10 ებრაული ფაქტი ახალი აღთქმის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ

hqdefault

როდესაც მე ვირწმუნე იეშუა (იესო), მეგონა რომ ებრაელი აღარ ვიყავი, და ჩემ რწმენას ამ ებრაელი ადამიანისადმი არაფერი საერთო არ ჰქონდა ებრაელობასთან.  შემდეგ დავიწყე ახალი აღთქმის კითხვა და შოკირებული ვიყავი იმით, რომ ეს ებრაული წიგნია, რომელიც მოგვითხრობს ებრაულ ისტორიას ებრაელებზე ისრაელში. მე მინდა გაგაცნოთ 10 ებრაელი  ფაქტი, რაც არის ახალ აღთქმაშია მოცემული:

  1. იესოს ნამდვილი სახელი არისიეშუა. ეს სახელი წარმოიშვა ივრითული სიტყვისგან “იეშუ-ა”, რომელიც ნიშნავს ხსნას, გადარჩენას, რაიმე ხიფატისგან თავის არიდებას, სიკვდილისაგან და მონობისაგან დახსნას, მძიმე ავადმყოფობიდან დახსნას. როცა ანგელოზი ეჩვენა იოსებს, უთხრა, რომ ბავშვისთვის დაერქმია სახელად იეშუა, იმიტომ რომ ის გახდებოდა “იეშუ-ა” თავისი ერისთვის! (მათე 1:21)- „გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იეშუას, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან” ეს ძლიერი წინასწარმეტყველური მნიშვნელობა იკარგება ბერძნულსა და ინგლისურ თარგმანში.
  2. დედამისის სახელი არ იყო არც მარიამი, და არც მარია. ის არ იყო კათოლიკე! მირიამი – ეს ის სახელია, რომელიც ერქვა ასევე მოსეს დას. ეს ებრაული სახელია და ასე ერქვა მას. ის იყო ებრაელი, რომელიც ცხოვრობდა ვატიკანის დაარსებამდე დიდი ხნით ადრე.
  3. იოანე არ ყოფილა ნათლისმცემელი (სტატიის ინგლისურ ვარიანტში გამოყენებულია სიტყვა -baptist ) . დიდი პატივისცემით მივმართავ ჩემს ბაპტისტ მეგობრებს, იოანე იყო უკანასკნელი და უდიდესი წინასწარმეტყველი, ისეთივე როგორც იერემია, ესაია და ეზეკიელი. ის წინასწარმეტყველებდა მომავალ ებრაელ მესიაზე. ისიც ასევე ებრაელი იყო, რომელიც მოუწოდებდა ებრაელებს მომზადებულიყვნენ  ღმერთის კრავის მისაღებად.
  4. ნათლობა არ ყოფილა ახალი აღთქმის უნიკალური მოვლენა. გჯერათ თუ არა, ებრაელები იყენებდნენ წყალში ჩაფლობის (ებრაული სიტყვა – „თვილა“) წესს ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე ვიდრე იოანე მონათლავდა თავის მიმდევრებს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი იოანეს ნათლობას, იყო ის რომ – ეს წესი იყო მათი კულტურისა და რელიგიის  ნაწილი. ტაძრიდან არცისე შორს, არქეოლოგებმა იპოვეს დაახლოებით 50 რეზერვუარი, (ებრაული სიტყვა – „მიქვოთ“ რაც ნიშნავს რიტუალური განწმენდისთვის განკუთვნილ ქვის ჭურჭლებს) რომელიც განკუთვნილი იყო მათთვის ვინც ტაძარში მივიდოდა რიტუალურად განწმენდისთვის, რომ შემდეგ მსხვერპლი შეეწირა.
  5. პეტრე პირველი რომის პაპი არ ყოფილა! პეტრე, ებრაელი, პირველი იუდეველი მორწმუნეების წინამძღოლი იყო, მხოლოდ რამოდენიმე წელი. შემდეგ მან მართვის სადავეები გადასცა იაკობს (მასზეც ვილაპარაკებ), იეშუას ძმას, და დაიწყო მოგზაურობა, და დაიწყო სახარების ქადაგება, რომელიც ამბობს ხსნას იესო ქრისტეს მეშვეობით. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის გახდა რომის ეპისკოპოსი და შემდეგ ეპისკოპოსის მანტია გადასცა სხვას ან ხელდასხმით გადასცა ვინმეს რომის ეპისკოპოსობა. ის იყო უბრალო ებრაელი მეთევზე, ​​რომელიც გახდა ერთ-ერთი უდიდესი მქადაგებელი ქრისტეს სიტყვებისა. მას არასდროს შეუწყვიტავს ებრაულად ცხოვრება და რა თქმა უნდა  არასდროს თვლიდა თავს კათოლიკედ ან მართლმადიდებლად. სხვათა შორის, ბიბლია ნათლად ამბობს, რომ პეტრეს ჰყავდა სიდედრი, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავდა ცოლიც და მაშინ უცნაურია ის ფაქტი, რომ კათოლიკე რომის პაპს და მართლმადიდებელ პატრიარქებს ეკრძალებათ ცოლის მოყვანა, რაც ბიბლიას არ ეფუძნება.
  6. ჯეიმსი (იგულისხმება ინგლისური თარგმანი, სადაც იაკობი ჯეიმსად არის მოხსენიებული) ეს იმის სახელია, ვინც დაწერა იაკობის წიგნი და უძღვებოდა პირველ ებრაელ მორწმუნეებს, როგორც დაწერილია მასზე საქმეების წიგნის 15 თავში. ჯეიმსი – კარგი სახელია მეფისთვის ან სასახლეში მცხოვრები დიდგვაროვანისთვის, მაგრამ არა პირველ საუკუნეში მცხოვრები ებრაელისთვის. მისი სახელია იაკობი! ლათინურად სახელი იაკობი და ჯეიმსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, და ლინგვისტური გაურკვევლობის გამო იაკობი გახდა ჯეიმსი ახალი აღთქმის ინგლისურ თარგმანში.
  7. იეშუა გარდაიცვალა ფესახის (პასექის) დღესასწაულზე და აღდგა პირველი ნაყოფების დღესასწაულზე (იომ- ჰა -ბიკკურიმ) და სულიწმინდა გადმოვიდა იერუსალიმში ორმოცდამეათე დღეს (შავუოთის დღესასწაულზე). ეს სამი მნიშვნელოვანი დღეა ისტორიაში და უფალმა ისე გააკეთა, რომ ისინი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყვნენ ებრაელებისთვის იმავე გაზაფხულის, დაახლოებით ახ.წ-აღ 30 წელს.  თითქოს ღმერთმა ამით თქვა რომ: “არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ებრაელებისგან იერუსალიმში!” სამწუხაროა, რომ ეკლესიამ დაივიწყა ეს …
  8. პავლეს არასდროს შეუცვლია სახელი. ბიბლია გაკვრით მიანიშნებს რომ სავლე – იგივეა, რაც პავლე (საქმეები 13: 9 – სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა) .როგორც ებრაელების უმეტესობას, მას ჰქონდა სახელი რომელიც გამოიყენებოდა იმ რეგიონში სადაც ცხოვრობდა (რომის იმპერიაში) და ასევე ებრაული სახელიც. მოსაზრება, რომ მან თითქოს უარი თქვა თავის ებრაულ სახელზე, ეს არ ამარტო არაბიბლიურია, არამედ უბრალოდ უმეცრებაა. მე როდესაც დავიბადე, ასევე მქონდა ინგლისური სახელი რონი, და ებრაული – ჰაიმი.
  9. მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ებრაელების მიერ. არსებობს გარკვეული უთანხმოება, იყო თუ არა ლუკა ებრაელი (და ვიცნობ ორივე მხარის სერიოზულ არგუმენტებს), მაგრამ სხვა ყველა ავტორი ებრაელია.
  10. ზიარება დაფუძნდა პასექის სედერზე. იეშუამ აიღო აფიკომანი , მაცის განსაკუთრებული ნაწილი (უფუარი პური), რომელიც გამოიყენებოდა საპასექო სედერზე, და ასევე ცნობილია, როგორც ისააკის მაცა და ასწია ოთხიდან მესამე თასი, გამოსყიდვის თასი, რომლის დროსაც წარმოთქვამენ  სამადლობელო კურთხევებს საპასექო ტრაპეზზე და სთხოვა თავის ებრაელ მიმდევრებს, რომ გაეგრძელებინათ ეს ტრადიცია.
  11. ბონუსი: იეშუას ყველა პირველი მიმდევარი იყო ებრაელი. როდესაც წარმართებმა იწამეს იგი, არიან ბევრი ვინც ფიქრობენ, რომ არაებრაელებს, რომელთაც სურდათ ერწმუნათ იეშუა, პირველ რიგში იუდაიზმი უნდა მიეღოთ. საბოლოოდ (საქმეების 15) გადაწყდა, რომ ეს სავალდებულო აღარაა. მაგრამ არც ერთ ებრაელს ერთხელაც არ მოსვლია თავში აზრად, რომ ის არაა ებრაელი და მიეტოვებინა თავისი ტრადიცია და კულტურა.

 

შეკითხვა: თქვენი აზრით, ბევრი ქრისტიანისთვის არის ეს ინფორმაცია ცნობილი? და ებრაელისთვის?

 

ავტორი : რონ კანტორი

თარგმანი : სალომე ჯებისაშვილი