რატომ უნდა უთხრას ეკლესიამ ისრაელს “აქ ვარ”

Mural1

 

ისრაელის ახალ მუზეუმში “სიონის მეგობრები” ვიზიტს ასრულებენ თავიანთ ექსკურსიას 3D- ფილმის ჩვენებით.ფილმი მიძღვნილია ისეთ ქრისტიანების გმირულ ისტორიებზე, როგორიცაა კორი ტენ ბუმი, ოსკარ შინდლერი, რაულ ვალენბერგი და სხვები,რომლებმაც ათასობით ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინეს მეორე მსოფლიო  ომის დროს. ფილმის ყურების დროს ვიზიტორებს სთავაზობენ რომ გააკეთონ საპასუხისმგებლო ბიბლიური განცხადება: “ჰინენი” (რაც ივრითულად ნიშნავს “აქვარ”)- როგორც ვალდებულება დაიცვან ღმერთისგან რჩეული ერი. იმ დროს როდესაც, ისრაელი დგას სხვადასხვასერიოზული საფრთხის წინაშე- როგორიცაა გაეროს ზეწოლა შექმნას პალესტინის სახელმწიფო, ირანის მუქარები ბირთვული იარაღის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანტისემიტიზმის გაძლიერება – ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვას ბიბლიური მანდატი და დადგეს ისრაელის გვერდით, სიტყვებით : “აქ ვარ”.

დღესდღეობით  ებრაელებში აშკარად იგრძნობა სულიერი შიმშილი, სულ უფრო და უფრო მეტი ებრაელის გული იხსნება     იესოს (იეშუას) მისაღებად. ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ცენტრის ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა,ამერიკელი ებრაელების მესამედი ნაწილი თვლის, რომ შეიძლება გწამდეს იეშუა როგორც მესია, და ამავდროულადიყო ებრაელი. ამავე დროს, მილიონობით ებრაელი ბრუნდება თავიანთ სამშობლოში და ნახევარზე მეტი უკვე ისრაელში ცხოვრობს.ბიბლიის მკვლევარების უმეტესობა თვლის, რომ ეს ეზეკიელის წინასწარმეტყველების ასრულებაა: (ეზეკიელ 36:24) “გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე”. დღეს, ბევრს სჯერა, რომ ღმერთი რაღაც წარმოუდგენელს და ახალს მოიმოქმედებს ებრაელ ერში. სიდ როტი, ამერიკული პროგრამის წამყვანი “ეს ზებუნებრივია!” (It’s Supernatural) დარწმუნებულია, რომ ებრაელების აღდგენა და მათი დაბრუნება მესიასთან იქნება წარმართებში დიდი გამოღვიძების კატალიზატორი. “როცა ებრაელები დაბრუნდებიან მესიასთან, დაიწყება სატანის ყველაზე საშინელი კოშმარი- ამბობს სიდ როტი – ეს ებრაელები გადაატრიალებენ მთელ მსოფლიოს”. ეს ერთ-ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა იდგეს ამერიკა და ეკლესია ისრაელის გვერდით. დრო მოვიდა, რომ მსოფლიომ გაიგონოს სულიერი ლიდერების, პასტორების  უბრალო მორწმუნეების  ხმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს. იქადაგეთ. ისრაელი კრიზისშია და მას თქვენი დახმარება სჭირდება.Mural2

 

 

 

გასული ზაფხულის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამერიკამ გაეროში ხმა მისცეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, თუ პალესტინა და ისრაელი შერიგების სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ძალიან ბევრმა სულიერმა ლიდერმა გამოთქვა უკმაყოფილება ამის შესახებ და განაცხადეს, რომ ამას შეუძლია “წყევლა მოუტანოს მათ ქვეყანას”. “თავისუფლების საბჭოს” იურიდიული კომპანიის დამაარსებელმა მეტ სტავერმა შეამჩნია, რომ არც ერთი ერი, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელს ან ართმევს მიწას, არ გადარჩენილა. “ბაბილონი, სპარსეთი, რომი, ნაცისტური გერმანია, მათ შეწყვიტეს არსებობა     ხოლო ისრაელი და ებრაელები გადარჩნენ”. – ამბობს სტავერი. ამასობაში, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან შეთანხმებას, ბირთვული იარაღის თაობაზე, უწოდა “ისტორიული შეცდომა” რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ისრაელს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს იმაზე დიდი საფრთხეა, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს წარმოუდგენია. ირანის ლიდერებს სჯერათ რომ დადგა ბოლო დღეები, და მათი მესია, “მეთორმეტე იმამი” მოდის მთელი მსოფლიოს სამართავად. ისინი დარწმუნებულნინარიან, რომ ბირთვული იარაღი საჭიროა არა მარტო ისრაელის(ისინი უწოდებენ “პატარა სატანას”) , არამედ ამერიკის შეერთებული შტატების(“დიდი სატანის”) გასანადგურებლადაც.

 

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილების მიუხედავად, კარგი ამბავია ის, რომ ევანგელისტები რჩებიან ისრაელის ერთგული მხარდამჭერები. კვლევის ცენტრი “Way of Life” გამოკითხვის მეთოდით დაადგინა, რომ ამერიკის პასტორების 80% თანახმაა, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს. ამერიკა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ღმერთს აკურთხოს ის ერი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს. მიუხედავად იმისა რომ მასაც აქვს რაღაც ხარვეზები, ეს ის ქვეყანაა, რომელმაც დაამარცხა ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს და ბოლო დრომდე იყო ისრაელის ერთგული მოკავშირე. ამერიკის მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იქნება თუ ისრაელს ზურგს შეაქცევს, განსაკუთრებით იმ გაფრთხილების ფონზე, რომელსაც ღმერთი იძლევა დაბადების 12:3-ში: “ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლიშენს მაწყევარს…”2000 წლიანი დევნის შემდეგ (ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია, ჰოლოკოსტი) ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მოვისმინოთ შოფარის ხმა, რომელიც ისმის ყველა ეკლესიიდან და სინაგოგიდან და გვაფრთხილებს რომ ისრაელი საფრთხის წინაშეა. დღეს ქრისტიანებს აქვთ შესაძლებლობა რომ გაავრცელონ კეთილი უწყება. როგორც აღნიშნავს როტი, “სულიერი სიბრმავე” დასასრულს უახლოვდება, ებრაელები უფრო და უფრო იხსნებიან სახარების მიმართ, პირველად თითქმის 2000 წლის მანძილზე. “მე ვხედავ ისტორიის უდიდეს გამოღვიძებას ჰორიზონტზე – ამბობს როტი. – შემომიერთდებით თუ არა ჩემს რწმენაში?” ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ნაწილი. საუბარი მიდის ისრაელის გადარჩენაზე. ტენ ბუმის, შინდლერის, ვალენგერგის მსგავსად, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებდნენ თავიანთ სიცოცხლესა და კარიერას ებრაელების გულისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და გამოვუცხადოთ მთელ მსოფლიოს: “აქ ვარ”.

 

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა

 

წყარო – http://ieshua.org/pochemu-cerkov-dolzhna-skazat-izrailyu-vot-ya.htm