ათი რამ რაც ქრისტიანებს შეუძლიათ ისწავლონ შემოდგომის დღესასწაულებიდან

mur-des-lamentations-yom-kippour-large

შემოდგომის თითოეულ დღესასწაულში – როშა აშანა (ახალი წელი), იომ ქი-ფური (გამოსყიდვის დღე) და სუქოთი – იმალება ძვირფასი მარგალიტი, რომელიც ჩადო აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა. ყოველწლიურად წმინდა შეხვედრების გარდა, დღესასწაულები ლევიტელთა წიგნიდან (ლევ. 23) მთლიანად მიუთითებს მკითხველს ისრაელის ღმერთის უფრო ღრმა გაგებაზე.

წლიდან წლამდე, ჩვენ ავღნიშნავთ ღმერთის მზრუნველობასა და დამცველობას ებრაელი ერის მიმართ, და ვიხსენებთ რომ იგივე ღმერთი, რომელმაც დაგვპირდა რომ არასდროს მიატოვებდა ისრაელს (იერ. 31:25-27), ახლა გვპირდება პატიებასა და საუკუნო სიცოცხლეს უანგაროდ (ეფ. 2:8-9). აქ არის ჩამონათვალი იმისა, თუ რა შეუძლიათ ისწავლონ შემოდგომის დღესასწაულებიდან ქრისტიანებს:

  1. ღმერთს აქვს განსაკუთრებული გეგმა ებრაელი ერისთვის

ღმერთს არ გაუწყვეტია ურთიერთობა ისრაელთან და ებრაელ ერთან! პირიქით, მას ჯერ კიდევ აქვს განსაკუთრებული გეგმა თავისი რჩეული ერისთვის. ებრაული კალენდარი, რომელიც მოთავსებულია ლევიტელთა წიგნის 23-ე თავში და ნაწილობრივ მეორდება თანახში (ძველ აღთქმაში), გვაჩვენებს, რომ ღმერთმა მისცა თავის ერს „წმინდა შეკრება“ რათა ვექციეთ „სინათლედ ხალხთათვის“ (ლევ. 23:1-3; მეორე რჯ. 7:6-11); 3 მეფ:8:53; 8:59-61; ეს. 42:6).

  1. ღმერთი – აღთქმების, ურთიერთობის ღმერთია

დაბადების წიგნის პირველი თავებიდან მთელი წერილის ბოლომდე ღმერთი ყოველთვის იყო ურთიერთობების ღმერთი- როგორც მთელ კაცობრიობასთან ისე ებრაელ ერთან. ეს დაიწყო აღთქმით დადებით ედემის ბაღში (დაბ. 2:15-17) და ადამთან (დაბ. 3:14-19). მოსეს აღთქმა, რომელიც დაიდო ისრაელის შვილებთან,  შედგება 613 მიცვოთისგან (მცნებისგან), მათ შორის ისრაელის სადღესასწაულო თარიღებისგან ყველა თაობისთვის. ღმერთმა თავისი ღრმა სურვილი გამოხატა ურთიერთობისთვის, ასწავლიდა ისრაელს თუ როგორ ჰქონოდა მასთან ურთიერთობა, ყოველწლიური შემოდგომის დღესასწაულების ჩათვლით, რომელიც არის შეხსენება იმისა, რომ ისრაელმა მას უნდა მიმართოს. აღთქმების სერია კულმინაციას აღწევს ახალ აღთქმაში, რომელიც დაიდო ისრაელის ერთან (იერ. 31:31-34), და აღსრულდა მესიაში.

