14 და 15 მარტს, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში. გაიმართა კონფერენცია თემაზე „ისრაელი და ეკლესია“, რომელსაც მრავალი ადამიანი დაესწრო ორი ეკლესიიდან. კონფერენცია გაიმართა ICEJ-ის საქართველოს ფილიალისა და სახარების რწმენის ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით. კონფერენციის სტუმრები იყვნენ მაიკლ ატერბეკი ამერიკიდან და სერგეი პოპოვი ფინეთიდან.
სერგეი პოპოვი არის ICEJ-ის ფინეთის ფილიალის წარმომადგენელი და პროფესიონალი მუსიკოსი, რომელმაც რამდენი შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიცია შეასრულა ვიოლინოზე. მაიკლ ატერბეკი გახლავთ აღმასრულებელი დირექტორი ისრაელისადმი მსახურებისა (Ministry to Israel), რომელიც იერუსალიმშია დაფუძნებული და დახმარებას უწევს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ 140,000-ზე მეტ ებრაელს. იერუსალიმის ცენტრში მდებარე იერუსალიმის დახმარების ცენტრის (Jerusalem Support Center) მეშვეობით მსახურება დაეხმარა ისრაელში ჩამოსულ ათობით ათას ებრაელ ემიგრანტს და კვლავ ეხმარება მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ოლიმებს (ისრაელში ამსვლელი, ებრ. მთარგმნ. შენიშვნ.). სწორედ მაიკლ ატერბეკი გახლდათ მთავარი სპიკერი კონფერენციაზე. მან ფართოდ მიმოიხილა ისრაელისა და ეკლესიის ურთიერთმიმართების საკითხები, ყურადღება გაამახვილა ქრისტიანთა როლზე ისრაელის აღორძინებისა და ებრაელთა მშობლიურ მიწაზე დაბრუნების საქმეში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ღვთის აღთქმანი უცვლელია ისრაელის მიმართ და, რომ ჩვენ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა აღსრულების მომსწრენი ვართ. ორი დღის განმავლობაში მაიკლ ატერბეკი სამჯერ გამოვიდა სიტყვით და ყოველი გამოსვლის ბოლოს მოუწოდა დამსწრეთ ფინანსური დახმარება გაეწიათ ICEJ-ის (საერთაშორისო ქრისტიანული საელჩოს იერუსალიმი) საქართველოს ფილიალისათვის, რათა ქართველ ებრაელებსაც მივაწვდინოთ ხმა და მხარში დავუდგეთ.