ებრაული დღესასწაული შავოუთი – წინასაწარმეტყველბა ეკლესიაზე

Harvest

ებრაული დღესასწაული შავუოთი- წინასწარმეტყველება ეკლესიაზე

შავუოთი – ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ებრაული დღესასწაულია – ასევე ცნობილია ორმოცდამეათე დღის დღესასწაულად და პირველი ნაყოფების დღესასწაულად. მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით ამ დღესასწაულს სხვადასხვა დენომინაციების ბევრი ეკლესია აღნიშნავს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს წმინდა ებრაული დღესასწაულია, რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიის ჩამოყალიბებამდე აღინიშნებოდა.

შავუოთი მჭიდროდ არის დაკავშირებული პასექთან. თვითონ ებრაული სახელწოდებაც “შავუოთი” ნიშნავს “კვირებს” და აღინიშნება პასექის დღესასწაულის დასრულებიდან შვიდი კვირის შემდეგ. შავუოთი ემთხვეოდა პასექის შაბათის გასვლიდან ორმოცდამეათე დღეს.

შავუოთის აღნიშვნის მცნებას ჩვენ ვხვდებით მოსეს მესამე წიგნში. ვაიკრას ანუ ლევიტელთა წიგნის 23:15-17 ნათქვამია:

გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხეველი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული კვირა. მეშვიდე კვირის პირველ დღემდე გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ პურეული ძღვენი უფალს. თქვენი სადგომებიდან მიიტანეთ ორი პური შესარხევად. წმიდა პურის ფქვილის ორი მეათედი ნაწილი ეფისა უნდა იყოს და ცომოვანი საფუარით გაფუებული გამოცხვეს, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის.”

შავუოთის ებრაული ტრადიცია უკავშირდებს უფლის მიერ თორის გადაცემის დღეს, როდესაც გადაეცათ თორა სინაის მთაზე. ჩათვალეთ რომ ეს ორი მოვლენა მოხდა ერთი და იმავე დღეს.

Shavuot_2

ამ დღესთან დაკავშირებულია ბევრი ტრადიცია. მაგალითად: ებრაელი რელიგიური ადამიანები რუთი წიგნს კითხულობენ. რატომ? იმიტომ რომ ეს წიგნი სამკალზე და მოსავალზე მოგვითხრობს. და მეორე, რუთი გახდა ისრაელის ღმერთის მიმდევარი, ზუსტად ისე, როგორც ისრაელი გახდა ღმერთის მიმდევარი, როდესაც სინაის მთაზე მიიღო რჯული.

ასევე ამ დღეს მიღებულია სახლებისა და სინაგოგების მორთვა მწვანე მცენარეებითა და ყვავილებით. განსაკუთრებული ტრადიციაა- დღესასწაულის ღამეს კითხულობენ თორას, ფსალმუნებს და თალმუდს. ასევე მიღებულია რომ ამ დღეს მიირთვა რძის პროდუქტები, რადგან როცა ღმერთმა თავის ერს გადასცა რჯული, დაიბადა ერი და ჩვენ ვიყავით როგორც ახალშობილები. და ხუთი წლის ბავშვები ამ დღეს კითხულობენ ანბანს და კითხვის დროს მათ აჭმევენ თაფლს, როგორც ფსალმუნი 118:103 ამბობს: რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის!”

და რას ნიშნავს თვითონ შავუოთის, პირველი ნაყოფების მოტანის დღესასწაული? პირველი ნაყოფების მიძღვნა ღმერთისთვის იყო მისთვის ნდობის გამოცხადების ნიშანი, რადგან სწორედ მან მოგვცა იმის საშუალება, რომ გვენახა ეს პირველი ნაყოფები და ის მოგვცემს დანარჩენ მოსავალსაც. ასევე ამ ქცევით ღმერთი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ყველაფერი რაც გაგვაჩნია ღმერთის საკუთრებაა.

ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რომ ეს დღესასწაული ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ებრაელებს ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩვენი მიწა და მომთაბარეები ვიყავით. ეს ამყარებდა ჩვენ რწმენას, რომ ღმერთი მიგვიყვანდა იმ მიწაზე, რომელსაც შეგვპირდა.

