ესთერის წიგნის კულისებს მიღმა

მეგილათ ესთერ

მეგილათ ესთერ

ფურიმი გვახსენებს მთელი ისრაელი ერის საოცარი გზით გადარჩენას. გვახსენებს ესთერის სიმამაცეს, თუ როგორ დაუდგა თავის ხალხს გვერდით და გადაარჩინა იგი. სიტყვა ფურიმი ნიშნავს” __“წილისყრას___” რადგან სწორედ ეს მეთოდი აირჩია ცბიერმა ამანმა, რათა დაეღუპა ებრაელები სპარსეთში. ფურიმი მოგვითხრობს, თუ როგორ შეიცვალა საშინელეი ვითარება, აბსოლუტურად, საპირისპიროდ, ღმერთის სუვერენიტეტული ნების თანახმად.
{ესთერი 9:22}
დღეები, როცა თავიანთი მტრებისგან მოისვენეს ებრაელებმა და მწუხარება – სიხარულად, გლოვა კი დღესასწაულად ექცათ; რათა ნადიმისა და მხიარულების დღეებად ექციათ ისინი, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღეებად.
ფურიმი_ეს არის სიხარულისა და ზეიმის დრო, რომელსაც დღესასწაულობენ ებრაელები მთელს მსოფლიოში. ეს დროა, როდესაც უნდა აჩუქონ საჩუქრები მათ, ვინც ამას საჭიროებს და იზეიმონ. ტრადიციულად, ადამიანები ამ დროს, იცვამენ საგანგებო სამოსს, რომელსაც ებრაულად “ლეხითხაფეს” (להתחפש) ჰქვია.
ეს ებრაული სიტყვა დამალობანას უკავშირდება_შენიღბვას, რომ სხვებმა ვერ გიპოვონ. თავისი არსით, ესთერის მთელი ისტორია დამალობანას თამაშს ჰგავს.
უპირველეს ყოვლისა, შეამჩნევდით, რომ ღმერთი თავად იმალება ესთერის წიგნში_ის აღარ არის მოხსენიებული. მასზე არც კი წერია! ეს ერთადერთი წიგნია მთელს ბიბლიაში, რომელშიც ღმერთი ასე იმალება, მაგრამ მისი თანდასწრება კვლავ საგრძნობია. მათ, რომელნიც ეძებენ მას, შეუძლიათ ჰპოვონ იგი ფრაზებში ჩამალული, რომლთაც ჩააგონეს არტაქსერქსს არქივების წაკითხვა. რის გარეშეც, ეს ისტორია სულ სხვაგვარად დასრულდებოდა.
ღმერთი ჩამალულია მარდოქაის რწმენაში, ესთერის გაბედულებაში და მასში_ვის მიმართაც ისრაელიანები ლოცულობდნენ და მარხულობდნენ სამი დღე.მართალია ის არ მოსულა და არ განუცხადებია ამის შესახებ, მაგრამ ღმერთია ავტორი ფურიმის დღესწაულის და ისრაელის მხსნელიც, ამ ისტორიაში.
სხვა მხრივ, ესთერი მიჰყვება თავისი ნათესავის, მარდოქაის შთაგონებას, რომ დამალოს თავისი ებრაული წარმომავლობა.
ესთერი_ ნამდვილი სახელი არ არის. ეს მისი სპარსული სახელია, რაც ვარსკვლავს ნიშნავს. მისი ებრაული სახელი იყო “ხადასა.” მორჩილების გამო, ესთერი ანუ ხადასა, საიდუმლოდ ინახავდა ყველაფერს, თავის წარმომავლობას და ეს განუცხადა, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, თავის ქმარს, რათა გადაერჩინა მთელი თავისი ერი.ესთერს რომ ეს არ გამოსვლოდა, ის რომ არ ყოფილიყო მორჩილი მარდოქაის დარიგებისა და გონიერება არ გამოეჩინა, მას რომ თავისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო, სთხოვა რა მეფეს წყალობა, მთელი ისრაელი დაიღუპებოდა? არა! მარდოქაიმ სავსებით სწორად გააფრთხილა იგი свиток эстер

{ესთერი.4:13-14}შეუთვალა მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ: “ნუ იფიქრებ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები ებრაელთაგან მეფის სახლში.

რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”

esterbook2

 

მაშიახის ანუ მესიის წარმომავლობა, როგორც აბრაამის თესლისა, ებრაელი ერიდან არის. წერილი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს და ცოდნა ღმერთზე, რომელიც ებოძა ისრაელს, გარკვეულ დროს უნდა გავრცელებუიყო მთელს მსოფლიოში.რაოდენ ძვირფასი საჩუქარია! რა დიდებული განძი უნდა შეენახათ მათ მსოფლიოსთვის!მისცემდა კი ღმერთი მათ უფლებას, რომ განადგურებულიყვნენ, მაშინ როდესაც, კეთილი უწყება ქრისტეს შესახებ მათ უნდა ეუწყებინათ ყველა ერისთვის? არა! ესთერს რომ არ გამოსვლოდა, ღმერთი სხვა პიროვნებას იპოვნიდა. მაგრამ ესთერმა იპოვნა საკუთარ თავში სიმტკიცე და რწმენა, ის იყო დასაჩუქრებული ამის გამო და გახდა ღმერთის რჩეული ჭურჭელი. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ისტორია, ჩვენს ბიბლიებში და სულიწმიდის დახმარებით, დავემსგავსოთ ესთერს ღმერთისადმი ერთგულებასა და მასთან თანამშრომლობაში.

სამი დამალული მეფე.

