8 განსხვავება აღმსარებელ ეკლესიასა და ეკლესიას რომელიც კომპრომისებზე მიდის !

confessing-church1

ნაცისტური გერმანიის დროს წინა პლანზე წამოიწია  აღმსარებლური ეკლესიის მოძრაობა, რომელიც აუჯანყდა რეიხის ეკლესიას, სადაც ეს უკანასკნელი იყო ფაშისტური ნაციონალურ-სოციალისტური მოძრაობის მარჯვენა ხელი.

იმ პერიოდში (1933-დან 1945-მდე) გერმანიაში მყოფი 18,000 მწყემსიდან 5,000-ზე ცოტა ნაკლები ეთანხმებოდა აღმსარებლურ ეკლესიებს. ასეთი გზით, მხოლოდ მცირე ჯგუფი ემხრობოდა ბიბლიურ პოზიციას, ხოლო ეკლესიების ნახევარზე მეტი კომპრომისზე წავიდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლის გამო. სამწუხაროდ ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ კრიტიკულ მომენტებში მწყემსების დიდი პროცენტი და ასევე ქრისტაინების, ნებდება ზეწოლას და უფლებას აძლევს, რომ კულტურული ნორმები გახდეს მათი რწმენა, ქრისტიანობის ნაცვლად.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღესდღეობით იგივე ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ეკლესიებში და ასევე მათ საზღვრებს გარეთ. აჩქარებულია ასევე რელიგიური თავისუფლების ტემპიც და მალე მკვეთრად გაიყოფა აღმსარებლური ეკლესიები და ეკლესიები, რომლებიც კომპრომისებზე მიდიან. ეს გავს იმ შემთხვევას რაც მოხდა გერმანიაში. ეს გაყოფა არ იქნება დენომინაციებისადმი მიკუთვნებულობის, არამედ ბიბლიისადმი ერთგულების საფუძველზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო და უფრო მეტი მორწმუნე შორდება ბიბლიურ ღირებულებებსა და სტანდარტებს, რათა არ დაზარალდეს და არ დაკარგოს გავლენა საზოგადოებაში.

(იოანე 12:42-43)  უმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იესოს თანამედროვეთაგან ბევრს სწამდა იგი, მაგრამ არ აღიარებდნენ მას, რადგან მათ ხალხისგან უყვარდათ დიდების მიღება და არა ღმერთისგან.

შემდეგი პუნქტები არის ის რაც განასხვავებს ღმსარებელ ეკლესიებსა და ეკლესიებს, რომლებიც მიდიან კომპრომისებზე“, რომელიც გამოვლინდა მრავალი საუკუნის მანძილზე:

1. აღმსარებელ ეკლესიებში ქრისტე დგას კულტურაზე მაღლა, ხოლო კომპრომისზე წამსვლელი ეკლესიები ჯერ კულტურას აყენებენ წინ, ხოლო შემდეგ ქრისტეს. აღმსარებელ ეკლესიას სწამს, რომ იესო-არის ყველა ქმნილების უფალი. ამიტომ ის ცდილობს გამოავლინოს ქრისტე კულტურის ყველა სფეროში. ხოლო ეკლესია რომელიც კომპრომისზე მიდის, სწამს და ქადაგებს ქრისტეს, რომელიც ფორმირებულია როგორც კულტურა.

2. აღმსარებელ ეკლესია მჭიდროდ ეჭიდება ღმერთის სიტყვას მიუხედავად ოპოზიციისა. კომპრომისზე წამსვლელი ეკლესია კი ცვლის ღმერთის სიტყვას ოპოზიციის ზეგავლენით. სრულებით მოსალოდნელია, ამერიკაში მალე აიკრძალოს რამოდენიმე ბიბლიური მუხლის ქადაგება, რომლებიც ლაპარაკობს სიძვაზე. ამის გამო ბევრი შეცვლის საკუთარ თეოლოგიას, რომ შეეწყოს კულტურას, აღმსარებლური ეკლესიისგან განსხვავებით, რომლებიც გააგრძელებენ ღმერთის სიტყვის ქადაგებას, მიუხედავად მთავრობის მხრიდან ჯარიმებისა, დასჯისა, სასამართლო საჩივრებისა და დაპატიმრებისა.

