შვიდი ბიბლიური მტკიცებულება, რომ იეშუა ჯერ კიდევ ებრაელია

Jewish-Jesus-3

 

რამოდენიმე დღის წინ მივიღე ელექტრონული წერილი ჩვენს სტატიასთან დაკავშირებით „ათი ებრაული ფაქტი ახალი აღთქმის შესახებ“. წერილის ავტორი წერდა:

„ისიც ფაქტია, რომ იესო ებრაელი აღარ არის. მას არ აქვს ეროვნული ან ეთნიკური მიკუთვნებულობა“.

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი რომ სიტყვა – ფაქტი ძალიან ძლიერია (ვინ ვარ მე, რომ დავამტკიცო? სათაურში ვიყენებ სიტყვა- მტკიცებულებას) მაგრამ მე მიყვარს გამოწვევები და ავტორმა ძალიან დამაინტრიგებელი საკითხი წამოწია: ნამდვილად რას ამბობს ბიბლია იეშუას ეთნიკურ მიკუთვნებულობაზე აღგომის შემდეგ? წერილის პასუხად მივწერე ავტორს, რომ მოეწერა წმინდა წერილებიდან კონკრეტული ადგილები ამ ფაქტთან დაკავშირებით. მან მიპასუხა და სტატიის ბოლოს განვიხილავ ამ საკითხს.

მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ბიბლია ამტკიცებს იმას, რომ იეშუა ჯერ ისევ ებრაელია, ამით არ ვამტკიცებ რომ ებრაელობა არ ხდის ადამიანს სხვებზე უკეთესს. ღმერთს ყველა თავისი შვილი უყვარს და ყველა ერი. არ არსებობს გამყოფი კედელი (ეფეს.2) ნებისმიერ ადამიანს დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია ღმერთის თანდასწრებაში ყოფნა იეშუას მსხვერპლის მეშვეობით. იყო ებრაელი – ეს მოწოდებაა (რომ. 11:29) და არა უპირატესობის ნიშანი (საქმეები 10:34).

ასე რომ, დავიწყოთ!

7 მტკიცებულება რომ იეშუა ჯერ კიდევ ებრაელია

  1. ეს შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი, მაგრამ გამოცხადების წიგნში არამარტო იეშუა, არამედ ჩვენ ყველა ვინარჩუნებთ ჩვენს ეთნიკურ მიკუთვნებულობას! როდესაც იოანეს შეეძლო ჩაეხედა მარადისობაში, მან თქვა:

ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.” (გამოცხ. 7:9).

ეს დედამიწაზე კი არა ზეცაში ხდებოდა. იოანეს გადაეცა რომ: „ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში“ (გამოცხ. 7:15). და იოანემ მაინც შეძლო განესხვავებინა მათი ეთნიკური მიკუთვნებულობა. ნუთუ ეს გასაოცარი არ არის! ღმერთს უყვარს ერები. მას საუკუნო გეგმა აქვს ყველა ერისთვის! – მომავალ საუკუნეშიც კი!

  1. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იეშუას ეწოდა ლომი იუდას ტომიდან, დავითის ფესვიდან:

“ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”. (გამოცხ. 5:5).

მისი ორივე ტიტული დაკავშირებულია მის მიწიერ წინაპრებთან და ეთნიკურ მიკუთვნებულობასთან. ის არის ლომი იუდას ტომიდან, არის, და არა იყო.

  1. როდესაც იეშუა დაბრუნდება, ის ისრაელის მხარეს იბრძოლებს.

„მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმ ერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს.“ (ზაქ. 14:3).

  1. როდესაც ის დაბრუნდება, მისი მოსვლის ადგილი იქნება ზეთისხილის მთა იერუსალიმში (და არა ვატიკანში! ან ათონის მთაზე )

„დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით; გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ფრიად დიდ ხეობად და გადავა ნახევარი მთა ჩრდილოეთით და მეორე ნახევარი – სამხრეთით.“ (ზაქ. 14:4)

  1. ის დაარსებს მესიანურ სამეფოსა და თავის ტახტს იერუსალიმში (და არა რომში!)
  2. ის დააკვირდება კარვობის დღესასწაულს (სუქოთი) – დღესასწაულს, რომელიც მანდ დაუდგინა ებრაელებს თორაში.

