ტანსაცმელი სულისათვის

12715805_927913593993141_2015758872271922447_n ტანსაცმელი სულისათვის“
,,და გააკეთე წმინდა სამოსი აჰარონისთვის, შენი ძმისათვის, მისი დიდებისა და ბრწყინვალებისთვის!“ (თეცავე 28:2).
თუ კოსმონავტმა სპეციალური სკაფანდრი არ ჩაიცვა, ის კოსმოსში დაიღუპება. ერთი სიტყვით, სკაფანდრი კოსმონავტის სიცოცხლეს უზრუნველყოფს. თუმცა არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს სპეციალური კოსტიუმი და ადამიანი მის შიგნით, ერთ მთლიანობას წარმოადგენს.
ჩვენი სხეული სკაფანდრია სულისთვის, ის სულის მატერიალურ სამყაროში არსებობას უზრუნველყოფს. ჩვენ ვერ ვიცოცხლებდით, თუ არ გვექნებოდა ,,კოსტიუმი სულისთვის.“ სხეული არ წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობას, მას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს – უზრუნველყოს სულის სიცოცხლისუნარიანობა.
რადგან სხეული ის ,,გარსია,“ რომელსაც თვალი ხედავს, ბევრი ადამიანი მისი იდიალიზირებისკენ არის მიდრეკილი. ტანსაცმლით დაფარული სხეულის ხილვისას ყურადღება ადამიანის შინაგან სამყაროზე, მის სულიერებასა და იმ უხილავ სუბსტანციაზე გადადის, რომელსაც ნეშამა ჰქვია.
მიდრაში გვიყვება, რომ მიშქანის მშენებლობის შემდეგ უზენაესმა მისთვის მოკრძალებული იერის მიცემა ბრძანა, რადგან მიშკანის ფასეულობა არა გარეგნული სიდიადით, არამედ მასში შეხინის არსებობით განისაზღვრება.
ხედავს რა ადამიანი მშვენიერ ,,საკულტო ნაგებობას,“ იხიბლება მისი არქიტექტურული ფორმებით, მასალით, შიდა მორთულობით და მისი სულიერი დანიშნულებაც მაშინვე ავიწყდება, ასეთ დროს შეიძლება მიშქანიც კი კერპს დაემსგავსოს.
აი, რატომ ითხოვს თორა ებრაელი ქალისაგან მოკრძალებას, როგორც საქციელში, ისე ჩაცმულობაში. მოკრძალება ადამიანის ყველაზე დიდი სამშვენისია. თანამედროვე ეპოქაში ქალს მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით აფასებენ, მთელი ყურადღება იმაზეა გადატანილი, თუ რას ხედავს თვალი.
ებრაელ ქალს ასეთი სტატუსი არ შეეფერება. თავისი შეხედულებითა და მანერებით მან უპირველესად თავისი შინაგანი სილამაზე უნდა გამოამჟღავნოს, რადგან თორაში ნათქვამია: ,,მეფის ქალიშვილის მთელი დიდება მის შიგნით – სულშია!“