არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ბიბლიური ღირსშესანიშნაობა ნაპოვნია

The inscription: Eshba'al Ben Bada'

ისრაელის სიძველეთა მართვამ (IAA) ამ კვირას განაცხადა, რომ არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ კირბეთ ქეიაფაში (Khirbet Qeiyafa) ელას ველზე (სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა 1-ლი მეფეთა წიგნის მიხედვით), აღმოაჩინეს კერამიკული დოქი, რომელზე არსებული წარწერაც შეიცავს უძველესი ქანაანური დამწერლობით შესრულებულ სახელს „ეშბა ბენ შოლ“. 3000 წლის წინანადელი დოქი რამდენიმე ნაწილად იყო გატეხილი, როცა ის 2012 წელს აღმოაჩინა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ იოსეფ გარფინკელი (Prof. Yosef Garfinkel), ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი და ისრაელის სიძველეთა მართვის წარმომადგენელი საარ განორი (Saar Ganor). არტეფაქტის აღსადგენად ჩატარებულ ინტენსიურ სამუშაოთა შედეგად, რომელიც ასევე გულისხმობდა ასობით წვრილი ნატეხის ერთმანეთზე შეწებებას, წარწერა აშკარა გახდა. პროფესორებმა გარფინკელმა და განორმა განმარტეს, რომ „ეშბა ალი მოკლეს მკვლელებმა, თავი მოჰკვეთეს და შემდეგ მისი თავი დავითს მიუტანეს ხებრონში (II მეფეთა, 3-4 თავები).“

„საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ სახელი „ეშბა ალ“გვხვდება ბიბლიაში და ახლა უკვე არქეოლოგიურ წარწერაზეც, რომელიც თარიღდება მეფე დავითის მეფობის დროით, ქრისტეს შობამდე მეათე საუკუნის პირველი ნახევრით“, განაგრძო მან. „ეს სახელი არ გამოიყენებოდა მოგვიანებით, პირველი ტაძრის პერიოდში. ბიბლიურ ტრადიციასა და არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის შესაბამისობა მიგვითითებს იმაზე, რომ ეს გავრცელებული სახელი იყო მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში. სახელი „ბედა“ უნიკალურია და არ გვხვდება უძველეს წარწერებში ან ბიბლიურ ტრადიციაში… აშკარაა, რომ მეორე მეფეთა წიგნში ზიზღის გამო არ სურდათ ეხსენებინათ სახელი „ეშბა ალი“, რაც ადამიანებს მოაგონებდა ქანაანური ქარიშხლის ღმერთის − „ბაალის“ − სახელს და ამიტომ, თავდაპირველი სახელი შეცვალეს სახელით „იშ ბაშატი“, თუმცა თავდაპირველი სახელი ნეშტთა წიგნში ამგვარად, მაგალითად, მხედართმთავარ გედეონ იოაშის ძეს სახელი შეიცვალა და იერობაალის ნაცვლად ეწოდა იერუბეშეთი.“

არქეოლოგებმა ივარაუდეს, რომ დოქი, რომელზეც ეს წარწერა იყო ამოკვეთილი, გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მაგალითად, ზეითუნის ზეთის, გადასატანად და ამგვარ სათავსოზე ამოკვეთილი სახელი მიუთითებს, რომ მფლობელი მდიდარი ვაჭარი გახლდათ, რომელსაც მრავალი მსგავსი ჭურჭელი ექნებოდა, რომელთა აღმოჩენაც აუცილებელია.

კირბეთ ქეიაფა გაიგივებულია ბიბლიურ ქალაქ შაყარაიმთან. ამ ადგილს გამუდმებით თხრიდნენ არქეოლოგიური გათხრებისთვის შესაბამისი რამდენიმე სეზონის განმავლობაში და აღმოჩენილ იქნა საცხოვრებელი ადგილის დამამატკიცებელი საბუთები, რომლებიც თარიღდება, სულ მცირე, მერე დავითის მეფობის დროით. 2008 წელს მსოფლიოს უძველესი ებრაული წარწერა იქნა იქ აღმოჩენილი.

თარგმნა ნინო ხუროშვილმა