განაცხადი იმისა, რომ: “ფესვი” – იესოა, და ის ,რომ ფესვი ერთი გვაქვს-ღმერთი, ჩვენ კი ყველანი ყლორტები ვართ. ” ისრაელი ფესვი არ არის,ფესვი -იეშუაა!” ეს ყოველივე ისე სულიერად ჟღერს. სჩანს,თითქოს ეს მოსაზრება უკვე ჭეშმარიტებაა. გამონათქვამებიც კი,რომელნიც ამ მოსაზრებას არ ემთხვევიან უკვე რწმენიდან გადახვევად ჩანს,მაგრამ ხშირად ყოფილა,რომ ის რაც “სულიერად”ჟღერდა სულაც არ იყო ჭეშმარიტი თავის არსში. მსგავსი მოსაზრებები ხშირად დიდ ემოციებს აღძრავს და ადამიანები მზად არიან საკამათოდ. შეიძლება კი,რომ ასეთი “სულიერი”მოსაზრება მცდარი იყოს?! ეს მოსაზრება მცდარია,რადგან პრაქტიკულად, ცხოვრებაში, ის არ ეხმარება ადამიანს ღმერთის შეცნობაში. ეს “სულიერი” მოსაზრება რჩება “სულიერად” მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკულ ცხოვრებაში ის რჩება მხოლოდ ლოზუნგად, მეტ არაფრად. ის, რომ ფესვი ღმერთია ამაზე არავინ კამათობს,მაგრამ მხოლოდ ეს არაა ჭეშმარიტება. ამას თვად ზეციური მამა ადასტურებს. ის ამას ამტკიცებს წერილის მეშვეობით. უზენაეს შეეძლო თავისი თავი ჩვენთვის წერილით,წარედგინა რომელშიც მხოლოდ თავის თავის აღწერა იქნებოდა რომელშიც დაწერდა,როგორია ის,რას ფიქრობს და ა.შ ეს იქნებოდა ყველაზე სულიერი წიგნი მთელს დედამიწაზე,მაგრამ ყველაზე გაუგებარი. ადამიანთაგან ვინ გაიგებდა ამას,ვინ ჩასწვდებოდა მის აზრს,თუკი არ იქნებოდა მთელი ისტორია ღმერთის თავის ხალხთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე? ყველაფრის ჩაწვდომა გონებით მოგვიწევდა, რომელსაც არასოდეს სცოდნია როგორ ურთიერთობდა ღმერთი თავის ხალხთან. ახლაც კი,ისინიც ვინც არ აღიარებენ ებრაულ ფესვებს, ფორმირებულნი იყვნენ მათი ზემოქმედებით,და თუ ეს ასე არა,ცუდია. თუკი წერილმა (ძველი აღთქმა) სულიწმიდის მეშვეობით ვერ მოახდინა ვერავითარი გავლენა მორწმუნეზე,ძლიან ცუდია. ახლა კი მსგავსი ადამიანი იმალება, აღარიბებს თავის თავს შეგნებულად,მალავს რა თავის სულს სულიწმიდის ზეგავლენისგან. ის ემალება უფალს ქვეყნიერული,წარმართული, მსოფლმხედველობით და საერთო ჯამში ემსგავსება “მკვდარს.” ახლაც კი,როდესაც გვაქვს წერილი და იკვლევენ ისრაელისა და შემოქმედის ურთიერთობას,ისტორიას,ტრადიციებს, დღესასწაულებს (ებრაული ფესვების მიხედვით), ღვთისმეტყველებს არ ძალუძთ ჩაწვდნენ ბევრ რამეს ბოლომდე. ზეციურმა მამამ ყველაფერი სხვანაირად გააკეთა. მან თავისი თავი სხვაგვარად გაგვიცხადა… სრულყოფილად და ლამაზად, და რაც მთავარია, მან გააკეთა ეს,როგორც მოსიყვარულე მამამ. რას ვპოულობთ ჩვენ წერილში? მან აირჩია ადამიანი,რომელმაც ირწმუნა იგი,შექმნა თავისი ერი და ურთიერთობდა მასთან. ეს ძალიან დიდი ისტორიაა. მოსიყვარულე ზეციური მამა არ ჩქარობდა, იცდიდა,უყვარდა და ზრუნავდა,რათა დაეთესა ურთიერთდამოკიდებულება, განსაკუთრებული ურთიერთგაგება,გამორჩეული ნებისმიერი სხვა ურთიერთობისგან დედამიწაზე. ამის გამო ეს ერი,ასე რომ ვთქვათ, იზოლირებული იყო, რათა მისი ყურადღება არაფერს გაეფანტა,რათა გაზრდილიყო და გამხდარიყო ძლიერი. ღმერთი დაკავებული იყო ამით დაახლოებით აბრაამის დაბადებიდან მაშიახის მოსვლამდე,ორი ათასი წელი. ამდენი ხანი დასჭირდა,რათა მოემზადებინა დრო მაშიახის მოსვლისთვის. ებრაელი ერი საერთოდ ვერ იარსებებდა,ვერ შედგებოდა ერად,რომ არა უზენაესი. ღმერთმა ეს ერი თავად შექმნა ისე, როგორც, ეს თავად სურდა. და “ებრაული ფესვები” საჭიროა,რადგან ის თავად თანამონაწილეა ისტორიისა და აცოცხლებს ამ ფესვებს. ვიღაც იტყვის, რომ უზენაესისა და ებრაელი ერის ურთიერთობა უბრალო მოდელია,რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ურთიერთობა და წავიწიოთ წინ. ასეთი მიდგომა ტიპური რომაულ-წარმართული მსოფლმხედველობაა. ეს ის მდგომარეობაა,როდესაც სულიერება განისაზღვრება თეორიული მაგალითებით,რაციონალობის უნარზე,მაგრამ შედეგად ადამიანი პრაქტიკულად,თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტოსული რჩება. თავად სიცოცხლე არ შედის მისი ცხოვრების ყველა სფეროში. პავლე (შაულ) მოციქულის ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ ვკითხულობთ:” მთელი წერილი ღვთივსულიერია,და სასარგებლოა სასწავლებლად,სამხილებლად და გამოსასწორებლად,დასარიგებლად ჭეშმარიტებაში” (2ტიმ. 2:16). საუბარია თანახზე,ძველ აღთქმაზე და ის რჩება ახლაც ასეთად,რადგან ეს ცოცხალი წიგნია,არ გავს სხვა წიგნებს. მისი მხოლოდ კითხვა კი არა არამედ საკუთარ ცხოვრებაში გაცოცხლებაა საჭირო. თვად ხსნის ისტორია მოიცავს მთელს ისტორიას ებრაელი ერისას. არ შეიძლება ვიფიქროთ ღმერთზე, როგორც ადამიანზე. ადამიანური თვალთახედვით ყოველივე რაც სამყაროში ხდება ამოიცნობა და შეისწავლება სრულყოფილად. მაგრამ ღმერთი სქემა არაა,რომელშიც ყველაფერი გასაგები და იოლია. ღმერთი ცოცხალია,ჩვენგან განსხვავებით, ვისშიც სიკვდილი შემოვიდა ცოდვით დაცემის მეშვეობით და ვცდილობთ ყველაფერს ახსნა და გამოსასწორებელი წერტილი მოვუძებნოთ. ჩვენ გვსურს ყოველივე ცოცხალი სქემად ვაქციოდ და ავხსნათ,რაც სწორედ რომ წარმართული ბერძნული აზროვნების სტილია. ებრაული მსოფლმხედველობა “ებრაული ფესვები” – ეს მოძრაობა,მოქმედება და განვითარებაა ღმერთთან ურთიერთობაში,გარშემო სამყაროსა და დროის მეშვეობით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს: მისი დანახვა ყველა მინიშნებაში,მთელს ქმნილებაში,წერილში,მასთან ერთად ცხოვრება,ისე,როგორც ეს მას თავის ერთან სურდა.უნდა ვიქონიოთ მასთან საერთო,დავსვათ შეკითხვები,ვუპასუხოთ მათ და გვიყვარდეს იგი. “ებრაული ფესვები” ეს ისაა,რის შექმნითაც თავად ღმერთი იყო დაკავაბეული 2000 წელი,ეს ცოცხალი ისტორიაა ურთიერთობის,ღმერთთან კავშირის და განსაკუთრებული მსოფლმხედველობის,რომელიც ჩადებულია და ვლინდება ძალიან ბევრგან და ბევრჯერ,რათა ხალხისთვის უფრო იოლი იყოს მისი გაგება. ებრაელი ერი-ღმერთის ერია.ის განსხვავებულია არა იმით,რომ თავისით გამოირჩევა სხვა ერებისგან,რომ ეს განსაკუთრებულობა მასშია,არა,არამედ იმით,რომ ღმერთი, თავისთან ურთიერთობაზე,ყველა დროში საუბრობდა მათი მეშვეობით სხვა ხალხებთან. ბევრია ამაში ჩადებული და ეს სქემა კი არაა,არამედ ცოცხალი ურთიერთობაა. დიახ, და, როგორც წერია:”იმ დროს თქვენ შორს იყავით ქრისტესგან,გაუცხოებული ისრაელისგან,უცხონი აღთქმის მცნებებისთვის,არ გქონდათ იმედი და იყავით უღმერთონი ქვეყნიერებაზე. ახლა კი ქრისტეში ოდესღც შორსმყოფნი,ახლონი გახდით მისი სისხლით.” ეფეს.2:12-13
ნამდვილად ასეა,როგორც ზოგიერთს უთქვამს საუბრის დროს:” ებრაელებს რაღაც სხვანაირად სწამთ,სხვა ხალხებისგან განსხვავებულად” დიახ,ეს ასეა,რადგან მათ ამას თავად ღმერთი ასწავლიდათ ათასწლეულების განმავლობაში. დაუფიქრებლობა იქნებოდა, თუკი მოვთხოვდით ღმერთს უარი ეთქვა იმაზე,რასაც ათასწლეულები ქმნიდა და აშენებდა.
იეშუა მოვიდა ქვეყნიერებაზე და მისი მოსვლის ჟამი დადგა,რადგან ისტორია გრძელდებოდა,ნიადაგი მომზადებული იყო. ებრაული ფესვები მომზადებული იყო ყოველივეს გაგებისთვის. ღვთისმეტყველები ამას კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს უწოდებენ, მაგრამ ეს გაცილებით მეტი იყო,რადგან თავად უზენაესი ,შემოქმედი, შრომობდა ამაზე.
ის ტოტები,რომელნიც გადაემყნენ ფესვებსა მოშორებულნი აღმოცნდნენ ფესვისგან,მაგრამ ვის ძალუძს ჩაიხედოს ადამიანის არსში და გამოიტანოს საბოლოო დასკვნა გარდა ღმერთისა? არავის! ყველა უცხო ერს აქვს საშუალება განვითარდეს სულიერად სწრაფად,რადგან ფესვები უკვე არსებობს.
“ებრაული ფესვები “-ისტორიაა,ღმერთისა და მისი ერის ურთიერთობის,ჭეშმარიტად ცოცხალი,რადგან ცოცხალია იგი და მისი სიტყვაა ცოცხალი და ასევე მისი ერიც,რომელშიც ცოცხლობს ძალიან ბევრი უფლისგან ჩადებული და აღზრდილი. შეიძლება ითქვას,რომ არასწორია განვაცალკევოთ ერთმანეთისგან “ებრაული ფესვები” და ღმერთთან კავშირი,იეშუას მეშვეობით. “ებრაულ ფესვებზე” დამყნობა არ ეწინააღმდეგება მასთან პირად ურთიერთობას,არამედ ეხმარება,რადგან ასე იყო ჩაფიქრებული თავად ღმერთისგან.
რომ.11:17–18
-
ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი,
-
ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
“ებრაული ფესვები” მან თვად ჩამოაყალიბა. მან ასე ისურვა და გააკეთა კიდეც,რადგან ასე იყო საჭირო სხვა ერებისთვის. თავად ღმერთია ამ “ებრაულ ფესვებში” მან თავად დაუკავშირა თავისი თავი თვის ერს,თავად შექმნა იგი,მისი ხასიათი და სხვა უამრავი,რაც უნდა შევიცნოთ და ვისწავლოთ. კიდევ ბევრია რისი თქმაც მას სურს და სურს რომ გვასწავლოს. მთავარი კი ისაა,რომ მას სურს შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა,მსოფლმხედველობა, შეგვცვალოს თვად ჩვენ,იცხოვროს ჩვენთან ერთად ყოველი დღე ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში.
ავტორი: ირინა აპატოვა თარგმნა:
ია კარგარეთელმა.