მით უმეტეს ღმერთი შეგვპირდა, რომ ებრაელების თავიანთ მიწაზე მუშაობის შედეგი განსხვავებული იქნებოდა სხვა ერების მუშაობის შედეგზე. რადგან ღმერთმა დადო აღთქმა ისრაელთან. კურთხევების მისაღებად ისრაელს უნდა მოესმინა ღმერთის და დამორჩილებოდა მას. ასე წერია თორაში:

და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ მას, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს. და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს.” (მეორე რჯული 7:12-13)

ამის უმთავრესი პირობა იყო მორჩილება. ღმერთი თავად აკურთხებდა მიწას და აძლევდა მოსავალს- ან არ აძლევდა მიწას უფლებას მოეტანა ნაყოფი. თუ ისრაელი ემორჩილებოდა ღმერთს მისი მაგიდა მუდამ სავსე იყო, მაგრამ თუ თავის ახირებებს აკეთებდა, მაშინ პური აკლდებოდა. ზუსტად ამიტომ უნდა მოეტანათ პირველი ნაყოფები ღმერთისთვის და გამოეხატათ მადლიერება. თორაში ისიც კი წერია, რომ ჩვენ არ შეგვეძლო მოსავლიდან რამე გვეჭამა სანამ ღმერთს არ მივცემდით პირველ ნაყოფს.

Shavuot_3

შავუოთი ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დღესასწაულად ითვლებოდა ჩვ.წ.აღ 70-წლამდე სანამ  დაანგრევდენ მეორე ტაძარს. ნებისმიერი დღესასწაული, რომელიც მოითხოვს მთელი ქვეყნის ყველა მამაკაცის დასწრებას ითვლება “მთავრად”. საინტერესო ჩანაწერები არის შემონახული ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ უკვე მეორე ტაძრის დროს: ისინი ვინც ცხოვრობდნენ იერუსალიმთან ახლოს მოჰქონდათ ნორჩი ლეღვი და ყურძენი, ხოლო ისინი ვინც შორს ცხოვრობდნენ მოჰქონდათ ლეღვის ჩირი და ქიშმიში (რადგან ნორჩი პროდუქტები გზაში გაფუჭდებოდა). ხარი, რომლის რქებიც შემკული იყო ოქროთი და ზეთისხილის გვირგვინით მიდიოდა წინ. მის წინ კი მიდიოდა კაცი რომელიც ფლეიტაზე უკრავდა. ასეთი მსვლელობა გრძელდებოდა იერუსალიმამდე. ქალაქთან მიახლოებისას ისინი აგზავნიდნენ მაცნეებს და ლამაზად ალაგებდნენ “ბიკურიმს” (პირველნაყოფს). მმართველები, ტაძრის ხელმძღვანელები და მცველები აშერები  მიდიოდნენ კარიბჭესთან და ხვდებოდნენ მათ. მომლოცველები შედიოდნენ ასაკის მიხედვით. ქალაქის ყველა გამოცდილი ხელოსნები ფეხზე დგებოდნენ და შემდეგი სიტყვებით ხვდებოდნენ მათ: “ძმებო, კაცებო ამა და ამ ქალაქიდან, მოხარული ვართ რომ გხედავთ თქვენ!…” მდიდრებს თავიანთი ბიკურიმი მოჰქონდათ მოოქროვილ და მოვერცხლილ კალათებში, ხოლო ღარიბებს ნაქსოვ კალათებში. კალათებიც და ბიკურიმიც რჩებოდა ტაძარში”.

წარმოიდგინეთ ზემოთ აღწერილი სურათი და გაიგეთ რამდენად გათვლილი ჰქონდათ მათ დღესასწაულის მთელი მსვლელობა . სამწუხაროდ ამ დღესასწაულმა შეწყვიტა არსებობა ტაძრის დანგრევის დღიდან.

როგორც ხედავთ, შავუოთი გამოირჩეოდა არა მხოლოდ ტრადიციის სიმდიდრით, არამედ დღესასწაულის თვისებებითაც. მას საოცარი წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს.

იერემიის წიგნში, ისრაელი ღმერთის ნაყოფების საწყისად იწოდება. ჩვენი ერი უნდა ყოფილიყო დასაწყისი, ღმერთის მომავალი ნაყოფების გასაღები, რადგან ჩვენ გამოსყიდულნი ვიქნებით მისი მეშვეობით და შემდეგ ამ გამოსყიდვის შესახებ დავუმოწმებთ ყველა ერს, რომ მათაც შეიცნონ ისრაელის ღმერთი. სიმბოლურად ეს აღწერილია შემდეგნაირად: თქვენი სადგომებიდან მიიტანეთ ორი პური შესარხევად. წმიდა პურის ფქვილის ორი მეათედი ნაწილი ეფისა უნდა იყოს და ცომოვანი საფუარით გაფუებული გამოცხვეს, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის.”