ამანი, რომელიც იზრახავდა ებრაელი ერის განადგურებას, იყო პირდაპირი შთამომავალი ყამალეკელი  მეფის, აგაგის. მეფე აგაგი_პირველი “დაფარული” მეფეა. ძველად, ამანის წინაპრებმა, ყამალეკელებმა, გაუაზრებლად გადაწყვიტეს, თავს დასხმოდნენ ეგვიპტის მონობიდან ახლად განთავისუფლებულ ისრაელს.  ისინი მხოლოდ იმ კოლონიას  დაესხნენ თავს, სადაც მხოლოდ მოხუცნი  და უსუსურნი იყვნენ. შემდგომში, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ბრძოლის დროს, როდესაც მლოცველ მოსეს, ხელებს უკავებდნენ ებრაელები ცამდე აღპყრობილს და ღმერთიც გამარჯვებას აძლევდა ებრაელ ერს.მაგრამ ბევრი ყამალეკელი ისევ გადარჩა და გადარჩა მათ გულებში არსებულუ სიძულვილი ისრაელის მიმართ.

გზაში ღმერთი ესაუბრება ისრაელს:

“ გაისსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით;

გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილ-დაქანცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია.

როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისაგან იმ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს, რომ დაიმკვიდრო იგი, მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს“ მეორე რჯული 25:17-19

 

მაგრამ ისრაელიანებს, არც ისე კარგად ახსოვდათ, მათ განადგურებქზე. ყამალეკელები განაგრძობდნენ ისრაელზე თავდასხმას, მის შევიწროებას და ერთხრლაც, საულ მეფეს დავალებად მიეცა ამ ყოველივესთვის წერტილის დასმა (1სამუ. 15).  საული, კისის ძე_ეს მეორე “დამალული მეფეა” ისტორიის კადრს მიღმა. ღმერთის მკაცრ ბრძანებას როდი დაემორჩილა საული, მან შეიწყალა ყამალეკელების მეფე და მისი ოჯახი. წინასწარმეტყველმა სამულემა უსაყვედურა საულს და თავად მოკლა აგაგი, მაგრამ მეფე აგაგის შთამომავლობამ არსებობა განაგრძო. საულის დაუმორჩილებლობის შედეგია ყამალეკელი ამანი. რომელიც კვლავ შეეცადა გაენადგურებინა ღმერთის რჩეული ერი, როდესაც ისინი დევნაში იყვნე. თუმცა, ამანი არ იყო მზად, მარდოქაისთან შესახვედრად, რონელიც კისის შთამომავალი იყო.

esterbook3

 

ამას მივყავართ შემდეგ მეფესთან_მეფეთა მეფესთან. საულმა ვერ შეძლო უზენაესის დანაბარების ასრულება და აგაგის მოკვლა. ამიტომ ღმერთი ხელახლა წარმოშობს ამ ისტორიას, ოღონდ უკვე სპარსეთში. ყამალეკელთა ანტისემიტური სული თავს იჩენს ამანში. ღვთის სული კი სხვა ჭურჭელს ავსებს_კისის შთამომავალს, რათა დახუროს ღია დრჩენილი წრე და ბოლო მოუღოს მას
უხილავი ისტორია.
ეს მრავასიუჟეტური ისტორიაა, საიდუმლოებებითა და მოულოდნელობებით. რომელშიც სატანა, ნამდვილი მიმალული მტერი, მოიგონებს კიდევ ერთ, წარუმატებელ გეგმას, რომ აღგავოს ისრაელი მიწის პირიდან და ხელი შეუშალოს მესიის მოსვლას.უხილავი ბოროტება ცდილობს შთანთქას ყველაზე მთავარი_სიკეთე. მაგრამ უაზროა შებრძოლება სცადო უხილავ და უძლეველ ღმერთთან. ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ იმით, რაც პავლემ თქვა: {რომაელთა 9:4-5}
რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
ესთერის ისტორია ღმერთის ძლიერების უდიდესი მოწმობაა. შესანიშნავად აღწერს ის, ღმერთის ერთგულებას,მფარველობას თავისი ერისადმი და მთელი კაცობრიობისადმი. სატანის სულს ყამალეკელებში არ დაუტოვია თავისი ვენდეტა ღმერთის რჩეული ერისადმი. ეს ჩანს ხალხის მიერ აუხსნელ სიძულვილში ებრაელთა მიმართ და დროდრო ეკლესაშიც ვლინდება.ახლო აღმოსავლეთშიც ხშირად ჟღერდება ყამალეკელთა სურვილი და თავად ჰიტლერის ამ სურვილს ემსახურებოდა. ახლა ისევ არსებობს მუქარა და საფრთხე ირანისგან (სპარსეთი). ისრაელი ერი არასოდეს ყოფილა უნაკლო,მაგრამ რიცხვი მისი ამოძირკვის მცდელობებისა, ძალიან დიდია რაციონალური დაკვირვებიდან გამომდინარე. ხდება უფრო მეტი, ვიდრე ჩანს ერთი შეხედვით. ზედაპირს მიღმა დამალულია კოსმოსური ომი.
ღმერთი სერიოზულად უდგება თავის გეგმებს და ყოველ მათგანს აღასრულებს. მას ძალიან უყვარს თავისი ერი, “თავისი თვალის ჩინი” და დაიცავს მას. ფაქტი იმისა, რომ ის იცავდა მას განუწყვეტლად, მოუტანს უდიდეს დალოცვას სხვა ერებს. ღმერთი ყოველთვის ერთგული დარჩება თავისი დანაპირებებისადმი:
„ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“ დაბადება 12:3

 თარგმნა – ია კარგარეთელმა 

წყარო –  oneforisrael.org