რომაელთა 11 და ეფესელთა 3 თავი შეიცავს პარალელურ და ამავდროულად ერთმანეთისგან საპირისპირო გზავნილს. ისინი აფართოებენ იუდევლებსა და წარმართებს, ისრაელსა და სხვა ერებს შორის ურთიერთობის საიდუმლოს. საიდუმლო, ფესვებს რომლებიც მიდიან ღმერთის ორ აღთქმასთან: ნოესთან და აბრაამთან. თავდაპირველად იყო ნოე, რომელსაც საქმე ჰქონდა ღმერთის დიდებულ გეგმასთან რომელიც ეხებოდა ყველა ერს. შემდეგ მოვიდა აბრაამი რომელსაც საქმე ჰქონდა ღმერთის დიდებულ გეგმასთან რომელიც ეხებოდა ისრაელს. ნოესთან შეთანხმების ნიშანი იყო ცისარტყელა, აბრაამთან შეთანხმების ნიშანიიყო წინადაცვეთა.
რომაელთა 11 და ეფესელთა 3 თავში საუბარი არის ღმერთის დიდებულ გეგმაზე ისრაელის დარჩენილ მესიანურ ნაწილზე და ყველა ერის საერთაშორისო ეკლესიებზე. მესიანური ნაწილი არის ზუსტად ღმერთის გადაწყვეტილება ისრაელისთვის. საერთაშორისო ეკლესია არის ღმერთის გეგმა გადაწყვეტილება ყველა ერისთვის. რომაელთა 11 თავში ლაპარაკი არის ეკლესიის დამოკიდებულებაზე ისრაელის მიმართ. ეფესელთა 3 თავში – ისრაელის დამოკიდებულებაზე ეკლესიის მიმართ.
საიდუმლო
ისრაელი და ეკლესია განსხვავებულია, მაგრამ ხდება ერთი მთლიანი, როგორც მამაკაცი და ქალი არიან განსხვავებულნი, მაგრამ ერთ მთლიანად იქცევიან. ამგვარად, რომაელთა 11 და ეფესელთა 3 თავში ლაპარაკია სწორედ ამ საიდუმლოზე.
“რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო…” (რომ. 11:25)
“გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო… ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, რომელიც წინა თაობებში არ გამოცხადებიათ… როგორც ახლა გამოეცხადათ… (ეფეს. 3:3-5)
ეს საიდუმლო მიზნად ისახავს ორი სხვადასხვა ელემენტის გაერთიანებას. ის რაც აშკარაა ერთი მხარისთვის, გაუგებარია მეორისთვის, და პირიქით. მათ არ ესმით ერთმანეთის რადგან განსხვავებულები არიან. იმისთვის რომ გაერთიანდნენ, ერთმა მხარემ უნდა გაუგოს მეორეს, ხოლო მეორემ-პირველს. როცა ისინი იწყებენ ერთმანეთის გაგებას ეს ხდება გამოცხადება. ერთის საიდუმლო მეორესთვის ხდება გამოცხადება და ასევე პირიქით.
ისრაელი არის საიდუმლო ეკლესიისთვის, ხოლო ეკლესია არის საიდუმლო ისრაელისთვის. ისრაელისთვის აუცილებელია გამოცხადება ეკლესიაზე, ხოლო ეკლესიისთვის აუცილებელია გამოცხადება ისრაელზე. ორივე უნდა დამდაბლდეს ერთმანეთის წინაშე, რათა მიიღონ გამოცხადება ერთმანეთზე. გამოცხადებას დამდაბლება სჭირდება, რადგან მის მისაღებად მეორე მხრიდან შეხედვაა საჭირო. თქვენ კარგად გესმით თქვენი პირადი შეხედულება, მაგრამ სხვა მხარეს ეს არ ესმის. მათ ესმით თავიანთი შეხედულება, ხოლო თქვენ არა.
გამოცხადება
რომაელთა 11 თავი აღწერს გამოცხადებას რომელიც მიიღო ეკლესიამ მესიანური ებრაელების მიმართ. ეფესელთა 3 თავი აღწერს გამოცხადებას რომელიც მესიანურმა ებრაელებმა მიიღეს ეკლესიის შესახებ. ეკლესიისთვის გამოცხადება ისრაელზე სრულდება ისრაელის გადარჩენით.
“და ასე მთელი ისრაელი გადარჩება” (რომ. 11:26)
როცა ეკლესია თავის სისავსეს შეიძენს, ის მიიღებს გამოცხადებას ისრაელზე, რაც თავის მხრივ გახდება ისრაელის გადარჩენის მიზეზი. ასე რომ მთელი ისრაელი გადარჩება. ისრაელის გადარჩენა დამოკიდებულია მის სისავსეზე და ისრაელის მიმართ გამოცხადებაზე.
სწორედ ასე როცა მესიანელი ებრაელები სისავსეს შეიძენენ, მიიღებენ გამოცხადებას ეკლესიაზე, რაც მიიყვანს ეკლესიას სრულ მოქმედებამდე თავისი დანიშნულებისამებრ.
” რათა ეუწყოთ ახლა ეკლესიის მიერ მთავრობათ და ხელისუფლებათ შინა ღმერთის მრავალგვარი სიბრძნე” (ეფეს. 3:10)
საერთაშორისო საზოგადოება გამოაჩენს ღმერთის გასაოცარ სიბრძნეს. მისი ნიშანი არის ცისარტყელა, რადგან ცისარტყელა მრავალფეროვანია, ჰარმონიულად შერწყმული, ზეციური. ისრაელის ნიშანი არის წინადაცვეთა, რადგან მესიის ფიზიკური დაბადება, მისი ფიზიკური დაბრუნება მიწაზე სრულდება ისრაელის მიერ.
საქორწილო კავშირი
პავლეს გამოცხადება იმაში არ მდგომარეობდა, რომ წარმართებსაც შეეძლოთ გადარჩენა. პეტრე მიხვდა ამას უფრო ადრე სისავსის ხედვის დროს, რომელიც ზეციდან მოდის (საქმეები 10:11). პავლეს გამოცხადება იმაში მდგომარეობდა, რომ ქრისტიანები წარმართებიდან გახდებოდნენ უზარმაზარი საერთაშორისო სხეული, რომელიც იქნებოდა ისრაელის შესაფერისი პარტნიორი.
“რომ წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი უნდა იყვნენ იესო ქრისტეში სახარების მეშვეობით” (ეფეს. 3:6)
მორწმუნე ებრაელებისთვის თავიდან რთული იყო იმის მიღება, რომ წარმართები იყვნენ მათი შესაფერისი პარტნიორები. ისინი ფიქრობდნენ, რომ წარმართები ნაკლებად მნიშვნელოვნები იყვნენ. მათთვის აუცილებელი იყო თავის დამდაბლება, რომ გაეგოთ საერთაშორისო ეკლესიის სილამაზე და მნიშვნელობა. და ჩვენ, მესიანელმა ებრაელებმა სწორედ იგივე უნდა გავაკეთოთ.
ასევე ეკლესიისთვისაც რთულია ისრაელის მნიშვნელობის გაგება. ეკლესია ძალიან სულიერი და მრავალრიცხოვანია (გამოცხადება 7:9), თუმცა მიუხედავად ამისა, ეკლესიის დანიშნულების ნაწილია იყოს შერწყმული ისრაელთან (რომაელთა 11:7). თავიდან იყო ისრაელი. ეკლესია გამოვიდა ისრაელისგან და უერთდება ისრაელს. ისრაელიდა ეკლესია “შეიქმნა” ერთმანეთისთვის.
ეკლესიის სისავსე გამოათავისუფლებს ისრაელის გადარჩენას, ხოლო ისრაელის სისავსე გამოათავისუფლებს ეკლესიის დანიშნულებას.