მე მინდა დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრო თუ როგორ ეყრდნობოდა იესო ქრისტე თავისი ქადაგების დროს წმინდა წერილებს. სამწუხაროდ დღეს ტრადიციულ ეკლესიებს წმინდა წერილის როლი, რბილად რომ ვთქვათ, დაკნინებული აქვთ. პირველ საუკუნეში, იესო ქრისტეს ეპოქის დროს ბევრი ცრუ მესია არსებობდა, ამავდროულად არსებობდა ცრუ სწავლებებიც. მე არ დავიწყებ ამ ყველაფრის მოყოლას, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება რამოდენიმე ფაქტზე. პირველი ფაქტი აღწერილი არის მათეს 15:1-3-ში : „მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს: “რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”. მიუგო მათ პასუხად: “თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო?“
ტექსტიდან ჩანს, რომ იესოსთან მივიდა ფარისეველთა გარკვეული ჯგუფი, მათე აკონკრეტებს, რომ ისინი იყვნენ იერუსალიმში. ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ იესოს დროს იყო ფარისეველთა გარკვეული ჯგუფები, ხოლო ამათგან იყო 2 ძირითადი, რაბი ჰილელი-ბაბილონელის და რაბი შამაი ხა-ზაკენის მიმდევარი ჯგუფები. კითხვას რომელსაც იესოს უსვამდნენ, თორიდან არ გამომდინარეობდა ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მათი შეკითხვა იყო ტრადიციებიდან გამომდინარე. მათი დასმული კითხვის არსს რომ გავეცნოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რას ასწავლიდან იმდროინდელი იუდაიზმი. მაშინდელ ებრაელებს მოსეს თორასთან ერთად ჰქონდათ მისი ზეპირსიტყვიერი გადმოცემებიც, რომელსაც ისინი ზედმიწევნით იცავდნენ და წმინდა წერილს უტოლებდნენ. იესოს პასუხი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ არა გადმოცემები, და არც ტრადიციები, არ უნდა მივიჩნიოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. მე მინდა რომ სწორედ გამიგოთ, იესო არ იყო ტრადიციებისა და ზეპირი გადმოცემების წინააღმდეგი, მაგრამ ის იყო მხოლოდ იმ გადმოცემებისა და ტრადიციების წინააღმდეგი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თორას (წმინდა წერილს). მისი პასუხიც სწორედ ამაზე მიუთითებს: “თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო?“ ნებისმიერმა ებრაელმა იმ დროს იცოდა, რომ ღმერთის მცნებები თორაში ჩაწერილი იყო, რომელიც მოსეს საშუალებით მისცა ღმერთმა ებრაელ ერს. დავით მეფსალმუნე თავის მე-18 ფსალმუნში ამბობს შემდეგ სიტყვებს: „მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს“. დავითიც ამ ტექსტში გულისხმობს თორას, რადგან რჯულის მიხედვით მეფეს უნდა გადაეწერა თავისთვის რჯული, რათა მისი მეშვეობით ემართა ქვეყანა. 2 რჯული 17: 18-20 – „და როცა თავის სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს რჯულის წიგნი ლევიანი მღვდლებისაგან.და თავისთან იქონიოს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს მისი წესები. რათა არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დიდხანს იმეფონ მანაც და მისმა ძეებმაც ისრაელის მიწაზე.“
ამრიგად ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თვითონ ღმერთი თავის წმინდა სიტყვას და ამით გვეუბნება, რომ ის ერთადერთი საზომია ყოველგვარი ჭეშმარიტების დასადგენად. ებრაელებმა მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ თორა იყო ყველაფრის საზომი. თანაში (ძველ აღთქმაში) ჩვენ ვხედავთ მსაჯულებს რომლების ყოველგვარ სადავო საქმეს თორის (რჯულის მიხედვით განიხილავდენ) ამიტომაც ჩვენ მეორე რჯულის 25 თავში ვხედავთ ესეთ მცნებას: ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო – დიდი და მცირე.
სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. საწყაოში აქ იგულისხმება სასწორი რომელითაც ხდებოა აწონვა რამე კონკრეტული ნივთის. ეს არის პრინციპი ღმერთის. და ებრაელებმა კარგად იცოდა რომ სამართლინობის გასაზომად მათ მხოლოდ თორა ქონდათ. რომელიც იყო სრული და მართალი რადგან ის უშუალოდ ღმერთისაგან მოდიოდა.
მეორე მომენტი, რომელიც მინდა რომ განვიხილო, ეს არის იესო ქრისტეს უშუალო პასუხი ფარისევლებისადმი, რომელიც არის ისევ წმინდა წერილიდან. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, იესო ფარისევლებთან პოლემიკაში ეყრდნობოდა წმინდა წერილს და თავის ჭეშმარიტებასაც წმინდა წერილის საფუძველზე ამტკიცებდა. მაგ: იოანე 8:13-17 – “უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის განვსჯი. და მე თუ განვსჯი, ჩემი განსჯა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.“ ჩვენ ვხედავთ აქ, რომ ფარისევლები იესოს მოწმობას ეჭვქვეშ აყენებენ და ეუბნებიან „შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი“ , ამით ფარისევლები ერთგვარად ეყრდნობიან რჯულს, რადგან მათაც კარგად იცოდნენ რომ რჯულის მიხედვით განისაზღვრება ჭეშმარიტება. მაგრამ მათ უკვე არეული ქონდათ ტრადიცია და გადმოცემები წმინდა წერილში ისინი წმინდა წერილს განმარტავდენ და საზღვრავდენ გადმოცემების მიხედვით ამავდროულად იესოც იყენებს წმინდა წერილს და კიდევ უფრო ხაზს უსვამს წმინდა წერილის ავტორიტეტსა და მის შეუცდომლობას, რადგან ის მასზე მოწმობდა. ქრისტე დასამოწმებლად იყენებს 2 რჯულის 19:15 – „ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.“ ის თავის პოზიციას ამყარებს თორის მიცვოთის (მცნების) მეშვეობით და მიუთითებს ორ სრულუფლებიან მოწმეზე, პირველი არის მამა ღმერთი და მეორე თავისი თავი. იესო იყენებს თორას (წმინდა წერილს) რათა დაამტკიცოს თავისი ავტორიტეტი, როგორც მესია და წინასწარმეტყველი.
შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს შეკითხვა, როგორ შეიძლება საკუთარ თავზე დამოწმება? მაგრამ იესო ქრისტეს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება თავის თავზე დამოწმებისა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან რჯულის მცნებანი (წმინდა წერილი) სრულყოფილად შეასრულა. რჯულის მიხედვით ნებისმიერ წინასწარმეტყველს, რაც არ უნდა ბევრი სასწაული მოეხდინა, თუ ის რჯულს არ იცავდა და რჯულის დარღვევას ასწავლიდა, ის ცრუ იყო. 2 რჯული 13:1-4 : “შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი რომ გამოჩნდეს და ნიშანი ან სასწაული მოგცეს, და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გამოგიცხადა და თან გითხრას: გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და მათ ვემსახუროთო, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდის უფალი, შენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვარს თუ არა უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით! უფლის, შენი ღმერთის კვალს გაჰყევი და მისი გეშინოდეს; მისი მცნებანი დაიცავი, მისი ხმა გაიგონე, მას ემსახურე და მიეწებე.“ მათე 5:17 იესო ქრისტე ამბობს: „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.“ იესო არა მარტო რჯულის (თორას) დაცვას მიუთითებდა, არამედ თავად ცხოვრობდა მის მიხედვით.
მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ ორი მომენტი ქრისტეს ცხოვრებიდან, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ის წმინდა წერილს. რა თქმა უნდა კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება და სხვადასხვა პარალელური ადგილების მოყვანა, მაგრამ მინდა დავასრულო ბიბლიის ორი მუხლით: 1) იაკ. 1:22 – „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.“ იაკობი როგორც ტიპური ებრაელი სიტყვას უწოდებს თორას (წმინდა წერილს). 2) 2 ტიმ. 3:16-17 – „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.“ პავლე აქ არ ამბობს, რომ ტრადიცია ან კიდევ წმინდა გადმოცემები არის ღვთივსულიერი, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრადიციული ფარისევლური სკოლიდან იყო, კერძოდ შამაის სკოლის მიმდევარი. ის მკაფიოდ გამიჯნავს ტრადიციას და წმინდა წერილს ერთამნეთისგან, და სწორედ წმინდა წერილს აყენებს ჭეშმარიტების საზომად.
შეილება შემომედავოთ და მაჩვენოთ ადგილი წმინდა წერილდან სადაც პავლე თითქოსდა გადმოცემების მნიშვნელობაზე გვესაუბრება კერძოდ 2თეს.2:15 მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით.
აქ ყველაზე მარტივადა საქმე ეს მუხლი არასწორადა ნათარგმნი ბერძნულ ორიგინალში ესე წერია : მაშ ასე ძმებო მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემული სწავლებები, რაშიც განისწავლედ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით. ორიგინალი ტექსტი ნათალდ გვაჩვენებს რომ პავლე საერთოდ არ საუბრობდა წმიდა გამდოცემებზე, არამედ მის მიერ გადმოცემულ სწავლებაზე საუბრობს ხოლო პავლეს სწვალება იყო დაყრდნობილი წმინდა წერილებზე კერძოდ თანახზე (ძველ აღთქმაზე ) . ამის მაგალითს ჩვენ ვხედავთ მოციქულთა საქმებში: საქმ.24:14 იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.
აი ამის თქმა მინდოდა დღეს, რათქმაუნდა ეს საკამრისი არა არის მაგრამ ჩემი მიზანი იყო ძალიან მოკლედ დამენახებია მკითხველისათვის რომ იესო ქრისტე და მისი მოწაფები სახარების საქადგებლად და ჭეშმარიტების დასამტკიცებლად იყენებდენ მათვის არსებულ მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტების საზომს რომელსაც წმინდა წერილი ეწოდება.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი