ღმერთ უყვარს ისრაელი მეორე ნაწილი გავრცელებული სტერეოტიპები

watican2

   გავრცელებული სტერეოტიპები

ვაგრძელებთ ისრაელზე საუბარს და დღეს მინდა გესაუბროთ იმ სტერეოტიპებზე რომლებმაც სათავე დაუდო ქრისტიანულ ანტისემიტზმს.

სამწუხაროდ ქრისტიანთა უმრავლესობას და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომლებთაც გვასაწვლიდნენ ქრისტიანულ სასწავლებლებსა თუ ეკლესიებში და გვეუბნებოდენ რომ ძველი აღთქმის ბიბლის პირველ ნაწილში ღმერთმა აღთქმა დადო ისრალთან, ხოლო ახალი აღთქმაში-ბიბლიის მეორე ნაწილში, ღმერთმა აღთქმა დადო ქრისტიანებთან და ეკლეისათან. ამ სწავლებებიდან რჩებოდა შთაბეჭდილება რომ თითქოს ღმერთს ისრაელთან დროებითი აღთქმა ჰქონდა და როდესაც ისრაელმა უარი განაცხადა იესოს მიღებაზე, მაშინ დამრთავდა ყოველგვარი აღთქმა ისრაელთან და ამის შემდეგ მათი ადგილი დაიკავა ახალმა „ღმერთის ერმა“ რომლებმაც ირწმუნეს იესო ქრისტე. ეს ახალი ღმერთის ერი არის ეკლესია და მასში შედის ყველა ვისაც სწმას იესო ქრისტე მნიშვნელობა არ აქვს აქვს ეს ებრაელი იქნება, ჩინელი თუ ქართველი, ყველა მიღებულია ვისაც სწმას იესო ქრისტე და ეს რა თქმა უნდა სიმართლეა. მაგრამ აქ ჩნდება ავტომატურად აზრი რომ ებრაელი ერი- ისრაელი აღარაა რჩეული ერი, და ღმერთმა უარყო თავისი პირმშო. ეკლესიამ განაცხადა : „მათ, ებრაელებმა არ მიიღეს იესო ქრისტე და ამიტომაც ისინი აღარ არიან ღმერთის რჩეული ერი, სწორედ მათ აქციეს ზურგი  ღმერთის ცხებულს  და შესაბამისად ღმერთმა დასაჯა ისინი. ეს ძალაინ სამწუხაროა რომ ებრაელებს ორი ათასი წლის მანძილზე დევნიდნენ, მაგრამ ბოლო ბოლო მათ მოკლეს იესო და ამის გამო ღმერთისგან ისჯებიან, განა მათ არ თქვეს: „ ……. ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. {მათ.27:25}“    

დიახ ეს ყველაფერი სამწუახაროა რაც გადახდა ებრაელ ერს მაგრამ განა თვითონ არ არიან ამაში დამნაშავე? ეს ყველაფერი ჩვენითვის გაფრთხილებაა.

სწორედ ასე ფიქრობს და ამბობს ქრისტიანთან უმეტესობა დღესდღეობით , რადგანაც მათ ესე ასწავლეს!

<<ღმერთი აღარა უკვე დაინტერესებული ებრაელი ხალხით>> __ ამბობენ ისისნი, – << ნახეთ როგორი ტანჯვისა და წყევლის ქვეშ იყვნენ ებრაელები, ხოლო ჩვენ ქრისტიანები მადლის ქვეშ დავდივართ >> როგორ გაიზარდა ეკლესია რაც იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა და ამან წარმართებს სინათლე მოუტანა. ქრისტიანული ცივილიზაციაები წარმოიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთი ამერიკა აფრიკა და ყველგან სადაც კი მიდიოდენ მისიონერები. და ესეც რათქმაუნდა მართალია.

მომთაბარე ებრაელები იყვნენ დევნაში მუდამ, მათზე ამბობდნენ : „ბრმები“, „ფულს დახამებულნი“, „ყოველთვის მგზაკვრულები“, „მატყუარები“, რომლებიც სულ ძალაუფლებისაკენ მილტვიან. სწორედ ესე ფიქრობდა ადრე ხალხი ებრაელებზე და სამწუხაროდ დღესაც ხვდები ქრისტიან მორწმუნებში ესეთ დამოკიდებულებას. ეკლესიამ თითქოსდა შემთხვევით დაივიწყდა რომ თვითონ უბიძგა ებრაელ ხალხს მევახშეობისაკენ შუა საუკუნებში,ფაქტიურად სწორედ ეკლესიამ აიძულა ებრაელი ხალხი ამ საქმით რომ დაკავებულიყო, როდესაც ებრაელს აკრძალული ქონდა ნებისმიერი პროფესის შესწავლა, არც მიწის ქონის და დამუშავების უფლება, არც სავაჭრო გილდიაში გაწევრიანების უფლება არ ქონდათ. თუ ჩვენ გადავხედავთ ევროპის შუასაუკუნების ისტორიას თუ როგორ იბრძოდენ ევროპის მეფები და პაპები ძალაუფლებისაკენ თქვენ აშაკარად დარწმუნდებით რომ ძალაუფლებისაკენ ლტოლვა უფრო ქრისტიანებში იყო ვიდრე ებრაელ ხალხში, ევროპის ისტორიიდან კარგად ჩანს თუ როგორ დევნიდენ ებრაელ ხალხს, როგორ არბევდნენ და აყაჩაღებდნენ, ყრიდნენ გეტოებში და ყოველგვარი უფლებების გარეშე ტოვებდნენ და სულ ბოლოს კონცლაგერებში შეყარეს და მათი საერთოდ მოსპობა გადაწყვიტეს.

ებრაელების დევნა ითვლებოდა ღმერთის ნების ასრულებადაც კი, რომელსაც ლობირებდა ეკლესია, „განა მათ არ მოკლეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე?“.  ამავე დროს რატომღაც ეკლესიას თითქოსადა დაავიწყდა, რომ სწორედ რომაელებმა მოკლეს იესო. იმ დროს ებრაელებს არც კი ჰქონდათ უფლება ვინმე სიკვდილით რომ დაესაჯათ, რადგანაც ისრაელი რომაელების მიერ იყო ოკუპირებული და სწორედ ისინი განაგებდენ იუდეას, მართალია რომ სასიკვდილოდ სწორედ ებრაელებმა გაიმეტეს იესო, მაგრამ სიკვდილი სწორედ წარმართმა რომაელებმა მოიყვანეს სისრულეში, ახდენდნენ კი ებრაელები თავის მრავალრიცხოვანი ხალხით  ზეწოლას პილატეზე ? მოდით მე ერთ საინტერესო აღმოჩენას გაგიზიარებთ. რატომღაც ქრისტიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ იესო ქრისტეს მთელმა იერუსალიმმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, შეიძლება ზოგიერთებმა არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ასე არაა, სასიკვდილო განაჩენი იესოს გამოუტა სინედრიონმა, რომელიც შედგებოდა საამოცადათი კაცისაგან. და იყო სინედრიონში ვინც მხარი არ დაუჭირა სასიკვდილო განაჩენს მაგალითად ეს იყო იოსებ არიმათიელი და ნიკოდემუსი- ეს ორი ადამინი ზუსტად ვიცით რომ ქრისტეს ფარული მოწაფეები იყვნენ როგორც გვეუბნება იონეს სახარება. გარდა ამისა იოსებ ფლავიუსის მიხედვით ქრისტეს დროს იერუსალიმის მაცხოვრებლები დაახლოვებით ასი ათას მოსახლეს აღწევდა, ხოლო იუდეურ დღესასსწაულზე როდესაც ჩამოდიოდნენ ებრაელები მთელი იუდეადან და ახლო აღმოსავლეთიდან მაშინ იერუსალიმში სამ მილიონამდე ადამიანი პილიგრიმი იყრიდა თავს. მე რატომღაც ძალიან მეეჭვება რომ სამი მილიონი ადამინი შესულიყო ან გარეთ დალოდებოდნენ პილატეს პრეტორიუმში, ეს არა რეალურია რადგან სამ მილიონ ადამინს მთელი იერუსალიმი ვერ იტევდა და ამის გამო პილიგრიმები იერუსალიმის გარშემო ბანაკდებოდნენ. გარდა ამისა მე პირადად ბევრჯერ ვარ ნამყოფი იერუსალიმში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი პრეტორიუმის ნანგრევები და მისი აღდგენილი მაკეტი და საინტერესო სწორედ ეს არის რომ იქ მხოლოდ ორასი კაცი თუ დაეტეოდა, როგორც ეზოში ასევე გარეთ. ასე რომ მითი, იმის შესახებ რომ მთელმა იერუსალიმა გამუტანა იესოს განაჩენი, ჯანსაღ კრიტიკას ვერ უძლებს.

დავუბრუნდეთ კითხვას, იყო თუ არა ზეწოლა პილატეზე? რა თქმა უნდა კი, მაგრამ არა ისეთი როგორის წარმოჩენასაც ცდილობენ ზოგიერთი ქრისტიანები. პილატეს, როგორც სიკვდილის აღმსრულებელს, რა თქმა უნდა თავის ბრალი მიუძღვის. პირველი ქრისტიანები კარგად ერკვეოდენ ამ საკითხში და ამიტომაც ეკლესის არსებობის დასაწყისშივე თავიანთ რწმენის სიმბოლოში რომელიც ცნობილია როგორც მრწამსი არის ჩაწერილი სიტყვები: „და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.“

ადრეულმა ეკლესიამ კარგად იცოდა ვინ იყო  პასუხისმგებელი ქრისტეს სიკვდილზე,

ამიტომ ისტორიული კუთხით არასწორია ვთქვათ რომ ებრაელებმა მოკლეს იესო. მოციქული იუანე, რომელი უყურებდა თავიდან ბოლომდე თუ როგორ გააკრეს რომაელებმა ქრისტე ჯვარზე  და როგორ დარტყეს შუბი ფერდში, ასეთ რამეს წერს:

„რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: “და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: “შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.{იონ.19:36-37}

მთელი ამ საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყარო თვლიდა რომ სწორედ ებრაელებმა მოკლეს იესო ქრისტე  და ამიტომაც ღმერთი სჯიდა მათ. ჩვენ როგორც ეკლესია -ახალი ღმერთის ერი, ვაცახადებთ რომ თუ ებრაელს უნდა ჩვენთან შემოერთება, ისინი როგორც ყველა უნდა მოვიდნენ ქრისტეს რწმენაში, მოინათლონ და შეწყვიტონ ებრაელობა, დაიწყონ ღორის ჭამა, შაბათის ნაცვლად კვირა დღე უნდა აღნიშნონ, მაგარამ მამაკაცი წყვეტს მამაკაცად ყოფნას? ან დედაკაცი წყვეტს დედაკაცათ ყოფნას? ან ქართველი წყვეტს ქართველად ყოფნას როდესაც ქრისტესთან მოდიან? მაშ რატომ ვითხოვთ ებრაელებისაგან ებრაელობის შეწყვეტას როდესაც ისინი იესოსთან მოდიან ? ხოლო ეკლესია აცხადებდა რომ თუ ებრაელი გააგრძელებდა ქრისტეზე უარის თქმას, ღმერთი განაგრძობდა მათ დასჯას.  გასაოცარია მაგრამ სწორედ რომ ეკლესია იყო ღმერთის სასჯელის აღსრულების მონაწილე.

ერთ- ერთი ადგილი რომელსაც ხშირად იყენებდა ასწლეულობის მანძილზე ქრისტიანული ეკლესია თავის თეოლოგიური შეხედულების გასამყარებლად რომ თითქოსად ებრაელი ერი მუდამ წყევლის ქვეშ უნდა იყოს ეს არის – {მათ. 27:25} „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.

სწორედ ამ ადგილით ამართლებდა ქრისტიანები ებრაელების დევნას. მინდა შემოგთავაზოთ თუ როგორ განმარტავს ამ ადგილს ტრადიციული ეკლესია: „ეს სიტყვები, ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, – თავისთავად საშინელია, მაგრამ კიდევ უფრო საშინლად მოგეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი უნდა იქნას გაგებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მთელი სიზუსტით; იმიტომ, რომ იუდეველებს, წინასწარმეტყველთა სწავლების მიხედვით, მტკიცედ სწამდათ, რომ ღმერთი, მამამთავართა ცოდვების გამო, სჯიდა მთელ მათ მოდგმას“. და აღესრულა კიდევაც მთელი სიზუსტით ეს საშინელი ფიცი ებრაელთა უბედურ ხალხზე; გული გიკვდება, როცა კითხულობ იერუსალიმის დაქცევის საშინელ ისტორიას მთელი მასთან დაკავშირებული სისხლიანი საშინელებით… „ნახე, – ამბობს წმ. ოქროპირი, – როგორი დიდია აქაც მათი უგუნურობა. ასეთი განუსჯელი მძვინვარება, ასეთი ბოროტი ვნება! არ აძლევს იმის დანახვას, რაც უნდა დაენახათ; დაე, იყოს ისე, რომ თქვენ თვითონ შეაჩვენეთ თქვენი თავები: რატომ აკისრებთ წყევლას თქვენს შვილებს? – მოკლედ, კაცთმოყვარე უფალმა, როგორც მაშინ გონსგადასულები მძვინვარებდნენ საკუთარი თავისა და შვილების წინააღმდეგ, არ დაუდასტურა, არ დაეთანხმა ამ ხმას არა მარტო შვილების საწინააღმდეგოდ, არამედ მათ საპირისპიროდ: მათგანაც კი მიიღო მონანულნი და ღირსი გახადა ურიცხვი წყალობისა. რადგან, პავლეც იყო მათთაგანი და ბევრი სხვაც გახდა მორწმუნე იერუსალიმში“ – ხოლო ისინი, რომლებმაც არ ირწმუნეს აქამდეც კი, „როგორც ხალხი, რომელთაც მოკლეს უფალი, თავიანთ თავზე ატარებენ მის სისხლს”. – „ძეგლი მათი უბედურებისა, – წმ. გრიგორი ღვთისმეტყველის სიტყვებით თუ ვიტყვით, – მთელი დედამიწაა, რომელზეც ისინი არიან გაფანტულნი“…

  

ის რაც მე ვისწავლე ბიბლიის კვლევისას, ეს არის ის რომ, არასდროს ვაკეთებ ნაადრევ დასკვნებს ბიბლის კითხვის დროს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ბიბლის ეს ადგილი. ბევრ ქრისტიანს სჯერავ და მათ შორის მეც, რომ ბიბლია ეს არის ღმერთის სიტყვა, რომელიც გადმოგვცემს საკმარის ჭეშმარიტებას. მაგრამ არ შეიძლება წმინდა წერილებს სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭოთ ან ვეძებოთ მასში მხოლოდ და მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მისგან სულიერი გაკვეთილები ამოვიღოთ, მაგრამ არასდროს არ უნდა გადავცდეთ მის ბუკვალურ მნიშვნელობას. რაც შეეხება ამ ადგილის განმარტებას რომელსაც ქრისტიანთა უმრავლესობა განმარტავს , შეიძლება რამოდენიმე შენიშვნა გავუკეთოთ მათ განმარტებას:

  • შეიძლება რამოდენიმე ასეული ებრაელი რომლებიც წაქეზებულები იყვნენ თავინათი რამოდენიმე რელიგიური ლიდერისაგან, იდგნენ პილატეს სახლთან და გაიძახოდნენ ამ სიტყვებს „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“

იესო ძალიან პოპულარული იყო თვით იერუსალიმის მოსახლეობაში წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაიჭერდნენ ღამით (მარ.14:2) (ლუკ.22:6) ებრაელები რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთით ცხოვრობდენ მათ წარმოდგენაც კი არ ქონდათ რა ხდებოდა იერუსალიმში და მათი უმრავლესობა არც კი გაამართლებდა და დაუშვებდა იმას თუ რაც მოხდა იერუსალიმში. როგორ შეილება პასუხისმგებლობა აჰკიდო მთელ ისრაელის ერს იმაზე თუ რაც მოხდა იერუსალიმში, რამოდენიმე ასეული ადამინის მიერ წამოძახებულ სიტყვებზე, რომლებიც წაქეზებული იყვნენ თავიანთი რელიგიური ლიდერების მიერ . სწორედ ეს გააკეთა ეკლესიამ როდესაც აჰკიდა პასუხიმგებლობის ტვირთი იესოს სიკვდილზე მთელ ებრაელობას, ეს იყო დემონური საქციელი, რომელმაც ქრისტიანულ სამყაროში გამოწვია დიდი სისხლის ღვრა ებრაელი ერისა.

გარდა ამისა:

  • თუ ბუკვალურად აღვითქვამთ მათ სიტვებს მაშინ ეს უკვე დიდხნის მანძილზე აღსრულდა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში როდესაც რომაელებმა აიღეს იერუსალიმი 70 წელს და შემდეგ მთელი ისრაელი 135 წელს ბარკოხბას აჯანყების დროს. როდესაც 600 000 ებრაელი დაიღუპა. ეს სისხლის ღვრა მოხდა 40 წლის და 100 წლის შემდეგ იესოს ჯვარცმიდან აქედან გამოდის რომ მათი ეს სიტყვები აღსრულდა თუ ჩვენ მას ბუკვალურად მივიღებთ. ხოლო დანარჩენი ებრაელი ერის სიხლის ღვრა, რომელიც ასწლეულების მანძილზე გრძელდებოდა, არაფერი საერთო არ აქვს ღმერთის სამჯავროსთან და იყო დაღვრილი ადამიანების გაუმართლებელი სიძულვილის გამო,  რომელიც ელოდება შურისძიებას ღმერთისგან!
  • მინდა მოგიყვანოთ თანამედრო ღვთისმეტყველის დოქტორ ვილიამ გლესხოვერის განმარტება ამ ადგილის: „ ხალხის წამოახილი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. ეს იყო გაუთვიცნობიერებული და გაუაზრებელი წამოაძახილი რომელსაც წინასწარმეტყველური დატვირთვა აქვს როგორც მაგალითად {იოან. 11:49-50-51} ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: “არაფერი გაგეგებათ,

ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.

ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ ერისთვის მოკვდებოდა იესო.

კაიფა ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდა რა თქვა და ვერც კი წარმოიდგენდა რომ მისი ეს სიტყვები წინასწარმეტყველურ დატვირთვას მიიღებდა იოანესთვის, ერთი ადამიანი მოკვდა ისრაელის ერისათვის და თუ კიდევ ღრმად წავალთ ის მოკვდა მთელი კაცობრიობისათვის. სრულიად დასაშვებია რომ წამოძახილი იქ მდგომი ხალხისა რომლებმაც გაუთვიცნობიერად წარმოთქვეს ეს სიტყვები განვმარტოთ როგორც კაიაფას გაუთვიცნობიერი წარმოთქმული სიტყვა, რადგანაც ქრისტის სისხლი ჩვენზე უნდა გადმოვიდეს რათა განგვწმინდოს ჩვენი ცოდვებისაგან. ასევე იეშუა ჰა მაშიახის სიხლი უნდა გადმოვიდეს ისრაელზე, რათა გაწმინდოს ისრაელი თავის ცოდვებისაგან. რა თქმა უნდა ადამინები რომლებიც გაიძახოდნენ ამ სიტყვებს მხედველობაში ჰქონდათ რომ ისინი თანახმა იყვნენ რომ პასუხისმგებლობა აეღოთ თავიანთ თავზე იესოს ჯვარცმისთვის, მაგრამ ეს მათ გაუთვიცნობიერებლად წარმოთქვეს და წარმოთქვეს უდიდესი სულიერი ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ მივყავართ შემდეგ დასკვნამდე.  ჯვარზე იესო ლოცულობდა: (ლუკ.23:34) “მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”.  როდესაც იესო ამბობდა ამ სიტყვებს ის როგორც ღმერთის კრავი თავისი ნებით ღვრიდა სიხლს მთელი კაცობრიობისათვის. აგრეთვე მათვისაც ვინც გაუთვიცნობიერებლად გააკრა ის ჯვარზე. შეეძლო კი მამა ღმერთს თავის მომაკვადვი ძის თხოვნა, რომელიც თავის სისხლს ღვრიდა მათვისაც კი ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მის ჯვარცმაში, არ შესრულებინა? რა თმქა უნდა ღმერთმა აპატია იმ რომაელ ჯარისკაცებსაც და იმ ხალხსაც ვინც ყვიროდა ჯვარს აცვითო, აგრეთვე პილატესაც ჰეროდესაც და სინედრიონასაც აპატია ღმერთმა, რადგანაც ყველა ამ ხალხმა არც კი იცოდა რას აკაეთბდა-უმეცრებაში იყვნენ. {საქმ. 3:17-18} „ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.“

უფლის კრავი უნდა მომკვდარიყო რათა კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა. იოანე ნათლისცემელმა როგორც კი დაინახა- მან ეგრევე განჭვრიტა იესო ქრისტეს ნამდვილი მისია რაში მდგომარეობდა :{იონ.1:29}მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: “აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

 

იესო არ იყო მოკლული შემთხვევით ან ძალით თავის ნების წინაღმდეგ, იესომ ასე თქვა: {იომ.10:18} „ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად.“

ჯერ კიდევ  ეშაიაჰუ ( ისაია) წინსაწრმეტყველებდა იმაზე რომ იესო ქრისტე უნდა მომკვდარი რათა მისი სიკვდილით ისრაელი და კაცობრიობა გამოესყოდა . {ეშაიაჰუ.53 თავი

„მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული.ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ     უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.“

ამრიგად იესოს შუამდგომლური ლოცვა ჯვარზე აბათილებს ყოველგვარ წყევლას, რომელიც უმეცრებით წარმოთქვა ხალხმა, მაგრამ იმ უდანაშაულო ებრაელი ერის სისხლი რომლებიც დაიღვარა ამ საუკუნების მანძილზე ელოდება თავის შურისძიებას. სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და სანამ არ წარმსდგარა ეკლესია ღმერთის სასამართლო ტახტის წინაშე, მან უნდა მოინანიოს ის დემონური თეოლოგია, რომელიც ასეული წლების მანძილზე იყო მიზეზი უდანაშაულო ებრაულების სისხლის ღვრისა. თითოეულმა ჩვენთაგანმა, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, პირადად უნდა გამოვიკლიოთ ჩვენი აზროვნება, გული და მშვინვა და ამოვძირკვოთ ყოველგვარი დამალული ანტისემიტიზმი. რადგანაც გამჩენი ღმერთი თითოულ ჩვენთაგანს მოგვხთხოვს პასუხს ამის გამო.

 

ამრიგად დღეს დავასრულეთ სწავლება იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, რომელიც იყო ქრისტიანებში და ეხლაც არის გავრცელებული. შემდეგში განვიხილავთ ღმერთის აღთქმებს ისრაელთან -რომლებიც სამუდამო აღთქმებია. გაგრძელება იქნება…

 

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი

 

წყაროები: ბიბლია ძველი და ახალი აღთქმა

წიგნი – „რატომ ისრაელი“ დოქტორ ვილიემ გლასხოვერი

წიგნი – „იუდეველთა ომები“ ისოებ ფლავიუსი

მართმადიდებლური ვებ პორტალი – http://www.orthodoxy.ge

წიგნი – „ისრაელის სულიერი მნიშვნელობა“, რაბი დევიდ ბარონი

წიგნი- „ღმერთის ცუნამი“ პიტერ ცუხარიმა .