ათი მცნება მეორე ნაწილი

 

62027703_2215853225116743_3801402272957595648_n

 

ვაგრძელებთ ათი მცნების შესავლის განხილვას.  სანამ უშუალოდ თითოეულ მცნების განხილვას შევუდგებით, ნება მიმობეძეთ  კიდევ ერთხელ შეგახსენოთ  და დაგაფიქროთ,  თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ათ მცნებას ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში.

ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ,  რომ თორა ( რჯული ) ეს არის „სინათლის სწავლება“ , რომელიც მოიცავს მითითებებს, მცნებებს, სწავლებებს, კანონებს და დადგენილებებს.

ის იყო ბოძებული რათა ჰარმონია ყოფილიყო ადამიანის შინაგან სამყაროსთან,  ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისათვის. ათი მცნება ეს არის ძირითადი ფესვი ყველა კანონებისა და მცნებებისა.  რატომ ? იმიტომ რომ მათში დამალულია 1) ურთიერთობა ღმერთან.  2) ურთიერთობა მოყვასთან. მასში დამალულია მეთოდიკა პიროვნების განვითარების. ღმერთან მისასვლელი გზა იწყება ფიქრით, შემდეგ ის გადადის გრძნობებში (ემოციებში),  რომელიც უნდა გადავიდეს სიტყვებში, საუბრებში და შემდეგ ის გადადის ქმედებებში, მისი მცნებების დაცვასა და შესრულებაში .

ასევე მოყვასთან მიმართებაშიც,  ქმედებებიდან უნდა გადავიდეს საუბრებში და გრძნობებში, ხოლო ეს ყველაფერი იწყება საქციელით, ხოლო საქციელს განაპირობებს ჩვენი ფიქრები.  ამიტომაც უნდა ვაკონტროლოთ  ჩვენი ფიქრები.

მაშ ასე, მცნებების შემეცნებით ადამიანი სწავლობს თავის სურვილების კონტროლს, რათა წარმართოს თავისი სურვილები სწორი მიმართულებით. {იერ.31:33}“რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს თორას (რჯულს)და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;

ახალი აღთქმის მიხედვით, თორა (რჯული) იწერება გულზე, ანუ ის ხდება აუცილებელი ნაწილი ჩვენი შინაგანი ცხოვრებისა. სწორედ ამ დროს ხდება, რომ სიყვარული ღმერთისადმი და მოყვასის მიმართ ავსებს ადამიანს, და ადამიანიც სიხარულით მიყვება თორას (რჯულს), არ ეურჩება მას, არამედ მას უკვე მადლის ძალით შესწევს უნარი მისი შესრულების. თვითონვე თავის გულს სურს მისი შესრულება.{რომ. 8:3-4} ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით და უძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;

„მცნებების შესრულება ეს არის სიყვარულის აღსრულება რომელიც ავსებს ზეციდან შობილ ადამიანს „

სიყვარული არის თორის (რჯულის)  შესრულება, შესაბამისად თორის  შესრულება ეს არის სიყვარული. მაგალითად,  ცოლ-ქმარს უყვართ ერთმანეთი და როგორ ავლენენ ამ სიყვარულს ერთმანეთან? რა თქმა უნდა ერთმანეთზე ზრუნვით, სწორედ მათი მზრუნველობა ერთმანეთის მიმართ ამტკიცებს მათ სიყვარულს,  ასევეა თორის შესრულება, ამტკიცებ  სიყვარულს ღმერთისადმი.!

ახლა ჩვენ შევეცდებით საბოლოდ გავიგოთ,  თუ რას ნიშნავს ივრითულ ორიგინალურ ენაზე სიტყვა მცნება, მცნებები

მცნება – მიცვა

მცნებები – მიცვოთ (მრავ. ფორმა)

შეგახსნებეთ,  რომ ებრაული სიტყვების მნიშვნელობა მრავალფეროვანია.

თვითონ სიტყვა მცნება – მიცვა მოდის ზმნა ცივახ – ისგან, რაც ნიშნავს ბრძანებას, განკარგულებას, დაბარებას.  მაგრამ  მიცვა ეტიმოლოგიურად ახლოსაა ებრაულ-არამეულ ზმნასთან – ცავათ,  რაც ნიშნავს მიერთებას, მიახლოვებას.

შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მოგვცა მცნებები, რომელიც მასთან გვაახლოვებს!  კიდევ ერთი არამეული სიტყვა რომელსაც საერთო ფესვი აქვთ მიცვა – მცნებასთან, ეს არის სიტყვა << ცავთა>>,  რაც ნიშნავს მარყუჟს, შეკვრას,  რაც ნიშნავს ერთად ყოფნას, ერთ  გუნდად  ყოფნას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას,  ვინც ასრულებს მცნებებს, ის ეკვრება ღმერთს, ეწებება მას.

მცნებების მეშვეობით,  ღმერთი გამოხატავს  თავის სურვილს  და როდესაც ადამიანს მითითებული აქვს ისურვოს ის, რაც ღმერთს სურს,  სწორედ მაშინ ისინი იწყებენ ერთად ყოფნას.  ამ დროს ერთდება მარყუჟი,  ეს ქმნის ერთობის ასპექტს ღმერთსა და ადამიანს შორის. ამიტომაც ამბობენ,  მცნების დაცვის ჯილდო იგივე მცნებაა. ჯილდო მიცვისთვის იგივე მიცვა.  შეურთემას ვინც იძლევა მცნებებს, ეს არის სწორედ ის უდიდესი ჯილდო.

