ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის სიყვარული ყველა ადამიანს გადარჩენისკენ მიუძღვება. მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანი იღებს სხვა და სხვა გადაწყვეტილებებს . და აი ავიღოთ ადამიანი, რომელმაც ირწმუნა ღმერთი და მოინანია.
ამის მიზეზი მხოლოდ ერთია- მან გული გაუხსნა ღმერთის სიყვარულს, რომელიც გამუდმებით აკაკუნებდა მის გულში. მაგრამ როდესაც ადამიანმა გული გაუხსნა ამ სიყვარულს, როცა ეს მისთვის რეალური გახდა მაშინ მას უნდა ესმოდეს, რომ მომავალში ამ სიყვარულში გაზრდა! გაღრმავება, კურთხევების მიღება- მჭიდროდ არის დაკავშირებული ღმერთის მცნებების შესრულებაში. გესმით მეგობრებო? თვით პირველი ნაბიჯის გადადგმის დროს, გადარჩენსთვისაც კი მან გული უნდა გახსნას რწმენით და შემდეგ მოინანიოს. მან უნდა მოიხმოს ღმერთს. არის პარალელები ძველი აღთქმის მოვლენებთან. ამ შემთხვევაში მე მხედველობაში მაქვს მოვლენები რომლებიც ხდებოდა მანამ სანამ ღმერთი მიანიჭებდა სინაის აღთქმას თავის ერს სინაის მთაზე- მოვლენები ეგვიპტეში, როდესაც ფარაონმა ისეთ დონეზე მიიყვანა ებრაელები, რომ მათ გაიხსენეს რომ მათ ჰყავთ თავიანთი ღმერთი და არა მარტო ეგვიპტელების ღმერთები, რომლებიც მათზე ბატონობდნენ. და მათ მოუხმეს ღმერთს, რომ ღმერთს გაეხსენებინა და ეხსნა თავისი ერი. მათ არ შეუწყვიტავთ კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ღმერთმა მაინც უპასუხა მათ ლოცვას და დაიწყო მათი ეგვიპტიდან გამოყვანა, დაიწყო მომზადება და აღსრულება გამოსვლისა. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მოვინანიეთ და ეგვიპტელი ებრაელებისგან განსხვავებით ჩვენ ზეციდან ვიშვით და ახლა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. და რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ როგორც მორწმუნეები, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენზე თუ როგორ ვექცევით უსასყიდლოდ მოცემულ სიყვარულს და მადლს, როგორ ვიყენებთ მადლს. ვიყენებთ თუ არა მათ ღმერთის სიტყვის თანახმად, მადლის დანიშნულების მიხედვით თუ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი მოვალეობები ღმერთის წინაშე და თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ მადლს? სწორედ ეს განაპირობებს ღმერთის მოქმედებას ჩვენს ცხოვრებაში. და ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შეგვიყვარებს უფრო მეტად ღმერთი თუ არა. ეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული გაიზრდება ღმერთის გულში, უბრალოდ ამ სიყვარულის მოქმედება გაიზრდება უფრო მეტად. ღმერთის სიყვარულზე ლაპარაკით ჩვენ მივედით მისი მადლის პირდაპირ მნიშვნელობასთან. და დავინახეთ რომ მადლის მოქმედება პირდაპირ არის დაკავშირებული ღმერთის მცნებების შესრულებასთან. მაგრამ ჩვენ ხომ საქმეების გამო არ ვართ გადარჩენილები, არამედ მისი მადლით გადავრჩით. ამაზე ხომ ბევრი წერია წერილებში რომაელთა მიმართ, გალატელთა და ახალი აღთქმის ასევე სხვა ადგილებში. როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? ჩვენ ჩვენი ძალებით ვერ შევასრულებთ მცნებებს. და იეშუამ ეს ნათლად დაგვანახა. მაგრამ ღმერთმა მოგვცა ჩვენ მადლი და თუ ჩვენ ვიღებთ ღმერთის მადლს, ეს გვაძლევს ძალას რომ შევასრულოთ მისი მცნებები. ჩვენით ვერასდროს ვერ შევძლებთ ამ მცნებების შესრულებას. მადლი გვეძლევა სწორედ იმისთვის, რომ შევძლოთ ღმერთის სიტყვის, მისი მცნებების შესრულება. ჩვენი პირველი მომანიების ნაბიჯიც კი არ ყოფილა რაიმე “გარეგნული” მოქმედება, იმიტომ რომ ჩვენ ზეციდან ვიშვით არა ჩვენი რაღაც საქმეების ან დამსახურებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დავნებდით ღმერთს, მოვინანიეთ ჩვენი წარსულის ცოდვები, წარსული ცხოვრება. უბრალოდ დავნებდით ღმერთს- განა ეს რაიმე საქმეა? ნუთუ ეს მისი მცნებების შესრულებაა?
