ანტი-სემიტიზმი : მესიანური პასუხი

anti-semitism3

„ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს!“ – ყვიროდა მსროლელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა სინაგოგაში. შაბათს, 2018 წლის  27 ოქტომბერს, შეშლილი ანტი-სემიტი შევარდა პიტსბურგის სინაგოგაში „სიცოცხლის ხე“. მან მოკლა თერთმეტი ებრაელი და დაჭრა კიდევ ექვსი, რომლებიც ღვთის თაყვანსაცემად იყვნენ მისულები. მათ შორის იყვნენ ისეთებიც ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა და ამდენი წლის შემდეგ ისევ ამ საშინელმა სიძულვილმა მიაყენა მათ ზიანი.

ჩვენ ვლოცულობთ ამ ხალხის ოჯახებზე და იმ საზოგადოებაზე, რომლებიც მსგავსი სიძულვილის, სისასტიკის და ძალადობის მსხვერპლნი არიან და გვახსოვს მათი სახელები, რომელთა სიცოცხლეც განადგურდა:

რიჩარდ გოტფრიდი, ჯერი რაბინოვიჩი, დევიდ როზენტალი, სესილ როზენტალი, ბერნის საიმონი, სილვან საიმონი, დენიელ შტეინი, მელვინ ბაკსი, ჯოის ფაინბერგი, როუს მალინგერი, ინვინ იუნგერი.

კურთხეული იყოს მათი ხსოვნა.  !

ანტი-სემიტიზმი, უძველესი სიძულვილი?

ანტი-სემიტიზმი არასდროს შემოზღუდულა დროითა და რელიგიით – ის მოდის მთელი ისტორიის მანძილზე და ხდებოდა ათეისტების, ქრისტიანების, მუსულმანების და წარმართების ხელით. მიუხედავად იმისა ებრაელი ხალხი მისდევდა თუ არა თავის ტრადიციებს, ისინი იყვნენ მოძულებულნი და იდევნებოდნენ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ და რაც არ უნდა ეკეთებინათ. გადასახლებისას თუ თავიანთ მიწაზე ყოფნისას, ბაბილონში თუ ეგვიპტეში, ქრისტიანულ ევროპაში, ათეისტურ რუსეთში ან მუსულმანურ ახლო აღმოსავლეთში, ემორჩილებოდნენ ღმერთს თუ ეწინააღმდეგებოდნენ – მათზე თავდასხმა არასდროს წყდებოდა.

ჯენი ტონგი, რომელიც არის ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი, ისრაელს ადანაშაულებს პიტსბურგის თავდასხმაში. „აბსოლუტურად შემზარავი და დანაშაულებრივი აქტია, მაგრამ როდის მიხვდებიან ბიბი და ისრაელის მთავრობა, რომ პალესტინის წინააღმდეგ მოქმედებები აღძრავს ანტი-სემიტიზმს?“ მან განაცხადა რომ ისრაელის პოლიტიკამ გამოიწვია ებრაელების მასობრივი მკვლელობა პიტსბურგში – აბსოლუტურად ანტი-სემიტური საქციელი როგორც თავად ამბობს.

მაგრამ ანტი-სემიტიზმი ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს დაარსებამდე ბევრად ადრე თარიღდება. „ოკუპაციის“ საკითხი არ ადარდება ადოლფ ჰიტლერს… არც ესპანელ ინკვიზიტორებს, არც ჯვაროსნების სასტიკ მკვლელობებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ხოცავდნენ ებრაელებს ევროპასა და რუსეთში. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ებრაელების არც ერთი დასახლება და საგუშაგო არ იყო ამანის სიძულვილის მიზეზი ესთერის დროს, ან ყამალეკელების დროს, რომლებსაც ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ სურდათ მთელი ერის ამოხოცვა.