მცნება,  ეს არ არის  შეზღუდვა, პირიქით, ეს არის პრივილეგია.  ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო იმის მიღება,  თუ რას ითხოვდა ბიბლია მისგან, მას ეგონა რომ მცნები მას ძალიან ზღუდავდნენ და ბოჭავდნენ ცხოვრებაში. მე ვკითხე მას,  აქვს თუ არა მას ავტომობილის  მართვის მოწმობა. მან მიპასუხა რომ აქვს.  შემდეგ მე ისევ ვკითხე,  თქვენ სწავლობდით გზაზე მოაძრაობის წესებს და წარმატებითაც ჩააბარეთ გამოცდები,  თქვენ ყველა საგზაო წესები გბოჭავდათ და გაღიზიანებდათ?

წითელ შუქზე არ შეიძლება სვლა,  როდესაც ფეხით გადასავლელ ადგილზე ადამიანს დაინახავ,  უნდა გაჩერდე და გაატარო ფეხით მოსიარულე, სანამ მოუხვევთ თქვენ შესაბამისი  ნიშანი უნდა ჩართოთ რომ უხვევთ, მოხვევამდე უნდა დაიკავოთ შესაბამისი სწორი ზოლი, შემდეგ უნდა გაჩერდეთ და სხვები უნდა გაატაროთ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ თქვათ, არც თავისუფლება და არც სიჩქარე. მას გაეღიმა მაგრამ აზრს მიხვდა.

დიახ,  ყველა ეს წესები შეიძლება მოგვეჩვენოს ტვირთად  რომელიც გვბოჭავს,  მაგრამ საბოლო ჯამში ადამიანი იღებს შესაძლებლობას არა მხოლოდ ავტომობილზე დაჯდეს, არამედ მშვიდობიანად მივიდეს დანიშნულ ადგილას.

მე არ ვიმართლებ თავს  მათით,  რომ ვიცავ წესებს და ვერც ჯილდოს ვერ მოვთხოვ სატრანსპორტო სამინისტროს იმის გამო,  რომ მე ვიცავ ავტომობილის მართვის წესებს,  მაგრამ სწორედ მათი დაცვა იცავს ჩემს სიცოცხლეს და სხვა ადაიმიანების სიცოცხლეს.

მე ვლოცულობ ჩვენთვის,  რათა მივიდეთ იმ დასკვანმდე  რომ ათი მცნება,  რომელიც ჩვენი ცხოვრების გზის მცნებებია,  სინამდვილეში გვაძლევენ ჭეშმარიტ თავისუფლებას.

ისინი გვეხმარება ჩვენ არ გადავიქცეთ ჩვენი სურვილების,  ვნებების მონებად, არ დავკარგოთ ძვირფასი დრო სისულელებში. ათი მცნება გვაძლევს კონცეტრირებას მთავარზე,  რათა ჩვენი სიცოცხლე გამოვიყენოთ  მაქსიმალურად, რათა არა გადავუხვიოთ  ჩვენი ცხოვრების გზის მაგისტრალიდან და არ შევიდეთ ჩიხში.

აი ამისთვის გაათავისუფლა ღმერთმა თავისი ერი ეგვიპტის მონობიდან, რათა ჩვენი ცხოვრება არ ყოფილიყო მონურად დაკნინებული,  არამედ კეთილგონიერი შთაგონებით ვემსახუროთ მას და მისი დიდება წარმოვაჩინოთ  ქვეყნიერებაზე. ასეთია სწორედ ათი მცნება.

 

ათი მცნება წარმოადგენს აღმატებულ წესებს ადამიანების მოქცევის,  პირველ რიგში ღმერთთან  მიმართებაში,  მეორე რიგში თვითონ ადამიანებს შორის. ის ღმერთმა გადმოგვცა კომპაქტურ ფორმაში.

მათ შეიძლება ვუწოდოთ:

  • რელიგიური ცხოვრების წესები
  • ღმერთის თაყვანისცემის წესები
  • ღმერთის პატივის მიგების წესები
  • შრომის და დასვენების გადანაწილების წესები
  • მშობლების პატივისცემის წესები
  • სიცოცხლის დაცვის წესები
  • საკუთარი თავის წმინდანად შენახვის წესები
  • საკუთრების დაცვის წესები
  • საკუთარი ენის დამორჩილების წესები
  • საკუთარი სურვილების კონტროლის წესები

რა აზრი დევს ამ ცნებების შესწავლაში, რატომ მოგვეცა ისინი ჩვენ ?

{რიც.15:40} რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას და წმიდები იყოთ თქვენი ღმერთისთვის.

მიზანი მცნებების არის გაწმინდოს,  ანუ გამოყოს პიროვნება,  დრო და გარემოც.

ღმერთის მცნებების დაცვა არ არის საფუძველი ჩვენი გამართლებისა, მაგრამ სწორედ მათი შერულება მოწმობს ჩვენს გამართლებაზე. და ბოლოს,  როდესაც მაშიახი დაბრუნდება და იქნება მილენიუმი,  სწორედ მისი მცნებების დამცველს ექნება უფლება,  ჭამოს სიცოცხლის ხიდან და სწორედ მათ გაეხსნებათ შესასვლელი ზეციურ იერუსალიმში {გამ.22:14}

ნეტარ არიან, რომლებიც იცავენ მისმ ცნებებს, რომ ჰქონდეთ ხელმწიფება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.

გაგრძელება იქნება !

ავტორი გიორგი ჯიჯიეშვილი