“აბა მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.” (საქმეები 3:19-21)
ქრისტეს დაბრუნება დაკავშირებულია “ყველაფრის აღსრულების დროებთან”. სიტყვა დრო დგას მრავლობით რიცხვში, რაც ნიშნავს “მოვლენების სერიას”, რომელიც დაკავშირებულია ყველაფრის აღსრულებასთან. სიტყვა აღსრულებას აქ აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სიტყვა-აღდგენას. ბერძნული სიტყვა აღსრულება (სინოდალურ თარგმანში)- აპოკატასტასის- გამოიყენებოდა მოსესთან ერთად ეგვიპტიდან ებრაელების ისრაელში დაბრუნების აღსაწერად, ასევე მათი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნება ისრაელში. ორივე შემთხვევაში ისრაელი გათავისუფლებული იყო ბორკილებისგან, დაბრუნებული საკუთარ მიწაზე, ხოლო მიწა იყო აღდგენილი ფერმერობის და სოფლის მეურნეობისათვის. (იერ. 27:22; იოელ 2:25.) იესო დაბრუნდება მაშინ, როდესაც მოხდება ნაწინასწარმეტყველების აღდგენა.
ბიბლიურმა წინასწარმეტყველებმა ასევე იწინასწარმეტყველეს აღდგენის მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებენ მესიის დაბრუნებას. როდესაც დაიწყება წინასწარმეტყველების ასრულება, ეს იქნება მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ უკვე ბოლო დროებია- და მესიის მეფობა უკვე ჰორიზონტზე ჩანს. პირველი ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა იყოს ისრაელის, როგორც ერის აღდგენა. დაახლოებით ასი წლით ადრე სანამ ისრაელი ხელახლა იშვებოდა 1948 წლის 14-15 მაისს, ბიბლიის მცოდნეები რომლებიც სიტყვა სიტყვით იზიარებენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, დაიწყეს წერა და სწავლება, რომ ისრაელი უნდა იშვას როგორც ერი, სანამ მოვა მხსნელი. ერთ-ერთი ასეთი პროფესორი იყო ს.ვ. ვასტონი, რომელიც 1888 წელს წერდა, რომ ქრისტეს მოსვლამდე უნდა მოხდეს 3 მოვლენა: პირველი, ისრაელი ისევ უნდა გახდეს ერი. მეორე, იერუსალიმი გადავიდეს ებრაელების ხელში, მათი კონტროლის ქვეშ. და მესამე, ებრაელები დაბრუნდებიან უკან, აღთქმულ ქვეყანაში ყველა ერიდან. 1912 წელს ა.ბ. სიმპსონმა დაწერა წიგნი სახელად “მომავალი” (The Coming One), სადაც ის წერდა: “არის ასევე მათი (ებრაელების) აღდგენის დაპირება. ეს უნდა მოხდეს ორ ეტაპად: თავიდან ნაციონალურ დონეზე, ხოლო შემდეგ სულიერ დონეზე. ეს ორი სტადია აღწერილია იეზეკიელის მიერ.
1940 წელს ჰარი რიმერმა დაწერა წინასწარმეტყველური წიგნი: “მომავალი ომი და რუსეთის აღორძინება” (The Coming War and the Rise of Russia). ამ წიგნში ავტორი ლაპარაკობს 14 მოვლენაზე, რომელიც მოხდება ქრისტეს მოსვლამდე. ის ლაპარაკობდა იმაზე, რომ ებრაელები დაბრუნდებიან პალესტინაში და დაიბრუნებენ იერუსალიმს. მან იწინასწარმეტყველა, რომ მოხდებოდა დიდი ომი, რომელიც აიძულებდა ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ პალესტინაში. ის ასევე ლაპარაკობდა იმაზე, რომ ჰიტლერი გაყოფდა გერმანიას, და რომ გერმანია შემდეგ ისევ გაერთიანდებოდა.
1930-1940-იან წლებში გამოჩენილი მეცნიერი და ბიბლიის მცოდნე ფინის დეიკი, ავტორი “დეიკის ბიბლია ანოტაციებით”, მიუძღვნა ათასობით საათი წმინდა წერილის შესწავლასა და პირადი კომენტარების შედგენას თითოეულ მუხლზე. ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 35-ე თავში მან იწინასწარმეტყველა რომ მოვა დრო, როცა ისრაელის შიშველი უდაბნო ვარდივით აყვავდებოდა და აავსებს ქვეყანას საკუთარი ნაყოფებით (გამოს. 25:1; 27:6). იმ დროს როდესაც დეიკი მუშაობდა საკუთარ გამოკვლევაზე, პალესტინის უდიდესი ნაწილი იყო ან დიდი ჭაობი, ან უსიცოცხლო უდაბნო. სწორედ ასეთ ვითარებაში აკომენტარებდა 2500 წლის წინანდელ ესაიას საზაფხულო წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ ისრაელი აყვავდება და აავსებს ქვეყანას თავისი ნაყოფებით: “მთლიანი აღდგენა ან ხელახლა შობა. ეს ეხება ეპოქას, როდესაც ქრისტე მოვა 1000წლიანი მეფობით. უფლის მოსვლის წინასწარმეტყველება არ ასრულდება, სანამ ებრაელები არ დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში”. დეიკს ესმოდა 2 რამ: ქრისტეს მოსვლის არც ერთი მოვლენა არ ასრულდება სანამ ებრაელები არ დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში (ისრაელში); და რომ უდაბნოს აყვავება უნდა გავიგოთ სიტყვა-სიტყვით და არა როგორც სულიერი ალეგორია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უდაბნო მოიტანს ნაყოფებს. თავის ინტერპრეტაციებში მას მხოლოდ ერთი რამ შეეშალა: ის ფიქრობდა, რომ წინასწარმეტყველება ასრულდებოდა ათასწლიანი მეფობის დროს (გამოც. 20:4) და არა ბოლო დროებში. როდესაც დეიკი წერდა ბიბლიის კომენტარებს, ებრაელები ჯერ კიდევ გაფანტულები იყვნენ სხვადასხვა ერებში. სახელმწიფო ისრაელი არ არსებობდა და მიწას ერქვა პალესტინა, რომელიც იმყოფებოდა ბრიტანული მანდატის ქვეშ.
ამ წინასწარმეტყველებების შესწავლის დროს დეიკი და სხვა სწავლულები ისრაელის აღდგენას იგებდნენ სიტყვა-სიტყვით და არა სულიერი ალეგორიებით. ისინი წინასწარმეტყველებდნენ ებრაელების დაბრუნებას საკუთარ მიწაზე და ძველი ადგილების აღდგენას. ზოგს უკვე მაშინ ესმოდა, რომ ეს მოვლენები იყო ბოლო დროის მაჩვენებლები.