ღმერთის დამალული ცამეტი სახელი

main-qimg-eb4294bb422b3f39be4176410d453e5e-c

ვაგრძელებთ ჩვენი რწმენის ებრაულ ფესვებთან გაცნობას, და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ღმერთის თერტმეტი  სახელი რომელიც არის აღწერილი გამოსვლის წიგნის 34თავის 6 და 7 მუხლებში {გამ.34:6-7} გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: “უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი. უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”. გამჩენი ღმერთი მოსეს უმხელს სიღრმისეულ პრინციპებს, თავისი ცამეტ სახელის მეშვეობით რომლებითაც ის სამყაროს მართავს, ეს ცამეტი სახელი გამოხატავს ღმერთის უდიდეს წყალობას კაცობრიობის მიმართ. სამწუხაროდ ქართული თარგმანი სრულ სურათს არ გვაჩვენებს და ამიტომ ივრითულ ტექსტს დავდებ რომ მკითხველმა შედარება მოახდინოს

וַיַּעֲבֹר יְהוָה עַל־פָּנָיו וַיִּקְרָא יְהוָה יְהוָה אֵל רַחוְּם וְחַנּוְּן אֶרֶךְ אַפַּיִם וְרַב־ חֶסֶד וֶאֱמֶת

נֹצֵר חֶסֶד לָאֲלָפִים נֵֹא עָוֹן וָפֶַע וְחַָאָה וְנֵַה לֹא יְנֶַה ֹקֵד עֲוֹן אָבֹות עַל־ָנִים וְעַל־ְנֵי בָנִים עַל־ִִֵים וְעַל־רִֵעִים

პირველი  და მეორე  სახელი  რომელიც ხვდება ეს არის: יהוה יהוהუფალი უფალი .

ერთობ უცნაურია ღმერთმა თავისი სახელი ორჯერ რომ წარმოთქვა, თალმუდის ბრძენები ამ უცნაურობას შემდეგ ნაირად ხსნიან: გამჩენ ღმერთს ამით იმის თქმა უნდა რომ „ მე ღმერთი მწყალობელი ვარ მანამდეც სანამ ადამიანი შეცსოდავს, მე მზად ვარ და მონდომებული ვარ ადამიანს ვაპატიე შეცოდების შემდეგაც“ ეს კი მოწმობს იმაზე რომ ღმერთის კეთილ და მწყალობელი განწყობა უცვლელია , ჩადენილი ცოდვა არ ახდენს გავლენას ღმერთის მწყალობელ ბუნებაზე და მის მონდომებაზე რომ აპატიოს ადამიანს.

 მესამე  სახელი: אל – ელყოვლად ძლიერი, ეს სახელი მის აბსოლიტურ ძლევამოსილებაზე და სამყაროს ბატონობაზე.

მეოთხე სახელი: רתום – რახუმმწყალობელი , ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი არა გულგრილი არამედ ის შემბრალე და თანამგრძობი , ღმერთი არასოდეს იქნება გულგრილი ადამიანის უბედურების მიმართ.

მეხუთე სახელი וְחַנּוּן მართალთა დამხმარე , გამომსყიდველი უბედურებისაგან.

მექვსე  სახელი: ארך אפים – ერეჰ აპაიმსულგრძელი, ღმერთი არ ჩქარობს ვინმეს დასჯას ცოდვების გამო, არამედ ის აძლევს ადამინს მონანიების და გამოსწორების საშუალებას.

