარულის ობიექტი მისი აღთქმების გამო, რომელიც ოდესღაც პატრიარქებს მიეცათ და არ გაუქმებულა დღემდე.“
აი რატომ საუბრობს იესო მომავალ „აღდგენაზე“, როცა ისრაელის 12 ტომი მთავარ როლს ითამაშებს (მათე 19:28).
აი რატომ საუბრობს პეტრე იმ დროზე როდესაც ყველაფერი აღდგება, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების სიტყვების თანახმად (იხ. საქმეები 3:19-21).
და რას ამბობდნენ ეს წინასწარმეტყველები? ისინი საუბრობდნენ იმ დროზე, როცა მესია იმეფებს იერუსალიმიდან, როცა ისრაელი იქნება ამაღლებული, და ყველა ერი შეგროვდება ისრაელში, რომ გაეცნონ ისრაელის ღმერთს (იხ. ესაია 2:1-4).
ის იდეა, რომ ახალმა აღთქმამ შეიძლება ხელის ერთი მოსმით გააუქმოს ეს აღთქმები, უარყოფს წერილის ღვთივსულიერებას და ძველი აღთქმის ავტორიტეტს. ბოლოს და ბოლოს, მესია ებრაული წერილების ასასრულებლად მოვიდა და არა მათ გასაუქმებლად (იხ. მათე 5:17-20). ის იმისთვის, მოვიდა რომ პატრიარქების დანაპირები დაედასტურებინა და არა გაეუქმებინა (იხ. რომ 15:8-9).
და როგორც წერს პავლე, სინაის აღთქმა, რომელიც მოვიდა აბრაამის დაპირებიდან 430 წლის შემდეგ, არ აუქმებს იმ დაპირებებს. (გალ. 3:17-18. ეს დაპირებები თავის თავში მოიცავს ასევე დაპირებას ისრაელის მიწაზე. იხ. ასევე ფსალმუნი 104:7-11).
ეს ყველაფერი თავად ხსნის ებრაელი ხალხის ისტორიას. სამშობლოს არ ქონა საუკუნეების მანძილზე, დედამიწის გარშემო მიმოფანტული, სხვადასხვა თაობების ტანჯვის მიუხედავად დღემდე მოღწეული , იმისთვის რომ შემოკრებილიყვნენ ერთად ერთ მიწაზე. ამასთან მოახლოებული ისტორიაც კი არ გადახდენია არცერთ ერს. ეს მხოლოდ ღმერთის მეშვეობით მოხდა!
ისტორიაც და ბიბლიაც უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღმერთმა დაასრულა ისრაელთან ურთიერთობა. არამც და არამც!
ავტორი – მაიკლ ბრაუნი
თარგმანი სალომე ჯებისაშვილი
წყარო charismanews.com