ისრაელის სახელმწიფო დამნაშავე არაა ანტი-სემიტიზმში, არამედ ანტი-სემიტიზმი პირდაპირ თავს ესხმის ისრაელის სახელმწიფოს. სანამ არსებობს ღმერთის ერი, ამორჩეული მისი მიზნებისთვის მათზე თავდასხმისა და განადგურების მცდელობა ყოველთვის იარსებებს. სრულიად აბსურდულია იმის დაჯერება, რომ ისრაელის სახელმწიფოა დამნაშავეა ებრაელი ხალხის მიმართ ძალადობის ქმედებაში.

ებრაელი ხალხის მიმართ ირაციონალურ ზიზღს ხშირად „უძველეს სიძულვილსაც“ უწოდებენ. ლოგიკური ახსნა არ უჩანს იმ ზიზღს და სიძულვილს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი დროის მონაკვეთში ჩნდება ყოველგვარი საერთო ნიშნების გარეშე. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ებრაელები არიან – ებრაელები. მიუხედავად იმისა მდიდრები არიან თუ ღარიბები, იცვამენ და ფიქრობენ თუ არა ისე, როგორც სხვა დანარჩენი ერები, ან პირიქით – ვერაფერი უშლის ხელს ამ თავდასხმებს.

სიძულვილის ნამდვილი ობიექტი : ისრაელის ღმერთია

რა ხდის ებრაელ ერს ებრაელებად? ღმერთი, რომელმაც მოუწოდა ამ ხალხს თავისი მიზნებისთვის. სწორედ ღმერთმა შექმნა ებრაელი ერი. ღმერთმა შეცვალა იაკობის სახელი და უწოდა მას ისრაელი. და სწორედ ღმერთმა დაადგინა, რომ მისი თორმეტი ვაჟისგან შეიქმნებოდა ისრაელის თორმეტი ტომი. მისი ერი. ისინი იყვნენ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც უძღვებოდა ღმერთი, ასწავლიდა ღმერთი და იყო მისთვის ძვირფასი. და ისინი მისი სახელით იწოდებიან.

“რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.” (მეორე რჯ. 7:6).

არა მარტო ისინი აიგივებდნენ თავიანთ თავს ღმერთთან, არამედ თავად ღმერთიც ყოველთვის აიგივებდა საკუთარ თავს მათთან. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ისრაელის ღმერთი. ღმერთი, რომელმაც გაათავისუფლა ისრაელი ეგვიპტის ხელიდან. ერთ დღეს იერემიას თანახმად 16:14 და 23:7-8, ჩვენ ვიხილავთ მას როგორც ღმერთს, რომელიც ხელახლა შეკრებს ისრაელს. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს. ზოგიერთი გაწბილებულია იმ ფაქტით, რომ ღმერთმა კონკრეტული ერი ამოირჩია ან იმით, რომ ისრაელი (ისევე როგორც მთელი კაცობრიობა ზოგადად) საერთოდ არ იმსახურებს ღმერთის წყალობას და ღმერთი ისე იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რომ არავის უთანხმდება.

„ანტი-სემიტიზმი ადამიანების აჯანყებული გულებიდან მოდის. როგორც ღმერთის ერი, ებრაელები ხშირად ასოცირდება ღმერთთან და მათ მიმართ სიძულვილი ზოგჯერ ქვეცნობიერია, მაგრამ მისი მიზეზი ყოველთვის არაჯანსაღი გულია.“ (კრისტინ დარგი)

დოქტორი რიცარდ ბუკერსიც ამავეს საუბრობს: ებრაელების სიძულვილი – ღმერთის სიძულვილია, რადგან ისინი ახსენებენ ქვეყნიერებას რომ ყველანი პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ცხოვრებაზე, მათ კი არ სურთ რომ ვინმე ამას ახსენებდეს.

ჩვენი სულების მტერს განსაკუთრებულად სძულს ისრაელი, რადგან ღმერთმა ამოირჩია ისინი თავის გამოსყიდვის გეგმისთვის- წარსულში, აწმყოსა და მომავალში. სატანას ბევრი ძებნა არ სჭირდება მოხალისეებისთვის, რომლებიც მისი აგენტები იქნებიან ისრაელის მაქსიმალურად განადგურების საქმეში. ისტორიაში ამის მტკიცებულებები საკმარისადაა- პიტსბურგში მოკლულები მხოლოდ ბოლო მსხვერპლნი არიან ამ სიაში.

როგორც შეიძლება ამ ანტი-სემიტიზმს დაუპირისპირდნენ  ქრისტიან  მორწმუნეები?

anti-semitism4

„ვერ გეყვარებათ ღმერთი“ – გვაფრთხილებდა კორი ტენ ბუმი, „ებრაელი ხალხის შეყვარების გარეშე“. შოკისმომგვრელია, რომ ზოგადად აუცილებელია ამ საკითხის აღნიშვნა, მაგრამ არ არის მარტივი ეკლესიის ისტორიის კითხვა, როცა ხედავ მის დამოკიდებულებას ებრაელების მიმართ ისტორიის მანძილზე. მაგრამ მაინც, რა შეუძლიათ გააკეთონ ქრისტიანებს, რომ წინ აღუდგნენ ანტი-სემიტიზმს?

  1. ილოცეთ

შეუძლებელია ჩვენი ლოცვების გავლენის შეფასება. მოდით ვილოცოთ გარდაცვლილების ოჯახებზე, რომლებიც შიშმა მოიცვა, ანტი-სემიტიზმზე ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე მათ მტრებზეც უნდა ვილოცოთ. ვილოცოთ მათზე ვინც მრისხანებისა და სიცრუის ბადეში გაეხვია. ილოცეთ ქრიტიანებზე, რომლებიც დაბრმავებულნი არიან ჭეშმარიტების შესახებ ღმერთის დამოკიდებულებაზე თავისი ერის მიმართ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ- თქვენი ლოცვები აღწევს მამის გულს, და ვიცით რომ თუ მამის ნებისამებრ ვლოცულობთ ის ისმენს და აუცილებლად გვიპასუხებს. შეგიძლიათ ასევე წერილი მისწეროთ თქვენს უახლოეს სინაგოგას და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა მათ მიმართ, უთახრით რომ ლოცულობთ და ფიქრობთ მათზე.

  1. საჯაროთ დაიჭირეთ სიმართლის მხარე და იყავით სიცრუის წინააღმდეგ

დღეს ძალიან ბევრი სიცრუე ტრიალებს მსოფლიოში, რომლებიც ებრაელ ერს და ისრაელს ცილს სწამებს. და ეს ყველაფერი უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ისრაელი არის აპარტეიდის სახელმწიფო, და რომ ისინი გენოციდს სჩადიან. არ არსებობს არანაირი გეგმა რომ ებრაელებს სურთ მსოფლიოს და არც ახლო აღმოსავლეთის დაპყრობა. ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, განსაკუთრებით ბავშვების და ამ სიცრუეს ანტი-სემიტიზმის ხანძარი ავრცელებს. ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ რა არის და არ არის ჭეშმარიტება, და ნაადრევად ნუ დავუჯერებთ ერთ ან მეორე მხარეს. მაგრამ როცა გაეცნობით სანდო ფაქტებს – სხვებსაც გაუზიარეთ.

ანტი-სემიტიზმი ყოველთვის შეთქმულების თეორიას ითვალისწინებს. მისი კულისების მიღმა ყოველთვის ტყულებით მოვაჭრე დგას, რომელიც შიშს ავრცელებს და თავადაც ტყუილების მამაა.

ანტი-სემიტიზმს შეგვიზლია ჭეშმარიტების გავრცელებით ვებრძოლოთ.

  1. შეახსენეთ ხალხს, რომ იესო ებრაელია! არა მარტო იყო, არამედ ყოველთვის იქნება.

რასელ მურმა ძალიან კარგად აღნიშნა ამის შესახებ თავის სტატიაში „თუ თქვენ გძულთ ებრაელები, თქვენ გძულთ იესო“, რომელიც გამოქვეყნდა ვაშინგტონ პოსტში:

„ხშირად მესმის როგორ ამბობენ ქრისტიანები: „გახსოვდეთ იესო არის ებრაელი“. ეს მართალია, მაგრამ ამ წინადადების წარსულში თქმა ისე ჟღერს რომ თითქოს იესომ თავისი ებრაელობა აღდგომის შემდეგ მიატოვა. იესო ეხლაც ცოცხალია და ზეცაშია. ის გარდაისახა და განდიდდა, მაგრამ იგივე იესოა ზუსტად. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ და ყოველთვის იქნება ადამიანი. ის არის და ყოველთვის იქნება მარიამის ძე. ის არის და ყოველთვის იქნება გალილეველი. როცა იესო დამასკოში მიმავალ სავლეს გამოეცხადა, მოევლინა როგორც „იესო ნაზარეველი“ (საქმეების 22:8). იესო ებრაელი იყო მაშინაც და ეხლაც… ის იუდას ტომიდანაა, დავითის სახლიდან. როგორც ქრისტიანები, ჩვენ ყველანი შევუერთდით ებრაულ ოჯახს, ისრაელის ისტორიას“.

ძალიან ბევრი ქრისტიანი იგებს არასწორად ახალ აღთქმას, მიაჩნიათ, რომ იესო მთლიანობაში უპირისპირდებოდა ებრაელ ხალხს. მაგრამ არა მარტო იესოა ებრაელი, არამედ მთელი მისი ოჯახი, ყველა მისი მოწაფე და მისი პირველი მიმდევრების უმეტესი ნაწილი იყვნენ ებრაელები. შეახსენეთ თქვენს ქრისტიან მეგობრებს, რომ ბიბლია გვასწავლის იმას, რომ ღმერთს არ მიუტოვებია ისრაელი და არასდროს დატოვებს ებრაელ ერს (რომაელთა 9-11).

  1. გააიგივეთ საკუთარი თავი ებრაელ ხალხთან

მნიშვნელოვანია ვიდგეთ ებრაელი ხალხის მხარეს განსაკუთრებით ესეთ დროს- მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი გავაიგივოთ ისრაელთან, რომელსაც თავს ესხმიან. ჰოლოკოსტის დროს, როდესაც ნაცისტები აიძულებდნენ ებრაელებს ტანისამოსზე დავითის ნიშნის ვარსკვლავის ტარებას, დანიის მეფემ უთხრა თავის ფინანსთა მინისტრს, ვილჰელმ ბუილს: „მგონი ჩვენ ყველამ უნდა ვატაროთ ეს ნიშანი“. ასეთი ქმედება მთლიანად უარყოფს ებრაელი ხალხის იზოლირებას და დამცირებას. ანალოგიურად, როდესაც ხანუქის დღესასწაულის დროს ერთი ებრაელი ოჯახის ფანჯარა აგურით ჩაიმტვრა, მთელმა ბილინგსის ქალაქმა, მონტანას შტატში სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ფანჯარაში ხანუქას სანთლები აანთეს. და კუ-კლუს-კლანის შეტევებიც მალევე შეწყდა. ხალხს სჭირდება გაბედულება, რომ თავიანთი ებრაელი მეზობლების გვერდით დადგნენ და ეს ძალიან ძლიერი ნაბიჯია.

იეშუას მორწმუნეებისთვის წარმართებიდან, საკუტარი თავის გაიგივება ისრაელთან არამარტო ჟესტია, არამედ სინამდვილის გამოხატულება, ღღმა ჭეშმარიტება, რომ ისინი ნამდვილად დამყნობილნი არიან ისრაელზე. რუთის გაბედული სიყვარული ნაყომისა და მისი ღმერთის მიმართ არ დარჩა შეუმჩნეველი. არც ტქვენი დარჩება შეუმჩნეველი.

“უპასუხა რუთმა: “ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი. სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!” (რუთ. 1:16-17).