ალბათ, ბევრჯერ გიფიაქრიათ იოსების ისტორიაზე და მის საქმეებზე, თუ რა გზა განვლო მან საყვარელი ძეობიდან მონობამდე, მონობიდან – პატიმომრამდე, პატიმრობიდან – ეგვიპტის მმართველობამდე. ბევრი ქადაგებაც მოგისმენიათ მის შესახებ. მაგრამ მე მინდა დღეს სულ სხვა მხარე დაგანახოთ ამ, მართლაც, დრამატული ისტორიდან.
ებრაეულ ტრადიციაში, თორა (მოსეს ხუთ წიგნეული) იყოფა საკვიარაო გაკვეთილებად და, სწორედ, იოსების ისტორიის დაწყებას, თორაში სახელი ეწოდება ვაეშევ (დაბ.37–46თ.) . სანამ ამ საკვირაო თავის განხილვას დავიწყებდეთ, მანამდე მინდა გითხრათ ებრაეულ ტრადიციაზე, რომელიც მაშიახს (მესიი) კონცეფციას ეხება. ებრაულ ტრადიციაში, დიდიხანია, სუფევს მოსაზრება მაშიახის (მესის) ორ მხარეზე: პირველი მხარე მესიისა – ეს არის მაშიახ ბენ იოსები და მაშიახ ბენ დავიდი . მაშიახ ბენ იოსები ნიშნავს, რომ მესია იოსების მსგავსი იქნება და ის იოსებივით უნდა დაიტანჯოს. ხოლო მაშიახ ბენ დავითი – ეს გამარჯვებული მესიაა, რომელიც დავითივით იმეფებს.
ეს კონცეფცია მესიის ორ მხარე წამოვიდა კიდევ ერთი ებრაული ტრადიციდან, რომელსაც პიდიონ და გიულან ჰქვია. სიტყვა ,,პიდიონი’’ ნიშნავს ანაბარს ანუ, სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მაღაზიაში რაიმე ნივთს როდესაც ირჩევ, ანახინებ მას და უტოვებ ფულს, ნივთის საერთო ღირებულებიდან გარკვეულ პროცენტს. მაგალითად, თუ ნივთი ღირს 1000 ლარი და თქვენ უტოვებთ 100 ლარს სწორედ ეს დატოვებული საფასური არის ,,პიდიონი’’ ებრაულად, ხოლო, როდესაც მიდიხართ ამ შენახული ნივთის გამოსატანად და იხდით მთლიან ღირებულებას ეს ნიშნავს ,,გიულან’’ ანუ საბოლო გამოსყიდვა.
ეს იდეა ანაბარი და საბოლო გამოსყიდვა ძალიან აქტუალურია ებრაულ ერში და სათავეს იღებს ფესახის (პასექის) ისტორიდან, სადაც ძალიან კარგად არის გადმოცემული იდეის არსი.
ახლა მოდით დავუბრუნდეთ იოსების ცხოვრებას. ის, რაც იოსებს გადახდა, ყველაფერი, ხატოვნებით და წინასწარმეტყველებით გადახდა იეშუა ხა მაშიახს (იესო ქრისტეს)
- იოსები მამის ყველაზე საყვარელი ძე იყო .
- მისი შურდათ ძმებს.
- ის განსაკუთებული იყო.
- ძმებმა ის გაყიდეს.
- ის მონა გახდა.
- გამოიცადა როგორც ერთგული მონა.
- დაპატიმრებული იყო, შეზღუდული იყო უფლებებში .
- ის ეგვიპტის მართველი გახდა.
ყველაფერი ეს მიუთითებს ხატოვნად იეშუა ხა მაშიახზე ( იესო ქრისტეზე)
- ის, მამის მხოლოდშობილი ძე იყო.
- თავიასიანებმა არ მიიღეს ის. მისი შურდათ მაშინდელი ისრაელის ლიდერბს. ის, რაც მოხდა კაიფას სახლში, ეს მიუთითებს, რომ მათ იესოსი შურდათ.
- იესო ღვთაებრივი სიბრძნით დაჯილდოვებული იყო.
- იესო თავის მოწაფემ გაყიდა.
- იესომ წინაღმდეგობა არ გაუწია, როდესაც შეიპყრეს.
