იერუსალიმი

10815501_807091459332157_285719155_o

 

 

იერუსალიმზე ძალიან ბევრი თქმულა და დაიწერა და რათქმაუნდა არც მე დავწერ რამე ახალს ის რაც არ დაწერილა ან არ თქმულა, მე მინდა უბრალოდ რომ ყურადღდება გამახვილოდ 121ფს. ჩაწერილ სიტყვებს და გასცეთ კითხვაზე პასუხი რატომა დღეს აქტულური ფსალმუნის ეს სტროფები რომელიც დაიწერა დახლოვები სამი ათასი წლის უკან?

1 გავიხარე როცა მითხრეს, უფლის სახლში წავიდეთო.

2 შენს კარიბჭეებში დგანან ფერხნი ჩვენნი, იერუსალიმო!

3 იერუსალიმი ისეა ნაშენი, როგორც ერთად შეკრული ქალაქი.

4 სადაც ადიან ტომნი, უფლის ტომნი, როგორც დადგენილი ჰქონდა ისრაელს, უფლის სახელის სადიდებლად.

5 რადგან დაადგინეს ტახტები განკითხვისათვის – დავითის სახლის ტახტები.

6 ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისთვის! დაე, უზრუნველად იყვნენ შენი მოყვარულები;

7 მშვიდობა იყოს შენს კედლებში და უსაფრთხოება შენს ციხე-სიმაგრეებში.

8 ჩემი ძმებისა და მეგობრების გამო ვამბობ: მშვიდობა შენდა!

9 უფლის, ჩვენი ღმერთის სახლის გამო გისურვებ შენ სიკეთეს.

 ეს ფს. წინასწარმეტყველური ფსალმუნია რადგანაც დავითს გაუჭირდა იერუსალიმის აღება მაშინდელ ისრაელს თიითქმის მთელი ქაანანის მიწები დაბყრობილი ქონდათ მხოლოდ იერუსალიმი იყო დარჩენილი და ისრაელს მრავალი ბრძოლა დაჭირდა მის ასაღებად ამიტომ დავითისათვის ეს ძალიან ძვირფასი ადგილი იყო რადგანაც სწორედ აქ უბრძანა მას უფალმა სამსხვერპლო აეგო მისთვის რათა ის რაც სჯულში ანუ თორაში მისცა აღესრულებინა ლევიანელებს. ამიტომაც უფლის თაყვანისცემის ადგილი ყოველთვის მუდმივ შეტევებში იყო ისტორის მანძილზე არცეთ ქალას არ გადაუტანია იმდენი ომები რაც იერუსალიმს გადახდვდა, ეს ადგილი ყოველთვის იყო საბრძლოლო ველი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამიტომაცა დღესაც კი ახლო აღმოსავლეთში იერუსალიმი მუდმივ ტერაქტებისა და რელიგიური შეტაკებიბის მომლოცველთა ადგილად იქცა.

ამიტომაც დღეს მინდა შემოგთავაზოთ ეკლესია ქრისტეს საპარტარძლოს ისრაელზე  ლოცვა და უფრო მეტად იერუსალიმზე რადგან იერუსალიმია ის ადგილი სადაც ჩვენი ნეფე ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხვდება. ზემოდ მე ვთქვი რომ ეს წინსწარმეტყველური ფს. და ძალიან მოკლედ მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ასრულდა  და სრულდება ეს სიტყვები. პირველი ვილოცოთ მშვიდობისათვის ანუ უფალს უნდა გამოვთხოვო იერუსალიმისათვის მშვიდობა და რა არის მშვიდობა თუ არა იგივე უფალი იესო დიაღ მე არ შევმცდარვარ როცა ვამბობ რომ იესოა მშვიდობა.

მოდი დავიწყოთ თანმივდერობით რას ნიშნავს სიტყვა ილოცედ ?

სტრონგი : ლოცვა N7592 {ებრ. შაალ} გამორკვევა, თხოვნა, სურვული,ნდომა,მოთხოვნა. შაალ არ არის ლოცვის აღმნიშვნელი ჩვეულებრივი სიტყვა და უფრო „ მოთხოვნის“  „გამოკვლევის“ მნიშვნელობა აქვს განსახილველ ფსალმუნში გვეძლევა მითითება, რომ ღვთის ერისა უფლის სახლის გულისთვის (მმ 8,9) ვეძიოთ სიკეთე. ეს მდგომარეობს მისი კეთილდღეობის გურცფელ ძიებაში, მისი მშვიდობისათვის ლოცვაში, მისი მდგომარეობის გარკვევაში, რაც მასზე ჭეშმარიტი ზრუნვით არის ზრუნვით არის მოტივირებული. სიტყვა შაალიდან მომდინარეობს საკუთარი სახელი შაული რაც „გამოთხოვილს“ ნიშნავს ან გამოთხოვას ვთქვად ნანატრ ბავშვს .

 

. იცით თუ არა, რას ნიშნავს ებარული სიტყვა შალომ?

