სამყარო როგორც სეფერ თორა

moses_aaron

სამყარო როგორც სეფერ თორა
ადამიანი თავის ბუნებიდან გამომდინარე ხედავს მხოლოდ იმას რაც მას აწუხებს, ის რაც მას ეხება და ხშირად მხოლოდ იმას რაც მხოლოდ მას ეხება. მან ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროს, სულ უკმაყოფილო და დარდიანი, თუნდაც რომ მას ყველაფერი საკმარისი ჰქონდეს და არაფერი აკლდეს იმისთვის, რათა იყოს ბედნიერი ან მინიმუმ კმაყოფილი მაინც, რის გამოხატვაც კითხვაზე “როგორ ხარ?” შეიძლება მოხდეს სულ ორი სიტყვით: “მადლობა გამჩენს”. მაგრამ მას ამის გასაკეთებლად ძალა არ ჰყოფნის და არც დიდად სურვიალქვს, რადგან ის სხვის “ბედნიერებას” შესცქერის და თავის ბედნიერებას ფეხებით თელავს, დასდევს სხვის ცხოვრების წესს და რაც არ უნდა ბევრი ჰქონდეს მუდამ “მცირედი” აკლია სრული ბედნიერებისთვის. ნელ ნელა გრძნობას მუდმივი დაუკმაყოფილებისა მიჰყავს ადამიანი სრულ სასუწარქვეთილებამდე, რისი შედეგებიც ყველასთვის კარგად ცნობილია და ალბათ არ ღირს მეტისმეტად გაგრძელება. ადამიანს უჩნდება კითხვა: “რისთვის დავიბადე, განა იმისთვის რათა ვიწამო, განა იმისთვის რათა ვიტანჯო და ვუყურო ასევე სხვების წამებას?” მაგრამ არასდროს არ უჩნდება კითხვა: “რა უნდა ჩემგან? რატომ მაწვალებს გამჩენი? განა გამჩენს – მოწყალების ეტალონსა და მაგალითს, შეიძლება ადამიანი მოჰყავდეს ამ ქვეყანაზე იმისთვის, რათა აწამოს და ტანჯოს ის?” ეს კითხვები ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეტყვის თავის თავს “STOP”, აიღებს პაუზას ცხოვრების გადარეული რითმიდან და სამყაროს “ადამიანის” თვალით შეხედავს. გვასწავლიან ბრძენები, რომ გამჩენმა სამყარო თორით შეჰქმნა, ანუ იყურებოდა თორაში და ქმნიდა სამყაროს, შესაბამისად მთელი სამყარო შექმნილია თორის სახითა და მისი გზებით, ბრძენები სამყაროს ასევე გახსნილ ‘სეფერ თორას’ უწოდებენ, აქედან გამომდინარე ებრაელმა, რომელმაც იცის თორის კითხვა – წაიკითხავს ამ წიგნსაც – ჩვენს სამყაროს. აქედან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე რომ ამ ქვეყანას – ცხოვრებას აქვს “ინსტრუქცია”.

Фото Георге Джиджиешвили.