ქვაში გამოკვეთილი ასოები

13310504_994283404022826_1067177582726375395_n

თორის საკვირაო თავი ,,ბეხუკოთაი“
ქვაში გამოკვეთილი ასოები
თორის საკვირაო თავის სახელწოდება ,,ბეხუკოთაი“ ნიშნავს — ,,ჩემი დადგენილებების მიხედვით.“ სიტყვა ,,დადგენილებას“ ამ შემთხვევაში სხვა მნიშვნელობა აქვს. თავი იწყება სიტყვებით: ,,თუ ჩემი დადგენილებების მიხედვით მოიქცევით და ჩემს მცნებებს დაიცავთ..“ რაშის კომენტარის მიხედვით მოცემულ სიტყვათაწყობაში ,,დადგენილება“ უნდა გავიგოთ, როგორც ,,მცნების“ სინონიმი. მაგრამ მცნებებზე იქვე ცალკეა საუბარი. მაშ, რას ნიშნავს ,,ჩემი დადგენილებები?“ ბრძენები თვლიან, რომ საუბარია მუშაობაზე, რომელიც თორის სწავლას უკავშირდება. რაბი შნეურ ზალმანი ლიადიდან აღნიშნავს, რომ სიტყვა ,,ხოკ“-ს (,,დადგენილება“) აქვს საერთო წარმომავლობა და საერთო ფუძე სიტყვასთან ,,ხაკიკა“ (,,ქვაზე ამოტიფრული“). ამით თორა მიანიშნებს, რომ ადამიანმა ისე უნდა იშრომოს თორის შესწვლაზე, რომ თორასთან მისი კავშირი ქვაზე ამოტვიფრულ ასოებს დაემსგავსოს. ქაღალდზე დაწერილი ასოები ერთი შეხედვით მყარად ეკვრის ქაღალდს. მაგრამ ნაწერი ორი საგნისგან შედგება: ქაღალდისა და მელნისაგან. ქვაზე ამოტვიფრული ასოები კი ქვასთან ერთ მთლიანობას ქმნიან, მათი განცალკევება შეუძლებელია. ისინი ქვის ნაწილი ხდებიან და არაფერ განყენებულს არ წარმოადგენენ. თორის შესწავლაც ამას ჰგავს: საგანი და ადამიანის გონება ისე უნდა შეერწყას ერთმანეთს, რომ ერთ მთლიანობად იქცეს.
რა უფრო მთავარია?
ერთხელ კოცკელ რაბისთან მისი მოსწავლე მივიდა და თავის გაჭირვება მოუყვა:
– როცა რუჟინში ვსწავლობდი, ყველაფერი ადვილი და გასაგები იყო. მე ვლოცულობდი და ვიცოდი, რომ ეს ლოცვა იყო. აქ, კოცკში კი ყველაფერი ამერ-დამერია. ძალიან განვიცდი რაბი. დაბნეული ვარ! გემუდარები, მიშველე, დამეხმარე, რომ წყნარად ვისწავლო და ვილოცო, ისე, როგორც ადრე. მირჩიე, რა გზას დავადგე, რომ ამ დარდისგან განვთავისუფლდე!
რაბიმ მოსწავლეს ცრემლიანი თვალებით შეხედა და უთხრა:
— იქნებ გამჩენს შენი ცრემლები და განცდები უფრო სჭირდება, ვიდრე მშვიდად სწავლა და დაწყნარებული ლოცვა?

უყაირათობა
ერთხელ, მოხუც მდიდარ ებრაელს ახალგაზრდა ნათესავი ესტუმრა და ახლი მაღაზიის გასახსნელად თანხას დაესესხა. დასხდნენ ბუხართან და დიდ ხანს საუბრობდნენ, საქმე მართლაც მიმზიდველი და პერსპექტიული იყო. სტუმარმა ჩიბუხი ამოიღო, თუთუნით გატენა, მერე ასანთიც მოიძია ჯიბეში, ჩიბუხს ცეცხლი მოუკიდა და კმაყოფილი სახით გააბოლა.
– არ გასესხებ ფულს და არც მთხოვო — უთხრა უცებ მოხუცმა
– ეს როგორ, ეს ხომ მომგებიანი საქმეა, თანაც ახლახანს არ მოვრიგდით?
– საქმე კი არის მომგებიანი, მაგრამ შენ ხარ უყაირათო, ფულს კი ეკონომია უყვარს!
– საიდან მოიტანე, რომ უყაირათო ვარ! პირიქით, ყველგან ეკონომიას ვაკეთებ! -გაცხარდა ახალგაზრდა სტუმარი.
– ყველგან არა! აი, ამ წუთას, შენ ჩიბუხისთვის ასანთი გაკარი, როცა უფასო ცეცხლთან იჯექი!13344785_994283517356148_6014094702887889116_n