,,საინტერესო ლექცია“

12010663_966648860043082_1142130082042459348_o

…და შეკრიბა მოშემ ისრაელის შვილები და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთა შესრულებაც უზენაესმა გვიბრძანა..“
მოშემ ხალხი შეკრიბა, რათა მათთან ერთად შაბათის კანონები ესწავლა, ჩვენ კი გზა დაგვისახა: თორის სასწავლებლად შაბათობით შეკრება… ბრძენები მბობენ: ,,ადამიანები, რომლებიც მთელი კვირა მუშაობენ და თორას ვერ საწვლობენ, ვალდებულნი არიან შაბათს ბრძენებზე მეტი ისწავლონ..“
რაბი შლომოს ასეთი იგავი მოჰყავს:
იყო ერთი კაცი, რომელიც ლუკმა-პურის ფულისთვის წელებზე ფეხებს იდგამდა. დიდი გარჯითა და ჯაფით მას დროთა განმავლობაში პატარა თანხა შეუგროვდა. ამ დროს ქალაქში ცნობილი ლექტორი ჩამოვიდა. ბევრი მზად იყო მის მოსასმენად დიდი თანხა გადაეხადა. იფიქრა კაცმა: ,,მთელი ცხოვრება მძიმედ ვმუშაობ, დასვენებისა და კმაყოფილების გარეშე, ამიტომ ვიმსახურებ ერთხელ მაინც სული ავიმაღლო!“ წავიდა და მთელი თავისი დანაზოგით ლექციის ბილეთი იყიდა.
კაცი ლექციაზე მივიდა. სავარძელში მოკალათდა და სხვა მსმენელებს ამაყად გადახედა. დარბაზში განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. ფარდა გაიხსნა და ლექტორიც გამოჩნდა. ჩვენმა ,,გმირმა“ დაინახა მისი სახე და ჩაცმულობა, გაიგო მისი ხმა, მაგრამ თანდათანობით თვალებზე რული მოეკიდა ტკბილად ჩაეძინა.
მას მხოლოდ ლექციის ბოლოს, აპლოდისმენტებზე გაეღვიძა. გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, გვერდზე მჯდომმა უთხრა: ,,რა მშვენიერი ლექცია იყო! თქვენ რას იტყვით?“
,,დიახ… რა თქმა უნდა… — ძლივს ამოილუღლუღა კაცმა, სავარძელი მომსვენოა, გათბობაც ზომიერად იყო…“
,,როგორ? — გაუკვირდა მეზობელს, თქვენ აქ მოხერხებული სავარძლისა და გათბობისთვის მოხვედით, ეს ხომ სახლშიც გქონდათ…!“
ასეა სულიც…ის ამ სამყაროში მოდის, რათა თორა ისწავლოს, მცნებები შესრულოს და კეთილი საქმეები გააკეთოს. თუ ადამიანი მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობს, მაშინ ის იმას ემსგავსება, ვინც მთელ დანაზოგს იმაში ხარჯავს, რომ დარბაზში დაიძინოს. არ ღირს იმ კაცს დავემსგავსოთ, ვინც ლექციაზე რითაც შევიდა, იმითვე გამოვიდა…
შაბათ შალომ!

Фото ‎Chabad Lubavich of Georgia חב"ד גיאורגיה‎.