Shavuot_5

 

ორი პური, რომელიც მიჰქონდათ ღმერთთან – ებრაელების და წარმარტების სიმბოლოა. მრავალი საუკუნით ადრე, სანამ წარმართები მიღებულნი იქნებოდნენ იესოს მეშვეობით, ორი პური ამ ერთიანობის სიმბოლო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პური საუკეთესო ფქვილისგან ცხვებოდა ისინი შეიცავდნენ საფუარს,რაც ცოდვის სიმბოლოა. ეს  გვიჩვენებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ იეშუას სისხლით ვართ განწმენდილი, ჩვენში მაინც არის ადამიანური ცოდვილი ბუნება- იმ დღემდე სანამ ისინი წარსდგებიან ქრისტეს წინაშე როგორც საპატარძლო, ნაკლისა და წუნის გარეშე.

როგორ დაიწყო ამ გეგმის შესრულება? მოციქულთა საქმეების წიგნის 2 თავის მიხედვით, იეშუას მოციქულები შეკრებილნი იყვნენ ერთ სახლში, სადაც უცებ უცნაური ხმაური შეიქმნა. ამ მომენტში მოხდა რაღაც გასაოცარი: თავების მაღლა გამოჩნდა რაღაც ცეცხლის ენების მსგავსი. (სხვათაშორის გაიხსენეთ, რომ ანალოგიურად მოხდა, როცა ღმერთი ჩამოვიდა სინაის მთაზე და რჯული მისცა ხალხს, სინაის მთა მთლიანად კვამლით იყო დაფარული). შეკრებილი მოწაფეები აღივსნენ სულიწმინდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, რომლებიც მანამდე არ იცოდნენ. ამან მოიზიდა ძალიან ბევრი ხალხი, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ებრაელებს ესმოდათ თუ როგორ ლაპარაკობდნენ მოწაფეები თავიანთ ენებზე. ისინი გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ გალილეველი მოწაფეები, რომლებმაც მანამდე მხოლოდ არამეული ენა იცოდნენ, მოულოდნელად პოლიგლოტებად გადაიქცნენ.

მოციქულ პეტრეს სიტყვებმა გაიჟღერ,რომელიც ებრაელი იყო . როგორც ჩანს, პეტრემ ებრაული გადმოცემებით იცოდა, რომ დავით მეფე გარდაიცვალა შავუოთის დროს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან რომ ამ დღეს ელაპარაკა დავითის სიკვდილზე და იეშუას აღდგომაზე. პეტრემ აღწერა იესო როგორც ადამიანი, რომელიც არავის არ ჰგავდა და სასწაულებს ახდენდა. პეტრე ამბობდა რომ ხალხის უმეტესობამ ის არ მიიღო და ჯვარს აცვეს. მაგრამ პეტრეს არ დავიწყებია იმის თქმა, რომ იეშუას გარდაცვალებით არაფერი დასრულებულა. პეტრემ განაცხადა ყველას წინაშე, რომ ღმერთმა აღადგინა იეშუა მკვდრეთით, დავითისგან განსხვავებით რომელიც “მოკვდა და დამარხულია, და მისი სამარხი დღემდე ჩვენთან არის.”

იერუსალიმში ჩამოსულმა ებრაელმა მომლოცველებმა მოისმინეს და მიიღეს კეთილი უწყება ცოდვების პატიების შესახებ,რომელსაც იძლევა იეშუა, იესო. ამ ხალხმა შემდეგ ეს კეთილი უწყება გაავრცელეს თავიანთ ქვეყნებში. იქ კი წარმართებმა მოისმინეს კეთილი უწყება და ისრაელის საზღვრებს გარეთ გაჩნდა ეკლესია, რომელიც იყო ერთი მთლიანი სხეული რომელიც შედგებოდა ებრაელებისა და არაებრაელებისგან.

საინტერესოა, რომ სული წმინდის ეს ხილული გამოვლინება- არ არის რაღაც განცალკევებული მოვლენა, რომელსაც მხოლოდ წარსულში ჰქონდა მნიშვნელობა.

ებრაელმა პავლემ რომაელთა მიმართ წერილში დაწერა: არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი.”{რომ.8:23–24}  ღვთის სულის თანდასწრება, რომელიც აქვთ იესოს მორწმუნეებს, იგემებენ დიდ კურთხევებს, და მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს.

თარგმნა– სალომე ჯებისაშვილმა