ქაშერი მეტყველება

12963686_961191853998648_8690989394181876313_n

ერთხელ რებე იაკოვ იცხაკმა ფშისხიდან თავის უფროს მოსწავლეს— სიმხა ბუნიმს ერთ შორეულ სოფელში მოგზაურობა დაავალა. მოსწავლემ მოგზაურობის მიზანი იკითხა, მასწავლებელი გაჩუმდა…
რებე სიმხა ბუნიმმა თან რამდენიმე ხასიდი წაიყვანა. როცა დასახულ ადგილს მიაღწიეს, დაღამდა კიდეც. რადგან სოფელში სასტუმრო არ იყო, რებემ მედროგეს პირველივე სახლთან შეჩერება უბრძანა და კარზე დააკაკუნა. მასპინძელმა ღამის სტუმრები სახლში მიიღო. როცა სტუმრებმა ვახშამი მოიკითხეს, სახლის პატონმა უთხრა, რომ მხოლოდ ხორციანი კერძები ჰქონდა.
ამის გაგონებაზე ხასიდებმა მასპინძელს კითხვები დააყარეს: ქაშერია ხორცი? ვინ იყო შოიხეტი? საქონლის ფილტვები სუფთა იყო? მარილი ზომაზე ჰქონდა დაყრილი? კითხვებს ბოლო არ უჩანდა… ამ დროს ოთახის კუთხიდან ვიღაცის ხმა მოისმა.
ხასიდებმა მოიხედეს და დაინახეს მაწანწალა, რომელიც ღუმელს ეფიცხებოდა და გაცვეთილ ჩიბუხს ეწეოდა.
-ძვირფასო ხასიდებო, -თქვა მაწანწალამ — თქვენ ისეთი ყურადღებით აკვირდებით, თუ რა მოხვდება თქვენს პირში, მაგრამ საერთოდ არ გაღელვებთ, რა გამოვა თქვენი პირიდან!
მაშინ კი მიხვდა სიმხა ბუნიმი, რაც იყო ამ მოგზაურობის მიზანი. მან მაწანწალას თავი მორიდებით დაუკრა, მასპინძელს მადლობა გადაუხადა და დროგისაკენ გაემართა, თან ხასიდებს გადასძახა:
-წავიდეთ, ახლა შეგვიძლია ფშისხში დაბრუნება!
მორალი: ბაალ შემ ტოვი ამბობდა, რომ ,,ყოველი მოსმენილი სიტყვა, როგორი შემთხვევითი და უაზროც უნდა იყოს ის, სპეციალურად შენი ყურებისთვისაა განკუთვნილი. ცხოვრების ყოველი წამი საშუალებას გაძლევს ჩახედო საკუთარ თავს და გაიგო, როგორ შეგიძლია გაიუმჯობესო შენი აზრები, სიტყვები და ქმედებები. არ გეგონოს, რომ სამყაროს ცენტრი ხარ, ის რაც სამყაროშია, შენშიც არის.