მაგრამ მითხარით რა კითხვა იყო ის, რომელზეც იეშუამ ჩვენ იუდეველ ძმებს უპასუხა ასე “ღმერთს თუ ირწმუნებთ, მეც მირწმუნებთ” ? თურმე პირველი საქმე, პირველი მცნება რომლის შესრულების დროსაც გავიგებთ მადლის მნიშვნელობას, არის ის რომ ვირწმუნოთ იეშუა, როგორც ღმერთის ძე, რომელმაც ცოდვებისგან გამოგვისყიდა. რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა, რადგანაც გწამდეს იეშუასი და მამა ღმერთის ეს ერთია, ეს პირველი საქმეა. რომელია მეორე საქმე? მონანიება. გაიხსენეთ როგორი კეთილი უწყებით გააგზავნა უფალმა მოწაფეები იუდეაში: “მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი”. მეორე საქმე ეს მონანიებაა. ასე რომ ეს მცნების შესრულებაა. , კი გარეგნულად ჩვენ არავითარია საქმე არ გაგვიკეთებია. მაგრამ ეს საქმე არის მთელი შინაგანის გადატრიალება. და ახალი აღთქმა აქცენტს სწორედ შინაგან საქმეებზე აკეთებს. თუმცა ძველ აღთქმაშიც იყო ლაპარაკი შინაგანზე, მაგრამ ეს თითქმის არაა მთავარი აქცენტი, ახალ აღთქმაში კი პირიქით თავიდან ბოლომდე სულის საქმეებზეა გამახვილებული ყურადღება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარეობს სხვა დანარჩენი, და ამის გარეშე ყველა გარეგნულ საქმეს მნიშვნელობა ეკარგება. ეს ერთ ერთი მთავარი განსხვავებაა ძველ და ახალ აღთქმაშ შორის. და ასევე ყველა ეს საქმე რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ-ღმერთის საქმეებია, მისი მცნებების შესრულებაა. შინაგანიდან გამომდინარეობს ადამიანის გარეგნული შემოტრიალება ღმერთთან. თქვენ გახსოვთ, რას ამბობდა იეშუა თავის მოწაფეებთან ბოლო საუბარში სანამ დააკავებდნენ და ჯვარს აცვამდნენ? ის ამბობდა: “აღარ გიწოდებთ მონებს, არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ”. მაგრამ იოანეს სახარებაში 15:14 ის ამბობს: “თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ… (უფრო ზუსტი თარგმანით- გააკეთებთ)… იმას, რასაც გაძლევთ მცნებად”. ისევ იგივე სიტუაცია.
თქვენ უკვე ჩემი მეგობრები ხართ, მაგრამ თქვენ მართლა გახდებით ჩემი მეგობრები, თუ გააკეთებთ იმას, რასაც მე მცნებად დაგიდებთ. ისევ იგივეა! იწყება სიყვარულით, იწყება მადლით, მაგრამნთუ ჩვენ სწორედ ვიგებთ და ვიღებთ იმას, რისთვისაც მოგვიწოდა ჩვენ ღმერთმა, რისთვის მოგვეცა მადლი, და შესაბამისადაც ვმოქმედებთ, მაშინ ჩვენ ვიზრდებით ღმერთის სიყვარულსა და მადლში. საინტერესოა ამ შემთხვევაში ღმერთის მცნებებისა და ადამიანების მცნებების დაპირისპირება. მაგალითად მათეს სახარებაში 15:4-5, სადაც იეშუა კონკრეტულად უსვამს ხაზს, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანური მცნებები, რომლებიც ამახინჯებენ ღმერთის მცნებებს, მის გეგმებს, მის ნებას და შეუძლიათ გაუმარტივონ ადამიანებს ცხოვრება. როგორც ამ მოყვანილ მაგალითში: ან მიუგო და უთხრა მათ: “თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, ხოლო სხვა ადამიანური მცნებები, რომელსაც რაბინები და სხვა რელიგიური წინამძღოლები ახვევენ თავს მორწმუნეებს, შეუძლია უკიდურესაც გაართულოს მორწმუნეების ცხოვრება. მაგრამ ესა თუ ის ადამიანური მცნებები, თუ ისინი არ გამომდინარეობენ ღმერთის სიტყვიდან, მაშინ არ ითვლებიან მცნებებად! ამიტომ არ უნდა შევასრულოთ ადამიანური მცნებები ისე თითქოს ღმერთის მცნებები იყოს. ამავდროულად შესაძლებელია გვქონდეს განსაზღვრული წესები რომლებიც იქნება მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელიც კი მოცემულ სიტუაიაში, ქვეყანასა და გარემოებაში. მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ღმერთის მცნებების ტოლი.
გნებავთ მაგალითი ახალი აღთქმიდან? კარგით. კაცის თავსაბურავი. პავლე მოციქული წერს კორინთელთა მიმართ წერილში, რომ კაცი რომელიც ლოცულობს არ უნდა ეხუროს თავსაბურავი. ის წერს როგორც პირდაპირ და სწორ დადგენილებას კორინთელებისთვის, მაგრამ ეს არ არის ღმერთის მცნება. ბევრი პრობლემა სხვადასხვა ეკლესიაში ჩნდება იქიდან, რომ ისინი ამ ადგილს იგებენ, როგორც ღმერთის მცნებას. რატომ? ღმერთს ახალ აღთქმაში არ დაუწერია რაღაც ინდივიდუალური მცნებები და ჩვენ ეს ზუსტად უნდა გვესმოდეს.
სინამდვილეში ქალის თავსაბურავის დახურვაც კი უკვე აღარ ითვლება ღმერთის მცნებად. ამ თემაზე მქონდა დისკუსია სხვა კომპესის ძმებთან, ცნობილი მასწავლებლების ჩათვლით, და იცით რაზე დამთავრდა ჩვენი კამათი? როცა ვიკითხე- ადგენს თუ არა ახალი აღთქმა რიტუალურ კანონებს?
კამათი შეწყდა, რადგან მათ ვერ შეძლეს ეპასუხათ “დიახ”. და თუ “არა”, მაშინ ჩვეულება, რომ ქალებმა დაიფარონ თავსაბურავი ტაძარსა თუ ეკლესიაში- წმინდა რიტუალური მოქმედებაა.
რატომ წერს პავლე ამ წესზე კორინთელებს? იმიტომ, რომ კორინთო არის საბერძნეთის ცენტრალური ნაწილი, სადაც იყო წესი: მლოცველი კაცი ან სადმე წმინდა ადგილზე მისვლისას მას უნდა მოეხადა თავსაბურავი. და საერთოდ, თავდაბურულები დადიოდნენ მხოლოდ მონები. თავისუფალ ადამიანებს თავდაუბურავად უნდა ევლოთ
ასევე იქნებოდა იუდეაში? 100%-ით პირიქით! და მით უმეტეს- ჩვენ ვხედავთ მცნებებს თორაში, რომლებიც ამბობენ, რომ მღვდელმთავრები წმინდაიში თავდაბურულები უნდა ყოფილიყო. და ეს იყო ღმერთის კანონი ძველ აღთქმაში. ეს წესი ეხებოდა მხოლოდ მღვდელმთავრებს და არა ყველას, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა და ყველა ასე აკეთებდა, იეშუას და მისი მოწაფეების ჩათვლით. რაღატომ წერს პავლე მოციქული თავდაუფარავ თავზე? ზუსტად ადგილობრივი წესჩვეულების გამო! პავლეს მსგავსი არაფერი მიუწერია რომაელებისთვის. იმიტომ რომ რომში იყო ისეთივე ჩვეულება, როგორიც იუდეაში, რომაელ წარმართ მამაკაცებს, ძველად თავის დაბურვის ტრადიცია ჰქონდათ მსხვერპლშეწირვის დროს. ეს მაგალითები არ არის ღმერთის მცნებები, არამედ წესები რომლებიც ხსენებულია განსაზღვრული გარემოებისთვის, რომელიც შემდეგ ისტორიულმა ეკლესიამ ღმერთის მცნებად გადააქცია.
წესები არ არის ღმერთის მცნებები. და თუ ეს წესები ღმერთის მცნებებს ეწინააღმდეგება, მაშინ მადლი არ მოქმედებს ამ წესების დაცვით და თუ ჩვენ ამ წესების დაცვას მივყვებით ამან შეიძლება დაკნინოს ღმერთის მადლის მოქმედება ჩვენში და გაგვირთულოს უფლის მცნებების შესრულება .
ავტორი : ბორის გრისენკო
თარგმნა სალომე ჯებისაშვილმა