რატომ აღნიშნა ქრისტემ პასექი ერთი დღით ადრე ? – ეს კითხვა რამდენიმე წლის უკან დამისვა ჩემმა იუდეველმა მეგობარმა, – როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, მაშინ იუდეველები ფესახს (პასექს) აღნიშნავდნენ. სახარებაში წერია რომ ქრისტემ ხუთშაბათს საღამოს აღნიშნა პასექი, ხოლო იუდეველები პარასკევს საღამოდან იწყებდნენ პასექის აღნიშვნას…ნამდვილად საინტერესო კითხვაა არა ?!
ჩემთვის, როგორც პროტესტანტისთვის, წმინდა წერილი ძალზე მნშვნელოვანია და მის უშეცდომობაში თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამ კითხვამ მარტივად რომ თქვათ კუთხეში მიმაყენა, რადგან პასუხი არ მქონდა. მე დრო ვითხოვე და დარცხვენილი წამოვედი სახლში. როგორც კი მივედი წიგნებში ქექვა დავიწყე და პასუხს მივაგენი.
მივყვეთ მსჯელობას – რას გვეუბნება სახარება ქრისტეს ბოლო სერობაზე (პასექზე) .
{მათ.26:17} „უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: “სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?” იგივე წერია {მარკ.14:15} ; {ლუკ.22:1} „ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული.“ {ლუკ.22:7} „დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი.“
სამივე სახარებიდან ჩანს რომ ქრისტემ პასექი 14 ნისანს პარასკებ საღამოთი აღნიშნა და აქედან გამომდინარე მისი ჯვარცმა 15 ნისანს მოხდა. ან შესაძლოა 14 ნისანს მოხდა ყველაფერი, მაგრამ არ მგონია, რომ ქრისტე პასექის ღამეს 14 ნისანს შეეპყროთ, დაეკითხათ და გაესამართლებინათ. ეს ეწინაღმდეგება პასექის სედერს (სედერი: პასექის ჩატარების რიტუალური წესრიგი). ასევე რთულად წარმოსადგენია რომ იმ ღამესვე ჯვარს ეცვათ ქრისტე.
ამ სამივე სინოპტუკურ სახარებებს ავსებს იოანეს სახარება რომლის თანახმადაც ქრისტეს სიკვდილი 14 ნისანს ემთხვევა როდესაც საპასექო კრავს ამზადებდენ {იოან.19:14}” პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: “აჰა, თქვენი მეფე.” სახარების ამ მუხლს კიდევ სხვა მუხლიც ადასტურებს {იოან.18:28} “კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.” აქედან გამომდინარე იუდეველებს არ უნდოდათ წარმართთა შენობაში შესულიყვნენ, რათა არ გაუწმინდურებულიყვნენ.
შემდეგი დღე ე.ი. 15 ნისანი იყო დიდი შაბათის დღე {იაონ.19:31}. “იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.” რადგანაც ეს უბრალო საკვიარო შაბათი კი არ იყო არამედ უფუარობოს დღესასწაულის პირველი დღე იყო ამიტომ მას დიდ შაბათსაც ეძახდენ. ამ დროს კი იესო სამარხში იყო ხოლო 16 ნისანს ანუ კვირის პირველ დღეს იუდეველებს სამკლის პირველი ნაყოფები მოქონდათ ტაძარში მღვდლებისთვის და ამიტომაც მას პავლე უწოდებს პირველს ვინც აღსდგა {ლევ.23:10} ………… “მიართვით პირველი ძნა თქვენი სამკალისა მღვდელს . “ {1კორ.15:20} “მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი. “
ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვასკვნით, რომ იესო ქრისტემ პასექი 13 ნისანის ხუთშაბათს საღამოთი იზეიმა. და რატომ გააკეთა ქრისტემ ეს ? ბიბლიის მკლევარები სხვადსხვანაირად ხსნიან ამ ამბავს. ლიბერალური თეოლოგია საერთოდ იმ აზრსაც უშვებს რომ ბიბლიაში შეიძლება ცდომილები იყოს . რაშიც მე, როგორც ჭეშმარტი პროტესტანტი, ორმოცდათიანული ეკლესის რიგითი მრევლი კატეგორიულად არ ვეთანხმები და საერთოდ დაუშვებლადაც მიმაჩნია ის აზრი რომ ბიბლიაში ცდომილება იყოს ან ბიბლია ვერ პასუხობდეს თანამედროებიდან გამოწვეულ კითხვებს. ბიბლია, ეს უნიკალური წიგნია და ერთერთი მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ყველა დროში აქტუალური იყო და განხილვადი.
ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ქრისტე პასექს ატარებდა არცეთ მის მოციქულს არ დაბადებია კითხვა რატომ აკეთებდა ამას იგი 13 ნისანს და რა 14 ნისანს ,სწორედ ამან მიმიყვანა სწორ პასუხამდე. საქმე ისაა, რომ პასექის აღნიშვნა ხდებოდა მთვარის კალენდრის მიხედვით. მე არ მოვყვები ახლა ამ კალნდრის შესახებ განმარტებებს, რადგან ეს დიდ დროს წაიღებს, ამიტომ ვეცდები მარტივად ავხსნა ეს ყველაფერი.
იესო ქრისტეს ბოლო პასექი დაემთხვა პარასკევ დღეს და ჩვენ ვიცით რომ პარასკევს საღამოდან იწყებოდა პასექის აღნიშვნა, ანუ მზის ჩასვლის შემდეგ ვინაიდან ებრაელები დღის ათვლას იწყებდნენ საღამოდან და არა დილიდან, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. ანუ პარსკევი საღამო იუდეველებისათვის მეორე დღის დიდ შაბათად ითვლებოდა, შაბათს კი ცეცხლის დანთება და არანაირი სამქის კეთება არ შეიძლებოდა. {ლევ.23:3} „ ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღე კი შაბათია, დღე სრული დასვენებისა, წმიდა შეკრებილობისა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ” {გამს.31:14} “დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის. მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს. შაბათობით საქმის მკეთებელი უნდა მოიკვეთოს თავის ხალხიდან.” და რაკი პასექს ცეცხლზე ამზადებდენ წინაღმდეგობაში მოიდიოდა პასექის აღნშვნა პარასკევს შაბათის მცნების გამო.
ჩვენ ვიცით, რომ იესო რჯულის არა დასარღვევად, არამედ მის აღსასრულებლად მოვიდა. სხვა შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა წმიდა და უნაკლო სამსხვერპლო საპასექო კრავი. {მათ.5:17–18} “არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ – აღსასრულებლად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გარდავლენ, რჯულის არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გარდავა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. ”
ზოგიერთ ქრისტიანს ჰგონია, რომ ქრისტე შაბათს არღვევდა, მაგრამ მინდა მათ “იმედები გავუცრუო”. ქრისტე არ არღვევდა შაბათს, ის არღვევდა იმ დამიხინჯებულ წარმოდგენას შაბათზე, რაც მაშინ იყო გავრცელებული.
საქმე ისაა, რომ ამ კალენდარულ დამთხვევის გამო იუდეველები ორჯერ აღნიშნავდენ პასექს ზოგი 13 ნისანს აღნიშნავდა, ზოგიერთი კი 14 ნისანს. ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო მაშინ და მაშინდელმა მმართველმა რელიგიურმა სინოდმა ეს რაბინებს მიანდო, ანუ რაბინის მოსაზრების მიხედვით ხდებოდა პასექის აღნიშვნა.
ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე რაბინი იყო, რადგან რაბინს უნდა ყოლოდა 10 მოწაფე და იუდაური ტრადიციით 10 ებრაელი და ერთი რაბინი უკვე სინაგოგად მიიჩნეოდა, ამიტომაცა ქრისტემ როგორც რაბინმა მიიღო გადაწყვეტილაბა 13 ნისანს ეზეიმა პასექი და როგორც ღმერთის ძემ მან იცოდა რაც მოელოდა 14 ნისანს, რადგან ის თავად იყო ჭეშმარიტი პასექი და ვერ შეძლებდა მოწაფებთან ერთად პასექის აღნიშვნას. {ლუკ.22:15} უთხრა მათ: „ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.”
ესაა მარტივი პასუხი, თუ რატომ აღნიშნა ქრისტემ 13 ნისანს ფესახი, რადგან მომდევნო დღის ჭეშმარიტი პასექი თვითონ იყო.
ავტორი:გიორგი ჯიჯიეშვილი.