რატომ აღინიშნება პასექი და აღდგომა სხვადასხვა დროს?

781pygiconryj

 

ზოგჯერ პასექი და აღდგომა ემთხვევა ერთმანეთს, ზოგჯერ კი მათ შორის რამოდენიმე კვირაა სხვაობა. რატომ ხდება ასე? თუ იესო მოკვდა პასექის დღესასწაულზე, მაშინ რატომ აღნიშნავენ ქრისტიანები მის სიკვდილსა და აღდგომას სხვა დღეს? რატომ გაიყო ეს დღესასწაულები ერთმანეთისგან?

როგორ დადგინდა პასექის დღე

ებრაული კალენდარი, რომელიც ადგენს ებრაულ დღესასწაულებს განსხვავდება დასავლური კალენდრისგან. ეს არ არის წმინდად მთვარის კალენდარი, მაგრამ ყოველი ახალი მთვარე აღნიშნავს ყოველ ახალ თვეს ანუ „როშ ხოდეშს“ რაც ნიშნავს „თვის თავს“. პასექი ყოველთვის ემთხვევა ებრაული თვის- ნისანის შუა პერიოდს, სავსე მთვარობას. ღმერთი ამბობს „თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის“ (გამოს. 12:2). დასავლეთის კალენდარი მეორეს მხრივ ასე მკაცრად არ მიყვება მთვარის ციკლს.

უფრო მეტიც, მთვარის მიხედვით თარიღების ზუსტად განსაზღვრის პროცესი მარტივი არ არის. ზოგჯერ ებრაული დღესასწაულები ორჯერ აღინიშნება, როდესაც განსხვავებული აზრებია სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით, უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის! უძველეს დროში აუცილებელი იყო ცაზე ყურადღებით დაკვირვება, რის შემდეგაც ყველა ებრაულ თემთან იგზავნებოდა გზავნილი სხვადასხვა სიგნალების ან მაცნეების მეშვეობით. მაგრამ ეს უზადო მეთოდი არ ყოფილა, არსებობდნენ მზაკვარი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ანთებდნენ სასიგნალო ცეცხლს, ებრაელი ხალხის დასაბნევად და გასაღიზიანებლად. თარიღის დადგენა ებრაულ დიასპორაში გადაიქცა ძალაუფლებისთვის ბრძოლად.

როგორ მოხდა გაყოფა

პირველი საუკუნეების მანძილზე, პირველი მოწაფეები იხსენებდნენ ქრისტეს ჯვარცმასა და აღდომას პასექის დროს, როცა ეს რეალურად მოხდა. და ეს სწორია, რადგან პასექი სწორედ მესიის მსხვერპლის წინასახე იყო. ის დატვირთულია სიმბოლოებით, რომლებიც მიუთითებენ იეშუაზე, თუ როგორ გვათავისუფლებს მისი სისხლი და სიკვდილი, როგორ აიძულებს სიკვდილს რომ „ჩაიაროს მიღმა“, როგორც ჩაიარა ერთგული ებრაელების მიღმა, რომლებმაც კრავის სისხლით შეღებეს თავიანთი კარების წირთხლები. მაგრამ წლების მანძილზე მესიანური საზოგადოება სულ უფრო და უფრო არაებრაული ხდებოდა, არაებრაელ ლიდერებს მობეზრდათ რაბინების ხელისუფლებასთან ურთიერთობა და დამოკიდებულება მათ დადგენილ თარიღებზე, თუ როდის აღენიშნათ ესა თუ ის დღესასწაული. რაბინულ ხელისუფლებასა და ქრისტიანებს შორის იმ პერიოდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ორივე მხრიდან იყო ძალიან დიდი მტრობა. აქედან გამომდინარე ეკლესიის ლიდერებმა ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს გადაწყვიტეს, რომ საქმე თავიანთ თავზე აეღოთ.
„ გამოცხადდა, რომ შეუფერებელია უწმინდესი დღესასწაული დადგინდეს ებრაული წესების მიხედვით, რომელთა ხელებიც საშინელ დანაშაულშია გახვეული და გონება კი ბრმაა. მათ ჩვეულებებზე უარის თქმით, ჩვენ შთამომავლებს აღდგომის აღნიშვნის კანონიერ გზას მივცემთ… ჩვენ არაფერი საერთო არ უნდა ვიქონიოთ ებრაელებთან, რადგან მხსნელმა სხვა გზა დაგვანახა… ჩვენ გვსურს, ძვირფასო ძმებო, რომ გამოვეყოთ ამაზრზენ ებრაელებს…“ (იმპერატორის წერილი ყველა საბჭოს მიმართ: ევსები „კონსტანტინეს ცხოვრება“ წიგნი III, 18-20)

შეიძლება ამ სიტყვებმა სულაც არ გაგაოცათ, თუმცა ასე უნდა ყოფილიყო! ნიკეის საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა, რომ ცალკე აღნიშნავდნენ დღესასწაულს გაზაფხულის ბუნიობის პირველი ახალმთვარობისას (რომელიც გრიგორიანული კალენდრით 21 მარტს ემთხვევა), რათა შეგნებულად გამოყოფოდნენ ებრაელ ერს. სიტყვა Easter (ინგ. აღდგომა) ბიბლიაში არც ერთხელ არ არის ნახსენები. მეფე იაკობის თარგმანში სიტყვა პასექი შეცდომით ნათარგმნია, როგორც Easter (აღდგომა) საქმეების 12:4-ში. ინგლისური სიტყვა Easter მოდის ოსტერისგან, გაზაფხულის ქალღმერთისგან, და აღებულ იქნა ახალი დღესასწაულის სახელად – ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის აღსანიშნავად, რაც აშკარად არ იყო პასექი.

შედეგები და მდგომარეობა დღეს

სამწუხაროა, რომ ამ ორ თემს შორის ისეთი მტრობა ჩამოვარდა, რომ იეშუას მიმდევრები მოწყვიტა იმ ხის ფესვებს, რომელზეც იყვნენ დამყნობილნი. მათ გადაწყვიტეს გამოყოფოდნენ არა მარტო ებრაელ ერს, არამედ ღმერთის დღესასწაულებს, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ უკეთ გაგვეაზრებინა ღმერთის გამოსყიდვის გეგმა. პასექი იყო ღმერთის ინიციატივა და მან სპეციალურად შექმნა მისი ყველა დეტალი. ჩვენ არ გავსამართლდებით იმის გამო, რომ არ ავღნიშნავთ პასექს, მაგრამ ძალიან ბევრ საგანძურს ვუშვბეთ ხელიდან, რომელიც ღმერთმა ჩადო მის სიტყვაში, რომ ჩვენთვის ესწავლებინა. სამწუხაროდ, ნიკეის საეკლესიო კრებამ ყველა ქრისტიანის სახელით გამოაცხადა, რომ პასექს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.

არა მარტო ქრისტიანებმა მოიკვეთეს თავი ებრაული ფესვებიდან, მათი მემკვიდრეობიდან, დღესასწაულებიდან, რომელიც ბიბლიაშია ჩადებული, არამედ იეშუას შესახებ სახარებაც სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი და უცხო ხდებოდა ებრაელებისთვის. ეკლესია გახდა უცხო და არაებრაული, აკრძალული ზონა ებრაელებისთვის. ისინი გამოეყვნენ ერთმანეთს, ქრისტიანობაში კი გაჩნდა ანტისემიტიზმის ფესვები და ისტორიის უმეტესი ნაწილი, ეკლესია დევნიდა, ავიწროებდა, აწამებდა და კლავდა ებრაელებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ებრაელები. ეს განსაკუთრებიტ ხდებოდა ხოლმე პასექის დროს, როცა გაბრაზებული ბრბო გამოდიოდა მათ წინააღმდეგ, ვისაც თვლიდნენ „ქრისტეს მკვლელებად“.

ქრისტიანთა უმრავლესობას არც კი ესმის რამდენად სამწუხაროა ეს ყველაფერი, რადგან ამას არც საკვირაო სკოლაში ასწავლიან და არც ქრისტიანობის ისტორიის გაკვეთილებზე. ისრაელის ერსა და ეკლესიას შორის დიდი ინფორმაციული ჩავარდნაა, ჩვენ იმდენი ხნის მანძილზე ვიყავით განცალკევებულნი, რომ საქმე ძალიან ბევრი გვაქვს!

ებრაელები და არაებრაელები, შეკრებილნი ერთად იეშუას მეშვეობით

თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ შესანიშნავ დროში, ბოლო ასწლეულის მანძილზე დიდი ნაბიჯები გადაიდგა ებრაელებისა და არაებრაელების შერიგებისკენ და განკურნებისკენ. უკანასკნელი 19 წლის მანძილზე უფრო მეტი ებრაელი მოვიდა იეშუასთან რწმენით, ვიდრე ბოლო 19 საუკუნის მანძილზე! და უფრო მეტი არაებრაელი მორწმუნე გამოხატავს ინტერესს რწმენის ებრაული საფუძვლების მიმართ. ბევრი ეკლესია ატარებს პასექის სედერებს, რომლებიც უფრო მეტს გადმოსცემს დღესასწაულის შესახებ, უფრო გაიზარდა ისრაელის ერის გაგება, რადგან ბოლო რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე აქტიურად ითარგმნებოდა და იბეჭდებოდა ბიბლიები.

ჩვენ უნდა გავხდეთ „ერთი ახალი კაცი“ მესიაში, და ეს ის მიზანია საითაც მივყავართ ღმერთს. მის ძეს, იეშუას მხოლოდ ერთი საპატარძლო ეყოლება და არა ორი!მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რას ნიშნავს იეშუას სიკვდილი და აღდგომა, და რა აღსრულდა ამით. პავლე გვარწმუნებს კოლასელთა მიმართ თავის ეპისტოლეში:

“და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება. გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება. ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.”

კოლასელთა 2:13-17.
მომავლის აჩრდილი ეს იგულისხმება რომელიც ჯერ არ ასრულებულა და რომელიც ბოლო დროს უნდა ასრულდეს .
ასევე გაუქმა დებულებათა ხელ წერილი სამწუხაროდ ძალიან ბევრს დღეს ჰგონია რომ ეს ადგილი რჯულის გაუქმებას გვამცნობს, მინდა ესეთ ხალხს განუმარტო რომ რომ რჯული არასდროს არ იყო ხელწერილი და არც ბიბლიაში და არც ებრაულ ტრადიციაში მას როგორც ხელ წერილად არ მოიხსენიებენ მაშ რას ნიშნავს ხელ წერილი ? ძველ რომში როდესაც ადამიანს სასიკვდილო განაჩენს გამოუტადნენ და ჯვარზე ან ხეზე დაკიდნებდენ მათზე ზემოდან წარწერას აკეთებდნენ თუ რა დანაშაულის გამო იყო ეს ადამიანი სიკვდილ მისჯილი და სწორედ ამას ერქვა დებულებათა ხელ წერილი აი სწორედ ამ სახის დებულებათა ხელ წერილზე მიდის საუბარი , და არა უფლის თორაზე- (რჯულზე )
ხაგ ფესახ სამეახ !