შეუძლია თუ არა იესოს იმაზე ადრე მოსვლა, ვიდრე ჩვენ გვგონია?

sidrot1

ღმერთი ამბობს, რომ ბოლო დროს  გადმოღვრის თავის სულს ყოველ ხორციელზე და მოხუცები სიზმრებს იხილავენ (იოელ. 2:28). ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

 ეს სიტყვები მეხება მე. თითქოს სულ რაღაც გუშინ მე ვიყავი ახალგაზრდა 30 წლის ებრაელი. თითქოს ახლახანს განვიცადე ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც შევხვდი სატანას. ამის შემდეგ კი მოხდა ჩემი შეხვედრა იესოსთან, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამის შემდეგ მე აღარასდროს მომიხედავს უკან, და ახლა ჩემში იწვის დიდი სიყვარული და თანაგრძნობა მომაკვდავი სულების მიმართ.

მე მქონდა სიზმრები ღმერთისგან, რომლებმაც ძლიერ იმოქმედა ჩემს გარშემო სამყაროზე. 1995 წელს ღმერთმა მომცა მიმართულება, რომ დამეწერა წიგნი ებრაელების დამოწმებებზე. მან მითხრა, რომ ამ წიგნის მეშვეობით უფრო მეტი ებრაელი ირწმუნებდა, ვიდრე ჩემი სხვა რომელიმე ქმედებისგან. და ის მართალი იყო. ჩვენ გავავრცელეთ ეს წიგნი, 2.6 მილიონი ეკზემპლიარი, ებრაულ ოჯახებში ამერიკაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და ისრაელში. ებრაელების დამოწმებები, რომლებმაც ირწმუნეს ამ წიგნის მეშვეობით, არ ეტევა არც ერთ დიაგრამაში! მთელი დიდება ღმერთს!

სიზმარი, რომელმაც გააოცა სიდის სამყარო

2013 წელს მე კიდევ ერთი სიზმარი მესიზმრა, რომელმაც გააოცა ჩემი სამყარო. ამ სიზმრამდე რომ გეკითხათ ჩემთვის, მოვა თუ არა იესო ჩემი ფიზიკური არსებობის პერიოდში, მე გიპასუხებდით “დიახ”, მაგრამ გულის სიღრმეში არ ვიქნებოდი დარწმუნებული.

ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. როდესაც მე ვნახე ეს მკაფიო სიზმარი, არც კი ვფიქრობდი უფლის მოსვლაზე. ღმერთი სამჯერ დამელაპარაკა: მალე მოვალ! მალე მოვალ! მალე მოვალ!” 

 რატომ მითხრა ღმერთმა ეს? და რას ნიშნავს “მალე”? Meriiam-Webster-ის ლექსიკონის მიხედვით სიტყვა “მალე” ნიშნავს: “რომელიმე მოვლენის შემდეგ ძალიან მოკლე დროში“. ჩვენს დროში, ბირთვული იარაღით შეიარაღება მუდმივად იზრდება და მთელი მსოფლიო მუდამ რაღაც “მოვლენის” ზღვარზეა.

თავისი დაბრუნების შესახებ იესო ამბობდა: ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა” (მათ. 24:43-44).

და რას გვეუბნება, როგორ ვიყოთ მზად? ის ამბობს,რომ უნდა “ვიფხიზლოთ”, და მე მჯერა, რომ ეს წინასწარმეტყველური გზამკვლევი დაგეხმარებათ, რომ იყოთ ფხიზლები და უყუროთ მომავალს იმედით. sidrot2

ხედავენ თუ არა მორწმუნეები იესოს დაბრუნების ნიშნებს

 

იესოს პირველი მოსვლის დროს ჩემი ებრაელი ერი სწავლობდა წმინდა წერილს ორიგინალ ენაზე, და ის დრო რასაც რაბინები უძღვნიდნენ წერილის შესწავლას დღევანდელ დღეს ალბათ გააწითლებს ნებისმიერ ქრისტიანს. და მიუხედავად ამისა, ხალხის უმეტესობამ გამოტოვა მესიის პირველი მოსვლა. რა ხდის დღეს ქრისტიანებს ასე დარწმუნებულს, რომ ისინი მეორედ მოსვლის ნიშნებს არ გამოტოვებენ? აი სწორედ ამიტომაც ვწერ ამ სტატიას.

პავლე წერდა: რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ” (1 კორ 13:9). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წინასწარმეტყველებით ჩვენ მხოლოდ მთლიანი სურათის პატარა ნაწილს ვხედავთ. ყველას აქვს სურათის რაღაც ნაწილი და როდესაც ამ ნაწილებს ვაერთებთ, სურთი ნათელი ხდება.

ყველაფერი დაიწყო პატარა ერში, ისრაელში, იესოს პირველი მოსვლის დროს. და ყველაფერი დამთავრდება ისრაელში, როდესაც ის მეორედ მოვა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ბოლო თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებიც ველით, როდის აყვავდება ლეღვი (ისრაელის სიმბოლოა) (მათე 24:32). მეფე ჯეიმსის ახალი ბიბლიის თარგმანში 102 ფსალმუნის 16-18 მუხლებში ვკითხულობთ: რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით, მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას, დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს” (სინოდალურ თარგმანში ფს 101:17-19)  “მომავალი თაობაივრითულად ნიშნავსბოლო თაობას“.

ძალიან ბევრი გამოთქვამს განსხვავებულ აზრს ქრისტეს დაბრუნების დროის შესახებ. მიუხედავად იმისა,რომ მეცნიერები რომლებიც შეისწავლიან ბიბლიის წინასწარმეტყველებებს, განსხვავდებიან დროის შესახებ მოსაზრებებში, ყველა მაინც თანხმდება იმაზე, რომ ის მალე დაბრუნდება.

არსებობს სამი ყველაზე ცნობილი შეხედულება ეკლესიის ატაცების შესახებ. პრეტრიბულაციონისტები (pre-tribulation) ასწავლიან, რომ ეკლესია ატაცებულ იქნება დიდ გასაჭირამდე, მიდტრიბულაციონისტები (mid-tribulation) ასწავლიან, რომ ეკლესია დიდი გასაჭირის დროს იქნება ატაცებული, ხოლო პოსტტრიბულაციონისტები (post-tribulation) ამტკიცებენ, რომ ეკლესიის ატაცება დიდი გასაჭირის შემდეგ მოხდება.

როგორ მოხდა, რომ ექსპერტები, რომლებსაც უყვართ ღმერთი და შეისწავლიან ბიბლიას, ესეთ განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდნენ? შეიძება ითქვას, რომ ღმერთმა არ ინება საკუთარი ნების გამხელა ბოლო დროსთან დაკავშირებით, სანამ ნამდვილად ბოლო თაობა არ მოვა? შეიძლება ჩვენ სამივე შეხედულება გვჭირდება იმისთვის, რომ ბოლო დროის მთლიანი სურათი დავინახოთ? დანიელის წინასწარმეტყვეება 12:4 სადაცაა ასრულდება: “… დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა” 

sidrot3

ენოქის თაობა 

 

დღევანდელი თაობა- არის ენოქის თაობა! რა ორი ასპექტი გამოავლინა ენოქმა, რომლითაც ასიამოვნა ღმერთს? მან ასიამოვნა ღმერთს (თავისი მორჩილებით) და დადიოდა რწმენით : “რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი…” (ებრ. 11:5) ჩემი სურვილი ჩემთვის და თქვენთვის არის ის, რომ იმდენად გვწყუროდეს ღმერთი, რომ გავხდეთ შეუდარებლები (მომხიბვლელები) მისთვის.

იმისთვის რომ იესო თქვას “ყოჩაღ”, როდესაც ჩვენ წარვდგებით მის წინაშე. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მონანიების ცხოვრებით, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი, და ვიაროთ მის დიდებაში რწმენით. მე მჯერა რომ ატაცების სამივე გამოცხადების სწორი გაგებით და ბიბლიისადმი მორჩილებითა და წმინდა ცხოვრებით, ჩვენ გავხდებით როგორც ისაქარის ძეები, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს” (1 ნეშ. 12:32). 

ამ ყველაფერს გეუბნებით იმისთვის, რომ გვესმოდეს თუ რომელ დროში ვცხოვრობთ და არ მივატოვოთ ჩვენი რწმენა, როცა ამ სამი სცენარიდან რომელიმე ისე არ განვითარდება როგორც თქვენ ელოდებოდით.

მე მინდა ვიყო ატაცებული! და იმის ნაცვლად, რომ ვიფიქრო ატაცების დროზე, მე კონცენტრირებას ვაკეთებ ათი ქალწულის იგავზე (მათე 25). ქალწული მორწმუნის სიმბოლოა. 5 ქალწული ბრძენი იყო და თან საკმარისი ზეთი წაიღეს, რომ სიბნელეში ეცადათ, ხოლო დანარჩენი ხუთი იყო უგუნური, მათ გაუთავდათ ზეთი და ვერ მოხვდნენ ქორწილში.

ზეთი სულიწმინდის სიმბოლოა. ჩემი აზრით ერთადერთი გზა, რომ ატაცებულნი ვიყოთ- ესაა ვიყოთ სულიწმინდით სავსენი. ეს კი მხოლოდ ღმერთთან ახლო ურთიერთობით მიიღწევა. იესომ ასე თქვა: საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინეიესო ქრისტეს” (იოანე 17:3). ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოთარგმნილია როგორცგიცნობდეთ“, გადმოსცემს ებრაულ მნიშვნელობას, რომელიც ეხება ქალისა და მამაკაცის ინტიმურ კონტაქტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარადიული სიცოცხლის მიზანი არის- ძალიან ახლო, ინტიმური ურთიერთობა ღმერთთან.

ამ ურთიერთობის შიგნით ჩვენ შეგვეძლება ღმერთის გაგება და მისი ნების შესრულება ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ჩემი ცხოვრების მიზანია- მივაღწიო სულებს. როგორც ამბობს ცნობილი გერმანელი მახარობელი რეინჰარდ ბონკე: “მე მინდა გავძარცვო ჯოჯოხეთი, რომ ავავსო ზეცა“. 

მოემზადე ბოლო დროის გამოღვიძებისთვის 

მე არასდროს მაინტერესებდა ეკლესიის ატაცებისა და ქრისტეს დაბრუნების კონკრეტული დრო. მე უბრალოდ მინდა ვიყო ატაცებული, მინდა მასთან ერთად გავატარო უსასრულობა, მინდა მისგან მოვისმინო “ყოჩაღ, კეთილო და ერთგულო მონა”. მაგრამ ჩემმა ოცნებამ ჩამახედა მისი მოსვლის დროის საიდუმლოში. ის დაბრუნდება მალე, იმაზე მალე ვიდრე ჩვენ გვგონია!

და სანამ ის მოსულა, ჩვენ მოწოდებულნი ვართ რომ ვიბრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე დღითიდღე უფრო და უფრო ბნელდება, ღმერთს სურს, რომ აგვავსოს მისი ნათელით. მას სურს, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ბოლო დროის დიდი გამოღვიძებისთვის!

ავტორი –სიდ როტ.

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა .