სამყარო როგორც სეფერ თორა

16-Osennie-listya-klena

სამყარო როგორც სეფერ თორა
ჩვენი მამები – სამყაროს სამი საყრდენი: ავრაჰამი, იცხაკი და იაკობი, თავის მაგალითზე გვასწავლიან რომ ამ სამყაროს აქვს თავის კანონზომიერება და მას თორა ჰქვია. გავსწავლიან ბრძენები რომ ჩვენი მამები ასრულებდნენ მთელ თორას, იქამდე სანამ ისრაელის ერმა მიიღო თორა სინაის მთაზე. ავრაჰამმა პირველმა აღმოაჩინა ერთღმ-რთიანობა, ჩაუღრმავდა ქმნილებას და მან თავის თავში სიკეთის კეთების – ხესედის გზით გახსნა მთელი თორა, ავრაჰამი დადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში და ქადაგებდა თორასა და ერთღმ-რთიანობას, ყველასთვის თავის ენაზე და ყველასთვის მისთვის შესაფერის დონეზე. იცხაკი – ამ ქვეყანას მოევლინა, როგორც მსხვერპლი გამჩენის სამსხვერპლოზე – კორბანი, როდესაც გამჩენმა მოუწოდა ავრაჰამს შეეწირა მისთვის იცხაკი – ერთადერთი შვილი გაჩენილი 100 წლის ასაკში, მამა შვილი (ავრაჰამი და იცხაკი) სიხარულით გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც იცხაკი უნდა შეწირულიყო გამჩენის წინაშე, მამის – ავრაჰამის ხელით, მათ ეს გზა სამი დღე იარეს, რაც უდიდეს გამოცდას წარმოადგენს – სამი დღიანი გზა სიკვდილისკენ, როდესაც მიაღწიეს გამჩენისგან დათქმულ ადგილს – ტაძრის მთას, ავრაჰამმა ააშენა სამსხვერპლო და იცხაკი თავისით დაწვა ამ სამსხვერპლოზე, მამას ისეთი მხრით დაუწვა საიდანაც ადვილი იქნებოდა მისთვის ყელის გამოჭრა – ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი სიყვარულითა და რწმენით გამჩენში, ამ რწმენისა და სიყვარულის გზით იცხაკმა გახსნა თავის თავში მთელი თორა და გახდა საფუძველი სამყაროსი დინში – სამართლში. იაკობი – ეტალონი ჭეშმარიტებისა, იგი არა თუ ჭეშმარიტებას ქადაგებდა, არამედ ქმნიდა ჭეშმარიტებას ამ სამყაროში, როგორც მისი საუბრით ასევე მისი მოქმედებითაც, იაკობმა თორა ჰპოვა თავის თავში ჭეშმარიტების სახით. სამივემ ერთად კი სამყაროში მოიტანეს მცნება: ხესედისა – სიკეთე, სასამართლო – დინი და ჭეშმარიტებისა – ემეთი. ჩვენმა მამებმა შესძლეს მიეღწიათ ამ დონისთვის გამომდინარე იქიდან, რომ წამდათ გამჩენის ერთადერთობისა, დადიოდნენ მის გზაზე, ასრულებდნენ მის ნებისმიერ დავალებას, აბსოლუტურად აბათილებდნენ პირად სურვილს გამჩენის სურვილის წინაშე, რადგან ამ სამყაროში მხოლოდ ერთი მსურველია და ეს გამჩენია. მიზანი მამებისა მხოლოდ ერთი იყო – მომავალ თაობას მიეღო თორა სინაის მთაზე და ევლოთ გამჩენის გზაზე, თორის სწავლით, მიცვების შესრულებით და რწმენით გამჩენში – რომ ის სულ არის ჩვენთან, როგორც იყო ჩვენ მამებთან.