რა იგულისხმება, როცა საუბარია ბიბლიის ღვთივსულიერებაზე?

19246.jpg-2016-07-23-19-11-06-825x510

“მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.” (2ტიმ. 3:16).

არ არის გასაკვირი, რომ მორწმუნეებს და ურწმუნოებს განსხვავებული შეხედულება აქვთ ბიბლიაზე. მაშინ როდესაც ქრისტიანები ამტკიცებენ რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვა, ურწმუნოები ამას არ ეთანხმებიან.

აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის გამოჩნდება, მანამ სანამ სულიწმინდა არ გაუხსნის ურწმუნოებს გონებას. როგორც 1 კორინთელთა წერილის 2:14-ში ვკითხულობთ: „მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.“

წმინდა წერილის მიმართ ქრისტიანული ხედვის გულში ჩადებულია მისი ღვთივსულიერება. ამ სიტყვებში დიდი მნიშვნელობაა ჩადებული და ამიტომ, თქვენის ნებართვით აგიხსნით რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს ეს დოქტრინა.

წერილის სრული ღვთივსულიერების დოქტრინის თანახმად, ღმერთი იყო არამართო ამა თუ იმ აზრის ან იდეის შთამაგონებელი, არამედ თვითონ ბიბლიის ტექსტის და მასში აღწერილი ყველა მოვლენისაც.

თავად იესო ამბობდა ამაზე ასე: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.“ (მათ. 5:18). აი რა წერია, ამ მუხლზე ინგლისურენოვანი კომენტარებიანი ბიბლიის ბოლო გამოშვებაში (“the ESV Study Bible”):

„იესო ადასტურებს ძველი აღთქმის აბსოლუტურ ავტორიტეტს, განმარტავს მას როგორც ყველა დროის წერილს… და ქრისტეს ეს სიტყვები ეხება მთელ ტექსტს, მის ყველა პატარა კომპონენტებიანად. იოტა არის ბერძნული ანბანის ყველაზე პატარა ასო… და წერტილში ალბათ იგულისხმება ყველა პატარა ნიშანი ან ასოს ნაწილი, რომელიც გამოიყენება ებრაულში ასოების განმასხვავებლად“.

ღმერთი არის მთელი წერილის ავტორი, ბოლო სიტყვამდე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად ღმერთი ფიგურალურად იჯდა მაგიდასთან, ეჭირა კალამი და წერდა ბიბლიას. ამის ნაცვლად, ის საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ხალხს შთააგონებდა რათა დაეწერათ ის ტექტსები, რომელიც შეადგენს წმინდა წერილს. თითოეულმა ამ ადამიანმა შეინარჩუნა თავისი სტილი, ხმა, დამოკიდებულება და კულტურული მახასიათებელი. მაგრამ ღმერთმა სასწაულებრივად შთააგონა მათ, რომ დაეწერათ ის რაც მისთვის იყო მოსაწონი და ეს უნდა გაეკეთებინათ უდიდესი სიზუსტით. ამით განსხვავდება ბიბლია მაგალითად ყურანისგან, ან მორმონების წიგნისგან, რომელიც მათი მიმდევრების თქმით დაწერილი იყო კარნახით.

2 პეტრეს 1:20-21-ში დაწერილია: „პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.“

გწამთ, რომ ბიბლია ღმერთის სიტყვაა? რატომ?

ავტორი – მარკ დრისკოულ 

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი

წყარო – https://www.charismamag.com