პირველი მცნება

ათი მცნება

პირველი მცნება

shutterstock_87949762-890x400

წინა ორი სტატია ეს იყო მხოლოდ  შესავალი  უფლის გენიალური  მცნებებისა,  რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ პირველ მცნებაზე. (გამ. 20:1) და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა……

მთლიანი ტექსტი ათი მცნებისა,  ეს თავად სამყაროს შემქმნელის, ღმერთის მიერ წარმოთქმული სიტყვებია ყოველგვარი შუამავალის გარეშე, და ამით რა თქმა უნდა მტკიცდება ათი მცნების მთავარი და ცენტრალური  მნიშვნელობა.   მაშ ასე, პირველი მცნება: (გამ.20:2) მე ვარ უფალი, შენი  ღმერთი, რომელმაც  გამოგიყვანე  ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

ყოველი მცნება ათი მცნებიდან იყო მიმართული ისრაელი ერისადმი მხოლობითში და არა მრავლობითში,  ყველას უნდა ეგრძნო რომ ინდივიდუალურ დონეზე  თითოეული მცნება, ეს უშუალოდ მისთვის იყო მიმართული, მცნება იწყება <<მე>>אָנֹכִי -ანოხი- ეს მართლაც რომ განსაკუთრებული მე  არის, თითქოსდა მთელ სამყაროს აერთიანებს, ამ მე -თი  იწყებს გამჩენი თავის ათ სიტყვაობას :მე ვარ უფალი„  ამბობს ის

  • მე ვარ ის,  რომელიც აღემატება ყველა შეცნობას და გაგებას 
  • მე ვარ ის, რომელსაც ვერცეთი სახელი ვერ განსაზღვრავ
  • მე ვარ ის, ვინც ვარ
  • ის ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება
  • მე ვარ ყოვლისშემძლე და ყოვლის მომცველი

ეს სიტყვები თავისთავად მოკრძალებას და შიშს შთააგონებს ადამიანს გამჩენის წინაშე,

მაგრამ ღმერთი იმდენად თავმდაბლურად იქცევა  ადამიანების გამო,  რომ შემდეგ ამბობს: „შენი ღმერთი“  რაოდენ დიდია მისი სიყვარული ჩვენდამი,  სამყაროს შემქნელს არ რცხვენია ადამიანებს უთხრას რომ ის შენი ღმერთია . ის ამით აყალიბებს ახლო ურთიერთობებს  ადამიანებთან,  ეს კი თავისთავად ქმნის დიალოგს ერთმანეთში.  უფრო მეტიც,  ეს ურთიერთობები დაფუძნებულია თავად ღმერთის სიყვარულზე! ღმერთი ამით ერთგვარ მიძღვნას აკეთებს ჩვენს მიმართ,  როდესაც ქერუბიმები ამბობენ  „წმიდა არს, წმიდა ცაბაოთ უფალი“- ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენთვის არის მიძღვნილი, რამეთუ სიტყვა წმიდა ივრითულად კადოშ – გამოყოფას და მიძღვნას ნიშნავს! და როდესაც ღმერთი ამბობს შენი  ღმერთი ვარო, მარტივი ენით რომ თქვათ,  ნიშნავს მე გამოვეყავი მთელ სამყაროს,  რათა ჩემი სიყვარული და თანადგომა შენ  მოგიძღვნა  ადამიანო!  ამის გააზრება ორგვარ გრძნობას იწვევს ჩემში,  ერთს  უდიდესი სიხარულს და მეორე უდიდეს პასუხისმგებლობას. მიუძღვნა საკუთარი თავი ცოდვილ, დაცემულ ადამიანს, ეს არის სწორედ ის წარმოუდგენელი რამ,  რასაც სიყვარული ჰქვია,  რომელსაც ანალოგი არ აქვს სამყაროში.  მე ვარ უფალი, შენი ღმერთი,  დეკალოგის (ათი მცნების ) პირველი სიტყვა მე- ანოხი - אָנֹכִי ამ ასოების უკან იმალება ღვთაებრივი გამოცხადება. ებრაული წყარო,  კერძოდ მიდრაში განგვიმარტავს თუ რა იმალება ამ ასოების მიღმა.

ივრითულად,  ჩვეულებრივ ნაცვალსახელი მე  არის „ანი“, მაგრამ აქ ღმერთი ჩვეულებრივად არ გვესაუბრება, ის ღვთაებრივი  ცათა სასუფევლის კონსტიტუციას გადმოგვცემს თავისი ბაგეებიდან და ამიტომაც ამბობს – ანოხი  – მე  ივრითულად ის იწერება ოთხი ასოთი:

ალეფი- א, ნუნ -נ, ხაფ , კაფ – כდა იუთ -יმიდრაში გვიყვება რომ ასო ალეფის უკან იმალება სიტყვა ანი -ינאმე,   ასო ნუნ -נიმალება სიტყვა ישפנ-ნაფში ჩემი სული , ასო კაფ –  כუკან იმალება სიტყვა יתבתכ-კათავთი – დავწერე , ხოლო ასო იუთ – יიმალება სიტყვა  יתבהי- იაჰავთი – მე მოგეცი  ამ  ყველაფერს ებრაული კომენატარები აერთიანებენ და ამბობენ „მე ჩემი სული დავწერე და გადმოგეცით „ აქედან გამომდინარე სინაის გამოცხადება არა მხოლოდ იყო თორის -( რჯულის) გადაცემა ისრაელისათვის,  არამედ  მან საკუთარი თავი გადმოგვცა! ათ სიტყვაობაში იმალება თავად გამჩენის სული და მისი არსი, ამიტომაც ამბობს დავითი უსაზღვოა უფალო შენი მცნებები .

მე ვარ უფალი, შენი ღმერთი,  „ანოხი აშემ ელოქეხა“. დაბადების წიგნის პირველ თავების დაკვირვებით წაკითხვისას მკითხველმა შეიძლება აღმოაჩინოს რომ პირველ თავში სიტყვა   „ღმერთი ელოქიმი“  25-ჯერარის ნახსენები, ხოლო მეორე თავის 5 და 7 მუხლებში გვხვდება სახელი „უფალი ღმერთი . მე მინდა განგიმარტოთ მოკლედ  თუ რატომ არის ასე, რადგანაც ბიბლიაში შემთხვევით არაფერია დაწერილი. მაშ რა შინაარს ატარებს პირველ და მეორე თავებში ღმერთის სხვადასხვა სახელების ხსენება? მოდით, ჩვენ რომ ეს გავიგოთ  მცირე ანალიზი გავაკეთოთ, უნდა აღვნიშნოთ რომ სახელი ეს არაა მარტო რაიმე ობიექტის სახელწოდება. მაგალითად: ყველა ადამიანს აქვს რამდენიმე სახელი -( ზედმეტ სახელი), ადამიანებს შორის რაც უფრო ახლო ურთიერთობებია,  უფრო მეტ სახელებით და წოდებებით მივმართავთ ერთამნეთს. მაგალითად, ჩემი ნათესავი,  რომელიც აგრეთვე არის ჩემი მეგობარიც  და ჩემი კოლეგაც, სხვადასხვა გარემოებებში სხვადასხვა სახის  მიმართვებით  მივმართავ მას: ხანდახან პირადი სახელით გიორგით, ხანდახან გიოთი, ან ზედმეტი სახელით მივმართავ გიი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად სამსახურში მამის სახელით დავითის-ძედ მოვიხსენიებ, ან თავის წოდებით პასტორ და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ თქვა, სახელი მარტო ობიექტის არ ნიშნავს, არამედ სხვადასხვა გარემოებებსა და სიტუაციებში ჩვენი ურთიერთობების ამსახველია ჩემსა და ობიექტს შორის. ღმერთის სხვადასხვა სახელი გვაჩვენებს გამჩენის სხვდასხვა ურთიერთ კავშირებს ადამიანთან, ჩვენს სამყაროში ღმერთის სხვადსხვა სახელი ნიშნავს იმ ურთიერთობების ტიპებს, რომლებშიც შედის ადამიანი ღმერთან. რაში მდგომარეობს ღმერთის ღვთაებრივი ხასიათის სახელი ელოქიმი? ის სიმბოლიზირებს ღმერთს, რომელიც გამოვლინებულია ბუნებისა და სამყაროს მშვიდობიან ჰარმონიულ მმართველობაში, ეს სახელი თითქოსდა აღწერილობითია და არა პირადი მისი სახელი,  რომელიც გადმოგვცემს რომ ღმერთს მრავალი ძალა აქვს და ამ ძალას მხოლო ერთი წყარო აქვს. ამიტომაც იუდაიზმში მიღებულია ღმერთზე წარმოთქვან „ყოვლად ძლიერი“,   ელოჰიმი სამყაროს შემოქმედი, კანონმდებელი და მოსამართლე, ის ამყარებს კანონს და წესრიგს სამყაროში. სახელი ელოჰიმი კიდევ შეიძლება ასე განვმარტოთ- ძალების ბრძანებელი, რომელიც სამყაროს მართავს კანონებით. ამრიგად, ბუნების კანონები ეს იგივე ღმერთის გამოვლინებაა ფიზიკურ სამყაროში. მაშ ასე, სახელი ელოჰიმი, ღმერთი რომელიც გამოვლინდება კანონებში და წესრიგში. ამიტომაა რომ დაბადების წიგნის პირველი თავი, სადაც სახელი ელოჰიმი 25 არის ნახსენები გვამცნობს  ღმერთს, რომელიც სამყაროს  შემოქმედია და მართავს თავისივე დადგენილი კანონებით . ხოლო დაბადების მეორე თავში, ჩვენ უკვე ვხედავთ მის მეორე სახელს -იუთ ხეი ვავ ხეი יהוה. ის ქართულად როგორც უფალი ითარგმნება. ეს არის ღმერთის პირადი სახელი. მისი სიმბოლური მნიშვნელობა უსაზღვროა! მე ვეცდები რამდენიმე მნიშვნელობა განგიმარტოთ: პირველი მისი მნიშვნელობაა  მარადიულად მყოფადი, მისი მეორე მნიშვნელობა არის – ის ვინც გვჩუქნის სიცოცხლეს,  სამყაროს შექმნის წყარო, მესამე მისი მნიშვნელობა – ის ვინც დასაბამს ქმნის და გაანახლებს მაშინაც კი, როდესაც ამის მიზეზი არ არის. სახელი უფალი ჩვენ გვეუბნება გამჩენის გამოვლინებას ბუნებრივ სამყაროზე და მათ კანონებზე, ის მიგვითითებს რომ მას შეუძლია ბუნების და სამაყაროს ნებიმიერ კანონში ჩაერიოს, ამას იუდაიზმი და ქრისტიანობა სასწაულს უწოდებს. და როდის  სურს გამჩენს თავისივე შექმნილ კანონებზე მაღლა დადგეს და ჩაერიოს? ღმერთი თავის სამართალზე მაღლა დგება მაშინ, როდესაც მას სურს წყალობის გამოვლინება , როდესაც სამართლიანობას შეწყალებათ გარდაქმნის, წყალობა სამართლოზე დიდია! ამიტომაც სახელ უფალში იგულისხმება მისი თანაგრძობის გამოვლინება.

სახელი უფალი გამოხატავს სიყვარულის ხასიათს, როგორც მამა-შვილის ურთიერთობას ან მეუღლებს შორის.

განსხვავება სახელ ელოჰიმსა და აშემს – უფალს შორის არის მის გამოვლინებებში.

ერთი გამოხატავს ბატონისა და მისი ქვეშემდომის ურთიერთობებს, მეორე კი მამა- შვილურ ურთიერთობებს !

როდესაც ქვეშევრდომს სამსახურში რამე ეშლება, მას ათავისუფლებენ ყოველგვარი ჯამაგირის გარეშე, ბატონისთვის უფრო მარტივია ახალი თანამშრომლის დაქირავება.

ხოლო მამა ესე არ იქცევა, პირიქით მზრუნველობით ფიქრობს როგორ დაეხმაროს გამოსწორებაში თავის შვილს.

მაშ სიტყვები რას გვეუბნება  მე ვარ უფალი ღმერთი?  ეს გვიმხელს ღმერთის სურვილს ადამიანებთან აღთქმის დადების. აღთქმა ივრითულად არის „ბრით“ ბუკვალურად კავშირს ნიშნავს. აღთქმა ეს არის კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის .

უფალი – ეს არის ღმერთი რომელმაც აღთქმა დადო კაცობრიობასთან. ღმერთმა წარღვნა მოახდიან და იმავე ღმერთმა აღქთმა დადო ნოესთან, ამიტომაც დაწერილი რომ ნოემ მადლი ჰპოვა უფლის თვალში {დაბ.6:8}. ბუნებრივი კანონზომიერების  გამოვლინებაა. ეს ელოჰიმ ღმერთის გამოვლინებაა,  ხოლო ზებუნებრივი გამოვლინებები ეს იგივე ღმერთის გამოვლინებაა, მაგრამ როგორც უფლისა რომელიც ერთადერთია! მეორე რჯული კარგად გადმოგვცემს ამ აზრს . { 2რჯ.4:35-39} ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა. ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ  ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები. ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით, რათა განდევნოს თქვენზე უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხები თქვენგან და მიგიყვანოთ მათი ქვეყნის მოსაცემად და დასამკვიდრებლად, როგორც ამ დღეს.

გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.

ახლა მოდი დაუბრუნდეთ სინაის მთას.

როდესაც ყოვლად ძლიერმა წარმოთქვა სიტყვა „ანოხი მე“,  მთელი სამყარო მოიცვა ამ სიტყვებმა. შემდეგ გამჩენმა წარომთქვა თავისი სახელი რომელიც ოთხი ასოსგან შედგებოდა  יהוה ,ყველა ადამიანს შეძლო შეეგრძნო რომ შეზღუდული მატერია მხოლოდ ილუზიაა. ადამიანებმა გაიგეს რომ რაც კი არსებობს სამყაროში, ყველაფერი გამომდინარეობს ერთი წყაროდან. შემდეგი წარმოთქმული სიტყვა ელოჰიმ – ღმერთი მიანიშნებდა ადამიანებს, რომ ბუნების ყველა კანონი რომელიც სამყაროს არეგულირებს, იგივე წყაროდან გამომდინარეობს. მაშ ასე დღეს შევეცადეთ გაგვეგო სიტყვები „მე ვარ უფალი ღმერთი შენი“ , ამით პირველი მცნების პირველ ნაწილს ვასრულებთ შემდეგ განვიხილავთ მეორე ნაწილსაც.

ავტორი გიორგი ჯიჯიეშვილი .