ლეონ როზენბერგი: ადამიანი, რომელსაც უყვარდა მესია

leon1

 

 

1903 წლის 10 ოქტომბერს, ოდესაში ვარშავიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ლეონ როზენბერგი. ის იყო ბრიტანეთის მისიისმაილდმეისწარმომადგენელი, რომლის მთავარი ამოცანა იყო დახმარებოდა კეთილი უწყების გავრცელებას ებრალეთა შორის, ევროპასა და რუსეთის იმპერიაში

 

რკინიგზის სადგურში მას დახვდა მოხუცი კაცი, ხაიმ ბურლენდი, ყოფილი მთავარი მწყემსი ქალაქ მიტავაში, რომელიც მუშაობდა თავისი ხალხისთვის 30 წელი. ჯანმრთელობისა და ასაკის მიუხედავად, ის განაგრძობდა პასტორულ მსახურებას და უძღვებოდა ებრაელების მცირე ჯგუფს, რომელთაც სწამდათ იეშუა, როგორც ისრაელის მესია. ამ შეხვედრას შეიძლება ეწოდოს სიმბოლური, რადგან სადგურის პლათფორმაზე ერთმანეთს შეხვდნენ ოდესის მესიანური მოძრაობის წარსული და მომავალი. მწყემსი გურლენდი იყო ის ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ უნიკალურ მოძრაობას, ხოლო ლეონ როზენბერგმა სამხრეთ უკრაინაში დაარსა პირველი ებრაული თემი, რომელსაც იეშუასი სწამდათ.

გზის დასაწყისი

 

ლეონ როზენბერგი დაიბადა 1875 წლის 15 თებერვალს ქალაქ ოპოლეში, დღევანდელ პოლონეთში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ის იყო ელეაზარის (ლაზარე) და გალის პირველი ვაჟიშვილი.

როზენბერგის ოჯახი პატივდებული იყო ქალაქის სხვა მაცხოვრებლებს შორის, რადგან ორთოდოქსული იუდაიზმის ყველა წესსა და ტრადიციას იცავდა. აქედან გამომდინარე, ლეონი იზრდებოდა იუდაიზმის მკაცრი კანონებით, დაწყებული ებრაული ენის შესწავლიდან (რომელიც გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც ღმერთისადმი თაყვანისცემის ენა) და დამთავრებული იეშივეს შესწავლით, სადაც ბრძენი მასწავლებლების ზედამხედველობის ქვეშ სწავლობდა თორას, მიშნას და გამარას, თალმუდს და მის კომენტარებს.  ის წარმატებულად სწავლობდა მაგრამ ბევრი კითხვა არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. ის პასუხებს ეძებდა მისტიკურ კაბალაში და ცნობილი რაბინების ნამუშევრებში. ერთხელაც მას ხელში ჩაუვარდა წიგნი სახელად ბრიტ ხადაშა“. ლეონმა სიამოვნებით წაიკითხა ეს წიგნი და თავის ერთ-ერთ მეგობართან ერთად ზამთრის გრძელ ღამეებს ამ წიგნის განხილვაში ატარებდა, ისინი აღტაცებას გამოთქვამდნენ ავტორის სიღრმისეული აზრებისა და სულიერი ჭეშმარიტების მიმართ. მალე ამის შესახებ გაიგეს იეშივას ხელმძღვანელებმა  და ეს საშიში წიგნი წაართვეს და გაანადგურეს, დამნაშავე სტუდენტებს კი სასტიკად გაუსწორდნენ.  ეს იყო ლეონ როზენბერგის პირველი შეხვედრა იეშუასთან, ისრაელის მესიასთან, რომელიც იმ მომენტში მის წინაშე წარსდგა, როგორც დიდებული მასწავლებელი და თავისი ერის რეფორმატორი. მამის დიდი სურვილის მიუხედავად ლეონი არ გახდა რაბინი. მან გადაწყვიტა მიეღო საერთო განათლება და სულ მალე ახალმა სამყარომ, რომელშიც არ იყო აკრძალვები, დაიპყრო. სულ მოკლე პერიოდში ლეონი მხურვალე მორწმუნიდან გადაიქცა ანტაგონისტად და ათეისტად. ის დასცინოდა ყველაფერს რისიც მანამდე სჯეროდა და მისმა დაქორწინებამ ფანი ვაიმანზეც კი, რომელიც პატივდებულ ებრაულ ოჯახში გაზრდილი ღრმად რელიგიური გოგონა იყო, არ შეცვალა იგი. leon2 (1) ის იყო იმედგაცრუებული მამაკაცი თავის თავსა და ცხოვრებაზე, რომელიც ეძებდა პასუხებს. და ერთ მშვენიერ დღესაც ის შეხვდა ერთ კაცს გვარად სილბერშტეინს, რომელიც იყო ებრაელი, რომელსაც სწამდა იეშუა. ის იდგა ვარშავის ქუჩებში და არიგებდა ბუკლეტებს, რომლებზეც დაწერილი იყო ციტატები და წინასწარმეტყველებები ძველი აღთქმიდან, რომელიც ასრულდა მესია იეშუაში და ქადაგებდა სახარებას. მას გამუდმებით სცემდნენ ფანატიკური რელიგიური ებრაელები, მაგრამ ის მაინც გამოდიოდა ისევ ქუჩაში არიგებდა ბუკლეტებს და ქადაგებდა. ლეონს აინტერესებდა რატომ ავრცელებდა ის ლიტერატურას, როდესაც იცოდა რომ მას ფანატიკოსები მაინც გაანადგურებდნენ. მან დამწუხრებული ხმით მიუგო: ჩვენმა ხალხმა რომ იცოდეს, რომ ფეხქვეშ თელავს საგანძურს, ანადგურებს სიცოცხლის სიტყვას, ისინი ამას არასდროს არ გააკეთებდნენ. სულიერი სიბრმავის გამო მათ უარყვეს მესია, რომელზეც ვლაპარაკობ ჩემს ლიტერატურაში. მე ჩემს პურს წყალს ვატან, და ადრე თუ გვიან ის ნაყოფს მოიტანს“.  ლეონი გაოგნებული იყო იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს დევნიდნენ მან ებრაელები მაინც მოიხსენია ასეთი სიტყვებიყ “ჩვენმა ხალხმა”. მან მოიყვანა ადგილი სახარებიდან, რომელშიც მესია სიბრალულს გამოხატავს თავისი მიმოფანტული ერის, ისრაელის დაკარგული ცხვრების მიმართ, და დასძინა: უფალმა იეშუამ იესომ, მოგვიწოდა რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები, რომელთაც უმიზეზოდ ვძულვართ.” 

სილბერშტეინის გულწრფელმა დამოწმებამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ლეონზე. ის აგრძელებდა შეხვედრებს ამ კაცთან და მალე თავადაც მიიღო იეშუა როგორც უფალი და მხსნელი.  ამან რეზონანსი გამოიწვია ლეონ როზენბერგის ცხოვრებაში. იგი უარყო ოჯახმა, დაკარგა სამსახური, და ებრაულმა საბჭომ უარი თქვა მასთან როგორც “მამების რწმენის მოღალატესთან” ურთიერთობაზე. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ლეონი სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა რწმენაში და ერთი წლის შემდეგ მისმა ცოლმა ფანიმაც ირწმუნა იეშუა. იგი იყო მშვენიერი მეუღლე, კარგი დედა და ძვირფასი თანაშემწე თავისი მეუღლისთვის, რომელმაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება სახარების ქადაგებას თავისი ხალხისთვის.

ოდესის პერიოდი

მე ჩამოვედი ოდესაში, ამ შესანიშნავ საპორტო ქალაქში შავი ზღვის სანაპიროზე, 1903 წელს, ველური და სისხლიანი დარბევების შემდეგ კიშინოვში. მაშინ ოდესაში ცხოვრობდა მეოთხედი მილიონი ებრაელი, რომლებიც ექვემდებარებოდნენ საყოველთაო, მთავრობის სანქცირებულ სიძულვილსა და შეღუდვებს. პირობები, რომელშიც მე მოვხვდი იყო საშინლად დამთრგუნველი. ანტისემიტიზმი იყო გავრცელებული ყველგან, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები არ იკავებდნენ არც კომერციის და არც პოლიტიკურ მაღალ თანამდებობებს. ისინი  მაინც  არაფრად აგდებდნენ და სძულდათ ებრაელები, და ამაში რელიგიური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობდა. ეკლესიებსა თუ სკოლებში, მღვდლები და მასწავლებლები, ნერგავდნენ სიძულვილსა და შურისძიების სურვილს ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში ქრისტეს ჯვარცმისთვის. “ებრაელებმა მოკლეს ჩვენი ღმერთი“- ეს ფრაზა ფართოდ იყო გავრცელებული მაშინდელ რუსეთში. გასაკვირი არ არის რომ ებრაელებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ყველა ქრისტიანს, ვისაც არ ეზარებოდა მათი გაკიცხვა. ძალიან რთული იყო სახარების გავრცელება, რადგან რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ოფიციალურ სახელმწიფო მართლმადიდებლურ ეკლესიას, და იკრძალებოდა ქადაგება და სახარების გავრცელება…” 

ლეონ როზენბერგის ანგარიშიდან ამოღებული ნაწყვეტი, ინგლისში გამართულ კონფერენციაზე. 1931 წელიleon3

ლეონ როზენბერგის მსახურება ოდესაში გაგრძელდა 18 წელიწადს. ამ დროის განმავლობაში დაარსდა ებრაელთა საკრებულო, რომელთაც სწამდათ იეშუა როგორც მესია, რომელიც აღიარებული იქნა სახელმწიფოს მიერ და დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გაიხსნა სკოლა ობოლი ბავშვებისთვის და მოხუცთა თავშესაფარი, ასევე უფასო სასადილო, სადაც გაჭირვებულ ებრაელებს შეეძლოთ მისვლა და საკვების მიღება. საკრებულომ წამოიწყო მთელი რიგი კრებულების  ჩამოყალიბება სხვადასხვა ქალაქებში, პასტორ ლეონის აღსაზრდელები კი ხდებოდნენ ამ კრებულების  მწყემსები კიევსა და ეკატერინოსლავში (დნეპროპეტროვსკში).  საკრებულომ  ასევე განაახლა თავისი სამლოცველო დარბაზი და დაიწყო ბროშურების გამოცემა, რომელშიც იბეჭდებოდა მათი რწმენის შესახებ, ასევე იბეჭდებოდა საგალობლები. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა წლების შემდეგ, თავიდან ლეონ როზენბერგმა და ხაიმ გურლენდმა გახსნეს მაღაზია სადაც იყიდებოდა ებრაულ ენაზე ნათარგმნი  სახარებებები. ამ მაღაზიას ერქვა ბიბლიური წიგნების საწყობი და იყო მჭედლის ქუჩაზე.

ფრაგმენტი წიგნიდანცხოვრება მხოლოდ ერთია: ფანჯარასთან იდო დიდი გახსნილი ბიბლია (ორივე აღთქმა) სადაც მუხლები  იყო ხაზგასმული, ირგვლივ კი დალაგებული იყ სხვადასხვა სულიერი ლიტერატურა- ზემოდან კი წარწერა იყო, რომელიც გამოხატავდა ამ ლიტერატურის შინაარსს. ხაზგასმული ადგილები ყოველდღე იცვლებოდა, და გამვლელ-გამომვლელი ებრაელები ხშირად ჩერდებოდნენ მის წასაკითხად. ასეთმა სიახლემ ბევრის ყურადღება მიიპყრო ქალაქში.” 

ბევრი ებრაელისთვის ეს იყო გზის დასაწყისი იეშუასთან ერთად. ისინი იკრიბებოდნენ ლეონი და ფანი როზენბერგების ოჯახში, სადაც ხდებოდა ახალი აღთქმის განხილვა და ლოცვა. დროთა განმავლობაში ეს გახდა საკრებულოს საფუძველი, რომელსაც ეწოდა პირველი ებრაული ქრისტიანული საკრებულო.  ეს საკრებულო განსაკუთრებული იყო კიდევ იმით, რომ არ შეუერთდა არც ერთ არსებულ დენომინაციას, რადგან ლეონი თვლიდა, რომ კრებულის  არსებობის მთავარი მიზანი იყო- ყოფილიყო მორწმუნე ებრაელების სახლი.  როდესაც ის წერილით მიმართავდა მორწმუნე ძმებს ოდესის ეკლესიებიდან, მან განაცხადა: ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი პოზიცია, როგორც ებრაელი-ქრისტიანების, ვერ გაიგო ყველამ, მათ შორის მწყემსებმა და სხვა სულიერმა წინამძღოლებმა, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ურევდნენ რელიგიურ და ნაციონალურ მოსაზრებებს და ამბობდნენ, რომ ებრაელი ვერასდროს ვერ იქნება ქრისტიანი, და ქრისტიანი ვერ იქნება ებრაელი, მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ებრაელი იქნება თუ სხვა რასის წარმომადგენელი, მას შეუძლია იყოს ქრისტიანი. თუ გავათვიცნობიერებთ, ახალი აღთქმა აღსრულდა იესო ქრისტეში, და როგორც პავლე მოციქული წერს, ჩვენ ებრაელები და ქრისტიანები, გადარჩენილები ვართ ღმერთის მადლით და მისი ძის, იეშუას გამომსყიდველი სიკვდილით“. 

 1913 წელის პირველმა ებრაულ-ქრისტიანულმა საკრებულომ  გადაწყვიტა აღეღნიშნა საკუთარი ათი წლის იუბილე, რომლის ათვლის დღედ ითვლება პირველი შეკრება ლეონისა და ფანი როზენბერგების ოჯახში, სანამ 1905 წელს მოხდებოდა ოდესის განთქმული  დარბევა და ასევე საკრებულოს  ოფიციალური რეგისტრაცია. leon4

 

ფრაგმენტი წიგნიდან “ცხოვრება მხოლოდ ერთია”: «დღესასწაული გახსნილი იყო პასტორის დამხმარეს მიერ,რომელმაც ლოცვის შემდეგ მოკლედ მიმოიხილა უფროსი პრესვიუტერის კურთხეული წლები, მსიონერული მსახურების შესახებ .ეპისკოპოსი ალბერტი იყო პირადი მეგობარი ახლომდებარე ქალაქიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი მოხსენება გააკეთა, სადაც მან ხაზი გაუსვა ებრაელ ხალხთა შორის მუშაობის მნიშვნელოვანებაზე.მან განადიდა უფალი, იმ კურთხევისთვის რა კურთხევაც ებრაულ–ქრისტიანულ საზოგადოებაზე გამოავლინა. ბევრი სხვა რამის მიღმა, განაცხადა : დიდი ხანია ვქადაგებ სახარებას და არც თუ ისე მცირე გზა გამივლია, ვსტუმრობდი მრავალ ეკლესიას, მაგრამ ჯერ არსად შევხვედრივარ ისეთს, როგორიც აქაა.არა მხოლოდ იმიტომ ,რომ ეს პირველი ებრაულ–ქრისტიანული საკრებულოა ჩვენს ქვეყანაში,არამედ იმიტომ , რომ თითოეული მისი წევრი წარმოადგენს ნაყოფს სახარების სწორი ქადაგებისა, რომელიც მოსმენილი აქვთ უფროსი პასტორისგან ლეონ როზენბერგისგან და მისი დამხმარეებისაგან».

რამდენიმე ცნობილი მქადაგებლისა და მეგობრის მისასალმებელი სიტყვა დამთავრდა ჭარბი პროგრამით, დამოწმებებით და მუსიკალური ნომრებით, ახალგაზრდა და ბავშვების საკრებულო სკოლიდან.გუნდი მეგობრულოად მღეროდა რუსულად,ებრაულად,იდიშურად და სხვა ენებზე.ეკლესიის სამეგობრო გარშემორტყმული იყო სხვადასხვა:  საკრებულოებით  გერმანულ–მენონიტური და ბაბტისუტი, რომლებიც აგრეთვე იღებდნენ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში.მისი მსახურების ბოლოს პასტორმა როზენბერგმა გაიხსენა  რამდენიმე რთული მომენტი წარსულიდან, რომლიდანაც ღმერთმა გამოიყვანა ეს საკრებული დიდი გამარჯვებით,მან მოუწოდა ყველა დამსწრეს ასადგომად და ხმამაღლა და დიდი ენთუზიაზმით, ჭეშმარიტი სულის ძალით ღმერთსა და მის ძეს იესოს(მესიას)მიუძღვნა ქება–დიდება ენით აუღწერელი საჩუქრისთვის_ გადარჩენისთვის.ყველა დამსწრის სულიერი მდგომარეობა იმდენად მაღალი იყო იყო შეგრძნება , რომ სახურავი მოეხდებოდა შენობას და გაფრინდებოდა,რომ ლოცვებსა და საგალობლებს შეძლებოდათ პირდაპირ სამოთხეში ასვლა.

ერთი წლის შემდეგ როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, პასტორი როზენბერგი ციმბირში გადაასახლეს, რადგან   მას მეგობრული  კავშირი  ჰქონდა გერმანიასთან, რომელიც იყო რუსეთის მტერი . თითქოს ეს იყო ოდესაში მისი მსახურების დასასრული, მაგრამ მას გამოექომაგნენ მისი მეგობრები რომლებიც უმაღლესი წრის წარმომადგენლები იყვნენ პეტერბურგში. მათ სერიოზული შუამდგომლობა დაიწყეს რუსეთის ხელისუფლებასთან. მათ შორის იყო გრაფი პეილინი, სენატორი და ჭეშმარიტი ქრისტიანი. სენატორმა პაილინმა დაწერა სარეკომენდაციო წერილ  პასტორ როზენბერგზე და ოდესის გენერალ-გუბერნატორს სთხოვა დაუყონებლივ დაებრუნებინათ უკან პასტორი და მისი ოჯახი.  პროტესტანტულ ეკლესიებზე შეზღუდვის მიუხედავად, ლეონ როზენბერგი მაინც განაგრძობდა თავის მსახურებას ოდესასა და ბესარაბიაში, მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და ბევრმა შეიცნო მესია იეშუა.  მისი მსახურება გაგრძელდა რევოლუციისა და სამოქალაქო ომის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ იყო დაღუპვის საფრთხე, ის უქადაგებდა ებრაელებს სახარებას. მის ოჯახს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა დარბევის დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა ოჯახს ოდესა მაინც არ დაუტოვებია. პასტორ ლეონს არ შეეძლო დაეტოვებინა თავისი სულიერი შვილები იმისთვის რომ გადაერჩინა თავისი თავი, მან მტკიცედ  გადაწყვიტა რომ მათთან დარჩენილიყო ბოლომდე.

1921 წელს ის  დააპატიმრეს და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა რელიგიური აგიტაციისთვის მოსახლეობაში. მხოლოდ და მხოლოდ წითელი ჯვრის ჩარევით მოხერხდა მისი გადარჩენა. კომუნისტები შეთანხმდნენ რომ გაცვლიდნენ მას სხვა ორ მათთვის უფრო მნიშვნელოვან პატიმარზე, რომლებიც გერმანელბს ყავდათ  ტყვედ. ხოლო  პასტორ როზენბერგს უბრძანეს  სამუდამოდ  დაეტოვებინა ქვეყანა.

პირველი ებრაულ-ქრისტიანული საბჭოს სამადლობელი წერილი პასტორ ლეონ როზენბერგს

სამადლობელი წერილი

სულიერ მამასა და ჩვენი საკრებულოს  მწყემსს

ლეონ როზენბერგს

 გარემოება გაიძულებთ თქვენ, რომ დაგვტოვოთ ობლებად ოდესაში და წახვიდეთ საზღვარგარეთ

 ოცი წლის განმავლობაში იდექით ჩვენს წინაშე, ემსახურებოდით ჩვენს მაცხოვარს მწყემს  და აგრეთვე მახარებლური   სკოლას ხელმძღვანელობდით . თქვენ იყავით მთელი ჩვენი საკრებულოს   სულიერი მამა და მართლაც დაიმსახურეთ პასტორის ტიტული

 ჩვენი   ეკლესიის არსებობის წლები იყო ნამდვილად დასამახსვრებელი ღმერთის მადლით და წყალობით მისი ხალხის მიმართ (ფსალმუნი 72:1 და რომაელთა 11:1) უფალთან ერთად თქვენ იყავით  მესაჭე  და ჩვენი გამაძლიერებელი სხვადასხვა ტალღების ემოტევებში. ის აღებდა კარებებს, რომელსაც ვეღარავინ კეტავდა. დამოწმებებს თან ახლავდა ღმერთის ძალა, ღმერთი ღვრიდა თავის სულს და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა ჩვენს კრებულებს . ბევრი ჩვენი ძმები და დები, რომლებსაც მოუწიათ ოჯახების დატოვება თავიანთი რწმენის გამო, დღეს აქ არიან, ხოლო ისინი ვისაც მოუწიათ ოდესის დატოვება, ემსახურებიან ღმერთს სხვადასხვა ქალაქებში და საზღვარგარეთაც კი. ჩვენი  ეკლესიის  რამოდენიმე ფილიალი აქაც და იქაც იყო კურთხეული ზეციდან დასამოწმებლად,  ბევრი და და ძმა წლების განმავლობაში რჩებოდა სიკვდილამდე ერთგული. თქვენ ასევე ემსახურებოდით პატარა ბავშვებს. თქვენმა მზრუნველობამ მათ მიმართ შედეგად გამოიღო სკოლის გახსნა, სადაც ისინი გაიზრდებიან  უფლის  სახარების სულის კვეთების  მიხედვით როგორ ვიქნებით ახლა?” – ვეკითხებით საკუთარ თავს. “რას გავაკეთებთ თქვენ გარეშე?”  და მაინც ვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთის ნებაა რომ წახვიდეთ და იმედი გვაქვს რომ კიდევ დაგვიბრუნდებით. ასე რომ გისურვებთ კურთხევებს იმ გზაზე, რომელიც ღმერთმა გაგიხსნათ ახლამთელი გულით გიხდით მადლობას თქვენი მშვენიერი მსახურებისთვის და დაე უფალმა გაკურთხოთ ამისთვის

მის სიყვარულში თქვენი ერთგული დები და ძმები

(საკრებულოს  ყველა წევრის ხელმოწერა) 

ოდესა, 1922 წლის მაისი

 პირველი ებრაულ-ქრისტიანული საკრებულო განადგურდა 1931 წელს, ეკლესიების მიმართ მასობრივი დევნების პერიოდში საბჭოთა კავშირის დროს. 

ეპილოგი

პასტორმა ლეონ როზენბერგმა კიდევ 43 წელი იცოცხლა და სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა, რომელსაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება. ოდესია შემდეგ მუშაობდა პოლონეთში, აშშ-სა და ისრაელში, მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყო მუდამ იხსენებდა ოდესის პერიოდს. ის რაც მან გამოიტანა ოდესიდან იყო გამოცხადება ბევრი მსახურისთვის მთელს მსოფლიოში- ებრაელები რჩებიან ებრაელებად იეშუას მიღების შემდეგაც. მათთვის არაა საჭირო რომ შეიცვალონ ცხოვება, შეერწყან სხვადასხვა კულტურას, ღმერთმა შექმნა ისინი განსაკუთრებული მისიისთვის, რომელიც დაევალათ მათ: იყვნენ ღმერთის მოწმეები მიწაზე.

მინდა ეს სტატია დავასრულო ლეონ როზენბერგის კომენტარით რიცხვის 6:24-26: ეს კურთხევები ღმერთმა მოსეს მეშვეობით გადასცა მღვდელმთავარ აარონს და მის ვაჟებს, რომ განეცხადებინათ ისრაელის ძეებზე წმინდათა წმინდაიში მსახურების დროს. და ამ კურთხევებს მე, თქვენი მამა და ბაბუა, გადმოგცემთ თქვენ იმ იმედით, რომ ღმერთი მისცემს საშუალებას რომ გადმოვიდეს თქვენზემე კიდევ ვისურვებდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ დაე უფალმა გადაწყვიტოს კიდევ შევხვდებით თუ არა სანამ წარვსდგები ღმერთის წინაშე. ძალიან ბევრი რამისთვის ვმადლობ ღმერთს. დიდება მას ყველა ჩემი წლებისთვის, დღეებისთვის და საათებისთვის რომლითაც საშუალება მომცა, რომ მოვმსახურებოდი მას. დაე განდიდდეს მისი სახელი სამუდამოდ. ამინ.” 

თარგმნა სალომე ჯებისაშვილმა .