თორის საკვირაო თავი ,,კდოშიმ“

13178938_982068295244337_8712039215506927044_n

თორის საკვირაო თავი ,,კდოშიმ“
სამი მცნების ერთი იდეა
თორაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამ საკვირაო თავში სამი მცნება ერთადაა თავმოყრილი: ,,იყავით წმინდა…“ ,,გეშინოდეთ დედისა და მამის..“ ,,დაიცავით ჩემი შაბათები…“ რა კავშირია მათ შორის?
პირველი მცნება მიგვითითებს, რომ ჩვენ სხვა ხალხებისგან უნდა გამოვირჩეოდეთ. თავად სიტყვა ,,წმინდა“ მიანიშნებს ამაზე. ჩვენი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურები და ცივილიზაციები გვეხვია თავს, მათი კანონები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ჩვენი კანონებისგან. ის, რაც მათთვის მისაღები და დაშვებული იყო, ჩვენთან ცოდვას უტოლდებოდა.
მცნება ,,იყავი წმინდა“ ადამიანების ცხოვრების მხოლოდ რელიგიურ ასპექტს არ გულისხმობს. ნებისმიერი ადამიანი აღმსარებლობის მიუხედავად იკვებება, სძინავს, შრომობს. ერთი შეხედვით ამ ,,ცხოვრებისეულ წვრილმანებს“ ეროვნება არ გააჩნია. ამაზე საუბრობს თორა: ,,წმინდა იყავით, რადგან მეც წმინდა ვარ“ — ანუ, ეს ,,ცხოვრებისეული წვრილმანები“ უნდა გავაჯეროთ სიწმინდით. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ყოველდღიურ საზრუნავშიც ჩანდეს — ჩვენ უზენაესმა თორა გვიბოძა! და ეს ყველას შეგვიძლია, რადგან თითოეული ებრაელი უზენაესთთან სამუდამოდაა დაკავშირებული.
ამ ხაზს აგრძელებს მომდევნო მცნება: ,,გეშინოდეთ დედისა და მამის.“ აუცილებელია, რომ იუდაიზმის ფასეულობები და საფუძვლები თაობებს გადაეცეს. ადამიანი ვერ და არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ თავადაა ,,წმინდა.“ ის აუცილებლად უნდა ცდილობდეს, რომ შვილებმაც ამ გზით იარონ.
მესამე მცნება ,,დაიცავით ჩემი შაბათები,“ სურათს სრულყოფილს ხდის. ის გვაძლევს ,,ინსტრუმენტს,“ რომლითაც შეგვიძლია ჩვენს ყოველდღიურობაში სიწმინდე ,,შემოვუშვათ“ და ბავშვებს სათანადო აღზრდა მივცეთ. შაბათი გვაძლევს საკვებს რწმენისთვის, რომ სამყაროს არსებობა შემოქმედის ხელთაა და ბუნებრივ მოვლენებსაც ის მართავს. ყოველ კვირას შაბათი გვახსენებს ვინ ვართ და გვაძლევს საშუალებას ბავშვებს ვუწილადოთ ის, რაც ჩვენთვისაც ძვირფასია. ამაზე თქვეს ბრძენებმა: ,,ებრაელები იცავენ შაბათს, შაბათი იცავს ებრაელებს..“
სიხარული მცნებებშია

ხასიდური იგავი.

13177616_982068355244331_8259944201285070616_n

რაბი იაკობ იოსეფი ყოველ თვეში ერთი კვირა — შაბათიდან შაბათამდე მარხულობდა. რადგანაც საკვებს მხოლოდ თავის ოთახში მიირთმევდა, ამის შესახებ არავინ იცოდა, გარდა გოგონასი, რომელიც საჭმელს ამზადებდა. იმ თვეშიც, როცა ის ბაალ შემ ტოვს შეხვდა, ისევე იმარხულა ერთი კვირა, როგორც სხვა დროს. რაბს აზრადაც არ მოსვლია, რომ სულიერი სიმტკიცისთვის, რომელიც მისი მიზანი იყო, შეეძლო ისე მიეღწია, რომ სხეულისთვის არ ევნო. ბაალ შემ ტოვი ახლო სოფლებში მოგზაურობდა. უეცრად იგრძნო, რომ თუ რაბი იაკობი ცარგრადიდან იმის კეთებას გააგრძელებდა, რასაც ახლა აკეთებდა, რაბი ჭკუიდან შეირყეოდა. მაშინ ბაალ შემ ტოვმა ცხენები ისე გამოაჭენა, რომ ერთ-ერთი წაიქცა და ფეხი იტკინა. როცა ბაალ შემ ტოვი რავ იაკობის ოთახში შევიდა, ხმამაღლა თქვა:
— ჩემმა რუხმა ცხენმა ფეხი იმიტომ დაიზიანა, რომ მე აქეთ მომეჩქარებოდა. ეხლავე შეწყვიტე იმის კეთება, რასაც აკეთებ და უბრძანე, რომ საჭმელი მოგიტანონ.
რავს საჭმელი მოუტანეს.
— შენი საქციელი — უთხრა ბაალ შემ ტოვმა — სამწუხარო და უნიათოა. ღვთიური არსებობა არ გადმოვლინდება მასზე, ვინც მცნებების შესრულებისას წუხს, ის მხოლოდ მას ერგება, ვინც მცნებებში მხიარულია!