პარაშათ შავუოთ ტეცავე – თორის საკვირაო კარები და უბრძანე !
{გამოსვლა 28:1-2-3}
დღეს მე მინდა გესაბროთ მღვდელმთავრის სამოსელზე რომელსაც ჩვენთვის ძალიან დიდი სულიერი და ფიზიკური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სიმბლოლოა ქრისტეს რწმენაში საყოველთაო მღვდლობა და ამიტომ ჩვენი მღვდლობის პირველი საფეხურებიდან მინდა დავიწყო საუბარი, კერძოდ მღვდლის სამოსელიდან. შეიძლება მავანმა თქვას კი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს უფლისათვის როგორი ჩაცმულობით მივიდოდა აჰაარონი ღმერთან მთავარი ხომ გულია? ან კიდევ დღეს ხომ ჩვენ ახალ აღთქმის ეპოქაში ვცხოვრობთ და ის მცნებები ხომ მოძველდა, განა მაგიტომ არ ეწოდება ძველი აღთქმა ? მაგრამ სწორედ ესეთ კითხვებს სვამენ ისეთი მორწმუნეები, რომლებსაც ძალიან ზედაპირულად აქვს წარმოდგენა წმიდა წერილებზე და აქედან გამომდინარე არც ღმერთს იცნობენ. ღმერთი უცვლელია მეგობრებო და თუ ეს მისთვის მაშინ იყო მნიშვნელოვანი დღესაც მნიშვნელოვანია რადგან ღმერთი უცვლელია {მალ. 3:6} რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები…………. {რიცხ.23:19}
ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. …………..
ტანსაცმელს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ადამიანის სხეულის დაფარვა უბრალო ნაჭრებით.
დღეს შეიძლება ვიმსჯელოთ თუ როგორია ადამიანის შინაგანი სამყარო იმაზე დაკვირვებით თუ როგორ იცმევს ადამიანი. თავისი ჩაცმულობით ადამინი ქვეცნობიერად გვაჩვენებს თავის სულიერ მდგომარებას. და მაინც რისი ხასგასმა სურს ადამიანს როდესაც თავის გარდირობს არჩევს.
{გამ.28:1-2-3} ”მიიახლოვე აჰარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ: აჰარონი, ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, აჰარონის ძეები.
გაუმზადე წმიდა სამოსელი აჰარონს, შენს ძმას, დიდებისა და მშვენებისათვის.
ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აჰარონს მის გამოსაცალკევებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს.
{გამ.28:36-38} გააკეთე სუფთა ოქროს გვირგვინი და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფრით: წმიდა უფლისათვის.
მიამაგრე იგი ცისფერი ზონარით და იყოს იგი თავსაბურველზე. თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი.
ეკეთოს აჰარონს შუბლზე და იტვირთოს აჰარონმა შესაწირავთა ბრალი, რომელთაც შესწირავენ ისრაელის ძენი ყოველი შეწირვისას და მუდამ შუბლზე ეკეთოს, რათა სასურველი იყვნენ უფლის წინაშე.
{გამ.28:41}
შემოსე ამ სამოსით შენი ძმა აჰარონი და მისი ძენი, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
ეს ტანასცმელი არა მარტო გამოარჩევდა კოენებს ( მღვდლებს) რომელთაც მსხვერპლი მოქონდათ, ისინი მთელი ისრაელიდან გამოირჩეოდენ თავიანთი ტანაცმლით, ამ ტანსაცმლის ტარებაც კი ღვთის მსახურებად ითვლებოდა.
ამ ტანსაცმელს რამე დეტალიც რომ ჰკლებოდა უკვე მსხვერპლ შეწირვაც უვარგისი ხდებოდა რომელიც ღვდელს მოქონდა.
