კონფერენცია

10694204_10152793063939634_7793447937692390873_o14-15 მარტს, ერისთავის №1-ში, დიდუბის სახარების რწმენის ეკლესიის შენობაში გაიმართება კონფერენცია თემაზე “ისრაელი და ეკლესია. 14 მარტს ღონისძიება დაიწყება 15 საათსა და 30 წუთზე, ხოლო 15 მარტს დილის 11 საათიდან 16 საათამდე გასტანს.

გამომსვლელები იქნებიან მაიკლ ატერბეკი იერუსალიმიდან და სერგეი პოპოვი ფინეთიდან.

მაიკლ ატერბეკი გახლავთ აღმასრულებელი დირექტორი ისრაელისადმი მსახურებისა (Ministry to Israel), რომელიც იერუსალიმშია დაფუძნებული და დახმარებას უწევს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ 140,000-ზე მეტ ებრაელს. იერუსალიმის ცენტრში მდებარე იერუსალიმის დახმარების ცენტრის (Jerusalem Support Center) მეშვეობით მსახურება დაეხმარა ისრაელში ჩამოსულ ათობით ათას ებრაელ ემიგრანტს და კვლავ ეხმარება მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ოლიმებს (ისრაელში ამსვლელი, ებრ. მთარგმნ. შენიშვნ.). მაიკლ ატერბეკი მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი, ისრაელის სახელით უსაუბრია მრავალი ქრისტიანის წინაშე, სემინარებისას, ეკლესიებში მსახურებისას და ასევე ბევრი ებრაელის წინაშეც იმისათვის, რომ მოეძიებინა სახსრები ისრაელში განსახორციელებელი საქველმოქმედო პროექტებისათვის. მას ეკუთვნის მრავალი სტატია და მრავალჯერ გამოსულა სიტყვით რადიოსა თუ ტელევიზიაში. მაიკლ ატერბეკი, როგორც საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის (ICEJ) ყოფილი საერთაშორისო დირექტორი და წარსულში წევრი საელჩოს დირექტორთა საბჭოსი, ცნობილი იყო ასევე, როგორც მთავარი გამომსვლელი ქრისტიანთა მიერ გამართულ კარვობის დღესასწაულზე.

სერგეი პოპოვი ფინეთიდან შეასრულებს რამოდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს ვიოლინოზე.

დასწრება თავისუფალია, ნუ გამოტოვებთ საინტერესო თემას, გამოიყენეთ შანსი გაიგოთ უფრო მეტი ისრაელის შესახებ, იმის შესახებ თუ სად გადის გამყოფი ზღვარი ისრაელსა და ეკლესიას შორის, რამდენად სწორია მათი გაიგივება და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@Icej.ge