რჯული და მადლი პირველი ნაწილი

tizparancsolat-kotablai

 

{იოან.1:17}

ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა რჯულზე და მადლზე რაღაც და დღევანდელი მცდელობა ეს არის ოდნავ შეხება მართლაც ამ არაერთგვარ თემასთან.  რჯული, მადლი,  თითქოს ორი სხვადსხვა თემა, ორი სხვადსხვა მხარეა, თითქოს ორი სხვადსხვა პოლუსია. რჯული თითქოს წარსულია ხოლო მადლი აწმყოა.

მოდით,  ერთად შევეცადოთ გავარკვიოთ,  რამდენად შესაბაამება ეს მოსაზრებები სიმართლეს, შესაძლებელია თუ არა ეს ორი  გაგება ჰარმონიაში მოვიდეს ?

ჩვეულებრივ როდესაც  გვესმის სიტყვა რჯული, ჩვენს წარმოსახვაში წარმოიქმნება სურათი,  რომ ეს არის ის რაც თავისუფლებას ზღუდავს, ან წესრიგი და დასჯა.

მაგრამ სანამ უშუალოდ თემის განხილვაზე გადავალთ, მინდა მცირე ისტორიული პასაჟი გავიხსენო,  რომელიც მოხდა რამდენიმე ათწლეულების უკან. ერთერთმა პიროვნებამ  ასეთი რამ  წარმოთქვა :  „ჩვენ ვიბრძვით  ყველაზე ძველ წყევლასთან, რომელიც კაცობრიობამ იტვირთა, ჩვენ ვბრძოლობთ ეგრედ  წოდებულ ათ მცნებასთან, ჩვენ უნდა გავანადგუროთ ათი მცნება“,  როგორ ფიქრობთ ვისი სიტყვებია ეს ?

ეს სიტყვები ეკუთვნის ადოლფ ჰიტლერს,  როდესაც ესაუბრებოდა ჰერმან რაუხნიგს მან დაამატა, რომ მისი ცხოვრების მიზანი იყო ებრაელი ერის ღმერთის დამარცხება და მისი ათი მცნების განადგურება. საიდან აიღო ჰიტლერმა ეს აზრები ?

შეიძლება  ეს ბევრისთის შოკის მომგვრელი იყოს,  მაგრამ როდესაც  ებრაელების პირველი დარბევა მოხდა  გერმანიაში  „ბროლის ღამეს“ ფაშისტური იდეოლოგიის იუნკერებმა  თქვეს:  ჩვენ ებრაელების დარბევით აღვნიშნეთ მარტინ ლუთერის დაბადების დღე, მარტინ ლუთერი – ეს იყო ვინც პროტესტანტობას სული ჩაუდგა, ძალიან ბევრმა არ იცის, თუმცა ამაზე წერენ თეოლოგებიც და ისტორიკოსებიც რომ სიცოცხლის ბოლოს,  მარტინ ლუთერი ძალიან განაწყენდა ებრაელი ხალხის მიმართ, რადგანაც ებრაელმა ხალხმა არ მიღო მისი ხედვები,   რომ გადარჩენა მხოლოდ რწმენითაა საქმების გარეშე !   თუმცა იაკობი გვეუბნება რომ რწმენა საქმების გარეშე მკვდარია  და აქ ჩვენ ვხედავთ,  რომ არსებობს რაღაც ჰარმონია. გაბრაზებულმა ლუთერმა დაწერა წიგნი ებრაელებზე და მათ ცდომილებებზე, რომელშიც არის დარიგება გერმანელი მმართველი ხალხისათვის,  თუ როგორ უნდა მოექცნენ ებრაელებს, მოვიყვან რამდენიმე ციტატას მისი ამ სატანური ნაშრომიდან: პირველ რიგში დაწვით მათი სინაგოგები და სკოლები… მეორე, მე გირჩევთ, რომ მიწასთან გაასწოროთ მათი სახლები… ამის მაგივრად მათ შეუძლიათ იცხოვრონ ან სარდაფებში ან კარვებში, როგორც ბოშებს… მესამე, გირჩევთ რომ მათი ლოცვის წიგნები და თალმუდი, რომელიც ასწავლის კერპთაყვანისმცემლობას, სიცრუეს, წყევლას და ღვთისგმობას, წაართვათ მათ. მეოთხე, გირჩევთ რომ მათ რაბინებს აუკრძალოთ ყოველგვარი სწავლებები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვის შიშით.”

ამ მომაკვდინებელ სიტყვებს ხორცი შეასხა ჰიტლერმა, და მისმა იუნკერებმა 1938 წლის  9 ნოემბრის ღამიდან დაწყებული რომელიც ცნობილია „ბროლის ღამე“, როდესაც ნაცისტი ოფიცრის რეინხარდ ჰაიდრიხის თანახმად: “815 (ებრაული) მაღაზია იქნა დანგრეული, 171 სახლი დაინგრა და გადაიწვა, 119 სინაგოგა გადაიწვა და კიდევ 76 მთლიანად დაინგრა… დაკავებულ იქნა  20 ათასი ებრაელი, მოკლული  36 ებრაელი  და ამდენივე სერიოზულად დაჭრილები.”

ნიუნბერგის პროცესზე ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტმა,  ოულის შტრეიხელმა წარმოთქვა: „ჩვენ ებრაელებზე იმაზე მეტი ცუდი არ გაგვიკეთებია რაც ლუთერმა თქვა“

ჩვენ არ ვუფიქრდებით საიდან მოუვიდა ეს აზრები მას,  როდესაც ვიცით რომ პირველი მოციქულები ებრაელები იყვნენ და საერთოდ იერუსალიმის პირველი დედა ეკლესია მთლიანად ებრაელებისაგან შედგებოდა,  სანამ იერუსალიმი არ დაინგრა და ებრაელები განდევნილები არ იყვნენ, ამ დროს უკვე მწყემსები და და ეპისკოპოსები წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანები იყვნენ. 144 წელს ჩვენი წელთ აღრიცხვით იყო ვინმე მარკიონე მდიდარი ნავსადგურის მფლობელი. იგი წარსდგა პრესვიტერების წინაშე რათა წარედგინა თავის ახალი სწავლება, მან თავის რწმენის დასამტკიცებლად უზარმაზარი თანხა გადასცა ეკლესიას,  ის მართლაც დაფასებული ადამიანი იყო ქრისტიანულ სამყაროში,  რაში მდგომარეობდა მისი ახალი სწავლების არსი ?  ის ამტკიცებდა რომ ორი ღმერთია,  ერთი არის სასტიკი და დაუნდობელი ღმერთი, რომელიც არის ძველი აღთქმის ღმერთი და არის მოსიყვარულე ღმერთიც,  რომელიც არის ქრისტეს მამა. ის ამტკიცებდა რომ სწორედ ამაზე ქადაგებდა პავლეც, მარკიონე ასწავლიდა რომ არსებობს მატერიალური სამაყაროს შემქმნელი ღმერთი,  რომელიც არის სასსტიკი და არსებობს ღმერთი იესოს მამა რომელსაც შეეცოდა ხალხი და ამიტომაც გამოგზავნა თავისი ძე. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ადამიანი ასეთ დასკვნამდე მისულიყო? მას არ ესმოდა რჯულის და მადლის სწავლება და თვდაყირა დააყენა პავლეს სწავლება. საბედნიეროდ ეკლესიის პრესვიტერებმა, როდესაც მოისმინეს ერთხმად დაგმეს მარკიონეს სწავლება და განკვეთეს ევქარისტული კავშირიდან, და ის ფული რომელიც მან შესწირა უკან დაუბრუნეს. მაგრამ ამის შემდეგ მარკიონე წავიდა თავის გზით და ჩამოყალიბა თავისი ეკლესია, რომელიც იზრდებოდა მთელს ხმელთაშუაზღვისკენ. ეს ეკლესიები წარმოიშვა რომში, ეგვიპტეში, სირიაში, პალესტინაშიც, ისტორიული მტკიცებულებებით ეს ეკლესიები შუასაუკუნეებამდეც კი არსებობდნენ. ამ  სწავლებების ნამსხვრებმა დღეს შემოაღწია ეკლესიაშიც. დღეს შეხვდებით მართამდიდებლობაში ისეთ ხალხს, რომლებიც იფიცებენ რომ ღრმად სწამთ იესო ქრისტე და ძველი აღთქმის სასტიკ ღმერთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩემს ცხოვრებაში შემხვედრია ისეთი პროტესტანტებიც,  რომლებიც ძველ აღთქმას არ კითხულობენ იმ მოტივით,  რომ იქ რაც წერია წარსულს ჩაბარდა. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვსაუბრობთ ღვთის მეტყველებზე, თეოლოგებზე, ჩვენ ვსაუბრობთ უბრალო მრევლზე, რომლებსაც ქვეცნობიერება დამახინჯებული აქვთ მარკიონეს დემონური სწავლებისაგან.

