ებრაელები: „ნებისმიერი, ოღონდ ისინი არა“

Evrei-i-limony-675x400

 

წინა რამოდენიმე სტატიაში ჩვენ გავნიხილეთ ისტორიული მოვლენები, რამაც გამოიწვია ის რომ დღეს ებრაელებს არ სწამთ იეშუა. ახლა მოკლედ განვიხილავთ კიდევ ერთ ისტორიულ პერიოდს, რომელიც სერიოზული დაბრკოლება იყო ებრაელებს შორის კეთილი უწყების გავრცელებაში: 2000 წლიანი ანტისემიტიზმი და დევნა მათი მხრიდან, ვინც თავს იესოს მიმდევარს უწოდებდა.

უმეტეს მორწმუნეებს უსამართლოდ მიაჩნიათ ის, რომ ებრაელები უარყოფენ იეშუას იმის გამო რაც გააკეთეს მისმა მიმდევრებმა, ვიღაც „შუასაუკუნეების სქელკანიანებმა“ წარსულში. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს დღეს ჩვენთვის, ანტისემიტიზმის ისტორიული ლიდერები არ იყვნენ ვიღაც მეორეხარისხოვანი ქრისტიანები, ისინი ეკლესიის ლიდერები იყვნენ!

ტრაგიკული ისტორია

მას შემდეგ რაც მოციქულებმა დატოვეს პლატფორმა, ბევრმა ლიდერმა, რომლებმაც დაიკავეს მათი ადგილები და პოზიციები, არ მიყვებოდნენ ბიბლიურ შეხედულებებს ებრაელი ხალხის მიმართ. უკვე მეორე საუკუნეში, საფუძველი ჩაეყარა ისტორიული მოვლენების განვითარებას იმ მიმართულებით, რომლითაც მთავრობამ და ეკლესიამ საბოლოოდ იუდევლები „დევნის ლეგიტიმურ ობიექტად“ გამოაცხადა ყველასთვის ვისაც მოუნდებოდა მათთვის ზიანის მიყენება. აქ არის რამოდენიმე მაგალითი ისტორიის ამ აცდენილი სპირალიდან:

ეკლესიის ერთ-ერთმა პირველმა მამამ იუსტინე წამებულმა დაწერა თავის „დიალოგში ებრაელ ტრიფინთან“, რომ ებრაელების უბედურება სასჯელია ღვთისგან: „ყველა უბედურება სამართლიანად გადევთ თქვენ (ებრაელებს) რადგან თქვენ მოკალით მართალი“.

მესამე საუკუნეში ღვთისმეტყველმა ორიგენმა დაამტკიცა ალეგორიული პრაქტიკა, და ბიბლიური ტექსტის ავტორიტეტი ჩაანაცვლა მასწავლებლების განმარტებებით. შედეგად მასწავლებლებმა დაიწყეს ტექსტის ინტერპრეტაცია ისე, როგორც მათ სურდათ. ამან კარი გაუხსნა ბევრ შეცდომას, მათ შორის იმას, რომ ყველა ბიბლიური მითითება ისრაელის მიმართ ახლა ეკლესიას ეკუთვნის.

რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს „ქრისტიანული რწმენა“ რომელსაც იგი მხარს უჭერდა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. იმპერიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის „ლეგალიზაციის“ შემდეგ დაიწყო მტრული დამოკიდებულება ებრაელების მიმართ. ნინევეს მახლობლად მდებარე მარ-მეთიუ მონასტრის ეპისკოპოსი და მოძღვარი აბრაჰატი 344 წელს წერდა: “მან (ღმერთმა) მართლაც დატოვა ისინი”. გარდა ამისა, მან შეცდომით დაიწყო ძველი აღთქმის, ესაია 1:4-ის ციტირება, რათა გაემყარებინა თავისი მოსაზრება.

ღრმად პატივცემულმა ნეტარმა ავგუსტინემ თავის წერილში „პასუხი მანიკეის“ დაწერა, რომ „ებრაელები დამნაშავენი არიან ქრისტეს სისხლში“ რა რადგან „მიწისგან არიან დაწყევლილნი“ ასევე იქნებიან „დაწყევლილნი ეკლესიისგან“. მას ასევე სჯეროდა, რომ უნდა გაეგრძელებინათ ებრაელების ჩაგვრა და დამონება, როგორც „მტკიცებულება ქრისტიანებისთვის, რომ ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებს ის, ვინც თავისი მმართველობის დროს უფალს სიკვდილი მიუსაჯეს“.

386-387 წლებში კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა, იოანე ქრისოსტომმა დაწერა რვა ქადაგება, რომელშიც აბუჩად აიგდო და დაამცირა იუდეველთა რელიგია და ტრადიციები. ის ამტკიცებდა, რომ „ღმერთს ყოველთვის სძულდა ებრაელები“ და რომ „ყველა ქრისტიანის მოვალეობაა სძულდეს ებრაელები“. ამ ქადაგებებიდან ერთი წლის შემდეგ განადგურდა სინაგოგა ქალაქ კალინიკონში.

შუასაუკუნეებში წმინდა მიწისკენ მიმავალ გზაზე ებრაელთა ხოცვა-ჟლეტვა ჟვაროსნების მიერ იყო რუტინული საქმე. როდესაც ეს დაბრმავებული ხალხი ჩავიდა იერუსალიმში 1099 წელს, მათ ყველა ებრაელი ჩაკეტეს სინაგოგაში და დაწვეს. და სანამ შენობა მთლიანად არ დაიწვებოდა, ჯვაროსნები ალმოდებულ სინაგოგას წრეს უვლიდნენ და მღეროდნენ : „ქრისტე, ჩვენ გაღმერთებთ შენ“.ktougodno3

გავლენიანი ტექსტები

ეკლესიის მამების ანტისემიტური ტექსტები წმინდა თეორიულად კი არ აღიქმებოდა, არამედ სასიკვდილო ეფექტურობით პრაქტიკაში მოყავდათ. ბრალდებები რომლებმაც ევროპის ებრაელთა უმრევლესობის სიკვდილი გამოწვია „სისხლიანი ცილისწამება“, „ებრაელი ღორი“, ბევრს კლავდნენ ცრუ ბრალდებებით თითქოსდა  ქრისტიან ქალებს  აუპატიურებდენ.

საუკუნეების მანძილზე ერთი მეორეს მიყოლებით დევნიდნენ ქვეყნები ებრაელებს, რადგან ამ ქვეყნის ლიდერები ებრაელებს უღირსად თვლიდნენ თავიანთი მოსახლეობისთვის. ესპანეთის ინკვიზიციის დროს 1478 წელს, ათასობით ებრაელი შეხვდა სიკვდილს ჯვრის ქვეშ ან იქნა გაძევებული კათოლიკური ესპანეთიდან.

ktougodno2

ლუთერის შეცდომებმა გამოიწვია „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“

ანტისემიტიზმი გრძელდებოდა პროტესტანტული ეკლესიის რეფორმაციის დროსაც. რეფორმაციის მამამ, მარტინ ლუთერმა რომელმაც გამართლება გამოაცხადა რწმენით და ამით შეცვალა ისტორია, თავად გახდა ანტისემიტი სიცოცხლის ბოლოს. იმედგაცრუებული იმით, რომ ებრაელებს არანაირად არ სურდათ მისი სწავლების მიღება, ამან მიიყვანა ანტი-ებრაული შრომის „ებრაელები და მათი ტყუილის“ დაწერამდე, სადაც განაცხადა შემდეგი იდეები:

  1. ებრაული სინაგოგები უნდა დაიწვას.
  2. ებრაული სახლები უნდა განადგურდეს.
  3. ებრაელები უნდა დასაქმდნენ მოსამსახურეებად.
  4. ებრაეული ფული უნდა განადგურდეს.
  5. ებრაელები ძალით უნდა გამოდევნო თავიანთი თემებიდან.

ამ სიტყვებმა დაუდო საფუძველი იმ მოვლენებს, რაც მოხდა 400 წლის შემდეგ, როდესაც ჰიტლერმა მთელი თავისი გადაწყვეტილებით მიმართა ლუთერანული გერმანია ებრაელი ხალხის წინააღმდეგ.

ამ ტრაგიკული ისტორიის შემხედვარე ნუთუ უცნაური უნდა იყოს, რომ თანამედროვე ებრაელი მწერალი იული ისააკი, წიგნის ავტორი „აქვს თუ არა ანტისემიტიზმს ქტისტიანული ფესვები?“ წერს: „ჰიტლერის გენოციდი იყო ეკლესიის დოქტრინის მრავალწლიანი სწავლების ზრდის შედეგი. ის ასევე ამბობს: „ქრისტიანული ანტისემიტიზმი არის ძლიერი იარაღი ძლიერი ფესვებით, საიდანაც (ქრისტიანულ სამყაროში) ყველა სხვა სახის ანტისემიტიზმი იზრდება, ისეთებიც კი რომლებიც აშკარად ანტი-ქრისტიანული ხასიათისაა“.

როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც იესოს მორწმუნეებს, წინ აღვუდგეთ ამ ისტორიას დღეს და ეფექტურად გავუზიაროთ ებრაელებს ჩვენი რწმენა მესიის მიმართ?

ავტორი – სემ ნედლერი 

თარგმანი – სალომე ჯებისაშილი

წყარო –  charismanews.com