ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი გამომეტა სწავლება ათი მცნების შესახებ თუ არა, და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა იმ ხალხისათვის ვისაც აინტერესებს ღმერთის სიტყვა! ძვირფასებო მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან ღრმა და საინტერესო თემა, რომელიც ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას და ყურადღებას აგრეთევე გონების დაძაბვას და სწავლისადმი წყურვილს ( მათ. 5:3) „ნეტარია არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათვისა ცათა სასუფეველი“
რას ნიშნავს იყო სულით ღარიბი ? რა კატეგორის ხალხი არის სულით ღარიბნი ?
ესენი არიან ვინებიც ათვიცნობიერებენ თავიანთ საჭიროებას, ისინი არ არიან გამაძღარნი, ისინი არ არიან თვითკმაყოფლნი, მათ წყურიად და მუდამ საჭიროებენ ღმერთს, მუდამ ეძებენ მის გამოცხადებებს ისინი ღაღადებენ თავიანთ სულებში ღმერთისადმი {რომ.11:33} ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
ისინი კარგადა აცნობიერებენ მარტივ ჭეშმარიტებას {1კორ.8:2} ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.
სწორედ ეს მათი გაცნობიერებული პოზიცია , აძლევთ ჭეშმარიტ თავისუფლებას
მათ ძალუთ ღმერთის ხმის გაგონება ყველგან და ყოველთვის, მააგალითად : ადამიანების სიტყვებში გარჩიონ უფლის მოქმედება კონკრეტულ გარემოებებში. ისისნი მთლიანად ღმერთზე არიან მინდობილნი სწორედ ეს არის „სულის სიღარიბე“
მათმა უარი განაცხადეს ღმერთის კონცებცია რაიმე ჩარჩოში მოეთავსებინად, სულიერი სიღარიბე მორწმუნეს არ აძლევს საშუალებას გადაიქცეს ფანატიკოს სექტანტად ან კიდევ რჯულის ასოების მკაცრად დამცველ მებრძოლედ. არამედ სულის სიღარიბეს მორწმუნე მიყავს შეუჩერებლივ ზრდისაკენ თავდამბოლობისა და სიყვარულისაკენ. და აი სწორედ ამიტომაც არიან ისისინი ნეტარნი.
ჩვენ შემდგომში აუცილებლად დაუბრუნდებით კავშირს პირველ მცნებასა და პირველ ნეტარებას შორის.!
ივრითულად ათი მცნება იწოდება „ასერეთ ჰა დიბროთ“ -
- სიტყვა სიტყვით „ათ სიტყვაობა“ ბერძნული სეპტუაგინტას თარგმნისას ეს სახელწოდება წარმოითქმება როგორც „ დეკალოგი“ სიტყვა დეკა – ათი და ლოგოს -სიტყვა dɛˈkalɔg
ათ მცნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც თავის შინარსობრივად ასევე ის რომ უშაოლოდ ღმერთის თანდასწრების დროს იყო გადაცემული კაცობრიობისათვის
როდესაც ისმოდა საყვირს ხმა, მთა იძვრებოდა, და ჩექა ქუხილს ახლავდა ელვა სწორედ მაშინ წარმოთქვა გამჩენმა სიტყვები რომელიც გახდლა ქცევისა და ეთიკის შუქურა კაცობრიობის ისტორიაში აი როგორ თქვა თვით მოშემ- (მოსე): {2რჯ.4:11-13} „მიუახლოვდით და დადექით მთის ძირში, რომელიც ზეცის გულამდე იყო ცეცხლით აალებული და იდგა სიბნელე, ღრუბელი და ნისლი.
და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ აღსასრულებლად; დაწერა მცნებები ქვის ორ დაფაზე;“
ღმერთის ესეთი გამოვლინება გახდლდათ ყველაზე საოცარი რამ რაც კი მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში ამ მომენთში გაცხადა თვით უზენაის გამჩენის სწავლება -თორა, რომელიც ყველა დროს უნათებდა გზას მწყურვალ სულებს და აძლევდა მიმართულებებს კაცობრიობას. არცეთ სიტყვებს თუ დოკუმენტს არ შეუცვლია მსოფლიო როგორც ეს ათი მცნებამ გააკეთა. ამ თექტს არ ყავს ანალოგი რომელიც ასე უბრალოდ და ძალიან სიღმისეულად გადმოცემდა ღვთაებრივს სწავლებას. ის არ ძველდება და იარსებებს მანამდე სანამ იარსებებს ქვეყნიერება. ამავდროულად ათ მცნებაში არის ძალიან მოკლედ გადმოცემული ფუნდამენტალური პრინციპები.
ყველა დროს ბრძენი ადამიანები იქნებოდენს ეს იუდეველი რაბინები თუ ქრისტიანი სწავლულები ხედავნდენ ათ მცნებაში იმ წყაროს რომლოდანაც გამოდის სხვა ყველაფერი. დავით მეფსალმუნე უფლის მცნებებში საზღვარს ვერ ხედავდა იმდენად ღრმა და უსაზღვროა გამჩენის მცნებები {ფს.118:96} „ყოველგვარი სრულყოფილების დასასრული მინახავს; შენი მცნებები კი ვრცელია, უსაზღვროა“.
რაც მოხდა სინაის მთაზე ამას ქვია თორის -(რჯული) გადაცემა.! როდესაც მე ვეკითხები ხალხს რა არის რჯული ხშირ შემთხვევაში ისინი პასუხობენ ეს არის კანონი და რთქმაუნად ისინი მართლებიც არიან, მაგარმ ისინი ისეთი მართლები არიან როგორც ადამიანი რომელიც ამბობს ყურძნის წვენით სავსე ჭიქაზე რომ ეს არის სითხე ! რჯულის მცნება უფრო ფართოა ვიდრე მარტო კანონი ! თორა – რჯული ეს არა უბრალოდ კანონია არამედ პირველ რიგში ეს არის სწავლება! თვით ივრითულ სიტყვა თორაში არის დამალული ღრმა აზრი: ორ- ეს არის სინათლე ანუ სწავლება სინათლის შესახებ და აგრეთვე სიტყვა გორაა – შეგონება, მითითება. ამიტომ სიტყვა თორა გადმოგვცემს სწავლებას რომელშიც არის აგრეთვე მცნებებიც, შეგონებები, დარიგებები, დადგენილებები, წესები და კანონებიც.
ახალი აღთქმის წიგნებში რომელიც ბერძნულად დაიწერა თითქმის ყველგან სადაც სიტყვა თორა -(რჯული) წერია ის ყოველთვის ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდ ნომოს – კანონი – რჯული სწორედ ეს თარგმანი იძლევა ესეთ მარტო ერთ მხრივ და შეზღუდულ გაგებას. სწორედ აი აქ არის შეზღუდული ბერძნული ენა რომელსაც არ შეუძლია გადმოგვცეს მთელი სიღრმისეული აზრისა რომელსაც ებრაული სიტყვა თორა გადმოგვცემს. ( ქართულშიც ვეძებე შესატყვისი სიტყვა რომელსაც შეუძლია გადმოგვცეს სიტყვა თორის მთელი სისვსე მაგარმ ვერ ვიპოვე თუ თქვენ იპოვით გამომიგზავნეთ მადლობელი დაგრჩებით )
ეხლა როდესაც ჩვენ გავიგეთ ეს ინორმაცია თორის შესახებ, ჩვენ უკვე უახლოვდებით იეშუას ცნობილ სიტყვებს რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ არასწორად გაგებული იყო და გადაცემულიც: { მათ. 5:17} არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
სინამდვილეში რას ნიშნავს იეშუას ეს სიტყვები ? ხშირად ეს სიტყვები ასე ესმით : რომ იეშუა აქ რჯულის თავის პირადულ შესრულებაზე ამბობ, მან რჯული ჩვენს მაგივრად შეასრულა და ამიტომაც ჩვენ თავისუფალი ვართ მისის ასრულებისაგან. რათქმაუნად იეშუა ერთგული იყო რჯულისა! მას არასდროს დაურღვევია რჯული, წინაღმდეგ შემთხვევაში ის იქნებოდა უწმინდური, ქრისტეს მისია სწორედ რომ რჯულის სინათლეზე მოწმდება, მისი მოწაფების მისია მოწმდება თვით იეშუას სწავლების სინათლეზე. ბერძნული სიტყვა კატალუო – დარღვევა გაუქმება აღიქმებოდა მაშინდელ დროს და ეხლაც: არ დაიცვა, განკარგულების დარღვევა, და ცოდვათ
სხვა სიტყვებით რომ თქვად იეშუას აზრადაც კი არ მოსვლია მცნებები და რჯულის არ დაცვა და მათი არ შესრულება, თუმცა ბევრი თითქოსდა და ბრალს დებდა მას რომ ის არღვევს მცნებებს, მაგრამ მას არასოდეს არ დაურღვევია რჯული! ის მხოლოდ არ ასრულებდა იმ მითითებებს და განკარგულებებს რომელებიც თორის – რჯულის არს არ გადმოცემდენ. იეშუას ამ სიტყვებს უფრო მეტი სიღრმე აქვს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვა „აღსასრულებლად“ ბერძნულა – პლეროსაი ბუკვალურად ნიშნავს „შევსებას“ ის არ მოსულა გასაუქმებლად, დასანგრევად, არამედ ის მოვიდა რათა პლეროსაი – შეავსოს გახადოს სავსე თორის რჯულის მნიშვნელობა და მისი ეთიკური მოთხოვნილებანი.
ამრიგად ის მოვიდა რათა სრულყოობამდე მიყვანოს თორის და წინასწარმეტყველებების გაგება. როდესაც პირველი საუკუნის რაბინები ამბობდენ დარღვევას რჯულთან მიმართებაში მათ მხედველობაში ქონდათ მცნებების არასწორა განმარტება. ხოლო როდესაც ამბობდნე მცნების სწორად დაცვაზე ისინი გულისხმობდნენ მცნებების სწორად განმარტებას.
ასეთი განმარტებით იეშუას სიტყვები კიდევ უფრო ნათელი ხდება.
აი იეშუას სიტყვები მათვის ვინც კარგად იცი მაშინდელი რელიგიური ტერმინოლოგია. „ნუ ჰგონითა რომ მცნებების დასამახინჯებლად, თორის – რჯულის და წინასწარმეტყველების არასწორი განმარტებისათვის მოვედი, რჯულის დასამახინჯლებლად კი არა არამედ რჯულს წინასწარმეტყველებებს მივცე ჭეშმარიტი განმარტება ამისთვის მოვედი“ თუ კი გავაგრძელებთ კითხვას ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდებით რომ იეშუას დამოკიდებულება რჯულის მიმართ არა თუ მარტო დადებითია არამედ ის ახალისებს რჯულის მცნებების შესრულებას {მათ. 5:18-19} ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
იეშუას სიტყვებიდან გამომდინარე ვკითხულობთ სანამ არსებობს ცა და დედამიწა არც ერთი იოტა და არცეთი წერტილი არ გადაივლის! იოტაში და წერტილში კონკრეტული ივრითული ასოები იგულისხმება იუთ – י და ვავ – ו . ეს კი იმას ნიშნავს რომ საუბარია წერილობით ტექსტზე. მცნებებზე ერთ საინტერესო დეტალია {2რჯ.30:19 }მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას…… იეშუა ზუსტად იგივე სიტყვებს ამბობს ცა და დედამიწა ორი მოწმეა საჭირო რჯულის მიხედვით. სანამ ისინი არსებობენ ღმერთის თორა- რჯული მოქმედებაშია. ისინი მოქმედებაშია სანამ ყველაფერი არ ასრულებულა უნდა ავღნიშნოთ რომ ჯერ ყველაფერი არასრულებულა, რადგანაც თუ ასრულებული იქნებოდა მაშინ მის მეორედ მოსვლის საჭიროებაც აღარ იქნებოდა და არც ცა და დედმიწა აღარ იქნებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს რომ თორა – რჯული როგორც სწავლება რომელიც კონცენტრირებულია ათ მცნებაზე და მის აზრზე, მისი არსი მუდმივია. სანამ ჩვენ ვცოცხლობთ, დავდივართ და ცას გავყურებთ რჯულის ტექსტის ყველაზე მცირე შტრიხებიც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თორა -რჯული ეს არის სამყაროს ფორმულა რომელიც გვიხსნის თუ როგორი პრინციპებით არის მოწყობილი სამყარო , ღმერთის მცნებები ეს არ არის ხელოვნური შეზღუდვები! ის არის განმარტება სამყაროს მოქმედების თუ ჩვენ ვაუქმებთ თორას – რჯულს , მაშინ ჩვენ ვაუქმებთ სამყაროს ! რადგანაც სამყარო ღმერთის რჯულის პრინციპებით იმართება. მაგალითად რა არის H2O ? წყალი? არა.
ეს არის წყლის ფორმულა 2 წყალბადის და ერთი ჟანგბადის. რომელიც გვიხსნის წყალს თუ როგორა ის აგებული მისი შეამდგენლობა ეს წყლის რჯულია, H2O ეს წყლის მცნება.რომ წყალის შემადგენლობა ესეთი უნდა იყოს წინაღმდეგ შემთხვევაში ის წყალი აღა არის ეს რჯული უცვლელია. რატომ გვეუბნება ბიბლია რომ რჯული უცვლელია. თუ ჩვენ დავამატებთ ერთ მოლეკულას გამოგვივა H2O2 ისეთივე სითხე იქნება გამჭირვალე მაგრამ ეს უკვე წყალბადის ზეჟანგი იქნება და არა წყალი მას სულ სხვა მახასიათებლები აქვს. რჯულის მცირედ შეცვლაშიც კი მოაქსვ სულ სხვა შედეგები ამიტომა რჯული უცვლელი ! რადგანაც მის შეცვლას მოჰყვება სამყაროს შეცვლაც. მცნების დარღვევას არ კაც კლა მოჰყვება კაცობრიობის განადგურება, არ იმრუშოს დარღვევას მოყვება ოჯახის დანგრევა რომელსაც შემდეგ მოჰყვება საზოგადოების ნგრევა. არ იპარო მის დარღვევას მოჰყვება ეკონომიური კოლაპსი. ყველა ვინც თორას – რჯულს არღვევს მზად უნდა იყოს რომ მას მოყვება გამოუსწორებელი შედეგები . რჯული ეს არა გარეგნული არამედ შინაგანი სულიერი მდგომარეობა ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული {რომ.7:14} რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია,…… და რისთვის მოგვეცა რჯულის მცნებები ? იმისთვის მოგვეცა რათა სწორად ვიცხოვროდ დედამიწაზე. მხოლოდ რწმენა და განწმენდა ცოდვებისაგან გვიხსნის გზას ზეცისაკენ, მცნებები კი გვეხმარება და გვიცავს ამ გზაზე.
ღმერთმა ებრაელები მიცრაიმიდან (ეგვიპტედა) გამოიყვანა მადლის მეშვეობით მან ისინი იხსნა არა მარტო მონობისაგან, არამედ მან იხსნა ისინი რაღაცისთვის, იმისათვის რომ ებრაელ ერს გაუცხადოს თავის თორა -(რჯული) და აქციოს ისინი წმიდა ერად, იეშუას ყველა ქმედება, სიტყვა და სწავლება კი არ ეწინაღმდეგება თორას -(რჯულს) არეამედ ის ამტკიცებს რჯულს, ის მოვიდა რათა შეავსოს მცნებების ჭეშმარიტი განმარტებით თუ სინამდვილეში თავიდან როგორ ჰქონდა გამჩენს განზრახული. გზა რომელიც დაგვაყენა იეშუამ ეს არის გზა დავიცვათ მცნებები და სხვებსაც ვასწავლოდ მათი დაცვა. {მათ.28:20}
„ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ {1იოან.2:6} „ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.“
ყველაფერი ზემოთ თქმულიდან ესეთი დასკვინს გამოტანა შეგვიძლია: რომ იეშუამ რჯული და წინასწარმეტყველებს შეავსო ჭეშმარიტი განმარტებებით და რომ ისიც იცავდა მცნებს არა იმიტომ რომ შემდეგ გაეუქმებინა. მაგრამ ხომ არის გავრცელებული აზრი რომ იეშუმა მხოლოდ ორი მცნება დაგვიტოვა {მათ.22:35-40} ”ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
“მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
უპასუხა: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
{ლუკ.10:25-28} აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“
მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“
უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“
რაზე მიდის აქ საუბარი?
ათი მცნება დაწერილი იყო ორი ფირუზის ქვის დაფებზე როგორც ხელის თითებზე თითო ხელზე ხუთ ხუთი.
პირველ ქვის დაფაზე იყო სიტყვები რომლებიც განსაზღვრვდა გამჩენის და ადამიანის ურთიერთობებს! ხოლო მეორე დაფაზე იყო ადამაინებს შორის ურთიერთობებს. როდესაც მწიგნობრებმა ჰკითხეს იეშუას რომელი მცნება დიდი რჯულში, იეშუამ მიუთითა ათი მცნების ორი ქვის დაფებზე ღმერთისადმი სიყვარული და მოყვასისადმი სიყვარული
და დამატა რომ ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველები. ეს იმას ნიშნავს რომ მთელი რჯული და წინასწარმეტყველები ქვემოდან ჩამოკიდებულია ამ ორ მცნებაზე. უფრო სხვანაირად რომ თქვად ამ ორი მცნებებიდან გამომდინარეობს დანარჩენი მცნებები და წინასწარმეტყველები. ხოლო თუ ბუკვალურად მიუდგებით ეს ორი მცნება ათი მცნების შემოკლებული ფორმულა . პირველი მცნება {გამოს.20:2} მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
რას გადმოგვცემს ეს მცნება თუ არა იმას რომ ღმერთს სიყვარულია. რომ მისი სიყვარული მუდმივია და წყალობა რომელიც აღემატება სასამართლოს! ეს მცნება არის მის სიკეთეზე და ჩვენს რწმენაზე, მახსოვრობაზე, მადლიერებზაე. ეს არის საფუძველი ქვეყნიერებასთან ურთიერთობისა ამის სწავლა ბავშობიდანვე უნდა ხდებოდეს..
ამრიგად პირველი ნაწილი დავასრულოთ დღეს შემდეგში მეორე ნაწილს შემოგთავზებთ და მერე უშუალოდ ათი მცნების განმარტებას შეუდგებით. მადლობთ ყურადღებისათვის.
გაგრძელება იქნება !
გიორგი ჯიჯიეშვილი.