სულიერი გამოღვიძება მოდის ისრაელის „გამომხმარ ძვლებს“ შორის

Dry-bones2

 

ღვთის მიერ ამორჩეული ებრაელი ერი და ისრაელისათვის აღთქმული მიწა − გახლავთ ცენტრი, ღერძი, წინასწარმეტყველებისთვის ფორმის მიმცემი წრე. უკანასკნელი დროის ყველა წინასწარმეტყველება, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს ღმერთისათვის ისრაელისა და მისთვის მიცემული მარადიული აღთქმის დიდმნიშვნელოვნებაზე: მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები  (დაბადება 17:8), მაგრამ ებრაელთა ურჩობისა და ამბოხის გამო ისინი დაფანტულ იქნენ მიწის პირზე, ხოლო აღთქმული მიწის მფლობელობა ასეულობით წელი დაკარგული ჰქონდათ.

2600 წელზე დიდი ხნის წინ ეზეკიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებდა წარმართთა სამარხებიდან ისრაელის აღორძინების შესახებ მიწებზე, რომლებზეც ისინი გაფანტულნი იყვნენ. ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა 1948 წლის 14 მაისს. ეზეკიელი ასევე წინასწარმეტყველებდა წმინდა ომის შესახებ, რომელიც მოხდებოდა ისრაელში მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან გარკვეული დროის შემდგომ.

ღმერთმა ეზეკიელს ხილვაში უჩვენა გამხმარი ძვლებით სავსე ველი. მინდა განვმარტო, რომ არ მჯერა, თითქოსდა, ეზეკიელის ხილვას რაიმე საერთო ჰქონდეს ეკლესიის წმიდათა მკვდრეთით აღდგომასთან. ეზეკიელის 37:11-ში ღმერთმა უთხრა წინასწარმეტყველს: მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები“… ტექსტიდან გამომდინარე უდავოა, რომ ეს მხოლოდ ისრაელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ხილვაში ღმერთმა ეზეკიელი გამხმარი ძვლებით სავსე ველზე წაიყვანა, რომლებიც დიდად გამომშრალი და მიმოფანტული იყო მთელს ველზე. ეს იყო ღვთისმიერი ფიზიკური პორტრეტი ისრაელიანი ერისა. ისრაელმა შეწყვიტა ერად არსებობა ახ. წ. აღ-ის 70 წელს, რის შემდეგაც ისრაელიანები მთელი მიწის პირზე იქნენ დაფანტულნი რომის ჯარის მიერ, რომელსაც ტიტე ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ 2000 წელზე მეტი გავიდა, სანამ ისრაელი ისევ აღიარებულ სახელმწიფოდ იქცეოდა 1948 წლის 14 მაისს და მანამდე ძვლები ძალიან გახმა!

ღმერთმა ეზეკიელი გააოგნა თავისი შეკითხვით:

„მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?“ (ეზეკიელი 37:3)

ეზეკიელმა უპასუხა ღმერთს: უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი.“ (ეზეკიელი 37:3). სხვა სიტყვებით, მან უთხრა: „მე ვერ ვხედავ, რანაირად იქნება ეს შესაძლებელი. სიკვდილმა თავისი საქმე გააკეთა. სიცოცხლე წავიდა. უფალო, თუ ეს ძვლები გაცოცხლდება, ამას მარადარსი ღმერთის სასწაულმოქმედი ძალა დასჭირდება“.

თითქმის 50 წლის განმავლობაში ვქადაგებდი იესო ქრისტეს სახარებას მთელს მსოფლიოში. მე ვიდექი ეკლესიებში, ტაძრებში, ფეხბურთის სტადიონებზე და ქადაგებისათვის განკუთვნილ მინდვრებზე ნიგერიაში, სამ მილიონზე მეტი მსმენელის წინაშე. და მაინც, ეზეკიელის მსგავსად, როცა დიდ და მცირე აუდიტორიას ვუყურებდი, ხშირად ვფიქრობდი: „შეიძლება ეს ძვლები გაცოცხლდეს?“ ეზეკიელის კითხვის პასუხად ღმერთმა მას დიდად უცნაური რამის გაკეთება სთხოვა. ეს იყო ყველაზე უცნაური სიტყვა წარმოთქმული ყველაზე მკვდარი მრევლის წინაშე ქადაგებათა მთელს ისტორიაში! ღმერთმა უთხრა მას ექადაგა ღვთის სიტყვა გამხმარი ძვლებისათვის.

მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!“ (ეზეკიელი 37:4)

სიტყვა „წინასწარმეტყველება“ ყოველთვის როდი ნიშნავს „წინასწართქმას“ ან „პროგნოზირებას“. აქ ეს სიტყვის წარმოთქმას ან ქადაგებას ნიშნავს ღვთის ერისათვის. წარმოთქმულ ღვთის სიტყვას ზებუნებრივი ძალა გააჩნია.Dry-bones

 

ეზეკიელის რწმენამ დაამარცხა ხორციელი გონების შეზღუდვანი, ის დაემორჩილა ღმერთის ხმას. ეს ბიბლიური ფაქტია: მორჩილებას მოსდევს კურთხევა, ურჩობას კი − მსჯავრი. ეზეკიელმა შეხედა ველს, რომელიც სავსე იყო ძალიან გამომხმარი, მიმოფანტული ძვლებით, და უქადაგა მათ უწყება:

ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.“ (ეზეკიელი 37:5,6)

ეზეკიელმა განაცხადა, რომ ღმერთი აპირებდა ზებუნებრივი სამუშაოს ჩატარებას, რომელიც ამ გამომხმარ, უსიცოცხლო, მიმოფანტულ ძვლებს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. ეს იყო სიკვდილისა და ხრწნის საპირისპირო მოქმედება.

ღვთის სიტყვისადმი სრულად მორჩილმა ეზეკიელმა თქვა:

ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის“. (ეზეკიელი 37:7,8)

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ძვლებისათვის სიცოცხლის დაბრუნება პროცესი იყო. ეს წამიერად არ მომხდარა. ძვლები გამხმარი, მკვდარი და მიმოფანტული იყო დიდი ხნის განმავლობაში. გამხმარი ძვლები ეზეკიელის ხილვაში გახლდათ დაფანტულობაში მყოფი ისრაელიანი ერი მოყოლებული ახ. წ. აღ-ის 70 წლიდან (ეზეკიელი 37:11). თანდათანობით, ძვლები მიუახლოვდა ერთმანეთს და ძარღვები და ხორცი შეისხეს.

სწორედ ისრაელის სახელმწიფოს თანდათანობითი აღორძინებისას თეოდორ ჰერცლის (სიონიზმის მამა) მსგავსმა ადამიანებმა ისრაელში დაბრუნებისკენ მოუწოდეს ებრაელებს. „ძარღვები და ხორცი“ განაგრძობდნენ დაახლოებას მაშინ, როცა დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ბრუნდებოდნენ ებრაელები ერეც-ისრაელში იმისათვის, რომ ჭაობები დაეშროთ და უდაბნო აყვავებულ ბაღებად ექციათ.

Jerusalem3

 

წლის 14 მაისს, 16 საათსა და 32 წუთზე, ისრაელის სახელმწიფო, 2000 წლის გასვლის შემდგომ, აღდგა. ეზეკიელის წინასწარმეტყველური ხილვა აღსრულდა:

უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გამოვიყვან ისრაელიანებს ხალხებიდან, რომლებთანაც არიან წასული, გამოვკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე“… (ეზეკიელი 37:21)

ღმერთმა ფრიად აშკარად და მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ ის ებრაელებს „თავიანთ მიწაზე“ დააბრუნებდა. მას ებრაელები პალესტინელთა მიწაზე არ დაუბრუნებია, მან აღთქმულ მიწაზე აღადგინა ისინი, მარადიული აღთქმის მიწაზე, აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აბრაამს, ისაკს, იაკობსა და მათ შთამომავლობას დაუდო.

ეზეკიელის 37-ე თავის ბოლოს ვხედავთ ისრაელიანი ერის ფიზიკურად აღორძინებას. დღეს მათ აქვთ დროშა, აქვთ კონსტიტუცია, ჰყავთ პრემიერ-მინისტრი და ქნესეთი. მთ ჰყავთ პოლიცია, ძლიერი სამხედრო ძალა და მსოფლიოში საუკეთესო სპეცსამსახურები. მათ აქვთ იერუსალიმი, ღმერთის ქალაქი. მათ აქვთ ერი. მათ აქვთ ყველაფერი, გარდა სულიერი სიცოცხლისა.

ისევე, როგორც ეზეკიელ წიმასწარმეტყველის წიგნის 37-ე თავში აღწერილი გამხმარი ძვლები, ისრაელიც ელოდება სულიერ გამოღვიძებას ღვთის სუნთქვის მიერ და მესიის მოსვლას.

ავტორი — ჯონ ჰაგე (John Hagee)

მთარგმნელი − ნინო ხუროშვილი