გავიხსენოთ რაბი იეშუა

5405f439152d

იცით თუ არა, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად არა იმისთვის, რომ დაეარსებინა ახალი რელიგია სახელად ქრისტიანობა, არამედ იმისთვის რომ აღესრულებინა წერილი რაც დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა?

იცით თუ არა რომ ებრაულად მისი სახელია-იეშუა, დედამისს ერქვა მირიამი, მას მიმართავდნენ როგორც „რაბის“ და არა „თქვენო უმაღლესობავ“, რომ მას უწოდებენ  „ქრისტეს“ რადგან ეს არის ბერძნული თარგმანი ებრაული სიტყვისა „მესია“?

იცოდით რომ მისი ყველა პირველი მიმდევარი იყო ებრაელი, მათ შორის ისინი ვისაც ერქვა „სიმონი, კეფად წოდებული, ანდრია მისი ძმა, იაკობი და მისი ძმა იოჰანანი, ფილიპე და ბარ-თალმაი, თომა და გადასახადების ამკრეფი მატიტიაგუ, იაკობ ბარ-ხალფაი და ტადაი, შიმონ ზელოტი და იეგუდა კრიოტიდან, რომელმაც გასცა იგი“ (მათე. 20:2-4, ებრაული ახალი აღთქმა)

იცოდით, რომ იაკობის წიგნის ავტორი არის იაკობი, რომლის სახელიც ბერძნულ ტექსტშია დაწერილი, რომ იუდა სინამდვილეში არის -იეჰუდა, და თავად „ახალი აღთქმის“ კონცეფცია ნასესხებია იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებიდან (იერემია 31:31-34)?

იცოდით, რომ იესო დაიბადა და მოკვდა როგორც „იუდეველთა მეფე“ (მათე 2:2; 27:35-37), და რომ იცხოვრა და მოკვდა როგორც ებრაელი?

იცოდით თუ არა, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელს სინამდვილეში უწოდებდნენ რაბი იოჰანან ჩაფლობელს

იცით თუ არა, რომ იმ ადგილს სადაც სისხლისდენით დაავადებული ქალი შეეხო იეშუას ტანისამოსს (მათ. 9:20; 14:36; მარკ. 6:36), ეს ბერძნული სიტყვა უნდა გადავთარგმნოთ როგორც „ფრთა“ და არა „კიდე“? (იხილეთ რიცხვი 15:38-39; მეორე რჯული 22:12; ზაქარია 8:23; სადაც საუბარია ფოჩებზე, რომლებსაც ატარებდნენ ებრაელები (ტალიტი)  სეპტუაგენტაში, ძველი ებრაული ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, ებრაული სიტყვა რომელიც აღნიშნავს „ფრთას“ თარგმნილია სიტყვით „კრასპედონი“. იესო, როგორც თორის დამცველი ებრაელი ასევე ატარებდა ამ ტანისამოსს, ამ ფოჩებს)

ტალიტი

ტალიტი

tallit7

იცოდით რომ იესო აღნიშნავდა გაზაფხულის დღესასწაულებს- „ღმერთის მიერ დანიშნულ დროებს“ (ლევ.23)- გარდაიცვალა (პასექის დღესასწაულზე), მკვდრეთით აღდგა (პირველი ნაყოფის დღესასწაულზე, 1 კორ. 15:20,23) და გამოგზავნა სულიწმინდა (ორმოცდამეათე დღეს/შავუოთზე, საქმეები 2:1-4)?

იცოდით, რომ იესო აღასრულებს ისრაელის შემოდგომის დღესასწაულებს (ლევ. 23), როდესაც დაბრუნდება საყვირების ხმაზე (შეესაბამება საყვირების დღესასწაულს, – იომ ტრუა, მათ. 24:31; 1 კორ. 15:51; 1 თეს. 4:16-17; გამოცხ. 11:!5), ისრაელის ეროვნული გამოსყიდვის გამოცხადება (შეესაბამება გამოსყიდვის დღეს  იომ ქიფური  ზაქ. 12:10; 13:1; რომ. 11:26-27), და ყველა დანარჩენ ხალხს, რომლებიც მანამდე იერუსალიმს ესხმოდნენ თავს, მოიყვანს იქ უფლის განსადიდებლად (შეესაბამება კარვობის დღესასწაულს, სუქოთი ზაქ. 14:16)?

იცოდით თუ არა, რომ სიტყვა „ეკლესია“ ბერძნული სიტყვა „ეკლესიის“ ყველაზე კარგი თარგმანი არაა (მათ. 16:18), და ეს სიტყვა სწორედ ითარგმნება როგორც „შეკრება“ ან „საზოგადოება“?

იცოდით თუ არა, რომ  შაულს ტარსუსიდან რომელიც არ დევნიდა ქრისტიანებს, არ გამხდარა ქრისტიანი და არ გადაირქვა სახელი „პავლედ“? ის უბრალოდ იყო ებრაელი, რომელიც დაიბადა ისეთ ქალაქში სადაც საუბრობდნენ ბერძნულად და დაბადებიდან მას ჰქონდა ორი სახელი: ებრაული (შაული) და ბერძნული (პავლე).

და ის არ დევნიდა „ქრისტიანებს“, რადგან ეს ტერმინი მას შემდეგ გაჩნდა რაც მან იეშუა ირწმუნა (საქ. 9:11). პირიქით, შაული დევნიდა მოძმე ებრაელებს, რომლებსაც სჯეროდათ რომ იესო არის მესია. და სწორედ ამ დევნის დროს განიცადა შეხვედრა იმ იესოსთან, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება და ისიც გახდა იესოს მიმდევარი. მას ძველებურად მიმართავდნენ შაულს, სანამ თავისი მსახურება არ დაიწყო არაებრაელებთან, იმ მომენტიდან მას უკვე უწოდებდნენ პავლეს (საქ. 13:1-9).

აბსოლუტური ჭეშმარიტება ის არის, რომ იესომ გაუხსნა გზა ებრაელებსა და არაებრაელებს , რომ ერთად ადიდონ ღმერთი ერთ სულიერ ოჯახში (იმის გარეშე, რომ არაებრაელები გახდნენ ებრაელები, და ებრაელებმა უარი თქვამ ებრაელობაზე), იესომ გააკეთა რაღაც რადიკალურად ახალი, როცა მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა მკვდრეთით. და რწმენის ეს ახალი გამოხატულება ვერ მოექცევა ტრადიციულ ჩარჩოებში.

ამავე დროს, ისტორიის მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე როდესაც ეკლესიას ავიწყდებოდა თავისი რწმენის ებრაული ფესვები, ყოველ ჯერზე იტანჯებოდა, როგორც აფრთხილებდა პავლე რომაელთა მიმართ წერილში (11:17-25)

, რადგან შენობის ძალა და სიმყარე მყარ საფუძველზეა დამოკიდებული.

მოდით ნუ დავივიწყებთ იესოს ებრაელობას.

რომ.11:17-25 ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი,ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო!კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.

 

რადგან, მხოლოდ იმიტომ რომ ის არის ისრაელის მესია, ის არის მთელი მსოფლიოს მხსნელიც.

ავტორი – მაიკლ ბრაუნი 

წყარო – http://firm.org.il/learn/remembering-the-rabbi-jesus/

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი.