“რატომ არის ებრაული ფესვები ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც მორწმუნეები წარმართებიდან?”
ეს კითხვა რამოდენიმე დღის წინ დამისვეს რადიოში ინტერვიუს დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე წიგნი მაქვს დაწერილი და 10 წელი ვასწავლიდი კიდეც, იმ წუთას კი პასუხი ვერ მოვძებნე. კითხვის ავტორი არ იყო მტრულად განწყობილი, უბრალოდ ეგონა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მქონდა. მე ცოტა ვიფიქრე და უცებ გავისროლე ისეთი ფრაზა რაც ძალიან ჭკვიანურად და ლოგიკურად ჟღერდა, თუმცა არ მახსოვს რა ფრაზა იყო. როცა ყველაფერი დამთავრდა დავფიქრდი: “რატომარის ეს ასეთი მნიშვნელოვანი არაებრაელი მორწმუნეებისთვის? თუ ვიღაც ზეციდან იშვება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის იღებს თავისი რწმენის ებრაულ ფესვებს?”
4 პუნქტი თავიდანვე მომივიდა თავში, ხოლო დანარჩენი 4 პუნქტი შემდეგ.
1. მას მერე რაც წარმართებმა დაივიწყეს თავიანთი რწმენის ებრაული ფესვების დაფასება, ებრაელებმა კვდომა დაიწყეს.
მაშინ როდესაც ეკლესიამ დაივიწყა თავისი ებრაული წარმომავლობა, მათ დაიწყეს ებრაელების დადანაშაულება ქრისტეს სიკვდილში. ათასობით ებრაელს დაუწყეს “ქრისტეს მკვლელების” სახელის დარქმევა, სანამ დაიწყებდნენ მათ მკვლელობას ისინი, ვინც თავიანთ თავს ქრისტიანებს და ნაცისტებს უწოდებდნენ. ჰიტლერი დასცინოდა ეკლესიას და ამბობდა: “მე უბრალოდ ვამთავრებ იმას, რაც თქვენ დაიწყეთ”. ისტორია სავსეა გადმოცემებით სხვადასხვა დევნებზე, ბრძოლებზე, წამებაზე და მასობრივ ხოცვაზე ებრაელებისა, რომელიც ხდებოდა თვითმარქვია ქრისტიანების ხელით. დახლოვებით 30 ათასი ქრისტიანი ებრაელი ცეცხლზე დაწვა კატოლიკურმა ეკლესიამ 1500წ – 1800წ იმის გამო რომ ისინი იცავდენ თავიანთ ებრაულ ტრადიციებს.
ასევე, როდესაც ეკლესიის ლიდერებმა დაივიწყეს თავიანთი რწმენის ებრაული ფესვების შესახებ, დაიწყეს ახალი თეოლოგიების მოგონება, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი, ღმერთმა უარყო ისრაელი და ასევე ღმერთს სძულს ისრაელი. ( იოანე ოქროპირის სწავლების მიხედვით ,რომელიც ცხოვრობდა 347–407)
2 . იესო დაბრუნდება როგორც ისრაელის მეფე
იეშუა დაბრუნდება იერუსალიმში და არა რომში.( ზაქ 14:3-4) გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს, როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს.შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ. და როდესაც ეს მოხდება სხვა ერები უნდა მიდიოდნენ წმინდა ქალაქში ყოველ წელს თაყვანისსაცემად კარვობის დღესასწაულოს დროს ( ზაქ14:16). მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ. ეკლესია არ არის გაცნობილი მესიის ებრაელობასთან, ამიტომ შეიძლება ჩაიძინოს და ვერ მოესწროს ებრაელ- იესოსთან შეხვედრას ღრუბლებში. ეკლესიაში 2000 წლის მანძილზე იმდენი ანტისემიტიზმი იყო, რომ მათ დაივიწყეს არა მარტო ის, რომ იეშუა ებრაელი იყო, არამედ ისიც რომ იეშუა დაბრუნდება ებრაელებთან
3. თუ თქვენ ვიღაც გიყვართ, მაშინ ისიც უნდა გიყვარდეთ, რაც მას უყვარს.
თუ თქვენ იეშუა გიყვართ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მას უყვარს თავისი ხორციელი ძმები და უნდა იმის ხილვა, თუ როგორ შეიცნობენ ისინი მას. მან თვალცრემლიანმა უთხრა იერუსალიმის ორთოდოქს ებრაელებს „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!“ ( მათ 23:39)
ივრიტზე ეს სიტყვები ,,კურთხეულია მომავალი” – არის მისალმება. ეს მსგავსია იმისა, როცა თქვენ ესალმებით პიროვნებას, რომელიც ჩამოვიდა თქვენს ქვეყანაში სტუმრად, ან სახლში გეწვიათ. მე ამერიკაში მსახურების შემდეგ დავბრუნდი ისრაელში. ჩემმა ახლო მეგობარმა და ხელმძღვანელმა აშერ ინტრასტერმა დამპატიჟა სახლში სტუმრად და პირველი სიტყვები რაც მან მითხრა იყო: ,, ბარუხ – აბა ( კურთხეულია მომავალი)”. ეს სიტყვები აეროპორტშიც წერია ივრითულად, როგორც ჩამოსულებისთვის მისალმება.
იეშუა აქ ამბობდა: ,,მე არ მოვალ მანამ თქვენთვიამს სან არ ვიქნები მისასალმებელი” . ისევე როგორც იოსები, მისი სიხარული არ იყო სრულყოფილი მანამ, სანამ ის ძმებს არ შეურიგდა.
კიდევ ერთი, როცა ებრაელების ქორწილში სიძეს მოუხმობენ კვარცხლბეკთან, კანტორი მღერის: ,,კურთხეულია უფლის სახელით მომავალი”. იეშუა არის სასიძო და ის დაბრუნდება მაშინ როცა მას მოუხმობენ.
უფრო მეტიც, ყველაზე ძლიერი ლოცვის, სულის ძახილის დროს, პავლე წერილში გვიხსნის იეშუას სიყვარულს, ისრაელის მიმართდა სურვილს, რომ ებრაელები იყვნენ დახსნილები. ის სულიწმინდით ამბობს, რომ მზად არის თვითონ წავიდეს ჯოჯოხეთში, თუ ამით თავის ძმებს, ებრაელებს იხსნის. ( რომ 9:1-5). ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, რომ დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის, რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი.მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.თუ თქვენ იეშუა გიყვართ, მაშინ ისინიც უნდა გიყვარდეთ, ვინც მას უყვარს, ანუ მისი ძმები.
4. ღმერთის გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა ეროვნების მორწმუნეები იყვნენ აღძრულნი იმისთვის, რომ ისრაელი მოიპოვონ.
რომ. 11:11მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური. ნათქვამია, რომ ხსნამ მიაღწია წარმართებს იმისთვის, რომ შური აღძრას ისრაელში. ღმერთმა სცნო წარმართი მორწმუნეები, რომ მიაღწიოს ისრაელს. რათა ისრაელი გახდეს სინათლე ხალხებისთვის. (ესაია 42:6; 49:6) მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ, და თქვა მან: “არ კმარა, რომ იქნები ჩემს მსახურად იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის შენახულთა დასაბრუნებლად. მე გაგხდი შენ ხალხების სინათლედ, რათა ჩემი ხსნა დედამიწის კიდემდე იყოს.” ამჯერად ერები მოწოდებულნი არიან მიაღწიონ ისრაელს ღმერთის მოწოდებით. მე ქრისტესთან მიმიყვანა არაებრაელმა, ასევე მოხდა იმ უმრავლესობა მესინური ებრაელების შემთხვევაში, ვისაც ვიცნობ. ღმერთმა მოგცათ თქვენ ცხებულება იმისთვის, რომ მიაღწიოთ ებრაელ ერს.
5. აიცილეთ თავიდან სამსჯავრო.
რომ. 11:17-23ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნოო! კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები. და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. თუ წარმართული ეკლესია ცუდად მოექცევა ისრაელს, ის იქნება საშიშროების ქვეშ, რომ იყოს მოკვეთილი. ვიცი რომ ეს ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს პავლეს სიტყვებია.
„კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები.“ რომ. 11:20-22.
მე შემიძლია გაგამხნევოთ, აუჩქარებლად წაიკითხეთ, რომაელთა 11 თავი და მიეცით უფლება ღმერთს, რომ ელაპარაკოს თქვენს გულს. დაიწყე 11 მუხლიდან და ბოლომდე.
- 6. სიყვარულის ვალი.ღმერთმა შვა იეშუა ისრაელის მეშვეობით. არ არის ისრაელი – არ არის ხსნა. ეს იყო ლოცვა სიმონის და ანასი, რომლებიც იყვნენ ებრაელები, რომ დაბადებული პირმშო იყო მესია, ვისზეც წინასწარმეტყველებდნენ ებრაელი წინასწარმეტყველები. ისრაელის გარეშე არ იქნებოდა ძველი აღთქმა, ასევე ახალი აღთქმაც. ( რადგან ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებს ახალზე (იერ 31:31-33) და ახალი აღთქმა დაწერეს ებრაელებმა.) აბრაამის გარეშე არ იქნებოდა მესია! დავითის გარეშე არ იქნებოდა დავითის ძე! ისრაელის გარეშე კი ხალხი აქამდე მოუტანდა თავის შვილებს მსხვერპლად ცრუ ღმერთებს. ებრაელები იყვნენ ისინი ვინც განუცხადა სამყაროს: ერთია ღმერთი – რევოლუციური თეორია წარმართულ სამყაროში.
იეშუას მოწიქულები იყვნენ ებრაელები რომლებმაც გაავრცელეს გადარჩენის შესახებ უწყება სხვა ერებში. პავლე (ივრითულათ შაული ) წარმართების მოციქული იყო ებრაელი რაბინი (რომ. 11:1) ეკლესია სიყვარულით არის მოვალე ყველაზე პირველი ძმის, ისრაელის მიმართ, რომელმაც მოიტანა ხსნა – იეშუა მესიას მეშვეობით.7. გამოღვიძების სურვილი
რომ. 11:12-15–16 ნათლად წერია, რომ თუ ისრაელის დაცემით (სახარების უარყოფით) თუ ერებში მოიტანა გამოღვიძება, მაშინ რა მოხდება, თუ ისრაელი მიიღებს სახარებას?
პასუხი: სიმდიდრე და მკვდრეთით აღდგომა. შევხედოთ პავლეს სიტყვებს: “და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება.ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა.ვინაიდან, თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმერთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან?” თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
თუ, ისრაელმა ხსნის უარყოფით გამოანთავისუფლა ერების გამოღვიძება, მაშინ მისი მიღებით ის დააბრუნებს იმ ადგილს, რომელიც ღმერთის გეგმებს შეესაბამება. გამოთავისუფლება მსოფლიო გამოღვიძებისა – ესაა მსოფლიოს სიმდიდრე (12 მუხლი) თუ საქმეთა წიგნი გვაჩვენებს სიმდიდრეს, მაშინ წინ უფრო დიდი სიმდიდრე გველოდება, ის რაც ჯერ არ გვინახავს.8. ებრაელები გამოეყვნენ იეშუას.
იმის გამო, რომ სახარება ჩამოაშორეს ებრაულ ფესვებს, ებრაელებს მეტი არაფერი დარჩენიათ, რომ იფიქრონ, რომ ეს არ არის ებრაული ისტორია, – პეტრეს, პავლეს, მარიამის ისტორია, არამედ ისტორია რომელიც აღმოცენდა წარმართებს შორის რომის იმპერიაში, შიმონის, შაულის, იაკობის და მირიამის ისტორიის საპირწონედ, რომელიც ხდება გალილეაში, იერუსალიმში და რომლის ფოკუსში მხოლოდ და მხოლოდ ებრაელებია. საქ .10-მდე.
ებრაული კონტექსტის გარეშე (რომ ისრაელის მესია მოვა) ებრაელებს იმის რწმენაღა დარჩენიათ, რომ იესო და იუდაიზმი ურთიერთგამომრიცხავია. ებრაული სამყარო შეცდომით ეთანხმება იუსტინ წამებულს, რომელმაც თქვა: ,, ის ვინც იქნება ქრისტიანიც და ებრაელიც, ვერ იქნება ვერც ქრისტიანი და ვერც ებრაელი.” ისინი შეცდომით ვარაუდობენ, რომ ახალი აღთქმა არის ახალი რელიგია.
შეგიძლიათ კიდევ მიანიშნოთ სხვა მიზეზები, რის გამოც არაებრაელი მორწმუნისთვის ასე მნიშვნელოვანია ებრაული ფესვები.?
ავტორი : რონ კატორ
თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა.
წყარო : messiahsmandate.org