ყველა ჩვენთაგანს გვესმის სიტყვა შალომ, ხშირად ჩვენ მას მისალმების დროსაც ვამბობთ. ისრაელში სიტყვა შალომ ყველა ადგილზე შეილება გაიგონოთ.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ამ სიტყვის ასოების შლმ.ფუძე. ივრითულად „შინ“,  „ლამედ“, „მემ“. 

შალემ – მშვიდობა, სიწყნარე, ჰარმონია.

შილემ – გადაიხადა.

შულიამ – გადახდილია.

ლეშალემ – გადახდა, სიკეთის დაბრუნება.

შლომო – ბავშვის სახელი რომელიც ითარგმნება სოლომონი და ნიშნავს „მისი ღმერთის მშვიდობა“

შლომიტ – გოგონას სახელი რომელიც ითარგმნება სულამიტა და ნიშნავს „მშვიდობიანს“

მუშლიამ – სრულყოფილი, იდეალური.

შლემუთ – სისავსე.

იშთალმუთ – სრულყოფილობამდე ასვლა, კვალიფიკაციის ამაღლება,

იერუშალაიმ – მშვიდობის ქალაქი.

მაშ ასე, ჩვენ დავინახეთ სიტყვა შალომის ფუძე და მისი მნიშვნელობები, როცა ებრაელები ერთმანეთს ამ სიტყვით მიმართავენ ყველა ამ მნიშვნელობებს გულისხმობენ. აარონის ლოცვა, რომელიც აგრეთვე ცნობილა, როგორც მღვდელმთავრის კურთხევა, სრულდება ამ  სიტყვებით :უფალმა მოგხედოს თავისი სახით და შალომ –  მშვიდობა მოგცეს! {რიცხ.6:26} .

ეს სიტყვა  წინასწარმეტყველურია  და მიუთითებს იესო ქრისტეზე, ვინაიდან ებრაული სიტყვა რადგანაც კიდევ ერთ მნიშვნელობა ამ სიტყვის არის– ყოვლის შემძლე. აგრეთვე სიტყვა შულიამ – გადახდილია. და ჩვენ ვხედავთ როდესაც იესო ამ სიტყვებს თავის მოწაფებს მიმართავს: {იოან.16:33} „ეს იმიტომ გითხარით, რომ შალომ – მშვიდობა გქონდეთ ჩემში.წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს“.

სხვა სიტყვებით რომ თქვათ ქრისტემ მოწაფეები გამხნევა, რომ თქვენთვის გადახდილია საფასური მიუხედავად გარემოებებისა, რომლებმაც შეიძლება თქვენს საწინაღმდეგოდ მოქმედებდეს. და როდესაც ქრისტე აღდგა და თავის მოწაფებს გამოეცხადა მან შემთხვევით არ თქვა {იონ.20:19} იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: „შალომ ალეხემ“–“მშვიდობა თქვენდა!

ამით მან ფატქიურად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ერთადერთი  სრულყოფილი,ჰარმონიული, გადახდილი ფასი, სისავსე არის შესაძლებელი მხოლოდ იეშუა ჰა მაშიახში ( იესო ქრისტეში). ამინ .

მეორე რაც მინდა დაგანახოდ ეს არის იგივე . ჩვენი შუამდგომლობის მოტივი . ჩემი ძმებისა და მეგობრების გამო ვამბობ: მშვიდობა შენდა! უფლის, ჩვენი ღმერთის სახლის გამო გისურვებ შენ სიკეთეს.

  • ისმის კითხვა ვინ იყო დავითის ძმები და მეგობრები რათქმაუნდა ის მებრძლობები ვინც მის გვერდით იბრძოდენ იერუსალიმისთვის. ეს პირველი საუკუნის ებრაელებმა კარგად იცოდა ამიტომაც მათე ქრისტეს მესიანობაზე კიდევ გენიალურ მუხლს გვაძლევს ეს არის როდესაც ქრისტესტთან თავისი ძმები და დები მივიდნენ ქრისტესთან. {მათ.12:46–50} . მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: “აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.

მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: “ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”

გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: “აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.

რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.

როგორც დავითის მეგობრები ასრულებდენ ღმერთის ნებას იერუსალიმის აღებისას ასევე ქრისტეს მეგობრებიც ასრულებენ ღმერთის ნებას რადგანაც ეს ორივე მესია იყო ანუ ცხებულები მაშიახი. და ჩვენი შუამდგომლობის უმთავრესი მოტივია ისევ ჩვენი და ძმები. განა საოცარი არა როგორ სრულდება ბიბლიაში ყველაფერი ჩვენ თვალწინ ძვრიფასებო ჩვენ უნიკალურ დროში ვცხოვრობთ ჩვენს წინაშე უმრავი წინასწარმეტყველაბა სრულდება. და ჩვენ არჩევანია ვიქნებით მაყურებლები თუ უშუალო მონაწილები.  მე პირადათ მეორეს ვირჩევ.

გიორგი ჯიჯიეშვილი