რატომ ისრაელი? ის არის ღმერთის საათი! შეხედე ისრაელს და გაიგებ რა დროში ცხოვრობ…
რატომ ებრაელები? იმიტომ რომ ერთი ებრაელი მოკვდა ჩვენთვის, ეს არის წმინდა წერილის მტკიცებულება, რომ ჩვენი მხსნელი ებრაელია და თვითონ იესომ თქვა: “ხსნა იუდეველთაგანაა” ანუ უფალი იესო ასწავლიდა, რომ ებრაელებისგან მოვიდოდა ხსნა! ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ებრაელი გახდა ჩვენი მხსნელი, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის და მესამე დღეს აღდგა ჩვენ გასამართლებლად, რომელსაც ბიბლია უწოდებს “ლომი იუდას ტომიდან”!
(გამოცხ.5:5) და ერთი უხუცესთაგანი მეუბნება: „ნუ ტირი, აჰა, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას შვიდი ბეჭედი.“
ჩვენ მოვალენი ვართ ებრაელების. იესო ებრაელი იყო, მარიამი ებრაელია, მოციქულებიც ებრაელები იყვნენ, ბიბლია,რომელიც წმიდა წიგნია ჩვენთვის, ებრაელებმა დაწერეს.
ჩვენ ევანგელური ეკლესიები საქართველოში, 17 წელია ვემსახურებით ებრაელ ერს, როგორც შეგვიძლია, 17-წლის მანძილზე 15000 მეტი რეპატრიანტი გვყავს გაცილებული მანქანებით აეროპორტამდე. პირადად ჩემი მანქანით მყავს ბევრი მიყვანილი აეროპორტში და გაგვიცილებია ისრაელში. ეკლესიიდან მოხალისეები საკმარისად გვყავდა და გვყავს რომ მოვმსახურებოდით.
( ლუკ21:22, 24). „ ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი „
წარმართთა დრო ისრაელზე დასრულდა 1948 წელს, ხოლო იერუსალიმზე 1967 წელს ექვს დღიანი ომის შემდეგ. რაც ძველ აღთქმაში იყო დაწერილი უნდა აღსრულებულიყო, ზოგიერთები ამბობენ ჩვენ ახალი აღთქმა გვაქვს არ გვჭირდება ძველი აღთქმა, ეს არასწორია
(რომ15:4) „რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.“ მოწაფეები ძველ აღთქმას ქადაგებდნენ და ნუგეში ქონდათ რომ იესოში სრულდებოდა ყველაფერი…
(ლუკ24:27) „ და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს“. “წერილებიდან” ეს ტერმინი გვხვდება
(1კორ.15:3–4) „ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, წერილები ძველი აღთქმაა.
ლუკ24:25-26… „მან უთხრა მათ: “ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?” ძველი აღთქმა არა მარტო მის ჯვარცმაზე არამედ მის დაბრუნებაზეც ლაპარაკობს..
( საქ3:16-21).. „ მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ. ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ და თქვენმა მთავრებმა უმეცრებით ჩაიდინეთ ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო თავისი ყველა წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. “მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ თქვენთვის განწესებული ქრისტე იესო, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით”. “ყველაფერი აღდგებოდეს” მანამდე ზეცა ინახავს. რა ყველაფერი უნდა აღდგეს? რასაც წინასწარმეტყველთა პირით ამბობდა დასაბამიდან. დაბადებიდან… ესეიგი ყველაფერი არ ასრულებულა! ძველ აღთქმაში ბევრი წინასწარმეტყველებაა რომელიც ელოდება ასრულებას. როცა იესო დაბრუნდება ყველაფერი აღდგენილი იქნება, რას ნიშნავს ეს? თუ ეს გეცოდინება მის დაბრუნებასაც გაიგებ როდის იქნება. თითქმის ორიათაი წელი აღარ არსებობდა ისრაელის სახელმწიფო, მაგრამ ღმერთმა აღადგინა. თეოდორ გერცელმა, სიონიზმის მამამ 1898 იწინასწარმეტყველა, რომ 50 წლის შემდეგ ისრაელის სახელმწიფო იქნებოდა. და 1948 წელს აღდგა ისრაელი და დაიწყო დაბრუნება გაფანტულობაში მყოფმა ებრაელებმა.
( ფს101:14-17) „ რადგან უყვართ შენს მსახურთ მისი ქვები და მისი მიწა ენანებათ. შეეშინდებათ ერებს უფლის სახელისა და ამა ქვეყნის ყველა მეფეს შენი დიდების. როდესაც აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი დიდებით; მოხედავს გულმოდრეკილთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას “. ჯერ აღაშენებს და შემდეგ დიდებით გამოცხადდება. 14- ღმერთს წყალობა აქვს მათთვის.
(დაბ12:1-3). უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. და გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და კურთხევა იქნები შენ დედამიწის ყველა ტომებისთვის.“ 1. შეპირდა მიწა. 2. ერად ქცევა 3. გაკურთხებ და შენში იკურთხებიან. სატანა ფიქრობს თუ მიწას წაართმევ, ერად ვეღარ იქნებიან და ღმერთის ზრახვა აღარ აღსრულდება.
(დაბ13:14-15) და უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: „აახილე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. მთელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე.” პირველ რიგში მიწა უნდა აიღოს, რადგან მიწის გარეშე დანარჩენი სრულად ვერ მოვა.. “მთელ მიწას” არა ნაწილს, არა ნახევარს, არამედ მთელ მიწას! ეს არ ასრულებულა და აუცილებლად ასრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის და იერუსალიმის ერთიანობას და ვლოცულობთ მისი მშვიდობისათვის.
ICEJ – ის ქართული ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი
მამუკა ჯებისაშვილი.