- ის ჯვარზე სიკვდილამდე ერთგული იყო.
- მან მონის სახე მიღო.
- ის აღსდგა, როგორც სიკვდილზე გამარჯვებული და ძალაუფლებით შემოსილი .
ჩვენ ვხედათ რამდენიმე პარალელს აქ, თუ როგორ ჰგავს იოსების ცხოვრება იესო ქრისტეს ცხოვრებას. მაგრამ მე მინდა მხოლოდ ერთ პარალელზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, ეს არის იაკობი. თუ თქვენ კარგად წაიკითხვავთ იოსების ისტორიას, თქვენ, ნათლად, დაინახავთ, რომ იოსების გაუჩინარების შემდეგ, ისრეალს ბიბლია ისევ იაკობს უწოდებს. შეიძლება, თქვენ ყურადღებაც არ მიაქციეთ ამ ფაქტს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი უდიდესი ჭეშმარიტება ბიბლიასთან მიმართებაში: ბიბლიაში არაფერი არ არის დაწერილი შემთხვევით. ყველა სიტყვას , პასაჟსა თუ ისტორიულ მონაკვეთს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, ყოველთვის, უნდა ვეცადოთ დავსვათ მსგავსი კითხვები: რას გველაპარაკება ბიბლია? ჩვენთვის რისი თქმა უნდა კონკრეტული ამა თუ იმ ფრაზებითა თუ მოქმედებებით, რომელიც მასშია ასახული.
მაშ ასე, დაუბრუნდეთ იაკობს. იაკობმა, სანამ ,,ისრაელი’’ გახდებოდა, ძალიან დიდი და რთული გზა განვლო. მაგრამ დგება მის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც მას ღმერთი ,,ისრაელს’’ უწოდებს ,,და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი. უთხრა ღმერთმა: “შენი სახელი იაკობია, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი!” (დაბ.35:10 ). ასე უწოდა ღმერთმა იაკობს სახელად ,,ისრაელი’’.
ებრაული ტრადიცია გვეუბნება ამ სახლის მნიშვნელობას : ისრაელი – „ღმერთი მართავს“ .სწორედ ეს და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი გვეუბნება ღმერთის გასაოცარ გეგმას, რომელიც მან გაგვიმხილა მაგრამ დაფარულად.
ზემოთ, ჩვენ ვნახეთ იოსების და ქრისტეს პარალერები, როდესაც იოსები შეხვდა თავის ძმებს მან უთხრა: ,, თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. (დაბ :45;8)
ჯერ კიდევ ადრე, ებრაელი სწავლულები სვამდენ კითხვას თუ რა საჭირო იყო იოსების ასეთი ტანაჯვა, ნუთუ ღმერთს არ შეეძლო 70 ებრაელის გამოკვება ქანაანში? რა თქმა უნდა, შეეძლო, მსგავსად ისააკისა. ისააკი ხომ გამოკვება და აკურთხა ღმერთმა, როდესაც შიმშილი იყო. პასუხი ძალიან მარტივია: ეგვიპტისა და ისრაელის გამო, იოსებმა მთელი ტანჯვა, უარყოფა, სიცრუეში დადანაშაულება, უსამართლობა აიტანა. ღმერთს მარტო ისრაელის გადარჩენა კი არ უნდოდა შიმშილისაგან, არამედ მთელი მაშინდელი ეგვიპტე, სწორედ, იოსების წყალობით გადარჩა შიმშილისგან ( მაშინდელი ეგვიპტე, ანუ ებრაულად – ,,მიცრაინი’’, მთელ სამყაროდ ითვლებოდა). იესო ქრისტემ, რომელიც გახდა იოსების წინასწარმეტყველური ხატოვანება, გააკეთა იგივე. ის მოვიდა ისრაელის ერის გამო, თავისმა ერმა ის არ მიღო, როგორც იოსები არ მიიღეს თავისმა ძმებმა. ,,თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი..’’ (იოან.1:11) ,,მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.’’ (რომ.11: 11) როდესაც კულმინაციური მომენტი დგება, იოსები უმხელს თავისთავს ძმებს. ასევე იქნება იესო ქრისტეც, როდესაც დადგება დრო, ის გაუხსნის თავის ერს, ისრაელს, თავის თავს. ,,და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე. ‘’ (ზაქ.12;10)
ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ განხილულ საკითხს, სადაც ვახსენეთ, რომ როდესაც იოსები აღარ იყო მამის გვერდით, მაშინ იაკობს ღმერთის სიტყვა თავისი სახელით ,,იაკობით’’ მიმართავს, ხოლო, როდესაც იაკობი იგებს, რომ თავისი შვილი ცოცხალია მის მერე მას ,,ისრაელი’’ ღმერთისგან ნაბოძები სახელი უბრუნდება. ,,და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.’’ (დაბ.37:34) ,,გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული. თქვა ისრაელმა: “კმარა, ცოცხალია ჩემი ძე, იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”. (დაბ.45: 27–28)
ჩვენ შევთახმდით, რომ ბიბლაიში შემთხვევითობა არ არსებობს. ყველაფერი რაც არის აღწერილი ღვთაებრივ სიბრძნეზე მიგვითითებს. როგორც ისრაელი იოსების გარეშე იაკობი იყო, ასეა ისრაელი ერი ქრისტეს გარეშე – მგლოვიარე.
განა გასაოცარი არაა ბიბლიის პირველივე წიგნში ჩაწერილი მთელი ისრაელის და კაცობრიობის დაცემა და გამართლება მაშიახის მეშვეობით? დღეს ისრაელის ერი მაშიახის მოლოდნიშნია, მათ არ მიღეს მაშიახ ბენ იოსები, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, რადგანაც დადგება დრო, როდესაც იესო ქრისტე გაეხსნება მთელ ისრაელის ერს. დღეს ისრაელი იაკობივითა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ის ჭრილობები რომელიც მას 2000წლის მანძილზე გადახდა და ჭეშმარიტად იაკობი გახდება ისრაელი როდესაც შეხვდება თავის შვილს იეშუა ხა მაშიახს {რომ.9:2–5}ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების – ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
{ებრ.2:10 – 11} ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.
რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ
აქ კიდევ ერთი, პატარა დეტალი, უნდა აღინიშნოს: იოსები თავის ძმებს ეხსნება როდესაც ყველანი ერთად იყვნენ და არცეთი ეგვიპტელი მსახური არ იყო მათ შორის. ასევე გაეხსნება იესო ქრისტე თავის ერს, როდესაც ისინი, ყველანი, ერთად იქნებიან და აღარ იქნება სხვა, ხელის შემშლელი.
ჩვენ, ერთ დროს წარმართებმა მივიღეთ ხნსა, ახლა უნდა ვაცალოთ და ხელი შევუწყოთ ებრაელი ერის ერთად თავმოყრას თავიანთ მიწაზე და არ უნდა გავხდეთ დაბრკოლების მიზეზი იესო ქრისტესთვის, რათა მან შეძლოს პირისპირ ესაუბროს თავის ერს. დაბრკოლების მიზეზეი შეიძლება იყოს ჩვენი დოგმატური შეხედულებები და ტრადიციები. ეშაიაგუ (ესაია) წინასწარმეტყველებს 62 თავში, რომ წარმართებმა, რომლებმაც მივიღეთ ხნსა, გზები უნდა მოუმზადოთ, ეს გზა ქვებისაგან უნდა გავწმინდოთ, რათა იაკობი შეხვდეს იოსებს და მას ისრეალი დაარქვას რაც ნიშნავს -,,ღმერთი მართავს’’ .
,,გაიარეთ, გაიარეთ კარიბჭეებში, მოუმზადეთ სავალი ხალხს, მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაასუფთავეთ ქვებისგან, ბაირაღი აღმართეთ ხალხებისთვის.აჰა, ქვეყნის კიდეებამდე გამოაცხადა უფალმა: უთხარით სიონის ასულს: “აჰა, მოვიდა შენი ხსნა! აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა”.და უწოდებენ მათ წმიდა ხალხს, უფლის მიერ გამოსყიდულთ. შენ კი მოძებნილი, მიუტოვებელი ქალაქი დაგერქმევა.’’ (ესაია.62:11–12)
ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი