გამოცხადება 2:9 – “ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.”
გამოცხადება 3:9 – “აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.”
ამ მუხლების შესწავლისას წარმოიქმნება ვარაუდი, რომელსაც მივყავართ არასწორ ხედვამდე, რომ თითქოსდა იესო უწოდებს იუდევლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ სწამთ იგი არაებრაელებს, ან სატანის სინაგოგის წევრებს. ამ მუხლების კითხვისას 2 სიტყვა განსაკუთრებით აბნევს ხოლმე მკითხველს: „იუდეველი“ და „სინაგოგა“. ჩვენ განვიხილავთ ორივეს.
ხშირად მოყავთ არგუმენტები რომ ამ მუხლში ნაგულისხმები ებრაელები (იუდევლები) ებრაელები არიან მხოლოდ ხორციელად და არა სულიერად (მაშინ ისინი იქნებოდნენ ქრისტიანები). ამ მუხლში, ის ფაქტი, რომ ეს ხალხი საკუთარ თავზე ლაპარაკობს, რომ ისინი ებრაელები არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ ხორციელი წარმომავლობით. ამ ინტერპრეტაციაში თითქოსდა დევს აზრი, მაგრამ უნდა უარვყოთ რადგან იეშუა აქ ამბობს, რომ ეს ხალხი არ არის ებრაელები. ამ ინტერპრეტაციას რომ მივყოლოდით, გამოდის რომ მხოლოდ ზეციდან შობილებს შეიძლება ეწოდოს იუდევლები, მათი ეთნიკური მიკუთვნელობის მიუხედავად. ღმერთის სიტყვის მიხედვით ეს შეუძლებელია.
საერთოდ ბიბლიაში და ახალ აღთქმაში, მორწმუნეებს წარმართებიდან არასდროს არ ეწოდებოდათ იუდევლები. როგორც კი ეს საკითხი წამოიწევა ხოლმე, როგორც წესი მოყავთ რომაელთა მიმართ 2:28-29, რათა „დაამტკიცონ“ რომ პავლე ყველა ზეციდან შობილს უწოდებს „სულიერ იუდეველს“. თუმცა როგორც წესი, აქ შეუმჩნეველი რჩებათ მთლიანი კონტექსტი, რომ რომაელთა 2:17-დან დაწყებული, პავლე მიმართავს ხორციელად ებრაელებს, და ასწავლის მათ რომ მხოლოდ ზეციდან შობილი ებრაელი (და არა ზეციდან შობილი წარმართი) არის „სულიერი ებრაელი“ (ღმერთის თვალებში). თუმცა, როდესაც პავლე ამბობს, რომ მხოლოდ ზეციდან შობილი ებრაელი იქნება სულიერი ებრაელი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინც არ შობილა ზეციდან საერთოდ ებრაელიც არაა. მიუხედავად ამისა, ის გადაწყვეტით ასწავლის, რომ მორწმუნე ებრაელები და მორწმუნე წარმართები თანასწორნი არიან ღმერთის თვალში. პავლე მიმართავს ურწმუნო ებრაელებს როგორც ებრაელებს სხვა დანარჩენ წერილებში (იხ. კორ. 9:20; 10:32; და ა.შ.). ასევე პავლე რომაელთა მიმართ 11:14-ში ნათლად ამბობს რომ მორწმუნეები წარმართთაგან არ იწოდებიან ებრაელებად: „გწერთ თქვენ წარმართებს“. ის არ წერს „თქვენ ვინც იყავით წარმართები“ არამედ „თქვენ წარმართებს“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღვთის შვილები არიან და მათ აქვთ სულიერი კურთხევების სისავსე ღმერთისგან, რომელსაც ის ღვრის თავის შვილებზე იეშუას მეშვეობით, ისინი ფიზიკურად აგრძელებენ არაებრაელად ყოფნას.
მორწმუნეების ძალის შესახებ ეფესოში ჩვენ ვკითხულობთ გამოცხადების 2:2-ში “ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად”. და ჩვენ ვხედავთ იგივე გრამატიკულ კონსტრუქციას გამოცხადების 2:2 და 2:9, 3:9-ში („თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან“ და „რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან“). როგორც თვითაღიარებული მოციქულები არ არიან მოციქულები, ასევე თვითაღიარებული იუდევლებიც არ არიან იუდევლები. როგორც ეს ხდება დღესაც, ისინი იყვნენ უბრალოდ წარმართები, რომლებმაც იუდევლები უწოდეს საკუთარ თავს და ალბათ ფიქრობდნენ, რომ რაიმე სულიერი პრივილებიეგი ექნებოდათ თუ „იუდეველს“უწოდებდნენ თავს (რომელიც წმინდა წერილის მიხედვით არ არსებობს, მხოლოდ იეშუა არის ჩვენი სიმართლე და სრული განმტკიცება ღვთის წინაშე).
„სინაგოგა“
სიტყვა „სინაგოგაც“ ძალიან ბევრ მკითხველს აბნევს ამ მონაკვეთში. „სინაგოგა“ არის ნათარგმნი ბერძნული სიტყვიდან რაც ნიშნავს შეკრებას, საზოგადოების ადგილს. მაგრამ ძალიან ბევრი ვარაუდობს, რომ სინაგოგა არის იეშუას მორწმუნე ებრაელების შესაკრებელი ადგილი მისი თაყვანისცემისთვის და არა როგორც უბრალოდ მორწმუნეების შეკრების ადგილს. ეს ის შემთხვევა არაა. იაკობის 2:2-ში ბერძნული სიტყვა „სინაგოგა“ გამოიყენება როგორც ადგილი სადაც მორწმუნეები იკრიბებიან თაყვანისცემისთვის. ამ სიტყვას ბევრ თარგმანში თარგმნიან როგორც „შეკრებას“ ან „საზოგადოებას“, მაგრამ ბერძნულ ენაზე ეს იგივე სიტყვა რჩება „სინაგოგა“.
როგორც ჩანს, ეკლესიის მამების მიერ შემუშავებული ანტი-ებრაული შეხედულების შედეგად, მთარგმნელების უმეტესობას არ სურს, რომ მკითხველები დააბნიოს და ბერძნულ სიტყვა „სინაგოგას“ არ თარგმნიან როგორც სინაგოგას, რათა მკითხველმა არ იფიქროს, რომ მაშინდელი მორწმუნეები სინაგოგაში დადიოდნენ თაყვანისცემისთვის, ამიტომ თარგმნიან სიტყვა „შეკრებას“ „სინაგოგის“ მაგივრად.
მეორეს მხრივ, სიტყვა „სინაგოგის“ გამოყენება როგორც მორწმუნეების თავშეყრის ადგილის სადაც ისინი იეშუას სცემდნენ თაყვანს, გვახსენებს წინასწარმეტყველების ასრულებას: დაბადება 28:3-ში ჩვენ ვკითხულობთ “ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, გაგამრავლოს და გაქციოს მრავალრიცხოვან ხალხებად.”რაბინებმა გადათარგმნეს ეს ფრაზა „მრავალრიცხოვან ხალხებად“ ებრაულად როგორც „ერების სინაგოგად“. და დაბადების 35:11-ში „უთხრა ღმერთმა: “მე ვარ ღმერთი ელ-შადაი ანუ ყოვლადძლიერი; ინაყოფიერე და გამრავლდი; ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.“ ასე რომ, ერთი ერის გარდა (ისრაელის) ღმერთი ასევე დაპირდა „ერების სინაგოგას“ ისრაელთან ერთად! და ისევ დაბადების 48:4-ში „მითხრა: “მე გაქცევ ნაყოფიერად, გაგამრავლებ და ხალხების კრებულად გადაგაქცევ; და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ – საუკუნო სამფლობელოდ.“ აქ უფალი ასევე ამბობს, რომ წარმოქმნის „ერების სინაგოგას“. მესიანური ებრაელებისგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას და მესიანურ წარმართებს, რომელთაც ძალიან შეესაბამება იეშუას „სინაგოგად“ წოდება!
მაგრამ ძალიან ხშირად ბევრი არაებრაელი მორწმუნისთვის სიტყვა „სინაგოგა“ უბრალოდ უკავშირდება არამორწმუნე ებრაელების თაყვანისცემის ადგილს და შემდეგ ისინი იმავე სიტყვა „სინაგოგას“უარყოფითად ხედავენ გამოცხადების 2:9 და 3:9-ში. მაგრამ ეს სიტყვა უბრალოდ „ებრაულ“ ადგილს არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს „შეკრების“ ადგილს.
ასე რომ ფრაზა, „სატანის სინაგოგა“ ამ მუხლებში ალბათ ითარგმნება „სატანის შეკრება“ და შესაბამისად ეხება საკულტო წარმართების შეკრებას, რომლებიც საკუთარ თავს ებრაელებს უწოდებენ (დღესდღეობით მაგალითად მორმონები უწოდებენ საკუთარ თავს „იუდევლებს“), რომლებიც იყვნენ მორწმუნეების მდევნელნი: როგორც მესიანური წარმართების ასევე მესიანური ებრაელების. სატანას ჰქონდა სულიერი ცრუ რელიგიის კულტი რომლებიც საკუთარ თავს ებრაელებს უწოდებდნენ, მაგრამ არ იყვნენ ასეთები. ასეთი ადამიანები და კიდევ მთელი ადამიანების ჯგუფები მოქმედებენ როგორც მისი აგენტები მესიის რწმენის წინააღმდეგ, როდესაც ცდილობენ ებრაელებს სახელი გაუტეხონ!
თარგმანი სალომე ჯებისაშვილი .
წყარო : http://wordofmessiah.org/a-synagogue-of-satan/