3. აღმსარებლური ეკლესია ცათა სასუფეველს აყენებს ყველა კულტურაზე მაღლა, ხოლო ეკლესია რომელიც კომპრომისებზე მიდის საკუთარ ეთნიკურ ღირებულებებს აყენებს ცათა სასუფეველზე მაღლა. გერმანიის ეკლესია ნაცისტური მმართველობის დროს საკუთარ ნაციონალიზმსა და არიანულ მემკვიდრეობას აყენებდა ცათა სასუფეველზე მაღლა. ძალიან ბევრი მწყემსი დღესდღეობით ღმერთის სიტყვას უყურებს თავიანთი ეთნიკური და ნაციონალური პრიზმიდან, ვიდრე სწორი მიმართულებიდან. როცა ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ბიბლიური სწავლებების უარყოფას, მაშინ მალე მივხვდებით ჩვენ რომელი ეკლესია იყო აღმსარებლური და რომელი მიდიოდა კომპრომისზე.

4. აღმსარებლური ეკლესია თავისი ქადაგების მეთოდებს ცვლის. ის ეკლესია კი, რომელიც კომპრომისებზე მიდის, ცვლის გზავნილს რომელსაც იგი ქადაგებს. ეკლესია, რომელიც მიდის კომპრომისზე, რელევანტურობას აყენებს ბიბლიურ ერთგულებაზე მაღლა. ამიტომ ცვლის ის არა მხოლოდ ქადაგების მეთოდს, არამედ თვითონგზავნილსაც.

5. აღმსარებლური ეკლესია- ეს არის დარჩენილი უმცირესობათა ეკლესია სახელმწიფოში. ხოლო ეკლესია რომელიც მიდის კომპრომისებზე მას უნდა რომ იყოს თანამედრივე ლიბერალიზმის მიმდევარი ეკლესია სახელმწიფოში აღმსარებლური ეკლესია განიცდის მარტოობის დიდ პერიოდს და გარიყვას საკუთარი საზოგადოებისგან. ხოლო ის ეკლესია რომელიც მიდის კომპრომისებზე სურს რომ იყოს კულტურის უმრავლესობაში ვიდრე იცხოვროს ღმერთის კურთხევებსა და თანდასწრებაში.

6. აღმსარებლური ეკლესია სჯის მთავრობას. ხოლო კომპრომისზე წამსვლელი ეკლესიები ტაშს უკრავენ მას. იმ დროს როდესაც აღმსარებლური ეკლესიები იდევნება ჰუმანისტური მთავრობის მხრიდან, ეკლესია რომელიც კომპრომისზე მიდის, სამაგალითოები არიან დანარჩენებისთვის თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ეკლესიამ და მთავრობამ.

7. აღმსარებელური ეკლესია წინასწარმეტყველურად ეუბნება მთავრობას სიმართლეს. კომპრომისზე წამსვლელი ეკლესია კი მთავრობას გავლენის ქვეშ ექცევა. აღმსარებლურ ეკლესიას ესმის, რომ მისი არსებობის სხვადასხვა პერიოდებში ის ვერ შეაგროვებს ბევრ ახალ მორწმუნეს და ვერ გადაიტანს სოციალურ ტრანსფორმაციას. საუკეთესო შემთხვევაში  მას შეუძლია მხარი დაუჭიროს წინასწარმეტყველურ დამოწმებებს კულტურულ ელიტაში და მის გარშემო მყოფ საზოგადოებაში. იმის გამო, რომ კომპრომისზე წამსვლელი ნებივრობს ძალაუფლებით და პრესტიჟით, რომლითაც მას ასაჩუქრებს ელიტა. ის სულ ძალაუფლების ქვეშ არის და არ ეწინააღმდეგება.

8. აღმსარებლურ ეკლესიას სურს ღმერთის განდიდება. კომპრომისზე წამსვლელ ეკლესიას კი ხალხის განდიდება სურს. ბოლოს და ბოლოს, აზრი ამაში მდგომარეობს: ღმერთის განსადიდებლად ვცხოვრობთ თუ ადამიანების? თუ ძალიან მალე არაფერი არ შეიცვლება, ჩვენ შოკირებულები ვიქნებით მეგაეკლესიების, ცოტა უფრო პატარა ეკლესიების და პატარა ეკლესიების რაოდენობით, რომლებიც განუდგებიან ღმერთის სიტყვას მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეწყვიტონ არსებობა.

რაღაც მომენტში ჩვენ ყველას მოგვიწევს უმაღლესი გამოცდის გავლა, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს თუ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სიამოვნება, კომფორტი ან მატერიალური საგნები. ჭეშმარიტად, ჩვენ თუ ვაღიარებთ ქრისტეს ადამიანების წინაშე, მაშინ ის გვაღიარებს მამა ღმერთის წინაშე. მაგრამ თუ ჩვენ უარვყოფთ მას ხალხის წინაშე, მაშინ ის უარგვყოფს ზეციერი მამის წინაშე. (მათე 10:32-33)  ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

თარგმნა: სალომე  ჯებისაშვილმა.