საინტერესო კომენტარს გვთავაზობს თორი თანამედროვე კომენტატორი სონჩინო: სამღვდელო ტანისამოსის ჩაცმის დროს მღვდელი ვალდებული იყო კონცენტრირებული ყოფილიყო ლოცვაზე და ფიქრი იმაზე რომ ღმერთმა უკვე აპატია ცოდვები ყველა იმ ადამინას ვინც მოინანია.
თალმუდში მთელი სისტემაა მოყვანილი თუ რა დანიშნულება ჰქონდა თითოეული ტანისამოსის ელემენტს რომელიც გადოლ კოენს (მღვდელ მთავარს) ეცვა.
• კუტუნეთ (მღვდელმთავრის კვართი ) რომელიც სიმბოლოზირებს სისხლის ღვრის გამოსყიდვას – იკითხება თორაში, ფრანგმენტში სადაც აღწერილია თუ რა გაუკეთეს ძმებმა იოსების კვართს. {ბერეშით- დაბადება . 37: 31-32 } აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ”ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
• მიხნასაიმ ( შარვალი ) გამოისყიდის ინტიმური ცხოვრების კანონების დარღვევას ანუ მრუშობას. ეს აზრი მოდის თორის შემოთის (გამოსვლის) წიგნიდან 28:42 “დაუმზადე მათ სელის ქვედა სამოსელი, სხეულის სიშიშვლის დასაფარად; წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს”.
• მიგბაათ (დოლბანდი) ღვდელმთავრის ქუდი, რომელიც გამოსყიდავდა სიამაყეს, ქედმაღლობას
• ავნეტ (ეფოდის სარტყელი ) გამოისყიდის არასწორ და შეუსაბამო ფიქრებს, მისი სიგრძე 32 წყრდა იყო. იხვეოდა წელს ზემოთ, გულთან ახლოს .
• ხოშენი ( განკითხვის სამკერდული) ,ღვდელმთავრის მკერდზე იყო, რომელიც გამოსყიდავდა მათ ვინც შეცდომით ასამართლებდა, როგორც წერია : „გააკეთე განკითხვის სამკერდული“, {გამ.28:15}
• ეფოდი- ღვდელმთავრის ტანასცმლის ნაწილი, წინსაფრის მსგავსი გამოისყიდის კერპტაყვანისცემლობას ,რადგანაც ეფოდი გვახსენებს წარმართების სარიტუალო ტანსაცმელს.
• მეიელ (სპეციალური მოსასხამი რომელზეც ეჟვნები მაგრდებოდა) ეს გამოისყიდავდა „ლაშონ ა-რას“ (ცუდი ენა) ჭორაოაბა, გინება და ა.შ.
• ციც (სუფთა ოქროს გვირგვინი) რომელიც გამოსყიდავდა სიჯიუტეს
თორის მასწავლებები გვასაწავლიან რომ გადოლ კოენის (მღვდელმთავრის) ტანისამოსს მოაქვს გამოსყიდვა კაპორეტის დონეზე, რაც ნიშნავს რომ ყველა ცოდვები სამუდამოდ იშლება.
სამღვდელო ტანისამოსის ჩაცმის დროს მღვდელი ვალდებული იყო კონცენტრირებული ყოფილიყო ლოცვაზე და ფიქრი იმაზე რომ ღმერთმა უკვე აპატია ცოდვები ყველა იმ ადამინას ვინც მოინანია.
შარვალს იმიტომ იცვამდა რომ ღმერთს ეპატიებია სიძვის ცოდვა
კვართს იმიტომ იცვამდა რომ ღმერთს ეპატიებინა სისხლის ღვრის ცოდვა
თვასაბურს იმიტომ იკეთებდა თავზე რომ ღმერთს ეპატიებინა ამპარტავნობა
სარტყელს იკრავდა რათა ღმერთს ეპატიებინა ცუდი ფიქრები და აზრები
ხოშენის იმბამდა გულმკერდზე რათა ღმერთს ეპატიებინა შეცდომით გამოტანილი სასამართლო განაჩენი
ეფოდს იმიტომ იცვამდა რომ ღმერთს ეპატიებინა კერპტაყვანისცემლობა
სპეციალურ მოსსხამს ეჟვნებით იმიტომ იცვამდა რომ ღმერთს ეპატიებინა ჭორაობა და ბილწსიტყვაობა
გვირგვინს იკეთებდა რათა ღმერთს ეპატიებინა სიჯიუტე.