  1. ებრაელი ხალხის უკეთ გაგება

დაბადების 12:1-3 ლაპარაკობს აღთქმაზე, რომელიც ღმერთმა დადო აბრაამთან. მესამე მუხლში ღმერთმა თქვა: “ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”. ქრისტიანებისთვის, რომელთაც სწამთ ბიბლიის და უყვართ ისრაელი, ებრაელი ხალხის კურთხევა უნდა იყოს იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც აკეთებენ. არ არსებობს იმაზე დიდი კურთხევა, ვიდრე აჩუქო ებრაელ ხალხს საჩუქარი, რომელიც არასდროს წყვეტს საქმეებს – კეთილი უწყება (რომ. 10:1-5, 11:11). დიდი დღესასწაულები და მათი თანამედროვე აღნიშვნის მეთოდი გვაძლევს ებრაულ საზოგადოებასთან კავშირის შანსს, სადაც შეგვიძლია მესიის შესახებ საუბარი. როდესაც შევისწავლით ლევიტელთა 23-ე თავის დღესასწაულებს, ჩვენ უფრო მეტად ვიცნობთ ებრაელ ერს, და შედეგად უფრო თამამად და ზუსტად შეგვიძლია სიტყვის გაზიარება.

  1. მესიის გამოსყიდვის გზა

ისრაელის დღესასწაულების ცოდნით, ჩვენ არამარტო უკეთ გავუგებთ ებრაელ ერს, არამედ გავაღრმავებთ ჩვენს ცოდნას ებრაელ მესიაზე, რადგან ყოველი დღესასწაული იეშუას, ჩვენი მესიის გამოსყიდვის გზის გარკვეულ მოვლენებზე მიუთითებს. რაღაც მხრივ, ღმერთის დიადი გეგმა მჟღავნდება დღესასწაულების მეშვეობით. ბევრი მორწმუნე ეთანხმება იმას, რომ ყოველი წმინდა შეხვედრა, რომელიც ლევიტელთა წიგნში არის აღწერილი, აღსრულდა ან აღსრულდება განსაკუთრებული გზით, მესიის წინასწარმეტყველურ გზაზე. როგორც იეშუას პირველი მოსვლის დროს აღსრულდა გაზაფხულის დღესასწაულები, ასევე აღსრულდება შემოდგომის დღესასწაულები მისი მეორედ მოსვლის დროს. სხვათა შორის, ებრაულ კალენდარში დღესასწაულების თანმიმდევრობა გვიქმნის წარმოდგენას ბოლო დროის მოვლენებზე.

მესიის მეორედ მოსვლა:

როშ აშანა (ახალი წელი) – საყვირების ხმა მოასწავებს ბოლო დროს;

იომ ქი-ფურ (გამოსყიდვის დღე) – დიდი გასაჭირი;

სუქოთი (კარვობის დღესასწაული) – მესიის ათასწლიანი მეფობა.

  1. როშ აშანა: ახალი წელი

როშ აშანა ნიშნავს „წლის თავს“. ეს დღესასწაული ასევე ცნობილია როგორც საყვირების დღესასწაული და ის პირველია შემოდგომის სამ ყველაზე დიდ დღესასწაულს შორის. როშ აშანას თემა – ეს არის შეკრება და მონანიება მომავალი ორი დღესასწაულისთვის მოსამზადებლად – იომ კიპურ (გამოსყიდვის დღესასწაული, ებრაულ კალენდარში ყველაზე წმინდა დღე) და სუქოთი (კარვობის დღესასწაული).

როშ აშანაზე ჩვენ ვამზადებთ ჩვენს გულებს დიდებული დღესასწაულებისთვის (ლევ. 23:23-25; რიცხვი 29:1-6; ფსალმ. 80:4-5; ეზრა 3:1-6; ნეემ. 8:1-2). ამ დროს ებრაელი ერი მთელს მსოფლიოში ჩაბერავს შოფარს (ვერძის რქა). წინასწარმეტყველურად როშ აშანა აღსრულდება ამაღლების დროს (1 თეს. 4:13-18; 1 კორ. 15:50-58). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამაღლება მაინც და მაინც როშ აშანაზე შეიძლება არ მოხდეს, რადგან ბიბლია ნათლად ამბობს რომ ჩვენ არ ვიცით დროები და ვადები (მათ. 24:42-44; 25:13).

  1. იომ ქი-ფური: გამოსყიდვის დღე

იომ ქი-ფური- შემოდგომის დღესასწაულებში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის მარხვისა და მწუხარების დღე (ლევ. 16; 23:26-32). როგორც ლევიტელთა წიგნის 16 თავშია აღნიშნული იომ კიპური იყო ცოდვების გამოსყიდვის დღე ყოველწლიური მსხვერპლის მოტანის გზით, რომელსაც მართავდა მღვდელმთავარი. პირველ რიგში ის თავისი ცოდვებისგან იწმინდებოდა, მსხვერპლის შეწირვით და სრულადდასაწველით (ლევ. 16:3). მას შემდეგ რაც მსხვერპლს მოიტანდა თავისი და სხვა მღვდლების ცოდვებისთვის, ის მზად იყო მსხვერპლი მოეტანა მთელი ერისთვის ისრაელის გამოსასყიდად (ლევ. 16:5-7). იკვლებოდა ორი თხა. ერთ თხას კლავდნენ, ხოლო მეორეს რომელიც ცნობილი იყო როგორც აზაზელი ან „განტევების ვაცი“, მიყავდათ უდაბნოში, და ტრადიცია გვიამბობს, რომ მას კლდიდან აგდებდნენ მართალი სიკვდილისთვის, რომელიც მთელი ერის ცოდვებს თან წაიღებდა და აღარ გაიხსენებდნენ. იესო იყო ჩვენი განტევების ვაცი ორი ათასი წლის წინათ (რომ. 5:8; 8:3).

ლევიტელთა წიგნის 23-ე თავში ებრაელ ერს ღმერთი სამჯერ მიმართავს რომ „დაიმდაბლონ სულები“ (27,29,32 მუხლები). იომ კიპურის წინასწარმეტყველური აღსრულება მოხდება დიდი გასაჭირის დადგომის დროს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „გასაჭირის ჟამი იაკობისთვის“ (იერ. 30:7), სადაც კონკრეტულად არის აღწერილი ისრაელის გასაჭირი დიდი გაჭირვების დროს (ზაქ. 13:9; 12:10; ლუკ. 13:35).

  1. სუქოთი: კარვობის დღესასწაული

სუქოთი ებრაულად ნიშნავს „კარვებს“ (ლევ. 23:33-44; გამოს. 23:14-17; რიცხ. 29: 12-38, 3 მეფეთა 8: 2, 3 მეფეთა 12: 25-33 ნ. 8: 13-18). ბიბლიურ დროში, ისევე როგორც ახლანდელ დროში ებრაელები აშენებენ დროებით საცხოვრებელს რათა მიირთავნ (ხანდახან დაიძინონ კიდეც) კარვობის კვირის განმავლობაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ გავიხსენოთ ღმერთის მზრუნველობა უდაბნოს რთული დღეების დროს.

არ შეიძლება სუქოთის წინასწარმეტყველური დანიშნულების გამოტოვება. რაბინები ასწავლიდნენ, რომ ერთ დღეს ღმერთი გადმოღვრიდა თავის სულს ისრაელის ერზე (იოელი 2:28). იოანეს 7:37-38, სუქოთის შვიდდღიანი დღესასწაულის დროს იეშუამ წყლის გადმოღვრა დააკავშირა თავის თავთან და საუკუნო სიცოცხლის წყალთან, რომელსაც ის გვაძლევს. მისმა ებრაელმა მსმენელებმა მაშინვე დააკავშირეს ერთმანეთს ეს ცნებები. უფრო მეტიც, იეშუა- ღმერთი ხორცში, რომელიც ჩვენთან არის – იქნება საბოლოო კარვობის შემსრულებელი, როცა ჩვენ ყველანი მასთან ვიცხოვრებთ ათასწლიანი მეფობის დროს (ზაქ. 14:16-19). ფერიცვალების დროს პეტრეს შეცდომით ეგონა (მათ. 17:1-8; მარკ. 2:2-8; ლუკ. 9:28-36) რომ იეშუამ უკვე მოიტანა მეფობა და სურდა სამი კარავის აშენება, ერთი მესიისთვის, მეორე მოსესთვის და ელიასთვის.

  1. ღვთის დაპირებები უცვლელია

თითოეულ ამ დღესასწაულთან ერთად, ღვთის დაპირებების შესრულება ახლოვდება მათთვის ვინც ირწმუნა მესიის სიკვდილი, აღდგომა და ცოდვების პატიება. ღმერთის დაპირებები ისრაელის მიმართ უცვლელია (იერ. 31:35-37; რომ. 9:1-5; 11:26-29) და ჩვენი ღმერთი არასდროს იცვლება (ებრ. 13:8). თუ ღმერთის დაპირებები უცვლელია, ის არც მესიის მოსვლის შემდეგ შეიცვლებოდა. თუ ღმერთმა აზრი შეიცვალა ისრაელზე, მაშინ ჩვენი ურთიერთობა მის მიმართ არაფრად არ ღირს!

  1. ღმერთის გამოსყიდვის გეგმა – ეს არ არის მოგვიანებით მოფიქრებული გეგმა

პირველი მესიანური წინასწარმეტყველებიდან დაწყებული დაბადების 3:15-ში შემოქმედი კაცობრიობას წარუდგენს გამოსყიდვის გეგმას. სურათი, რომელიც თანდათან იხატება ებრაულ წიგნებში- ეს არის ებრაელი იუდას ტომიდან, დავითის ოჯახიდან, ერთდროულად ღმერთი და კაცი, ბედლემში დაბადებული ქალწულის მიერ (დაბ 3:15; 49:10; ესაია. 7:14; 9:6-7; მიქ. 5:2) ეს მხოლოდ რამოდენიმე ასპექტია. ცხადია, რომ მხოლოდ ნაზარეველი იეშუა შეესაბამება ყველა ამ აღწერილობას. ჩვენი გამომსყიდველის წინასახე არის ლევიტელტა წიგნში აღწერილ ყველა დღესასწაულში – პესახიდან დაწყებული კარვობით დამტავრებული, მისი სიკვდილიდან ათასწლეულ მეფობამდე. ღმერთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ მას დაგეგმილი აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ დაგვანახოს მასთან შერიგების გზა (იოან. 3:16).

  1. ღმერთის სიტყვის უკეთ გაგება

როგორც ადამიანების უმეტესობა კითხულობს ბიბლიას, კაცობრიობისა და კერძოდ ისრაელის ისტორიას, ეს ხშირად გავს შავ-თეთრი ფილმის ყურებას – ჩვენ ნაწილს ვიგებთ და ნაწილს ვერა. თუმცა თუ ჩვენ წავიკითხავთ ბიბლიას ებრაული პერსპექტივით, გავიგებთ ავტორის შეხედულებებს, აუდიტორიასა და ისტორიულ/გეოგრაფიულ კონტექსტს, ჩვენთვის ყველაფერი უფრო მეტად გასაგები ხდება. ფილმი უცებ ფერადი ხდება და ეკრანზე ჩნდება ისეთი დეტალები, რომელსაც მანამდე ვერ ვამჩნევდით.

ლევიტელთა წიგნის კალენდარი – მხოლოდ ისრაელის შვილების წმინდა შეხვედრებზე არ არის. ის ასევე იძლევა ღვთის სიყვარულის, წყალობისა და მზრუნველობის  მკაფიო სურათს როგორც ებრაელების, ისე მთელი კაცობრიობის მიმართ. ის გვეხმარება გავიგოთ მეტი არამარტო ებრაელ ერზე, არამედ ამ ერის ღმერთზე, აბრაამის, ისააკის და იაკობის… ჩვენი ღმერთსა და მის სიტყვაზე.

ავტორი-  ICEJ.GE ადმინისტრაცია