საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის დნმ

22d4f13d9369578b3904c38cdd9a2b12

    1) სქსი-ის მოწოდება და მისია

 

 საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო შეიქმნა სამშაბათს, 1980 წლის 30 სექტემბერს, იერუსალიმში, იმ მიზნით რომ წარედგინა ისრაელისთვის მთელი მსოფლიოს ქრისტიანები. ქრისტიანული საელჩო შედგება შუამდგომლებისგან, მსახურებისგან რომელთაც არ აქვთ არანაირი ძალაუფლება, გარდა იმ ძალაუფლებისა რომელსაც აძლევს მათ ღმერთი წინასწარმეტყველური მსახურებისა და ხედვისთვის. საელჩო არ წარმოადგენს არც ერთი სახელმწიფოს მთავრობას, ის არ წარმოადგენს ერთ რომელიმე კონკრეტულ ეკლესიას, რომელიმე კონკრეტულ ქრისტიანულ ბიზნესმენსა თუ ჯგუფს და არც რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. ის წარმოადგენს მილიონობით მორწმუნეს რომელთაც სჯერათ ბიბლიის, რომელთაც უყვართ და პატივს სცემენ ებრაელებს და რომელთაც სურთ მათი მხარდაჭერა ღმერთის ნების შესაბამისად.

ქრისტიანული საელჩოს შექმნის იდეა გაჩნდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მრავალი ქრისტიანის შეკრებისას კარვობის დღესასწაულზე. 23 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანებს სურდათ რაიმე სახით წარმოდგენა ან გამოხატვა თავიანთი დამოკიდებულებისა, რადგან ხშირად მათი მღელვარება ისრაელზე არ ემთხვეოდა მათი მთავრობის დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ.

რადგან საელჩო სხვადასხვა პასუხისმგებლობებსა და პროექტებს ითავსებს, დავისახეთ რამოდენიმე მიზანი:

ა)  ის უნდა ზრუნავდეს ებრაელ ერზე, ძირითად ყურადღებას ამახვილებდეს ნუგეშზე ესაიას 40:1-ის მიხედვით „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი“;

ბ) მან უნდა გაახსენოს მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს და აღძრას ისინი იერუსალიმისა და ისრაელის მიწისთვის სალოცავად;

გ) ის უნდა იყოს ცენტრი, სადაც ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა გზებით გაიგებენ თუ რა ხდება ისრაელის მიწაზე;

დ) მან სტიმული უნდა მისცეს პასტორებს, ეკლესიებსა და ქრისტიანულ ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, რომ ეფექტურად იმოქმედონ თავიანთ ქვეყანაში და დაიცვან ებრაელი ერის ინტერესები;

ე) მან უნდა დაიწყოს ან გააგრძელოს პროექტების მხარდაჭერა ისრაელში ყოველი ადამიანის კეთილდღეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იქ, რასის, წარმომავლობისა და რელიგიის მიუხედავად. მან ასევე სტიმული უნდა მისცეს ეკონომიკურ პროექტებს;

ვ) მან უნდა სცადოს ებრაელებისა და არაბების შერიგება.

 

ორიგინალი სადამფუძნებლო დოკუმენტი 1980 წლის ოქტომბრიდან

 

  • თეოლოგიური დნმ

) საერთო განცხადება რწმენაზე.

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმი (სქსი) – არის ქრისტიანული ორგანიზაცია, რომელსაც სწამს ბიბლიის და მხარს უჭერს ორთოდოქსალურ სახარების რწმენას. ჩვენ ვთვლით რომ ისინი სრულიად შეესაბამება ბიბლიურ გამოცხადებას.

ჩვენ გვჯერა:

  1. ერთი ღმერთის, რომელმაც გაგვიცხადა თავი სამ პიროვნებაში: მამაში, ძესა და სული წმინდაში.
  2. იესოს ღვთიურობის – ეს არის ღვთის სრული გამოხატულება სხეულის ფორმაში. ის არის სრულიად ღმერთი და სრულიად ადამიანი.
  3. ადამიანის და სულიწმინდის მოქმედების. ის ადამიანს მსოფლიოს სრულუფლებიან მოწმეებად ხდის და ადასტურებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტ მოძღვრებას ნიშნებით, სასწაულებითა და სულიწმინდის ნიჭებით.
  4. წმინდა წერილის ღვთივსულიერების. მთელი წერილი ღვთივსულიერია.
  5. იესოს მიერ ჯვარზე აღსრულებული საქმის, როგორც ადამიანების გადარჩენის ერთადერთი საფუძვლის, მიუხედავად იმისა ვინ არიან ისინი იუდეველნი თუ წარმართნი. ეს გადარჩენა მიიღება მხოლოდ რწმენით.
  6. იესოს ფიზიკური და ხილული დაბრუნების ზეთისხილის მთაზე.
  7. ადგილობრივი ეკლესიის, რომელიც არის ქრისტეს ბიბლიური სხეული და იესოს ყველა მორწმუნე უნდა იკრიბებოდეს ერთ-ერთ მათგანში.

 

ბ) ისრაელის რწმენა

  • ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლია მოწმობს ებრაელი ერის უნიკალურ და მუდმივ მოწოდებაზე, როგორც ინსტრუმენტის მსოფლიო გამოსყიდვის საქმეში, რომელიც არის ძველებურად აქტუალური და აქტიური ისრაელის და მისი სამშობლოს აღდგენის საქმეში.
  • ჩვენ გვჯერა, ისრაელის თანამედროვე აღდგენა არის იმის ნიშანი, რომ ღმერთი ერთგულია თავისი მუდმივი აღთქმის, რომელიც ოდესღაც დადო აბრაამთან.
  • ჩვენი მხრიდან ებრაელი ერის მხარდაჭერა დაფუძნებულია ღმერთის მუდმივ აღთქმებზე, როგორც არის დაწერილი ღვთის სიტყვაში (დაბადება 12, 15 და ა.შ) და არა ბოლო დროის მოსვლაზე.
  • ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვცხოვრობთ წინასწარმეტყველებების ასრულებისა და ისრაელის აღდგენის პერიოდში, რომელიც სრულდებოდა ბოლო 120 წლის მანძილზე და ნაწინასწარმეტყველები იყო მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველის მიერ (მაგ: ეზეკიელი 36:22)
  • ჩვენ არ ვღებულობთ იმ გაგებას, რომ სხვადასხვა მცნებას ან აღთქმებს შეუძლია მიგვიყვანოს გადარჩენამდე. ჩვენ გვჯერა რომ ღმერთამდე მიმავალი გზა მხოლოდ ერთია – მისი ძე იესო ქრისტე და ახალი აღთქმა, რომელიც მან დადგინა .
  • ებრაელ ერს ვთავაზობთ ჩვენს მხარდაჭერას მათი სულიერი მდგომარეობის მიუხედავად (რომაელთა 3:28), მაგრამ ჩვენ ასევე მნიშვნელობას ვანიჭებთ ისრაელში მესიანური საკრებულოების ზრდას და მათ განვითარებას
  • ჩვენ პატივს ვცემთ და ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქრისტიანული რწმენის იუდეურ ფესვებს, რომელიც დაფუძნებულია ძველ აღთქმაზე, მაგრამ ჩვენ ასევე დაჟინებით ვაფრთხილებთ ქრისტიანებს, რომ არ  გახდენ მერჯულები და არ იწამონ საქმეებით გადარჩენა
  • ჩვენ უკომპრომისოდ გვჯერა ებრაელი ხალხის ღვთაებრივი ბედის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ ისრაელის არაბული ერების უნიკალურ მოწოდებასაც ერების გადარჩენის გეგმაში, რომლებიც ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთში.
  • ჩვენ ვუარყობთ ჩანაცვლების თეოლოგის ყველანაირ ფორმას, ბრიტანული ისრაელიზმით დაწყებული, ეფრემის დოქტრინით დამთავრებული.

 

  • საქმის კულტურის დნმ

 

  • ჩვენი მსახურება, კონცენტრირებულია მესის მსახურებაზე
  • ჩვენი მსახურების მთავარ მამოძრავებელ ძალად ვთვლით ლოცვას
  • ჩვენი საქმის საფუძველი არის ღმერთის სიტყვა
  • ჩვენ მივესალმებით სულიწმინდის წინამძღოლობას ჩვენს საქმეში
  • ჩვენ – ვართ რწმენის მსახურება
  • ჩვენ – ვართ მსახურება, რომელიც ღმერთისგან მოცემული ხედვის მიძღვნილია
  • ჩვენ ვართ არაკონფესიური მსახურება
  • ჩვენ ვიმყოფებით მრავალ ნაციონალურ და მრავალ კულტურულ სფეროში
  • ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალ თაობაზე, მაგრამ ამავე დროს პატივს ვცემთ ჩვენს მამებს
  • ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ რომ ვიყოთ ორიენტირებული ოჯახების მსახურებაზე
  • ჩვენ სრულყოფილებისკენ მივისწრაფით
  • ჩვენ წავახალისებთ ჩვენი უნარების განვითარებასა და შესწავლას
  • ჩვენ მივესალმებით სიხარულსა და მხიარულებას სამუშაო ადგილზე
  • ჩვენ მივყვებით დასახულ გზას რომელიც ემსახურება ლიდერების განვითარებას.