„და იქნება, ყოველი გადარჩენილი ყველა იმ ერისგან, რომელიც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა, წლიდან წლამდე ივლის მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ.“ (ზაქ. 14:16)

  1. უთხრა მან თავის მოწაფეებს:

„უთხრა მათ: “დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: “აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”.“ (ლუკა 22:15-18)

იეშუა კვლავ აღნიშნავს პასექს (ფესახს) როდესაც „მოვა ღმერთის მეფობა“. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეფობა უკვე მოვიდა ერთი გამოვლინებით, როდესაც ის მოვიდა მიწაზე, მაგრამ იეშუა მიუთითებს აღდგომის შემდეგ პერიოდზე – სავარაუდოდ მესიანურ ეპოქაზე / ათასწლიანი მეფობის პერიოდზე, როდესაც ის დაბრუნება.

წერილის ავტორმა გამომიგზავნა შემდეგი წერილი, როდესაც ვთხოვე რომ მისი თეორიის დამამტკიცებელი ადგილები გამოეგზავნა ჩემთვის წმინდა წერილიდან. ქვემოთ პასუხს გავცემ ყველა პუნქტს.

 

  1. დამამტკიცებელი ადგილები არ არის საჭირო, საღი გონება ყველაფერს ნათელს ხდის.

ჩემი პასუხი: ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საჭიროა წმინდა წერილების მითიტება, რომ იეშუა არარ არის ებრაელი.

  1. მაგრამ თუ თქვენთვის ასეთი მტკიცებულება საჭიროა, პავლე ლაპარაკობს რომ ჩვენ მოგვეცემა ახალი სხეული.

ჩემი პასუხი: მართლაც, მეც მოულოდნელად ველოდები ჩემსას, მაგრამ ეს მაინც არ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ეთნიკურ მიკუთვნებულობას. იოანე მრავალ ადამიანს ხედავს ზეცაში (მიწაზე უკვე გარდაცვლილებს), რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია მათი ეთნიკური მიკუთვნებულობის მიხედვით. მართალია, შეიძლება ეს იმიტომ რომ ისინი ახალ სხეულს მხოლოდ იეშუას მოსვლის შემდეგ მიიღებენ. მაგრამ მომავალშიც კი ქვეყნები და ქალაქები ისევ დარჩებიან. (ზაქარია 14:16). ერები მოვლენ ქალაქ იერუსალიმში. ეგვიპტე დასახელებულია თავისი სახელით. აღდგომის შემდეგ იეშუაც თავის სხეულში იყო და მოწაფეები ხედვადნენ მის ჭრილობებს.

“იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: “მშვიდობა თქვენდა!”. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ. და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით.” (იოანე 20:19-20).

  1. აღდგომის შემდეგ იესო ვერ იცნო მარიამმა. და ასევე ემაუსის გზაზე მიმავალმა ორმა ადამიანმაც ვერ იცნო ის.

ჩემი პასუხია: დიახ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მან დაკარგა თავისი ებრაული თვისებები (მას ცხვირი კი არ დაუპატარავდა!) არამედ იმიტომ, რომ მან თავად აუხვია თვალები ემაუსის გზაზე მიმავალთ, არ მისცა საშუალება რომ ეცნოთ. მას უნდოდა მათთან საუბარი, მაგრამ არ უნდოდა მათ სცოდნოდათ რომ ეს ის იყო, როდესაც მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებს უცხადებდა.

„მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი.“ (ლუკა 24:16).

რაც შეეხება მირიამს (არა მარიამს)… მან ის მებაღედ მიიჩნია! ნუთუ ეს იმას ამტკიცებს რომ იესოს ახალი განდიდებული სხეული ჰქონდა? საქმე იმაში კი არ იყო, რომ ის შეუცნობელი იყო არამედ იმაში რომ მას მწუხარებისგან გონება დაებინდა. მაგრამ როგორც კი მან სახელით მიმართა: „მირიამ“ მან წამოიძახა: „რაბი!“

მისმა მოწაფეებმა მაშინვე იცნეს ის და 40 დღე მასთან ერთად გაატარეს.

 

დიდი კურთხევები თქვენ!

ავტორი – რონ კანტორი

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი

წყარო – http://messiahsmandate.org