ერთხელ ცნობილმა რომაელმა ქალბატონმა რაბი იოსე ბენ ხალაფთას ჰკითხა: „რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო ?“ (მისი კითხვა თითქოს თორაში არსებულ წინაღმდეგობას ეხებოდა,სადაც წერია ,რომ ცა და დედამიწა შექიმნა პირველ დღეს , თუმცა მოგვიანებით აღწერილია სამყაროს შექმნა 6 დღეში).
– მან ყველაფერი პირველ დღეს შექმნა – უპასუხა რაბი იოსემ. როცა ქალბატონმა ასეთი პასუხი გაიკვირვა, რაბი იოსემ ჰკითხა: თქვენ სტუმრისათვის ოდესმე საჭმელი მოგიმზადებიათ ?
– რა თქმა უნდა – უპასუხა ქალბატონმა.
– და თქვენ ყველაფერს ერთდროულად მიართმევთ ? – ისევ იკითხა რაბმა.
– არა მე ჯერ სამზარეულოში ვამზადებ, შემდეგ კი თანმიმვდერობით ერთი მეორეს შემდეგ მივართმევ –აუხსნა ქალმა
– სწორედ ასე შექმნა გამჩენმა სამყარო – უპასუხა რაბი იოსემ. პირველ დღეს ჰაშემა შექმნა საწყისი მასალა (უფორმო მატერია), რომელსაც შემდეგ მისცა ფორმა და ააშენა ყველაფერი , რაც არის სამყაროში იმს სახით როგორითაც დღეს ვიცნობთ.