მე  ეს წინასწარსიტყვაობა გავაკეთე,  რათა ჩვენს ძვირფას მკითხველს ესმოდეს,  რომ არც ისე ადვილადაა საქმე როგორც გვეგონა, ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში და ახლა უფრო მეტი საშულებები არსებობს გამოვიკვლიოთ,  მოვიძიოთ  ჭეშმარიტება. როდესაც წარვსდგებით გამჩენთან თავს ვეღარ გავიმართლებთ – მე ასე მასწავლეს, მე ასე მესმოდა, ჩემი ეკლესია ასე ასწავლიდა და ასე შემდეგ. მახსენდება ერთი გამოჩენილი მოღვაწის სიტყვები რომელმაც თქვა: „რეფორმაციას მაშინ აქვს აზრი თუ ის მუდმივი პროცესია“, ის არ გულისხმობდა ქაღალდზე ან წიგნებში დაწერილ რეფორმაციას, ის გულისხმობდა ჩვენს გულებში მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მუდამ უნდა მიდიოდეს. სწორედ რომ დღეს არის ის დრო როდესაც ქრისტე აბრუნებს თავის საპატარძლოს თავის ჭეშმარიტ სიტყვსათან,  რადგანაც თავად ქრისტეა ჭეშმარიტი სიტყვა. და ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს,  ამისთვის მუშაობს რადიო, ტელევიზია,  ინტერნეტიც, რათა ეკლესია დააბრუნოს ჭეშმარიტების გზაზე.

სწორედ აქედან მინდა დავიწყო დღეს საუბარი რჯულზე, და სწორედ რომ რჯული არის ის ჭეშმარიტი ქრისტეს სიტყვა.

ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ ყველაზე დიდ თავს,  ტექსტს,  რომელიც უფლის რჯულზეა მიძღვნილი.  ეს არის 118 ფსალმუნი, რომელიც არის ერთგვარი საგალობელი გამჩენის თორის ( რჯულის)  მიმართ. ფს. 118:1
ნეტარ
არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.

ნეტარ არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.

ნეტარ არიან მისი მცნებების შემნახველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.

ურჯულოებას არ სჩადიან, მისი გზით დადიან;

ფს.118;96  ყოველგვარი სრულყოფილების დასასრული მინახავს; შენი მცნებანი კი ვრცელია, უსაზღვრო

118 ფსალმუნი იწყება ნეტარების განცხადებით, ის რაც ბედნიერებაა თანამედროვე ენით რომ თქვათ, ყურადღება მიაქციათ ტერმინ  ნეტარებას, ანუ ბედნიერებას იყენებს აგრეთვე იესო ქრისტეც თავის წარმოთქმულ ქადაგებაში როდესაც ცხრა ნეტარებაზე გვესაუბრება.

მცნებები ფართოა,  რაზეც შეიძლება დაგვაფიქროს გამჩენმა.  დავით მეფსალმუნე უფლის მცნებებში საზღვარს ვერ ხედავდა იმდენად ღრმა და უსაზღვროა გამჩენის მცნებები.

მეორე ფსალმუნი 170 მუხლით ნაკლებია, მაგრამ ისიც გადმოგვცემს უდიდეს აზრს.

ფს.1 :1-2 ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს.

ბედნიერება აქვთ მათ ვინც იცის რჯული, ცხოვრობს მცნებების დაცვით, თავის ნებას წარმართავს რჯულის შესწავლაში და მასზე ფიქრში,  აქედან გამომდინარეობს მისი კურთხევა და ბედნიერება.

და რატომა ასეთი სიხარული რჯულში ?

ჩვენ ხომ არ ვასხამთ ქებას და არ ვუმღერით სისხლის სამართლის კოდექს? რატომ იყო რომ ადამიანები ასე სიხარულით უმღეროდენ უფლის თორას (რჯულს) ? რატომაა რომ ყველაზე დიდი თავი ბიბლიაში მიეძღვნა რჯულს? რატომ უხარია მეფსალმუნეს ? იმიტომ რომ უფლის რჯული მისთვის არის  უფლის გამოცხადება თუ როგორ შეგვქმნა გამჩენმა, ეს არის საიდუმლო ბედნიერი ცხოვრებისა, ეს არის პასუხი რასაც ბიბლია უწოდებს ბედნიერებას. რჯულის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება თანამედროვე ეკლესიების დამოკიდებულებასთან.

მაშ რა არის რჯული ?

რაც მოხდა სინაის მთაზე ამას ჰქვია თორის -(რჯული) გადაცემა! როდესაც მე ვეკითხები ხალხს რა არის რჯული, ხშირ შემთხვევაში ისინი პასუხობენ ეს არის კანონი და რა თქმა უნდა ისინი მართლებიც არიან, მაგარმ ისინი ისეთი მართლები არიან როგორც ადამიანი,  რომელიც ამბობს ყურძნის წვენით სავსე ჭიქაზე, რომ ეს არის სითხე! რჯულის მცნება უფრო ფართოა ვიდრე მარტო კანონი! თორა – რჯული ეს არაა უბრალოდ კანონი, არამედ პირველ რიგში ეს არის სწავლება! თვით ივრითულ სიტყვა თორაში არის დამალული ღრმა აზრი: „ორ“- ეს არის სინათლე ანუ სწავლება სინათლის შესახებ და აგრეთვე სიტყვა „გორაა“ – შეგონება, მითითება. ამიტომ  სიტყვა თორა გადმოგვცემს სწავლებას  რომელშიც არის აგრეთვე მცნებებიც, შეგონებები, დარიგებები, დადგენილებები, წესები და კანონებიც.

ახალი აღთქმის წიგნებში რომელიც ბერძნულად დაიწერა თითქმის ყველგან სადაც სიტყვა თორა -(რჯული) წერია, ის ყოველთვის ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „ნომოს“ – კანონი – რჯული,  სწორედ ეს თარგმანი იძლევა ასეთ მარტო ერთ მხრივ და შეზღუდულ გაგებას. სწორედ აი აქ არის შეზღუდული ბერძნული ენა,  რომელსაც არ შეუძლია გადმოგვცეს მთელი სიღრმე აზრისა, რომელსაც ებრაული სიტყვა თორა გადმოგვცემს. ( ქართულშიც ვეძებე შესატყვისი სიტყვა რომელსაც შეუძლია გადმოგვცეს სიტყვა თორის მთელი სისვსე მაგრამ ვერ ვიპოვე, თუ თქვენ იპოვით გამომიგზავნეთ მადლობელი დაგრჩებით )

ახლა როდესაც ჩვენ გავიგეთ ეს ინფორმაცია თორის შესახებ, ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იეშუას ცნობილ სიტყვებს,  რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ არასწორად იყო გაგებული და გადაცემულიც: { მათ. 5:17}  არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.