მეშვიდე  და მერვე  სახელები : ואמת חסר רביრავ ხესედ ვე- ემეთის ვისი სიყვარული და სამართლიანობა განუზუმელია. חסר רבי – რავ ხესედ – ბუკვალურად: დიდმოწყალე, ღმერთი დიდმოწყალებას იჩენს ადამიანის მიმართ ვიდრე ადამინაი იმსახურებს ემეთ ואמת – ბუკვალურად: ჭეშმარიტი, ჭეშმარიტება ეს სწორდე რომ ღმერთის განუყოფელი ნაწილია და ღმერთის ჭეშმარიტი არსი მჟღავნდება ღმერთის ღვთაებრივი თანდასტრებისას. არცეთი ადამიანის ან ანგელოზის ხასიათი ან მოქმედება არ შეილება იყოს ჭეშმარიტი თუ ისინი არ არის მიმართული ღმერთისაკენ, მხოლოდ ერთ პიროვნებამ წარმოთქვა რომ ის თავად ჭეშმარიტება ანუ იგივე ღმერთი და ეს პიროვნება იშუა ჰა მაშიახი ( იესო ქრისტე) არის.

მეცხრე  სახელი : נצר תסד לאלפים- ნეცერ ხესედ ლა- ალაფიმუნახავს წყალობას ათასეულებს, ღმერთზე არავითარი გავლენა არ აქვს დროს ის დროის მიღმა, მას მუდამ ახსოვს კეთილი საქმები, ის ადგენს კავშირებს თაობებს შორის და განავრცობს კეთილი საქმების გადაცემას და ღვრის წყალობას იმ თაობების მიმართ ვინც აგრძელებს მამების კაეთილი საქმების კეთებას. მეათე სახელი: עוך נשאნოსე ავონშეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, ის ვინც ინანიებს გამჩენი აბრუნებს მონანიებულ ადამიანს უბრუნებს გულის სისუფთავეს და განამტკიცებს მას სიტყვა ავონი ნიშნავს ცოდვას რომელიც განზრახ ჩადენილია.

მეთერტმეტე სახელი   פשע - პეშა. სიტყვა პეშა ითარგმნება როგორც ღია წინაღმდეგობა ღმერთის მიმართ. რაბინები განმარტავენ რომ ამ სახელშიც გამჩენი მონდომებას იჩენს თავის წინაღმდეგის მიმართ და მზადა შეურიგდეს თშუვის ( მონანიების)  შემდეგ.

 მეთორმეტე სახელი  תטאהხათაა  ნიშნავს თორის დარღვევას ანუ ურჯულოებას შემთხვევით უცოდინარობის გამო. ეს არის მეცხრე სახელი ღმერთისა რომელიც განუცხადა მოსეს ღმერთმა תטאה -ხათაა.

მეცამეტე სახელი  ינקה לא ונקה ვე ნაკე ლო იენაკე  ეს სახელი  ორმაგი მნიშვნელობით განიმარტება – განწემედს მომნანიებელს, მაგრამ   არა გაწმენდას .მათ ვინც არ ინანიებს ამიტომაც ბუკვალურად გაწმენდა არ გაწმენადას ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპს გვისხნის ღმერთის მეცამეტე სახელი  בנים ועקלבני עלבנים אבות עון פקד -ფოქეთ ავონ ალ ბანიმ ვე-ალ ბნეი ბენიმ -მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, (გამ.20:5)  თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. ამ სასჯელის საზომს ღმერთი იყენებს მაშინ როდესაც ადამინაები თაობიდან თაობამდე ერთი და იგივე დანაშაულს იმეორებენ. თალმუდის ბრძენები ამბობენ: რომ ღმერთის წყალობის საზომი ბევრად აღემატება ღმერთის სასამართლოს საზომს, კეთილ საქმებს გავლენა აქვს ათას თაობამდე,ხოლო ღმერთის რისხვა კი გრძელდება მეოთხე თაობამდე. აი ეს მინდოდა მოკლედ გადმომეცა ის ებრაული ტრადიციული შეხედულება ღმერთის სახელების მიმართ , რათქმაუნდა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია . შემდეგში შევეცდები ღმერთის სახელების განმარტების სხვა მხარები დაგანახოდ ებრაულ ტრადიციაში. გიორგი ჯიჯიეშვილი .