კარვობის დღესასწაულის სარეკლამო განცხადება

კარვობის დღესასწაულიმობრძანდით დღესასწაულზე 2014!
„ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა…“

1980 წლის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ათასობით ქრისტიანი ადის იერუსალიმში წლიდან წლამდე კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად. სქსი-ის ყოველწლიური ქრისტიანული აღნიშვნა ამ ბიბლიური დღესასწაულისა გახლავთ ისრაელის ყველაზე დიდი ყოველწლიური ტურისტული მოვლენა, როდესაც ასზე მეტი ერიდან ჩამოდის ხალხი ერთი საერთო მიზნისათვის − თაყვანი სცენ უფალს, იდღესასწაულონ მის თანდასწრებაში და აკურთხონ ისრაელიანი ერი.

თავის ლოცვაში, 85-ე ფსალმუნის მე-9 მუხლში მეფე დავითი ამბობს: „ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო. და განადიდებს შენს სახელს.“

ყურადღება მიაქციეთ, რომ დავითი უბრალოდ იმას კი არ აცხადებს, რომ ხალხები მუხლს მოიდრეკენ და განადიდებენ უფლის სახელს რომელიმე განუსაზღვრელ ადგილზე, არამედ ის ხაზგასმით ამბობს: „ყოველი ხალხი… მოვა…“ ეს ნაწყვეტი, დიდად სავარაუდოა, რომ იერუსალიმში დაიწერა, დიდი მეფის ქალაქში, ამიტომაც დავითი წინასწარ ჭვრეტდა დღეს, როდესაც ყველა ხალხი მოვიდოდა იერუსალიმში უფლის თაყვანისსაცემად. ჩვენ ამავე ხილვას ვხედავთ ზაქარიას წინასწარმეტყველებაში.

მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.“ (ზაქარია 14:16)

ჩვენ გამუდმებით ვლოცულობთ, რომ იერუსალიმში ჩვენთან ერთად კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად ამოსული მომლოცველები შეხვდნენ უფალს და ამ შეხვედრამ შეცვალოს მათი ცხოვრება, გარდაიქმნან უფლის თანდასწრებით და ძალით აღვსილნი დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, რათა გავლენა მოახდინონ თავიანთ ეკლესიებზე, საზოგადოებასა და ერზე. ამას გარდა, მთელი მსოფლიოდან თავმოყრილ ქრისტიანთა ხილვა იერუსალიმში კარვობის დღესასწაულისას უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენს ებრაელებზე, აღვიძებს მათში საკუთარი მამების ღმერთისადმი რწმენას.

 

წელს, შემოუერთდით ხალხების ნაკადს, რომლებიც იერუსალიმში ავლენ კარვობის დღესასწაულზე 10-დან 15 ოქტომბრამდე. ეს ნამდვილად იქნება ძლიერი სწავლების, მსახურების, ლოცვისა და უფლისადმი თაყვანისცემის კვირა! ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან კარგი ადგილი, სადაც შევიკრიბებით წელს იერუსალიმის სრულიად ახალ სცენაზე. ასე, რომ ამის გამოტოვება ნამდვილად არ გენდომებათ!

 

გელოდებით წელს იერუსალიმში!