სინამდვილეში რას ნიშნავს იეშუას ეს სიტყვები? ხშირად ეს სიტყვები ასე ესმით,  რომ იეშუა აქ რჯულის თავის პირადულ  შესრულებაზე ამბობს, მან რჯული ჩვენს მაგივრად შეასრულა და ამიტომაც ჩვენ თავისუფალი ვართ მის შესრულებისაგან. რათქმა უნდა იეშუა ერთგული იყო რჯულისა! მას არასდროს დაურღვევია რჯული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნებოდა უწმინდური, ქრისტეს მისია სწორედ რომ რჯულის სინათლეზე მოწმდება, მისი მოწაფეების მისია მოწმდება თვით იეშუას სწავლების სინათლეზე. ბერძნული სიტყვა „კატალუო“ – დარღვევა,  გაუქმება   აღიქმებოდა მაშინდელ დროს და ახლაც: არ დაიცვა, განკარგულების დარღვევა, და ცოდვად.

სხვა სიტყვებით რომ თქვათ, იეშუას აზრადაც კი არ მოსვლია მცნებები და რჯულის არ დაცვა და მათი არ შესრულება, თუმცა ბევრი თითქოსდა  ბრალს დებდა მას რომ ის არღვევს მცნებებს, მაგრამ მას არასოდეს არ დაურღვევია რჯული!  ის მხოლოდ  არ ასრულებდა იმ მითითებებს და განკარგულებებს რომელებიც თორის – რჯულის არსს არ გადმოცემდენ.  იეშუას ამ სიტყვებს უფრო მეტი სიღრმე აქვს,  ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  სიტყვა „აღსასრულებლად“ ბერძნულად – პლეროსაი ბუკვალურად ნიშნავს „შევსებას“ ის არ მოსულა გასაუქმებლად, დასანგრევად, არამედ ის მოვიდა რათა პლეროსაი – შეავსოს გახადოს სავსე თორის რჯულის მნიშვნელობა და მისი ეთიკური მოთხოვნილებანი.

ამრიგად ის მოვიდა რათა სრულყოფამდე მიიყვანოს თორის და წინასწარმეტყველებების გაგება. როდესაც პირველი საუკუნის რაბინები ამბობდენ დარღვევას რჯულთან მიმართებაში,  მათ მხედველობაში ჰქონდათ მცნებების არასწორი განმარტება. ხოლო როდესაც ამბობდნენ მცნების სწორად დაცვაზე, ისინი გულისხმობდნენ მცნებების სწორად განმარტებას.

ასეთი განმარტებით იეშუას სიტყვები კიდევ უფრო ნათელი ხდება. აი იეშუას სიტყვები მათთვის,  ვინც კარგად იცის მაშინდელი რელიგიური ტერმინოლოგია. „ნუ ჰგონიათ რომ მცნებების დასამახინჯებლად, თორის – რჯულის და წინასწარმეტყველების არასწორი განმარტებისათვის მოვედი, რჯულის დასამახინჯლებლად კი არა არამედ რჯულს,  წინასწარმეტყველებებს მივცე ჭეშმარიტი განმარტება, ამისთვის მოვედი“ .  თუ კი გავაგრძელებთ კითხვას ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდებით,  რომ იეშუას დამოკიდებულება რჯულის მიმართ არა თუ მარტო დადებითია, არამედ ის ახალისებს რჯულის მცნებების შესრულებას.

როდის გადაიქცა თორა (რჯული) კანონად ?

ეს მოხდა როდესაც  ეგვიპტის მეფემ ფტოლომეიმ  გადაწყვიტა,  თავის ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ჰქონოდა თორის ბერძნული თარგმანი, ბერძნულ ენაში ძალიან ძნელია გადმოსცე თორის არსი ისე, როგორც ამას გადმოგვცემს ებრაული ენა, სამწუხაროდ ვერც ქართული სიტყვა რჯული ვერ გადმოგვცემს მთავარ არსს, მაგრამ ბერძნულის განმარტებას მაინც სჯობს. აი როგორ განმარტებას მივაგენი ქართულ ვიკიპედიაში: სჯულირჯული, შჯული (სამართლისისტორია) — კანონი, წესი და ჩვეულება, სამართალი ძველ საქართველოში. ტერმინი „სჯული“ წარმოდგა „სჯა“ ზმნისაგან (სულხან-საბაორბელიანის განმარტებით, „სჯა“ არის „სამართალი“) და თავდაპირველად ნაბჭობს, გადაწყვეტილს ნიშნავდა. განასხვავებდნენ „ბუნებითსჯულის“ (იგი ადამიანთა თანდაყოლილად და მცნებით შთაგონებულად მიიჩნეოდა), „საწერილ სჯულს“ ანუ კანონმდებლობას („სჯულიწიგნისაჲ“), „უწერელ სჯულს“ (ჩვეულებითი სამართალი) და „სამოქალაქოთა სჯულს“. „სჯული“ უმეტესწილად საეკლესიო კანონ-წესების მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ დარგის ნორმათა კრებულს სჯულისკანონი, სამართალმცოდნესკი მერჩულე ეწოდებოდა.

როდესაც ვერ მოიძებნა თორის შესატყვისი სიტყვა ბერძნულში, მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება მიახლოვებული სიტყვით გადმოეცათ ეს სიტყვა არის „ნომოს“-კანონი-რჯული.

ახალი აღთქმის წიგნებში რომელიც ბერძნულად დაიწერა,  თითქმის ყველგან სადაც სიტყვა თორა – წერია (ქართულში რჯული) ის ყოველთვის ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ნომოს – კანონი – რჯული, სწორედ ეს თარგმანი იძლევა ასეთ, მარტო ერთმხრივად შეზღუდულ გაგებას. სწორედ აი აქ არის შეზღუდული ბერძნული ენა, რომელსაც არ შეუძლია გადმოგვცეს მთელი სიღრმე აზრისა, რომელსაც ებრაული სიტყვა თორა გადმოგვცემს.  ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ რაც  იესომ განაცხადა,  რომ ის მოვიდა რათა რჯული შეევსო, მსგავს იდეას გადმოგვცემს პავლე მოციქული{რომ.10:4} ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.

სამწუხაროდ სიტყვა დასასრული არსწორი თარგმანია, რადგანაც ორიგინალში წერია სიტყვა „ტელოს“ რაც ნიშნავს მიზანს,  აბა ნახეთ ახლა როგორ გამოდის ეს მუხლი როდესაც ჩავსვამთ სწორად მის განმარტებას {რომ.10:4} ვინაიდან ქრისტეა რჯულის ტელოს – მიზანი  ყოველი მორწმუნის გასამართლებლად  სულ სხვა აზრია არა ? ამ ინფორმაციის გადასმოწმებლად შეგიძლიათ მიმართოთ პავლე მოციქულს რომელიც სიტყვა „ტელოს“ თავის სხვა ეპისტოლეში იყენებს {1ტიმ.1:5}

ხოლო მცნების  ტელოს – მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,

ეს ნიშნავს რომ იესოს სწავლება ამყარებს და განმარტავს რჯულს,  ანუ სრულს ხდის თორას, ისე როგორც მშენებლობის დასრულებას, და არა მის დანგრევას. როდესაც სახლი დასრულებულია მას ხომ აღარ ანგრევენ? აი ზუსტად ასეთი აზრით უნდა შევხედოთ ჩვენ რჯულს. რადგანაც თუ რჯული გაუქმდა,  მაშინ სამყაროც გაუქმებულა. ძალიან კარგად გადმოგცემს რჯულის არს 18 ფს.
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღედ ღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას. მთელ დედამიწას გასდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მათში დაუდგა მზეს კარავი.