ყველაფერი ეს ხდებოდა წელიწადში ერთხელ როდესაც მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათა წმიდაიში (კადოშ კადოშიმ ) და ასხურებდა კიდობანზე გამოსყიდვის მსხვერპლის სიხსლს. ამ დღეს ისრაელში იომ კიპური ეწოდება. და ყველაფერი ეს მიუთითებს ჩვენს ჭეშმარიტ მესიაზე რომელიც არის იეშუა ჰა მაშიახი (იესო ქრისტე)
{ზაქ.6:12-13} ეტყვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, მორჩია მისი სახელი. თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.ის ააშენებს უფლის ტაძარს და ატარებს სამეფო დიდებას! დაჯდება ტახტზე, იმეფებს და მღვდლობასაც გასწევს თავის ტახტზე! ერთმანეთთან შეთანხმებული იქნება ეს ორი მსახურება.
{ებრ.9:24}ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე.
{1იონ.2:1-3} შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე – მართალი იესო ქრისტე.
ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი.
იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს
{ებრ.2:16-18} ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.
ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.
რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.
ჩვენ დავინახეთ რომ მღდელმთავრის ტანისამოსს დიდი სულიერი და ფიზიკური დატვირთვა ჰქონდა. ეხლა მინდა მოკლედ აგიხსნათ თვითონ ტანსაცმლის რამოდენიმე მნიშვნელობა, რომ დღესაც ჩვენთვის აქტუალური იყოს. როგორც ვიცით ისტორიდან ძველად სხვადასხვა წარმართულ კერპთაყვანისცემლობაში ქურუმები შიშვლები ატარებდენ რიტუალებს და ამიტომაც ღმერთმა მკაცარად გააფრთხილა ისრაელის მღვდლობა: {გამ.20:26} „საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე“. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო იმისა რომ შარვალი ჩაეცვათ მღვდლებს. გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ თუ როგორ აფრთხილებსა პავლე ტიმოთეს {1ტიმოთ.2:9-10} „ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა აირჩიეს“ ( სამწუხაროდ დღეს ეს შეგონება მამაკაცებს უფრო ეხება)
დღეს ჩვენ მეფური სამღვდელოება ვართ და ჩვენი ტანასაცმელი უნდა განადიდებდეს ღმერთს {1პეტრ.2:9}
„თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ“
არ შეილება რომ მორწმუნეს ვისაც სწმას ქრისტეს გამოსყიდველი სისხლის, იცვამდეს გამომწვევად. სულერთია ეს იქნება ქალი თუ კაცი, ღმერთის სტანადარტი უცვლელია ქალზეც და კაცზეც. გარდა ამისა თვითონ სიტყვა ტანასცმელი ივრითულად არის: ბეგეტ -בגד რომელიც მოდის ფუძე ბოგდიმიდან და ნიშნავს გაყიდვას, გაცემას. რაბინები ესეთ კომენტარს უკეთებენ: „ადამიანმა შეილება დამალოს თავისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მას ყოველთვის გასცემს თავისი ჩაცმულობა“
აგრეთვე სიტყვა ბეგეტს აქვს სინონიმი ლევუშ – לְבוּשׁ სამეფო მოსასხამი. რაბინები ესე განმარტავენ რომ ბეგეტმა უნდა აჩვენოს სამეფო მოსასხამი.
ჩვენ მორწმუნებმა ჩვენი ჩაცმულობით ჩვენი სამღვდელო მეფობის მოსასხამი უნდა ვაჩვენოთ, სამეფო მოსასხამი ხომ ჩვენი მეფობის დამადასტურებელია !
ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი