იერუსალიმის მუნიციპალურმა გამგეობამ მხარი დაუჭირა „ერთა მარშის“ კონფერენციის ჩატარებას იერუსალიმში, რომელსაც ქრისტიანები ჩაატარებენ 13-დან – 15 მაისამდე, ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მარშის დამაარსებელ ჯობს ბინტერთან შეხვედრისას იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა მას მადლობა გადაუხადა: „მე გულწრფელად მივესალმები იერუსალიმის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ „ერთა მარშს“ და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას ამ ღონისძიებას“, გვამცნობს ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com ორგანიზატორების მითითებით.
ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ერებიდან ჩამოსული ათასობით ქრისტიანი. ისრაელის ხალხთან ერთად ქნესეთიდან გაივლიან სიონის მთამდე, რათა პატივი მიაგონ ჰოლოკოსტის შემდეგად დაღუპულებს, ღიად გამოხატონ სოლიდარობა ისრაელის მიმართ და უთხრან „არა“ ანტისემიტიზმს.
ღონისძიების დასაწყისში გაიმართება კონფერენცია ცნობილი ქრისტიანების მონაწილეობით. ერთ-ერთი სპიკერი იქნება საერთაშორისო მისიის პრეზიდენტი „ქრისტე ყველა ერისთვის“ (Christ for all Nations, CfaN), რეინჰარდ ბონკეს დამხმარე, დანიელ კოლენდა, “Iris Global” – ის თანადამფუძნებელი და მსოფლიო მსახური ჰეიდი ბეიკერი, „სიცოცხლის მარშის“ ინიციატორი ჯობს ბიტტნერი და ასევე ევანგელისტი და საერთაშორისო მისიონერული მოძრაობის „ხმა ქალაქში“ დამფუძნებელი სიუზეტ ჰეტტინგი და სხვები.
14 მაისს გაიხსნება ამერიკული საელჩო იერუსალიმში – სწორედ „ერთა მარშის“ კონფერენციის დროს! ქალაქ იერუსალიმის ადმინისტრაციამ განახცადა, რომ „ერთა მარში“ და კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ეს იყო დაგეგმილი, ცვლილებების გარეშე.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს თაყვანისცემასა და ლოცვას, იმ ხალხთან შეხვედრას რომელთაც გადაიტანეს ჰოლოკოსტი, სემინარებს, „ერთა მარშს“ და სიცოცხლის ფესტივალს „სულთანის აუზის“ ამფითეატრში, რომელიც მდებარეობს სიონის მთაზე და გადმოჰყურებს იერუსალიმის კედლებს.
ღონისძიების, სპიკერებისა და მონაწილეების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ აქ.
სიცოცხლის მარშის მოძრაობა დაიწყო 2007 წელს ქალაქ ტუბინგენში (გერმანია). მაშინ როდესაც ნაცისტების შთამომავლებმა დაარღვიეს დუმილი თავიანტი ოჯახის წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, დაიწყეს იმ ადამიანებთან შეხვედრა ვინც გადაიტანა ჰოლოკოსტი და სთხოვეს პატიება. შედეგად ბევრი ადამიანის გული განიკურნა, დაიწყო მეგობრობა – რამაც მათი ცხოვრება შეცვალა. სულ მალე „სიცოცხლის მარში“ გასცდა გერმანიის საზღვრებს, 40 000 ადამიანზე მეტი 18 ქვეყნიდან და 350 ქალაქიდან ერთხმად გამოვიდნენ ისრაელის დასაცავად და დაუპირისპირდნენ თანამედროვე ანტისემიტიზმს.
http://mon2018.com/