გადსაცემს -ქადაგებს, ხსნის ცოდნას, აქ არის საუბარი სამყაროზე, რომელიც რაღაც განცხადებას გვამცნობს რასაც 7 მუხლში ვხედავ: რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს. მართებულია უფლის ბრძანებანი,  გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის.

მთელი ქმნილება აცახდებს რჯულის სრულყოფილებაზე და სამყარო არის ამის მაუწყებელი. ნახეთ როგორ მთავრდება – დიდია საზღაური მათი დაცვისთვის. სამწუხაროდ ქართულის არცეთი თარგამანი არ გადმოგვცემს იმ ებრაულ არსს რაც აქ იგულისხმება, ებრაულად ეს ასეა: גַּמ־עַבְדְּךָנִזְהָרבָּהֶםבְּשָׁמְרָםעֵקֶברָב- გამ ავდეხა ნიზ-არ ბაემ, ბეშომრა ეკევ რავ – რაც ითარგმნება შენი მსახური მას უფრთხილდება როგორც დიდი საზღაური. ხოლო არამეული თარგუმი გადმოგვცემს: დიდი საზღაურია შენი მონისათვის მათი დაცვა , ანუ რჯულის დაცვა ეს უკვე საზღაურია და არა რჯულის დაცვისათისაა საზღაური.  ამიტომ არის ებრაული ანდაზა, მცნების შესრულებისათვის თავად მცნებებია საზღაური, ხედავთ რამხელა განსხავება ორიგინალსაც და ნათარგმნს შორის ?

მეორე ტექსტი რომელსაც ჩვენთვის ღრმა სულიერი მნიშვნელობა აქვს ეს არის მათ.24:12 და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.

ამ მუხლში იესო ამბობს ბოლო ჟამზე, ბუკვალურად საუბარია იმაზე,  რომ ბოლო დროს ურჯულოების მომატების ფონზე,  გაუნელდება ხალხს სიყვარული და ეს იქნება  იმდროინდელ მსოფლიოსთვის როგორც ნორმა. ჩვენს ყურადღებას იპყრობს ბერძნული სიტყვა ანომია – ურჯულება . ურჯულოება რომელზეც აქ არის საუბარი,    შეიძლება აღთქმული და გაგებული იყოს მხოლოდ  და მხოლოდ ებრაულ ბიბლიურ კონტექსტში. როდესაც იესო ამბობდა რჯულზე, მას მხოლოდ თორა ჰქონდა მხედველობაში. ბევრ ხალხს გაუნელდება სიყვარული სწორედ თორასთან განშორების გამო, ურჯულოება ეს არის ცხოვრება ღმერთის მცნებების უგულებელყოფა.  ქვეყნიერება თანდათანობით განშორდება ღმერთის სტანდარტებს რომელიც გადმოცემულია ათ მცნებაში. ჩვენ ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ დღევანდელ ქვეყნიერებაზე, სადაც უკვე ნორმად ითვლება ამორალური ცხოვრების წესი,  უფრო მეტიც,  არის ეკლესეიები რომლებიც აკანონებენ ამოარლურ მოთხოვნებს.

ძალიან ბევრს სამწუხაროდ ჰგონია,  რომ იესომ ათი მცნება ორ მცებამდე დაიყვანა. მოდით შევამოწმოთ, რამდენად  შესაბამება სიმართლეს.  მე მოვიყვან სახარებიდან ორ ადგილს: {მათ.22:35-40} ”ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:

“მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”

უპასუხა: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

ესარის პირველი და უდიდესი მცნება.

და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასიშენი, ვითარცათავიშენი.

ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.

{ლუკ.10:25-28} აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“

მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“

უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე  მოიქეცი და იცოცხლებ.“

რაზე მიდის აქ საუბარი?

ათი მცნება დაწერილი იყო ორი ფირუზის ქვის დაფაზე, როგორც ხელის თითებზე, თითო ხელზე ხუთ-ხუთი.

პირველ ქვის დაფაზე იყო სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავდა გამჩენის და ადამიანის ურთიერთობებს!  ხოლო მეორე დაფაზე იყო ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. როდესაც მწიგნობრებმა ჰკითხეს იეშუას რომელი მცნებაა დიდი რჯულში, იეშუამ მიუთითა ათი მცნების ორი ქვის დაფაზე  – ღმერთისადმი სიყვარული და მოყვასისადმი სიყვარული.

და დაამატა რომ ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველები. ეს იმას ნიშნავს,  რომ მთელი  რჯული და წინასწარმეტყველები  ქვემოდან ჩამოკიდებულია ამ ორ მცნებაზე.  უფრო  სხვანაირად რომ ვთქვათ,  ამ ორი მცნებიდან გამომდინარეობს დანარჩენი მცნებები და წინასწარმეტყველები. ხოლო თუ ბუკვალურად მივუდგებით,   ეს ორი მცნება ათი მცნების შემოკლებული ფორმულაა .

და მთელი მოსეს რჯული, წინასწარმეტყველები გამომდინარეობს ამ ორი  ქვის დაფიდან, რომელზეც გადმოცემულია ათი მცნება. მთლიანობაში მოსეს ხუთ წიგნეულში არის გადმოცემული 613 მცნება,  აქედან 365 არის ამკრძალავი, ხოლო 248 მოგვიწოდებს მოქმედებისაკენ. ათ მცნება სწორედ რომ 613 ასოსგან შედგება,  ამაში არის ადამიანის მთელი არსი,  რადგანაც  ადამიანიც 613 ორგანოსაგან შედგება. მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ 613 მცნება არი იყო განკუთვნილი ყველა ებრაელისათვის შესასრულებლად,  მაგალითად ჩვეულებრივი იუდეველი ვერ შეასრულებდა იმ მცნებებს,  რომელიც იყო გაკუთვნილი მვდლებისათვის ან მეფებისათვის,  ასევე მამაკაციც ვერ შეასრულებდა ქალების განკუთვნილ მცნებებს. ადამიანს რომელსაც არ ჰყავდა მონები ვერანიარად ვერ დიაცვდა რჯულის იმ მცნებებს,  რომელიც არეგულირებდა ამ საკითხს. ამგვარად როდესაც ვამბობთ იესომ მთელი რჯული შეასრულა –  არ არის მართალი! რადგანაც თვით იესოც კი ვერ შეძლებდა ქალის მცნებების დაცვას. მორწმუნეებს რომელებსაც სწმადათ ერთი ღმერთი,  ისინი ასრულებდენ იმ მცნებებს რომლებიც მათ ეხებოდათ. მცნებებს დამსახურება უნდა,  რადგანაც მცნებები ანუ მიცვა ეს არის კავშირი ღმერთთან ( იხ. ათი მცნების შესავალ სიტყვაში) მცნებების მეშვეობით გამჩენი გადმოგვცემს თავის სურვილს და ჩვენ,  როდესაც რწმენით ვასრულებთ მათ,  ვხდებით მოკავშირეები ღმერთისა.

აი ამით ვასრულებთ პირველი ნაწილის განხილვას. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რამხელა გამოვა რადგანაც ეს მართლაც დიდ შრომასთან და ზღვა ინფორმაციულ წყაროებთან არის დაკავშირებული, რომლის მოძებნასაც ხანდახნ თვებს ვანდომებ, რომ აღარაფერი არ ვთქვა მათ დამუშავებაზე. ამიტომ გთხოვთ უბრალოდ ილოცეთ ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის,  რათა მქონდეს მეტი დრო და საშუალება გადმოვცე ის, რასაც  გადმოსცემს წმიდა წერილი სინამდვილეში.  გაგრძელება იქნება.

ავტორი –  გიორგი ჯიჯიეშვილი.